სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის პირად ნომრები, ტელეფონები და დაბადების თარიღები გამოქვეყნდა - შსს საქმეს სწავლობს
ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის პირად ნომრები, ტელეფონები და დაბადების თარიღები გამოქვეყნდა - შსს საქმეს სწავლობს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის ჰა­კე­რე­ბის ფო­რუმ­ზე გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კი­თხის შეს­წავ­ლა.

"ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უცხო­ურ პრე­სა­ში გავ­რცელ­და, ცნო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კი­თხის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­კეთ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი გან­მარ­ტე­ბე­ბი“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პორ­ტალ zdnet.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 მარტს, ჰა­კე­რე­ბის სა­იტ­ზე ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის მო­ნა­ცემ­თა ბაზა გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს პი­რად მო­ნა­ცე­მებს - პი­რად ნომ­რებს, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღებს. აღ­ნიშ­ნულ ბა­ზა­ში იძებ­ნე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩევ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის ჰა­კე­რულ სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცეს­კო გან­მარ­ტავს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პორ­ტალ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ველ­თა სიის მო­ნა­ცე­მე­ბის­გან.

„მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით - ჰა­კე­რე­ბის მიერ 4,9 მი­ლი­ონ­ზე მეტი ამომ­რჩევ­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია აცხა­დებს, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პორ­ტალ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ველ­თა სიის მო­ნა­ცე­მე­ბის­გან.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პორ­ტალ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 3,5 მი­ლი­ო­ნი ამომ­რჩევ­ლის შე­სა­ხებ არის ინ­ფორ­მა­ცია მო­ცე­მუ­ლი, რო­მელ­შიც ცხა­დია არ შე­დის ინ­ფორ­მა­ცია გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ხებ; ამას­თან, ცეს­კოს, ამომ­რჩე­ველ­თა სიის ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის, არ გად­მო­ე­ცე­მა და შე­სა­ბა­მი­სად ამომ­რჩე­ველ­თა მო­ნა­ცე­მე­ბის ბა­ზა­ში არც ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას ამომ­რჩევ­ლის მა­მის სა­ხე­ლის, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­სა თუ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ნომ­რის შე­სა­ხებ.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­ცხა­დებთ, რომ ჰა­კე­რულ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვე­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ცეს­კო არ ამუ­შა­ვებს და ამას­თან, მო­ნა­ცემ­თა ბაზა, რო­გორც მო­ნა­ცე­მე­ბით ისე ფორ­მა­ტით და ბა­ზის სტრუქ­ტუ­რით გან­სხვავ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან. და­მა­ტე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტა­პის­თვის ცეს­კო­ში კი­ბერ ინ­ცი­დენ­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა და ამას­თან, გა­და­მოწ­მე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ჰა­კე­რულ სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი პი­რა­დი ნომ­რე­ბი და მი­სა­მარ­თე­ბი არ ემ­თხვე­ვა ცეს­კოს ამომ­რჩე­ველ­თა ბა­ზის მო­ნა­ცე­მებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში ცეს­კომ სწო­რედ დღეს მი­ი­ღო გან­კარ­გუ­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 1 489 611.86 (ერ­თი­მი­ლი­ონ ოთხა­სო­თხმოც­და­ცხრა­ა­თას ექ­ვსას თერ­თმე­ტი მთე­ლი ოთხმოც­და­ექ­ვსი) აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის მი­ღე­ბა­ზე, რო­მე­ლიც აშშ-ს მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მეშ­ვე­ო­ბით სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის (IFES) მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და კი­ბერ უსაფრ­თხო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას“, - ნათ­ქვა­მია ცეს­კოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
0

აბა რა, ეგ ახალია თუ?! ყველამ ვისაც არ ეზარება და "სჭირდება" ჩვენი პირადი მოანცემები თავისი მიზნებისთვის იცის და ხელი მუწვდება ... გარდა იმისა რომ სპეც სამსახურებმა იციან, იცის ათასმა გადამთიელმა, ვინ არ დაგირეკავს პირად ნომერზე, გეტყვის შენს სახელს და გვრას ეს და ეს ხარო? დარწმუნებული ვარ მისამართიც იცის, რას არ შეგთავაზებს და რომ კითხავ თავად ვის დარჩა და ვინ ბრძანდება, ან საიდან აქვს ნომერი, ან ბლუკუნებს და რაღაც სისულელეს გპასუხობს ან გითიშავს ტელეფონს ... აი ამ დღეში ვართ ...

ზურაბ
1

ეგ იმათი გაკეთებულია, ვისაც არ აწყობს საქართველოში პატიოსანი,დმოკრატიული არჩევნები ჩატარდეს,ვინაიდან მათ ნორმალურ არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის პირად ნომრები, ტელეფონები და დაბადების თარიღები გამოქვეყნდა - შსს საქმეს სწავლობს

ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის პირად ნომრები, ტელეფონები და დაბადების თარიღები გამოქვეყნდა - შსს საქმეს სწავლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ უცხოური მედიის ინფორმაცია ცნობილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

"ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს - პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს ამომრჩევლების მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცესკო განმარტავს, გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან.

„მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით - ჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც ცხადია არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერ ინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკომ სწორედ დღეს მიიღო განკარგულებით გადაწყვეტილება 1 489 611.86 (ერთიმილიონ ოთხასოთხმოცდაცხრაათას ექვსას თერთმეტი მთელი ოთხმოცდაექვსი) აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური და კიბერ უსაფრთხოების მხარდაჭერას“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.