საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა მსოფლიო კარანტინშია, შვედეთი მინიმალური შეზღუდვებით ცხოვრობს - სკანდინავიის ქვეყნის უჩვეულო პასუხი კორონავირუსს
როცა მსოფლიო კარანტინშია, შვედეთი მინიმალური შეზღუდვებით ცხოვრობს - სკანდინავიის ქვეყნის უჩვეულო პასუხი კორონავირუსს

ცივი და გრძე­ლი ზამ­თრის შემ­დეგ, შვე­დეთ­ში დათ­ბა და გა­ზა­ფხუ­ლის მზი­ა­ნი ამინ­დი შე­სა­ნიშ­ნა­ვია გა­რეთ, კა­ფე­ში, პარკში მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად. მა­შინ, როცა მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი, კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო, სახ­ლებ­შია გა­მო­კე­ტი­ლი და ამას ვერ ახერ­ხებს, შვე­დეთ­ში მსგავ­სი აკ­რძალ­ვა არ მოქ­მე­დებს და ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ გას­ვლა და თავ­შეყ­რა არ ეზღუ­დე­ბათ.

შვე­დეთ­ში მე­გობ­რებ­თან, თუ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ჯგუ­ფუ­რად სე­ირ­ნო­ბა კარ­ძა­ლუ­ლი არ არის

მუ­შა­ობს ღა­მის კლუ­ბე­ბიც, თუმ­ცა კვი­რას კლუ­ბებ­ში 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა აკ­რძა­ლეს.

  • პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს

მარ­თა­ლია, არ მოქ­მე­დებს აკ­რძალ­ვე­ბი და მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სრუ­ლად იაზ­რებს.

მა­გა­ლი­თად, რო­გორც BBC წერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეთ გას­ვლა არა­ვის აუკ­რძა­ლავს, შვე­დე­თის ქუ­ჩებ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფრო სიმ­შვი­დეა და უფრო ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობს. სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მგზავ­რთა ნა­კა­დი მეტ­რო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 50%-ით შემ­ცირ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
12:44 / 25-03-2020

რა ხდება უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ? - ქალაქი თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

13:43 / 26-03-2020

მსოფლიოს ყველაზე ხმაურიანმა ქალაქმა "დაიძინა“ - ფოტოები ნიუ იორკიდან, რომელიც კორონავირუსმა სიჩუმის ქალაქად აქცია

14:29 / 31-03-2020

ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა

17:53 / 08-04-2020

"მის ინგლისმა“ გვირგვინი მოიხსნა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

11:34 / 13-04-2020

ქაოსი მაღაზიებში, დახურული მეჩეთები და "მტრედების შემოსევა" - COVID-19-ის გავლენა თურქეთზე, სადაც 60 000-მდე ინფიცირებულია (ფოტოები)

12:06 / 19-05-2020

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

ასე­ვე, კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ სტოკ­ჰოლ­მის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს. BBC წერს, რომ შვე­დეთ­ში სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი ისე­დაც დიდი ხა­ნია ეტა­პობ­რი­ვად გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კა­ზე და ცდი­ლო­ბენ, რომ მუ­შა­ო­ბის ეს მე­თო­დი უფრო მოქ­ნი­ლი გა­ხა­დონ, ახლა კი, ამ სა­კითხს უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან.

"ყვე­ლა კომ­პა­ნია, რო­მელ­საც აქვს დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამას აკე­თებს“ - ამ­ბობს ერთ-ერთი შვე­დუ­რი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, სტე­ფან ინგვარ­სო­ნი.

შვე­დე­თის მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გია კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სულ ორ სი­ტყვა­ში იკ­ვე­თე­ბა - პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა!

ქვე­ყა­ნა­ში არ არის და­ხუ­რუ­ლი კა­ფე­ე­ბი და თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი, არა­ვის ეკ­რძა­ლე­ბა ასეთ ად­გი­ლებ­ში წას­ვლა, თუმ­ცა ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი სა­კუ­თა­რი ნე­ბით ამ­ბობს უარს. კა­ფე­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის თქმით, სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და

ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჯერ კი­დევ იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე შემ­ცირ­დე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა.

შვე­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ აწე­სე­ბენ შე­ზღუდ­ვებს, ისი­ნი იძ­ლე­ვი­ან რე­კო­მენ­და­ცი­ებს და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მი­თი­თე­ბებს, რომ­ლის მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტიც არის ასე­თი - თუ ავად ხარ, ან თუ ხან­ში­შე­სუ­ლი ხარ, დარ­ჩი სახ­ლში, და­ი­ბა­ნე ხში­რად ხე­ლე­ბი და თავი აა­რი­დე არა­სა­ჭი­რო მოგ­ზა­უ­რო­ბას, იმუ­შა­ვე სახ­ლი­დან.

არც სა­ლო­ნე­ბია და­ხუ­რუ­ლი, თუმ­ცა ერთ-ერთი სა­ლო­ნის მე­პატ­რო­ნე ამ­ბობს, რომ ახლა იქ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი შე­დის.

"ჩვენ არ უნდა გა­ვავ­რცე­ლოთ პა­ნი­კა და ჭო­რე­ბი. ამ კრი­ზის­ში მარ­ტო არა­ვი­ნაა, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ეკის­რე­ბა უდი­დე­სი პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“, - ამ­ბობს შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სტე­ფან ლე­ვე­ნი.

  • ნდო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი

შვე­დე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლო­ბა მხარს უჭერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ას და ამას Novus-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვაც აჩ­ვე­ნებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ემორ­ჩი­ლე­ბა მი­თი­თე­ბებს. აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

BBC წერს, რომ ამ­გვა­რი მიდ­გო­მის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს. სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შვე­დეთ­ში ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მარ­ტო ცხოვ­რობს და ეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხეს ამ­ცი­რებს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ისი­ნი თავს არი­დე­ბენ მკაც­რი წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბას, ისე­თი წე­სე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებს მუდ­მი­ვად სახ­ლში დარ­ჩე­ნას აი­ძუ­ლებთ.

"ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ისე უნდა შე­ვამ­ცი­როთ, რომ ამან ეკო­ნო­მი­კა­ზე გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნოს. ბიზ­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვლის, რომ შვე­დე­თის მთავ­რო­ბი­სა და შვე­დი ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფრო გო­ნივ­რუ­ლია, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნე­ბის“ - ამ­ბობს სტოკ­ჰოლ­მის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

  • "ის­ტო­რია სა­უ­კე­თე­სო მსა­ჯუ­ლია“

რო­დე­საც შვე­დე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან, რომ და­ნარ­ჩენ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ფე­რი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში რჩე­ბი­ან, ზო­გი­ერთ მათ­განს ეჭვი უჩ­ნდე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი არ იყოს რე­ლე­ვან­ტუ­რი და ეფექ­ტუ­რი.

"მე ვფიქ­რობ, რომ ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მიდ­რე­კი­ლია მო­უს­მი­ნოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ისი­ნი. ასეთ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ რა­საც შვე­დე­თი აკე­თებს, საკ­მა­რი­სია“, - ამ­ბობს შვე­დე­თის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ექი­მი ემა ფრან­სი.

მი­სი­ვე თქმით, ის­ტო­რია სა­უ­კე­თე­სო მსა­ჯუ­ლია და სწო­რედ ის­ტო­რია აჩ­ვე­ნებს მო­მა­ვალ­ში, თუ რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ იბ­რძო­ლა სა­უ­კე­თე­სოდ, რო­მე­ლი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ი­ღეს სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

"არა­ვინ იცის რო­გო­რი მიდ­გო­მაა უფრო ეფექ­ტუ­რი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მე არ მი­წევს“, - ამ­ბობს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ემა ფრან­სი.

შვე­დეთ­ში COVID-19-ის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 31 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და. ამ დრომ­დე 3700 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც 110 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 16 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
oto
60

ღმერთო ასეთი განვითარებული და მოაზროვნე ერი რატომ ვართ ასე მატერიალურად დაჩაჩანაკებულნი((( თუნდაც შვედეთთან შედარებით,უტვინოები არიან

პოლიტროლოგი
14

ყველაზე უკეთესად მსოფლიოს ფონზე, ამ ვერაგ დაავადებას თავს ართმევს საქართველო. პატარა, ღარიბი, მცირერიცხოვანი, დატანჯული მაგრამ მაინც მებრძოლი და დიადი ერი! ვინც არ მეთანხმებით მიუწერეთ რამდენი უარყოფითი შეფასებაც შეგიძლიათ!

ავტორი:

როცა მსოფლიო კარანტინშია, შვედეთი მინიმალური შეზღუდვებით ცხოვრობს - სკანდინავიის ქვეყნის უჩვეულო პასუხი კორონავირუსს

როცა მსოფლიო კარანტინშია, შვედეთი მინიმალური შეზღუდვებით ცხოვრობს - სკანდინავიის ქვეყნის უჩვეულო პასუხი კორონავირუსს

ცივი და გრძელი ზამთრის შემდეგ, შვედეთში დათბა და გაზაფხულის მზიანი ამინდი შესანიშნავია გარეთ, კაფეში, პარკში მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი, კორონავირუსის საფრთხის გამო, სახლებშია გამოკეტილი და ამას ვერ ახერხებს, შვედეთში მსგავსი აკრძალვა არ მოქმედებს და ადამიანებს გარეთ გასვლა და თავშეყრა არ ეზღუდებათ.

შვედეთში მეგობრებთან, თუ ოჯახის წევრებთან ერთად ჯგუფურად სეირნობა კარძალული არ არის

მუშაობს ღამის კლუბებიც, თუმცა კვირას კლუბებში 50-ზე მეტი ადამიანის ყოფნა აკრძალეს.

  • პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ადამიანს

მართალია, არ მოქმედებს აკრძალვები და მკაცრი რეგულაციები, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ თითოეული მოქალაქის პირად პასუხისმგებლობაზე და მოქალაქეების უმრავლესობაც ამ პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს.

მაგალითად, როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გასვლა არავის აუკრძალავს, შვედეთის ქუჩებში ჩვეულებრივზე უფრო სიმშვიდეა და უფრო ნაკლები ადამიანი მოძრაობს. სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მგზავრთა ნაკადი მეტროში, დაახლოებით, 50%-ით შემცირდა.

ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ სტოკჰოლმის მაცხოვრებელთა თითქმის ნახევარი დისტანციურად მუშაობს. BBC წერს, რომ შვედეთში სხვადასხვა კომპანიები ისედაც დიდი ხანია ეტაპობრივად გადადიან დისტანციურად მუშაობის პრაქტიკაზე და ცდილობენ, რომ მუშაობის ეს მეთოდი უფრო მოქნილი გახადონ, ახლა კი, ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

"ყველა კომპანია, რომელსაც აქვს დისტანციურად მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობა, ამას აკეთებს“ - ამბობს ერთ-ერთი შვედური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ინგვარსონი.

შვედეთის მთავრობის სტრატეგია კორონავირუსთან საბრძოლველად სულ ორ სიტყვაში იკვეთება - პირადი პასუხისმგებლობა!

ქვეყანაში არ არის დახურული კაფეები და თავშეყრის ადგილები, არავის ეკრძალება ასეთ ადგილებში წასვლა, თუმცა ადამიანთა დიდი ნაწილი საკუთარი ნებით ამბობს უარს. კაფეების მეპატრონეების თქმით, სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და ასევე პოლიტიკოსები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ განსაკუთრებული ზომებისა და შეზღუდვების გარეშე შემცირდება ვირუსის გავრცელება.

შვედი პოლიტიკოსები არ აწესებენ შეზღუდვებს, ისინი იძლევიან რეკომენდაციებს და სახელმძღვანელო მითითებებს, რომლის მთავარი აქცენტიც არის ასეთი - თუ ავად ხარ, ან თუ ხანშიშესული ხარ, დარჩი სახლში, დაიბანე ხშირად ხელები და თავი აარიდე არასაჭირო მოგზაურობას, იმუშავე სახლიდან.

არც სალონებია დახურული, თუმცა ერთ-ერთი სალონის მეპატრონე ამბობს, რომ ახლა იქ დღის განმავლობაში ძალიან ცოტა ადამიანი შედის.

"ჩვენ არ უნდა გავავრცელოთ პანიკა და ჭორები. ამ კრიზისში მარტო არავინაა, მაგრამ თითოეულ ადამიანს ეკისრება უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა“, - ამბობს შვედეთის პრემიერ-მინისტრი, სტეფან ლევენი.

  • ნდობის მაღალი ხარისხი

შვედეთის მოსახლეობის უმრავლობა მხარს უჭერს ხელისუფლების სტრატეგიას და ამას Novus-ის მიერ ჩატარებული კვლევაც აჩვენებს. ხელისუფლება საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს და მათი უმრავლესობა ემორჩილება მითითებებს. აცნობიერებენ პირად პასუხისმგებლობას.

BBC წერს, რომ ამგვარი მიდგომის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობაც შეიძლება იყოს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთში ნახევარზე მეტი მარტო ცხოვრობს და ეს ვირუსის გავრცელების საფრთხეს ამცირებს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ისინი თავს არიდებენ მკაცრი წესების შემოღებას, ისეთი წესებისას, რომლებიც მოქალაქეებს მუდმივად სახლში დარჩენას აიძულებთ.

"ვირუსის გავრცელება ისე უნდა შევამციროთ, რომ ამან ეკონომიკაზე გავლენა ვერ მოახდინოს. ბიზნეს საზოგადოება თვლის, რომ შვედეთის მთავრობისა და შვედი ხალხის დამოკიდებულება უფრო გონივრულია, ვიდრე სხვა ქვეყნების“ - ამბობს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი.

  • "ისტორია საუკეთესო მსაჯულია“

როდესაც შვედები აკვირდებიან, რომ დანარჩენ დედამიწაზე ყველაფერი შეჩერებულია და ადამიანები სახლებში რჩებიან, ზოგიერთ მათგანს ეჭვი უჩნდება, რომ შესაძლოა, ხელისუფლების მიდგომები არ იყოს რელევანტური და ეფექტური.

"მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ადამიანი მიდრეკილია მოუსმინოს რეკომენდაციებს და გაითვალისწინოს ისინი. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, არ ვარ დარწმუნებული, რომ რასაც შვედეთი აკეთებს, საკმარისია“, - ამბობს შვედეთის სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, ექიმი ემა ფრანსი.

მისივე თქმით, ისტორია საუკეთესო მსაჯულია და სწორედ ისტორია აჩვენებს მომავალში, თუ რომელმა ქვეყანამ იბრძოლა საუკეთესოდ, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებმა და მეცნიერებმა მიიღეს საუკეთესო გადაწყვეტილებები.

"არავინ იცის როგორი მიდგომაა უფრო ეფექტური, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება მე არ მიწევს“, - ამბობს ეპიდემიოლოგი ემა ფრანსი.

შვედეთში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა. ამ დრომდე 3700 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 110 გარდაიცვალა, ხოლო 16 გამოჯანმრთელდა.

რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

მარსიდან შორტებამდე - რა ღირს წითელი შორტები, რომელსაც ილონ მასკი ყიდის