პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ აპ­რი­ლის ნო­მე­რი #4 (112), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ეს­პა­ნუ­რი გრი­პი - მსოფ­ლიო ომზე მე­ტად მრის­ხა­ნე ვირუ­სი

1918 წელს გრი­პის ახალ­მა ვირუს­მა უმოკ­ლეს დრო­ში გა­და­უ­ა­რა მსოფ­ლი­ოს და I მსოფ­ლიო ომის­გან ისე­დაც შე­თხე­ლე­ბულ და დაკ­ნი­ნე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას მუს­რი გა­ავ­ლო. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა ახალ­მა სენ­მა, ამის და­ზუს­ტე­ბით დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა ნამ­დვი­ლად უფრო მეტი, ვიდ­რე ომმა. “ის­პან­კა” ახა­ლი დრო­ის ყვე­ლა­ზე დიდი პან­დე­მია აღ­მოჩ­ნდა.

ეს­პა­ნუ­რი გრი­პით და­ა­ვად­და 550 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი - დე­და­მი­წის 1,8-1,9-მი­ლი­არ­დი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 27%. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ი­ღუ­პა 17-დან 50 მი­ლი­ო­ნამ­დე, ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით კი 100 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი. ეს უბე­დუ­რე­ბა 1918 წლის იან­ვრი­დან 1920 წლის დე­კემ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბო­და. დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხით, ცხა­დია, ასე სა­ში­ში არ არის, დღეს შე­უ­და­რებ­ლად მა­ღა­ლია ექი­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია, სხვა დო­ნი­საა სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გია და პრე­პა­რა­ტე­ბი.

1918 წელს და­ნამ­დვი­ლე­ბით ისიც კი არ იცოდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლად რა ხო­ცავ­და ხალ­ხს. იცოდ­ნენ მხო­ლოდ ის, რომ და­ა­ვა­დე­ბა სა­ში­ში გრი­პის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­და. ამას­თან, გრძელ­დე­ბო­და I მსოფ­ლიო ომი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 1918 წლის ნო­ემ­ბერ­ში დას­რულ­და. მა­შინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო წერ­ტი­ლის დას­მა არ­ნა­ხუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტის­თვის.

ალ­ბათ ამ მი­ზე­ზი­თაც იმ­დრო­ინ­დელ გრიპს ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც “და­ვი­წყე­ბულ პან­დე­მი­ას”. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან მისი მას­შტა­ბე­ბი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, თუმ­ცა ის მალე მი­ი­ვი­წყეს. ავად­მყო­ფო­ბას ადა­მი­ან­თა გო­ნე­ბა­ში ომის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა ჩრდი­ლავ­და, ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო სამ­ხედ­რო ხარ­ჯე­ბის გამო ყე­ლამ­დე ვა­ლებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი... გრი­პის ერ­თგვარ მი­ვი­წყე­ბას ხელს ისიც უწყობ­და, რომ პან­დე­მი­ას ელ­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

ნა­პო­ლე­ო­ნი და ამე­რი­კა

1799 წელს, რო­დე­საც ნა­პო­ლე­ო­ნი საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი კონ­სუ­ლი და ქვეყ­ნის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი გახ­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და საფ­რან­გეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე ორ ათე­ულ წე­ლი­წად­ზე მეტს ით­ვლი­და. ფრან­გე­ბი ამე­რი­კე­ლებს ჯერ კი­დევ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ომის დროს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლიც შე­ი­ტა­ნეს მათ გა­მარ­ჯვე­ბა­ში ინ­გლი­სე­ლებ­ზე. 1783 წელს ბრი­ტა­ნე­ლებ­სა და ამე­რი­კე­ლებს შო­რის ზავი სწო­რედ პა­რიზ­ში და­ი­დო... თუმ­ცა, ფრან­გულ-ამე­რი­კუ­ლი მე­გობ­რო­ბა საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ამ საფრ­თხე­ში ჩა­აგ­დო. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ირაზ­მე­ბოდ­ნენ, აშშ-ს კი არ სურ­და გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა არც მათ­თან და არც თა­ვის მთა­ვარ მო­კავ­ში­რე საფ­რან­გეთ­თან.

პრე­ზი­დენ­ტმა ჯორჯ ვა­შინგტონ­მა საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა აღი­ა­რა, მაგ­რამ 1792 წელს და­წყე­ბულ ომში არ ჩარ­თუ­ლა. ამან ფრან­გე­ბი გა­ა­ნა­წყე­ნა, ვი­ნა­ი­დან 1778 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, საფ­რან­გეთ­სა და აშშ-ს შო­რის არ­სე­ბობ­და სამ­ხედ­რო ალი­ან­სი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში საფ­რან­გეთ­მა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია ბრი­ტა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ამე­რი­კე­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ამე­რი­კელ­თა ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი ფრან­გულ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მტრუ­ლად მი­იჩ­ნია. უარ­ყო­ფი­თად მი­ი­ღო საფ­რან­გეთ­მა 1794 წელს აშშ-ბრი­ტა­ნე­თის სა­ვაჭ­რო-სა­ნა­ვი­გა­ციო შე­თან­ხმე­ბა. ამე­რი­კე­ლებ­მა ასე­ვე უარი გა­ნა­ცხა­დეს, გა­და­ე­ხა­დათ ვალი საფ­რან­გე­თის­თვის და ეს იმით ახ­სნეს, რომ ისი­ნი საფ­რან­გე­თის მო­ნარ­ქის მო­ვა­ლე­ე­ბი იყ­ვნენ და საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კი­სად­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ჰქონ­დათ. საქ­მე სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დეც კი მი­ვი­და. 1798 წლის 7 ივ­ლისს აშშ-ის კონ­გრეს­მა საფ­რან­გეთ­თან ყვე­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ბა­თი­ლად ცნო და ამით ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­ი­წყო ე.წ. კვა­ზი­ო­მი, რო­მე­ლიც 1798-1800 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და...

გე­გუ­თი - სა­მე­ფო სა­სახ­ლე “ოქ­როს ხა­ნი­დან”

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ე­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძეგ­ლე­ბი, სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბებ­თან შე­და­რე­ბით, ცუ­დად არის შე­მო­ნა­ხუ­ლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა სა­სახ­ლე­ებს, რო­მელ­თა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­ზი­ან­და. ამი­ტომ, მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ჩვენს სა­ხე­ლო­ვან მე­ფე­თა თუ დიდ­გვა­რო­ვან­თა ყოფა-ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობთ და ნივ­თი­ე­რი სა­ბუ­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მათ­ზე გვი­ამ­ბო­ბენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გაგ­ვაჩ­ნია.

ქუ­თა­ი­სი­დან 7 კი­ლო­მეტრში, სო­ფელ გე­გუთ­ში, წა­მო­მარ­თუ­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რის ნაშ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი შე­ხედ­ვით­ვე სა­სახ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვე­ბენ. გე­გუ­თის სა­სახ­ლე მიჩ­ნე­უ­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­თა ერთ-ერთ მთა­ვარ რე­ზი­დენ­ცი­ად. ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ისეთ ცნო­ბილ მე­ფე­ებ­თან, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, გი­ორ­გი III და თა­მარ მეფე. სა­ვა­რა­უ­დოდ, გე­გუ­თის სა­სახ­ლე-კომ­პლექსმა დღე­ვან­დე­ლი სახე XII სა­უ­კუ­ნე­ში, გი­ორ­გი III-ის მე­ფო­ბის დროს მი­ი­ღო. ძი­რი­თა­დი ნა­გე­ბო­ბა კი ე.წ. ქარ­თუ­ლი აგუ­რით – რი­ყის ქვით არის აშე­ნე­ბუ­ლი. სა­სახ­ლის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი უზარ­მა­ზა­რი დარ­ბა­ზია. იგი გა­და­ხუ­რუ­ლი ყო­ფი­ლა 14 მეტ­რი დი­ა­მეტ­რის მქო­ნე გუმ­ბა­თით, რომ­ლის­გა­ნაც ამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში პომ­პე­ზუ­რი კი­ბის ნაშ­თე­ბია.

გე­გუ­თის სა­სახ­ლის კომ­პლექსთან და­მონ­ტაჟ­და მი­ნის კონ­სტრუქ­ცია, რო­მელ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ძეგლი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღიქ­ვას, და­ი­ნა­ხოს დამ­ცა­ვი კოშ­კე­ბის პირ­ვან­დე­ლი სი­მაღ­ლე, გა­და­ხურ­ვის თავ­და­პირ­ვე­ლი სტრუქ­ტუ­რა და სხვა დე­ტა­ლე­ბი. ამ ტი­პის ტექ­ნო­ლო­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­ზე პირ­ვე­ლად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

შავი ჭირი - ეპი­დე­მი­ე­ბი მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბის, შავი ჭი­რის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რია 1894 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს ფრან­გმა ბაქ­ტე­რი­ო­ლოგ­მა ალექ­სან­დრ იერ­სინ­მა და ია­პო­ნელ­მა ექიმ­მა და ბაქ­ტე­რი­ო­ლოგ­მა კი­ტა­სა­ტო სი­ბა­სა­ბუ­რომ. ეს სენი ცნო­ბი­ლი იყო ძვე­ლი შუ­მე­რულ-ბა­ბი­ლო­ნუ­რი სამ­ყა­როს­თვის და ბიბ­ლი­ა­შიც მრავ­ლად არის და­ცუ­ლი ცნო­ბე­ბი ჟა­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. ძვ.წ. 430 წელს ათენ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გა­მო­იწ­ვია. შავი ჭი­რის პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე დიდი პან­დე­მია აღი­ნიშ­ნა ბი­ზან­ტი­ა­ში VI სა­უ­კუ­ნის 40-50-იან წლებ­ში, იმ­პე­რა­ტორ იუს­ტი­ნი­ა­ნე I-ის დროს. და­სა­წყის­ში ჟამი 541 წელს გა­მოჩ­ნდა ეთი­ო­პი­ა­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში, სა­ი­და­ნაც ის მო­ე­დო იმ­პე­რი­ის აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ებს, შემ­დეგ კი ევ­რო­პი­სა და აზი­ის სიღ­რმე­შიც შე­აღ­წია. ბი­ზან­ტი­ე­ლი მე­მა­ტი­ა­ნის, პრო­კო­პი კე­სა­რი­ე­ლის თა­ნახ­მად, ავად­მყო­ფო­ბა თავს და­ა­ტყდა დე­და­მი­წის არა ერთ რო­მე­ლი­მე ნა­წილს ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ფე­ნას, არა­მედ ის შე­ე­ხო ყვე­ლას... გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მას­შტა­ბი შავი ჭი­რის პან­დე­მი­ამ და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მი­ი­ღო XIV-XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­დე­საც 1347-1534 წლებ­ში მისი მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის 17 შემ­თხვე­ვა აღი­რი­ცხა. ამის შემ­დე­გაც და­ა­ბა­დე­ბა დრო­დად­რო კვლავ ახ­სე­ნებ­და თავს ბი­ზან­ტი­ა­სა თუ ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ებს. XV სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჟამი მძვინ­ვა­რებ­და კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­სა და იმ­პე­რი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში...

ძვ.წ. 430 წელს ათენ­ში შავი ჭი­რით გა­მოწ­ვე­ულ ცვლი­ლე­ბებ­ზე ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ის­ტო­რი­კო­სი თუ­კი­დი­დე წერ­და: “ჭირ­მა ათენ­ში უკა­ნო­ნო­ბა წარ­მოშ­ვა...” ბი­ზან­ტი­ურ მწერ­ლო­ბა­ში შავი ჭი­რის პან­დე­მი­ის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­წე­რა ეკუთ­ვნის პრო­კო­პი კე­სა­რი­ელს. ევ­რო­პა­ში შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ შექ­მნი­ლი რე­ა­ლო­ბაა გად­მო­ცე­მუ­ლი ჯო­ვა­ნი ბო­კა­ჩოს “დე­კა­მე­რო­ნის” შე­სა­ვალ­ში. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი 1350-1353 წლებ­ში იწე­რე­ბო­და, სწო­რედ მა­შინ, როცა იტა­ლი­ა­სა და, სა­ერ­თოდ, ევ­რო­პა­ში “შავი სიკ­ვდი­ლი” მძვინ­ვა­რებ­და. ავ­ტო­რის მო­ნა­თხრო­ბი, რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი­სა, შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ­წყა­რო­დაც კი გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი: პა­გა­ნი - ათა­სი ტაძ­რის ქა­ლა­ქი
  • "ამ­სტერ­და­მის იალ­ქა­ნი"
  • ნოტრ-და­მის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ფერ­ფლი­დან “აღად­გე­ნენ”
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი. ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი – დოლ­ბან­დი­დან გვირ­გვი­ნამ­დე
  • ქარ­თულ-ირა­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. “შაჰნა­მე” ქარ­თველ­თა თვალ­სა­წი­ერ­ში /
  • უძ­ვე­ლე­სი სპარ­სუ­ლი ეპო­სი და სა­ქარ­თვე­ლო
  • ეთ­ნო­ლო­გია. ნა­დი­რო­ბა – ხი­ფა­თის მოყ­ვა­რულ­თა და გუ­ლო­ვან­თა საქ­მე
  • კი­ნოს ის­ტო­რი­ი­დან. რო­გორ იღებ­დნენ მხატ­ვრულ ფილ­მს “ვინ არის დამ­ნა­შა­ვე?” / ქარ­თუ­ლი ფილ­მი გრან­დი­ო­ზუ­ლი მა­სობ­რი­ვი სცე­ნე­ბით
  • ეთ­ნო­ლო­გია. სალ­ხი­ნო კვი­რა – ყვე­ლი­ე­რი
  • ამო­ნა­რი­დე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან. “ეს­პა­ნუ­რი სენი"
  • საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის “დამ­პლუ­რი თა­მა­შე­ბი” (და­სას­რუ­ლი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომერი #4 (112), რომელშიც წაიკითხავთ:

ესპანური გრიპი - მსოფლიო ომზე მეტად მრისხანე ვირუსი

1918 წელს გრიპის ახალმა ვირუსმა უმოკლეს დროში გადაუარა მსოფლიოს და I მსოფლიო ომისგან ისედაც შეთხელებულ და დაკნინებულ მოსახლეობას მუსრი გაავლო. რამდენი ადამიანი შეიწირა ახალმა სენმა, ამის დაზუსტებით დადგენა შეუძლებელი გახდა, თუმცა ნამდვილად უფრო მეტი, ვიდრე ომმა. “ისპანკა” ახალი დროის ყველაზე დიდი პანდემია აღმოჩნდა.

ესპანური გრიპით დაავადდა 550 მილიონი ადამიანი - დედამიწის 1,8-1,9-მილიარდიანი მოსახლეობის 27%. ვარაუდობენ, რომ დაიღუპა 17-დან 50 მილიონამდე, ზოგიერთი შეფასებით კი 100 მილიონი ადამიანი. ეს უბედურება 1918 წლის იანვრიდან 1920 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. დღევანდელი პანდემია კორონავირუსის სახით, ცხადია, ასე საშიში არ არის, დღეს შეუდარებლად მაღალია ექიმების გამოცდილება და კვალიფიკაცია, სხვა დონისაა სამედიცინო ტექნოლოგია და პრეპარატები.

1918 წელს დანამდვილებით ისიც კი არ იცოდნენ, კონკრეტულად რა ხოცავდა ხალხს. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ დაავადება საშიში გრიპის ნიშნებს შეიცავდა. ამასთან, გრძელდებოდა I მსოფლიო ომი, რომელიც მხოლოდ 1918 წლის ნოემბერში დასრულდა. მაშინდელი მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო წერტილის დასმა არნახული გლობალური კონფლიქტისთვის.

ალბათ ამ მიზეზითაც იმდროინდელ გრიპს ასევე მოიხსენიებენ, როგორც “დავიწყებულ პანდემიას”. დღევანდელი გადასახედიდან მისი მასშტაბები შემაძრწუნებელია, თუმცა ის მალე მიივიწყეს. ავადმყოფობას ადამიანთა გონებაში ომის საშინელებების გახსენება ჩრდილავდა, ნახევარი მსოფლიო სამხედრო ხარჯების გამო ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული... გრიპის ერთგვარ მივიწყებას ხელს ისიც უწყობდა, რომ პანდემიას ელვისებური ხასიათი ჰქონდა.

ნაპოლეონი და ამერიკა

1799 წელს, როდესაც ნაპოლეონი საფრანგეთის პირველი კონსული და ქვეყნის, ფაქტობრივად, ერთპიროვნული მმართველი გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე ორ ათეულ წელიწადზე მეტს ითვლიდა. ფრანგები ამერიკელებს ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის ომის დროს ეხმარებოდნენ და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს მათ გამარჯვებაში ინგლისელებზე. 1783 წელს ბრიტანელებსა და ამერიკელებს შორის ზავი სწორედ პარიზში დაიდო... თუმცა, ფრანგულ-ამერიკული მეგობრობა საფრანგეთის რევოლუციამ საფრთხეში ჩააგდო. ევროპული ქვეყნები საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ირაზმებოდნენ, აშშ-ს კი არ სურდა გაეფუჭებინა ურთიერთობა არც მათთან და არც თავის მთავარ მოკავშირე საფრანგეთთან.

პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა საფრანგეთის რევოლუციური მთავრობა აღიარა, მაგრამ 1792 წელს დაწყებულ ომში არ ჩართულა. ამან ფრანგები გაანაწყენა, ვინაიდან 1778 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთსა და აშშ-ს შორის არსებობდა სამხედრო ალიანსი, რომლის ფარგლებში საფრანგეთმა დახმარება გაუწია ბრიტანეთის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკელებს. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკელთა ნეიტრალიტეტი ფრანგულმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ მტრულად მიიჩნია. უარყოფითად მიიღო საფრანგეთმა 1794 წელს აშშ-ბრიტანეთის სავაჭრო-სანავიგაციო შეთანხმება. ამერიკელებმა ასევე უარი განაცხადეს, გადაეხადათ ვალი საფრანგეთისთვის და ეს იმით ახსნეს, რომ ისინი საფრანგეთის მონარქის მოვალეები იყვნენ და საფრანგეთის რესპუბლიკისადმი ვალდებულებები არ ჰქონდათ. საქმე სამხედრო დაპირისპირებამდეც კი მივიდა. 1798 წლის 7 ივლისს აშშ-ის კონგრესმა საფრანგეთთან ყველა ხელშეკრულება ბათილად ცნო და ამით ორ ქვეყანას შორის დაიწყო ე.წ. კვაზიომი, რომელიც 1798-1800 წლებში მიმდინარეობდა...

გეგუთი - სამეფო სასახლე “ოქროს ხანიდან”

საქართველოში საერო დანიშნულების ძეგლები, საკულტო ნაგებობებთან შედარებით, ცუდად არის შემონახული. ეს განსაკუთრებით ეხება სასახლეებს, რომელთა უმეტესი ნაწილი საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა. ამიტომ, მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენს სახელოვან მეფეთა თუ დიდგვაროვანთა ყოფა-ცხოვრების შესახებ მწირ ინფორმაციას ვფლობთ და ნივთიერი საბუთებიც, რომლებიც მათზე გვიამბობენ, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია.

ქუთაისიდან 7 კილომეტრში, სოფელ გეგუთში, წამომართულია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტრუქტურის ნაშთები, რომლებიც ერთი შეხედვითვე სასახლის შთაბეჭდილებას ტოვებენ. გეგუთის სასახლე მიჩნეულია გაერთიანებული საქართველოს მეფეთა ერთ-ერთ მთავარ რეზიდენციად. ის დაკავშირებულია ისეთ ცნობილ მეფეებთან, როგორებიც იყვნენ დავით აღმაშენებელი, გიორგი III და თამარ მეფე. სავარაუდოდ, გეგუთის სასახლე-კომპლექსმა დღევანდელი სახე XII საუკუნეში, გიორგი III-ის მეფობის დროს მიიღო. ძირითადი ნაგებობა კი ე.წ. ქართული აგურით – რიყის ქვით არის აშენებული. სასახლის მთავარი ნაწილი უზარმაზარი დარბაზია. იგი გადახურული ყოფილა 14 მეტრი დიამეტრის მქონე გუმბათით, რომლისგანაც ამჟამად დაახლოებით ნახევარია შემორჩენილი. დასავლეთ ნაწილში პომპეზური კიბის ნაშთებია.

გეგუთის სასახლის კომპლექსთან დამონტაჟდა მინის კონსტრუქცია, რომელზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებაც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით აღიქვას, დაინახოს დამცავი კოშკების პირვანდელი სიმაღლე, გადახურვის თავდაპირველი სტრუქტურა და სხვა დეტალები. ამ ტიპის ტექნოლოგია საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე პირველად არის გამოყენებული.

შავი ჭირი - ეპიდემიები მსოფლიოსა და საქართველოში

საუკუნეების განმავლობაში ყველაზე საშინელი დაავადების, შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია 1894 წელს დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრ იერსინმა და იაპონელმა ექიმმა და ბაქტერიოლოგმა კიტასატო სიბასაბურომ. ეს სენი ცნობილი იყო ძველი შუმერულ-ბაბილონური სამყაროსთვის და ბიბლიაშიც მრავლად არის დაცული ცნობები ჟამიანობის შესახებ. ძვ.წ. 430 წელს ათენში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ მოსახლეობის მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. შავი ჭირის პირველი ყველაზე დიდი პანდემია აღინიშნა ბიზანტიაში VI საუკუნის 40-50-იან წლებში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს. დასაწყისში ჟამი 541 წელს გამოჩნდა ეთიოპიასა და ეგვიპტეში, საიდანაც ის მოედო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს, შემდეგ კი ევროპისა და აზიის სიღრმეშიც შეაღწია. ბიზანტიელი მემატიანის, პროკოპი კესარიელის თანახმად, ავადმყოფობა თავს დაატყდა დედამიწის არა ერთ რომელიმე ნაწილს ან საზოგადოების ერთ ფენას, არამედ ის შეეხო ყველას... განსაკუთრებით დიდი მასშტაბი შავი ჭირის პანდემიამ დასავლეთ ევროპაში მიიღო XIV-XVI საუკუნეებში, როდესაც 1347-1534 წლებში მისი მასობრივი გავრცელების 17 შემთხვევა აღირიცხა. ამის შემდეგაც დააბადება დროდადრო კვლავ ახსენებდა თავს ბიზანტიასა თუ ევროპის სახელმწიფოებს. XV საუკუნის დასაწყისში ჟამი მძვინვარებდა კონსტანტინოპოლსა და იმპერიის სხვადასხვა ქალაქში...

ძვ.წ. 430 წელს ათენში შავი ჭირით გამოწვეულ ცვლილებებზე ძველი ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდე წერდა: “ჭირმა ათენში უკანონობა წარმოშვა...” ბიზანტიურ მწერლობაში შავი ჭირის პანდემიის საინტერესო აღწერა ეკუთვნის პროკოპი კესარიელს. ევროპაში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ შექმნილი რეალობაა გადმოცემული ჯოვანი ბოკაჩოს “დეკამერონის” შესავალში. ეს ნაწარმოები 1350-1353 წლებში იწერებოდა, სწორედ მაშინ, როცა იტალიასა და, საერთოდ, ევროპაში “შავი სიკვდილი” მძვინვარებდა. ავტორის მონათხრობი, როგორც თვითმხილველისა, შეიძლება პირველწყაროდაც კი გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები: პაგანი - ათასი ტაძრის ქალაქი
  • "ამსტერდამის იალქანი"
  • ნოტრ-დამის საიდუმლოებებს ფერფლიდან “აღადგენენ”
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი – დოლბანდიდან გვირგვინამდე
  • ქართულ-ირანული ურთიერთობები. “შაჰნამე” ქართველთა თვალსაწიერში /
  • უძველესი სპარსული ეპოსი და საქართველო
  • ეთნოლოგია. ნადირობა – ხიფათის მოყვარულთა და გულოვანთა საქმე
  • კინოს ისტორიიდან. როგორ იღებდნენ მხატვრულ ფილმს “ვინ არის დამნაშავე?” / ქართული ფილმი გრანდიოზული მასობრივი სცენებით
  • ეთნოლოგია. სალხინო კვირა – ყველიერი
  • ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. “ესპანური სენი"
  • საბჭოთა სპეცსამსახურების “დამპლური თამაშები” (დასასრული)

30 მარტიდან „ჯეინ ეარის“ საკოლექციო გამოცემა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეორე თავი)

12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში