კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფებოდა, უკან დააბრუნეს
სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფებოდა, უკან დააბრუნეს

სტამ­ბო­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს 54 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა, თურ­ქი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკან, სტამ­ბოლ­ში და­აბ­რუ­ნეს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი დო­კუ­მენ­ტის არ­ქო­ნა გახ­და, რის გა­მოც, ავ­ტო­ბუსს პო­ლი­ცი­ამ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ცი­ამ მძღო­ლე­ბის­გან გა­და­ად­გი­ლე­ბის ნე­ბარ­თვის დო­კუ­მენ­ტი ითხო­ვა, რო­მე­ლიც მძღო­ლებს არ ჰქონ­დათ.

„და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის წინ გა­მო­ვე­დით სტამ­ბო­ლი­დან. გაგ­ვა­ჩე­რა პო­ლი­ცი­ამ და გვი­თხრეს, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბის ნე­ბარ­თვა არ გვაქვს. ახლა უკან გვაბ­რუ­ნე­ბენ, პო­ლი­ცი­ის ეს­კორ­ტი მოგ­ვყვე­ბა. მძღო­ლებს დო­კუ­მენ­ტი მოს­თხო­ვეს, რაც არ ჰქონ­დათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ დო­კუ­მენტს აქამ­დე არ ითხოვ­დნენ და დღეს პირ­ვე­ლად მო­ი­თხო­ვეს. სტამ­ბოლ­ში გვაბ­რუ­ნე­ბენ, მაგ­რამ იმის გამო, რომ დო­კუ­მენტს დღეს ვერ ავი­ღებთ, მთე­ლი ღა­მით ავ­ტო­ბუს­ში გა­თე­ნე­ბა მოგ­ვი­წევს. თქვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ და­მი­რე­კეს სა­კონ­სუ­ლო­დან და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რომ ბი­ლე­თე­ბი სხვა ავ­ტო­ბუს­ზე ვი­ყი­დოთ ან ამა­ვე ავ­ტო­ბუ­სით წა­მო­ვი­დეთ, მაგ­რამ დო­კუ­მენ­ტის აღე­ბას და­ვე­ლო­დოთ. თუ ბი­ლე­თებს თა­ვი­დან ვი­ყი­დით ეს თი­თო­ე­ულ მგზავრს და­მა­ტე­ბით 50 დო­ლა­რი დაგ­ვიჯ­დე­ბა, რაც ჩვენ­თვის ზედ­მე­ტი და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯია. მით უმე­ტეს, მე შვილ­თან ერ­თად მო­ვემ­გზავ­რე­ბი, რაც ჩემ­თვის ამ ხარჯს აორ­მა­გებს. რა უნდა ვქნათ ამა­ღამ სტამ­ბოლ­ში, არ ვი­ცით“, - გა­ნუ­ცხა­და ლალი ხარ­ხელ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ქარ­თულ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას პრობ­ლე­მა თურ­ქეთ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ექ­მნა. თუმ­ცა, სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მგზავ­რებს სტამ­ბო­ლი­დან წა­მოს­ვლა ხვალ შე­ეძ­ლე­ბათ.

„სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხურს ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან. თურ­ქეთ­ში, რო­გორც ცნო­ბი­ლია, შე­ზღუ­დუ­ლია შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ესა­ჭი­რო­ე­ბა ყო­ველ ჯერ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის აღე­ბა. სტამ­ბო­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გად­მოყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ერთ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც ამ­ჯე­რად არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის ერთჯე­რა­დი ნე­ბარ­თვა, შე­სა­ბა­მი­სად, არ მი­ე­ცა გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ ნე­ბარ­თვას კომ­პა­ნია აი­ღებს ხვალ და მო­ქა­ლა­ქე­ებს სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბათ გა­მომ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბა“, - უთხრეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაააა
0

ზედმეტი და გაუთვალისწინებელი ხარჯიაო, მაშინ დაელოდე დოკუმენტებს და მერე წამოდი!!!!!! ვერ გავიგე, ვის შესჩივის თავისი მგზავრობის ღირებულების გადახდას?????ისე საყვედურობს, თითქოს ეს სახელმწიფოს ბრალია და აუნაზრაურონ!!!!

oto
0

ver arian eseni kargad vin shemoushvebs ase iolad roca turqeti budea am virusis.

ავტორი:

სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფებოდა, უკან დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფებოდა, უკან დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც საქართველოს 54 მოქალაქე იმყოფება, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან, სტამბოლში დააბრუნეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, პოლიციამ მძღოლებისგან გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი ითხოვა, რომელიც მძღოლებს არ ჰქონდათ.

„დაახლოებით, 2 საათის წინ გამოვედით სტამბოლიდან. გაგვაჩერა პოლიციამ და გვითხრეს, რომ გადაადგილების ნებართვა არ გვაქვს. ახლა უკან გვაბრუნებენ, პოლიციის ესკორტი მოგვყვება. მძღოლებს დოკუმენტი მოსთხოვეს, რაც არ ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ამ დოკუმენტს აქამდე არ ითხოვდნენ და დღეს პირველად მოითხოვეს. სტამბოლში გვაბრუნებენ, მაგრამ იმის გამო, რომ დოკუმენტს დღეს ვერ ავიღებთ, მთელი ღამით ავტობუსში გათენება მოგვიწევს. თქვენთან კომუნიკაციის შემდეგ დამირეკეს საკონსულოდან და შემოგვთავაზეს, რომ ბილეთები სხვა ავტობუსზე ვიყიდოთ ან ამავე ავტობუსით წამოვიდეთ, მაგრამ დოკუმენტის აღებას დაველოდოთ. თუ ბილეთებს თავიდან ვიყიდით ეს თითოეულ მგზავრს დამატებით 50 დოლარი დაგვიჯდება, რაც ჩვენთვის ზედმეტი და გაუთვალისწინებელი ხარჯია. მით უმეტეს, მე შვილთან ერთად მოვემგზავრები, რაც ჩემთვის ამ ხარჯს აორმაგებს. რა უნდა ვქნათ ამაღამ სტამბოლში, არ ვიცით“, - განუცხადა ლალი ხარხელმა „ინტერპრესნიუსს“.

„ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულ ტურისტულ კომპანიას პრობლემა თურქეთში დაწესებული შიდა გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე შეექმნა. თუმცა, საგარეო უწყების ინფორმაციით, მგზავრებს სტამბოლიდან წამოსვლა ხვალ შეეძლებათ.

„საკონსულო სამსახურს ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან. თურქეთში, როგორც ცნობილია, შეზღუდულია შიდა გადაადგილება და სატრანსპორტო საშუალებას ესაჭიროება ყოველ ჯერზე შესაბამისი ნებართვის აღება. სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება მინიჭებული აქვს ერთ ტურისტულ კომპანიას, რომელსაც ამჯერად არ ჰქონდა აღებული გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა, შესაბამისად, არ მიეცა გადაადგილების საშუალება. აღნიშნულ ნებართვას კომპანია აიღებს ხვალ და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ გამომგზავრების უფლება“, - უთხრეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა