სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეცვალა თუ არა კორონავირუსმა ჰაერის მდგომარეობა საქართველოში - "დედაქალაქში პანდემიამ სერიოზული პრობლემა გამოასწორა"
შეცვალა თუ არა კორონავირუსმა ჰაერის მდგომარეობა საქართველოში - "დედაქალაქში პანდემიამ სერიოზული პრობლემა გამოასწორა"

"დე­და­მი­წის გა­დატ­ვირ­თვა" - ასე უწო­დე­ბენ გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­შიც პან­დე­მი­ის გამო დე­და­მი­წა აღ­მოჩ­ნდა. პან­დე­მი­ის შე­დე­გად მსოფ­ლი­ო­ში მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, ასე­ვე გა­ჩე­რე­ბუ­ლია უდი­დე­სი სამ­რეწ­ვე­ლო ქარ­ხნე­ბი, რა­მაც ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თი კუ­თხით უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მხრივ - AMBEBI.GE-მ შე­კი­თხვე­ბით გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილს მი­მარ­თა:

- პან­დე­მი­ამ თა­ვი­სი როლი ითა­მა­შა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხის კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეს იმ ქვეყ­ნებ­სა და რე­გი­ო­ნებს ეხე­ბათ, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა მჭირ­დოდ არის და­სახ­ლე­ბუ­ლი და სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბი დიდი მას­შტა­ბე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. იგი­ვე ჩი­ნეთ­ში, ევ­რო­პა­სა და ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში, მკვეთ­რად შემ­ცირ­და აზო­ტის ორ­ჟან­გის (იწ­ვევს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას, ტკი­ვილს გულ-მკერ­დის არე­ში ავტ.) რა­ო­დე­ნო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზეც იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას - ჩვენ­თან ერთ-ერთი მთა­ვა­რი დამ­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი იყო აზო­ტის ორ­ჟან­გი და მე­ო­რე - მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი. აზო­ტის ორ­ჟან­გის მთა­ვა­რი წყა­რო გახ­ლდათ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მიერ წარ­მოქ­ნი­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და მას შემ­დეგ, რაც ვირუს­მა შე­ამ­ცი­რა ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, ყვე­ლა სად­გურ­ზე თვალ­ნათ­ლივ გვაქვს აზო­ტის ორ­ჟან­გის კლე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეს ჩანს იმ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, სა­დაც გზის­პი­რა სად­გუ­რე­ბი გვაქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­შიც კი, მა­გა­ლი­თად წე­რე­თე­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბულ გზის­პი­რა სად­გურ­ზე, ასე­ვე ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში, ნორ­მის გა­და­ჭარ­ბე­ბა აღარ ფიქ­სირ­დე­ბა.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა რუს­თავ­ში, სა­დაც მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მაა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი?

- რუს­თა­ვის შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მუ­რი დამ­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა აზო­ტის ორ­ჟან­გი, იქ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გვაქვს მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის სა­ხით, თან საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი. მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის მთა­ვა­რი წყა­როა სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი, მსხვი­ლი სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბი და გარ­კვე­ულ­წი­ლად ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბიც, რაც გუ­ლის­ხმობს შე­შის მოხ­მა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, აზო­ტის ორ­ჟან­გის კუ­თხით იქაც ფიქ­სირ­დე­ბა კლე­ბა, მაგ­რამ მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის პრობ­ლე­მა ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

- თუმ­ცა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ჰა­ე­რის კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, რამ გა­მო­იწ­ვია ეს?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ქვე­ყა­ნა­ში აზო­ტის ორ­ჟან­გის კუ­თხით ნამ­დვი­ლად კლე­ბა გვაქვს, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მა­გა­ლით­ზე, დიახ, გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოვ­ყოთ დამ­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ამ მო­ი­მა­ტა ბოლო დღე­ებ­ში და ეს უკავ­შირ­დე­ბა ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბას.

ბოლო დღე­ებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თის მხრი­დან გვაქვს მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის შე­მოჭ­რა, ეს გახ­ლავთ სა­ჰა­რის უდაბ­ნოს, არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და აზი­ის უდაბ­ნოს მტვე­რი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ჰა­ე­რის ხა­რის­ხის ფორ­მი­რე­ბა­ში.

მცდა­რია, აბ­სურ­დუ­ლიც კი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპორ­ტი არ აღ­მოჩ­ნდა მთა­ვა­რი დამ­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი. ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის ნა­კა­დე­ბის მკვეთრმა ცვლი­ლე­ბამ მოგ­ვცა შე­დე­გი, რომ და­ბინ­ძუ­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი ნორ­მის ქვე­ვით ჩა­მო­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დე­და­ქა­ლაქ­ში გვაქვს ამის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პან­დე­მი­ამ გა­მო­ას­წო­რა.

კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი არის აზო­ტის ორ­ჟან­გით და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო და პან­დე­მი­ამ გა­მო­იწ­ვია აშ­კა­რა, თვალ­ნა­თე­ლი შემ­ცი­რე­ბა

მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის მთა­ვა­რი წყა­როა სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი, სამ­რეწ­ვე­ლო სექ­ტო­რი, ასე­ვე ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რი - შე­შის მოხ­მა­რე­ბა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ აკ­რძა­ლუ­ლა სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, გარ­და დე­მონ­ტა­ჟი­სა და სა­წარ­მო­ე­ბიც არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ამი­ტო­მაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ამ ისე­თი შე­დე­გი ვერ მოგ­ვცა მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კუ­თხით რო­გორც აზოტ­ზე მოგ­ვცა. თან, უდაბ­ნოს მტვე­რი ისევ შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რო­გორც მა­ნამ­დე.

- გლო­ბა­ლურ პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რას მო­უ­ტანს გა­რე­მოს ე.წ. დე­და­მი­წის "რეფ­რე­ში"?

- გა­რე­მოს დამ­ცვე­ლებს დიდი იმე­დი გვაქვს ეს ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ იმის იმე­დიც გვაქვს, რომ ეს მოვ­ლე­ნა და­ა­ფიქ­რებს, რა და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ღოს ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვის შეც­ვლამ.

ნაკ­ლე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ტრან­სპორ­ტი, უაზ­რო გა­და­ად­გი­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ, უნდა შევ­ცვა­ლოთ ჩვე­ნი ქცე­ვა, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ, კერ­ძო ტრან­სპორ­ტი­დან გა­და­ვი­დეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­ზე, ფე­ხით და ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ვა­ად­გილ­დეთ

არა­ვის არ აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ეს კონ­ცენ­ტრა­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ ტრან­სპორ­ტის ნა­კა­დე­ბი მო­ი­მა­ტებს და ეს პირ­და­პირ გაზ­რდის აზო­ტის ორ­ჟან­გის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, მაგ­რამ ეს მოვ­ლე­ნე­ბი გა­დაგ­ვა­ხე­დებს ჩვენ ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და მეტს ვი­ფიქ­რებთ გა­რე­მო­ზე, დე­და­მი­წა­სა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vova
4

ე ბიჯო ხალხი უნდა გაწყდეს მაინც და მაინც ისე შემთანხდეთ მაგ ყველაფერზე და ხალხი არ დაიზაფრება.

მურადი
12

როგორც ყოველთვის 100%-იანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

შეცვალა თუ არა კორონავირუსმა ჰაერის მდგომარეობა საქართველოში - "დედაქალაქში პანდემიამ სერიოზული პრობლემა გამოასწორა"

შეცვალა თუ არა კორონავირუსმა ჰაერის მდგომარეობა საქართველოში - "დედაქალაქში პანდემიამ სერიოზული პრობლემა გამოასწორა"

"დედამიწის გადატვირთვა" - ასე უწოდებენ გარემოს დამცველები იმ მდგომარეობას, რომელშიც პანდემიის გამო დედამიწა აღმოჩნდა. პანდემიის შედეგად მსოფლიოში მინიმუმამდეა დაყვანილი ტრანსპორტით გადაადგილება, ასევე გაჩერებულია უდიდესი სამრეწველო ქარხნები, რამაც ჰაერის დაბინძურებაზე დადებითი კუთხით უდიდესი გავლენა მოახდინა.

რა მდგომარეობაა თბილისსა და საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ - AMBEBI.GE-მ შეკითხვებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსს, ნოე მეგრელიშვილს მიმართა:

- პანდემიამ თავისი როლი ითამაშა მთელ მსოფლიოში ჰაერის ხარისხის კუთხით მდგომარეობის შეცვლაში, განსაკუთრებულად ეს იმ ქვეყნებსა და რეგიონებს ეხებათ, სადაც მოსახლეობა მჭირდოდ არის დასახლებული და სამრეწველო ობიექტები დიდი მასშტაბებით არის წარმოდგენილი. იგივე ჩინეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ იტალიაში, მკვეთრად შემცირდა აზოტის ორჟანგის (იწვევს სასუნთქი სისტემის გაღიზიანებას, სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს გულ-მკერდის არეში ავტ.) რაოდენობა.

საქართველოს მაგალითზეც იგივე შეიძლება ითქვას - ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი დამბინძურებელი იყო აზოტის ორჟანგი და მეორე - მყარი ნაწილაკები. აზოტის ორჟანგის მთავარი წყარო გახლდათ ავტოტრანსპორტის მიერ წარმოქნილი გამონაბოლქვი და მას შემდეგ, რაც ვირუსმა შეამცირა ტრანსპორტის გადაადგილება, ყველა სადგურზე თვალნათლივ გვაქვს აზოტის ორჟანგის კლება და განსაკუთრებულად ეს ჩანს იმ მონაკვეთებზე, სადაც გზისპირა სადგურები გვაქვს განთავსებული.

ყველაზე ცხელ წერტილებშიც კი, მაგალითად წერეთელის გამზირზე არსებულ გზისპირა სადგურზე, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, ნორმის გადაჭარბება აღარ ფიქსირდება.

- რა მდგომარეობაა რუსთავში, სადაც მუდმივი პრობლემაა დაბინძურებული ჰაერი?

- რუსთავის შემთხვევაში პრობლემური დამბინძურებელი არ ყოფილა აზოტის ორჟანგი, იქ მთავარი პრობლემა გვაქვს მყარი ნაწილაკების სახით, თან საკმაოდ სერიოზული. მყარი ნაწილაკების მთავარი წყაროა სამშენებლო სექტორი, მსხვილი სამრეწველო ობიექტები და გარკვეულწილად ენერგეტიკული ობიექტებიც, რაც გულისხმობს შეშის მოხმარებას. შესაბამისად, აზოტის ორჟანგის კუთხით იქაც ფიქსირდება კლება, მაგრამ მყარი ნაწილაკების პრობლემა ისევ აქტუალურია.

- თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარჯანიშვილის ქუჩაზე ჰაერის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია, რამ გამოიწვია ეს?

- როგორც აღვნიშნე, ქვეყანაში აზოტის ორჟანგის კუთხით ნამდვილად კლება გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება მარჯანიშვილის ქუჩის მაგალითზე, დიახ, გაუარესებული სურათი აჩვენა, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში გამოვყოთ დამბინძურებელი, სამწუხაროდ მყარი ნაწილაკების კონცენტრაციამ მოიმატა ბოლო დღეებში და ეს უკავშირდება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას.

ბოლო დღეებში აღმოსავლეთის მხრიდან გვაქვს მყარი ნაწილაკების შემოჭრა, ეს გახლავთ საჰარის უდაბნოს, არაბეთის ნახევარკუნძულის და აზიის უდაბნოს მტვერი, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰაერის ხარისხის ფორმირებაში.

მცდარია, აბსურდულიც კი შეხედულება, რომ საქართველოში ტრანსპორტი არ აღმოჩნდა მთავარი დამბინძურებელი. ავტოტრანსპორტის ნაკადების მკვეთრმა ცვლილებამ მოგვცა შედეგი, რომ დაბინძურების კონცენტრაციები ნორმის ქვევით ჩამოვიდა. განსაკუთრებულად დედაქალაქში გვაქვს ამის სერიოზული პრობლემა, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ გამოასწორა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ავტოტრანსპორტი არის აზოტის ორჟანგით დაბინძურების წყარო და პანდემიამ გამოიწვია აშკარა, თვალნათელი შემცირება

მყარი ნაწილაკების მთავარი წყაროა სამშენებლო სექტორი, სამრეწველო სექტორი, ასევე ენერგეტიკის სექტორი - შეშის მოხმარება. გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში არ აკრძალულა სამშენებლო საქმიანობა, გარდა დემონტაჟისა და საწარმოებიც არ გაჩერებულა. ამიტომაა, რომ საქართველოში პანდემიამ ისეთი შედეგი ვერ მოგვცა მყარი ნაწილაკების კუთხით როგორც აზოტზე მოგვცა. თან, უდაბნოს მტვერი ისევ შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე როგორც მანამდე.

- გლობალურ პერსპექტივაში, რას მოუტანს გარემოს ე.წ. დედამიწის "რეფრეში"?

- გარემოს დამცველებს დიდი იმედი გვაქვს ეს ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ იმის იმედიც გვაქვს, რომ ეს მოვლენა დააფიქრებს, რა დადებითი შედეგები შეიძლება გამოიღოს ადამიანების ქცევის შეცვლამ.

ნაკლებად გამოვიყენოთ ტრანსპორტი, უაზრო გადაადგილება ავტომობილებით მინიმუმამდე დავიყვანოთ, უნდა შევცვალოთ ჩვენი ქცევა, გავაუმჯობესოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხელმისაწვდომი გავხადოთ, კერძო ტრანსპორტიდან გადავიდეთ საზოგადოებრივზე, ფეხით და ველოსიპედით გადავაადგილდეთ

არავის არ აქვს მოლოდინი, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ეს კონცენტრაცია შენარჩუნდება, ადამიანების გააქტიურების შემდეგ ტრანსპორტის ნაკადები მოიმატებს და ეს პირდაპირ გაზრდის აზოტის ორჟანგის კონცენტრაციას, მაგრამ ეს მოვლენები გადაგვახედებს ჩვენ ცხოვრების წესზე და მეტს ვიფიქრებთ გარემოზე, დედამიწასა და სუფთა ჰაერზე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 566-მდე გაიზარდა

"ქალბატონი რომელსაც აქვს დიაბეტი, არ აქვს ქვედა კიდურები, არ აქვს ყურის ნიჟარა, არ აქვს მარცხენა ხელი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა" - რატიანი

"დიდი სტრესი ჰქონდა... აღიქვამდა, რომ ეს მის გამო მოხდა" - ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, "გეფას" დირექტორს უკვე ორი თვეა COVID-19 უფიქსირდება