სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობამ, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, 2 მილიარდი ლარი გამოიყო - რაზე დაიხარჯება ეს თანხა
მთავრობამ, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, 2 მილიარდი ლარი გამოიყო - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მხარ­და­ჭე­რის­თვის 2 მი­ლი­არ­დი ლარი გა­მო­ი­ყო.

ეკო­ნო­მი­კის მხარ­და­ჭე­რის გეგ­მის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა.

უშუ­ა­ლოდ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის კი, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, კრი­ზი­სულ ბი­უ­ჯეტ­ში 351 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

„მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკვე დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მო­ი­ყო 2 მი­ლი­არ­დი ლარი ეკო­ნო­მი­კის პირ­და­პი­რი დახ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ეს გახ­ლავთ ის დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ასე­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, კომ­პა­ნი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე წარ­მო­ე­ბე­ბის, მიმ­დი­ნა­რე ბიზ­ნე­სე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ეს უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, რა­მე­თუ კრი­ზი­სის ფა­ზის დაძ­ლე­ვის­თა­ნა­ვე ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა იყოს მზად სწრა­ფად გან­ვი­თარ­დეს და აღად­გი­ნოს ის სას­ტარ­ტო პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ეკო­ნო­მი­კას ჰქონ­და წლის და­სა­წყის­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩვე­ნი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა გახ­ლავთ ის, რომ ჩვენ მაქ­სი­მა­ლურს გა­ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის პი­რო­ბებ­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, სის­ტე­მუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ისე­ვე, რო­გორც მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ და მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა სის­ტე­მურ წარ­მო­ე­ბებს გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელი შე­ვუ­წყოთ ეკო­ნო­მი­კის სის­ტე­მურ დარ­გებს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ 2 მი­ლი­არდ ლარ­ში არ შე­დის ის თან­ხა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად გა­მო­ყო. პრე­მი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი 351 მი­ლი­ო­ნი ლარი.

„ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ მო­ვახ­დი­ნეთ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ბი­უ­ჯეტ­ში 2 მი­ლი­არ­დი ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­სა­წყი­სი და ეს არის პირ­ვე­ლი ეტა­პი იმ ცოდ­ნე­ბით, იმ მო­ნა­ცე­მე­ბით რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნია დღეს. ჩვენ გვეს­მის, რომ გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ჩვენ აღ­მოვ­ჩნდეთ ისე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რომ ეს დახ­მა­რე­ბა იყოს კი­დევ უფრო გა­საზ­რდე­ლი. გარ­და ამი­სა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს თან­ხა არ მო­ი­ცავს ჯან­დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით ბი­უ­ჯე­ტი­დან პირ­და­პირ მი­მარ­თულ თან­ხებს COVID 19-თან ბრძო­ლის­თვის. ეს ცალ­კე თან­ხაა, რო­მე­ლიც გახ­ლავთ 351 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით. ეს არის ის თან­ხა, რო­მე­ლიც კრი­ზი­სულ ბი­უ­ჯეტ­ში არის დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით რე­ზერ­ვი­რე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ჩვენ ვიბ­რძო­ლოთ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რომ ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ინ­ფექ­ცი­ის რო­გორც მას­შტა­ბის, ასე­ვე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გავ­რცე­ლე­ბის სწრაფ ზრდას. ეს თან­ხა უნდა იყოს უაღ­რე­სად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალი
1

ეს სიტყვების და რიცხვების ბრახაბრუხია, თუ დეტალურად არ მოგვაწვდით ინფორმაციას, რაში დაიხარჯება ეს 2 მილიარდი!!!

ლია
0

სამუშაოს შესანარჩუნებლად, როცა თანამშრომელბის დიდი ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს??? გადაამოწმეთ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, და თუ ხალხს არ აძლევენ ხელფასს, ეს ადვილად დადგინდება, პერსონალურად კეთდება დეკლარირება, და ასეთ საწარმოს არაფერი არ მისცეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მთავრობამ, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, 2 მილიარდი ლარი გამოიყო - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

მთავრობამ, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, 2 მილიარდი ლარი გამოიყო - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე დღეის მდგომარეობით გამოიყო 2 მილიარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით. ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოებების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის ფაზის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად ჩვენი გადაწვეტილება გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 2 მილიარდ ლარში არ შედის ის თანხა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყო. პრემიერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ცალკეა გამოყოფილი 351 მილიონი ლარი.

„ამ მიმართულებით ჩვენ მოვახდინეთ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარის მობილიზება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და ეს არის პირველი ეტაპი იმ ცოდნებით, იმ მონაცემებით რომელიც გაგვაჩნია დღეს. ჩვენ გვესმის, რომ გარკვეულ ეტაპზე გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანხა არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულ თანხებს COVID 19-თან ბრძოლისთვის. ეს ცალკე თანხაა, რომელიც გახლავთ 351 მილიონი ლარის ოდენობით. ეს არის ის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის დღეის მდგომარეობით რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ასევე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული“, - განაცხადა გახარიამ.

მაისის ბოლომდე საქართველო ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მლნ პირბადეს შეიძენს

დღეს ორი ჩარტერული რეისით საქართველოში 230-მდე მოქალაქე ბრუნდება - როგორია დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა