პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იტალიის სამედიცინო საზოგადოება გაოგნებულია ამ ფაქტით" - ინგა მამუჩიშვილის მოსაზრება, თუ რა გვიცავს ქართველებს კორონავირუსისგან
"იტალიის სამედიცინო საზოგადოება გაოგნებულია ამ ფაქტით" - ინგა მამუჩიშვილის მოსაზრება, თუ რა გვიცავს ქართველებს კორონავირუსისგან

იტა­ლი­ა­ში ბოლო 24-სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად 919 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ეს ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დღი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ბოლო დღე-ღა­მის მან­ძილ­ზე იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 5909 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლი­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პუ­ლია 9 134 ადა­მი­ა­ნი, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი კი 86 498-ს შე­ად­გენს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, იტა­ლი­ა­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ცხოვ­რობს, თუმ­ცა ამ დრომ­დე არ­ცერ­თი მათ­გა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი და სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა გვი­ცავს ქარ­თვე­ლებს COVID-19-სგან:

"ერთი ინ­ფორ­მა­ცია და მო­საზ­რე­ბა უნდა მო­გა­წო­დოთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ყუ­რადსა­ღე­ბი და და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია.... საქ­მე იმა­შია, რომ უამ­რა­ვი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ემიგ­რან­ტი ევ­რო­პა­ში (ამ შემ­თხვე­ვა­ში იტა­ლია, ეს­პა­ნეთს ვე­სა­უბ­რე­ბი და იქი­დან მაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია) მუ­შა­ობს ოჯა­ხებ­ში და უვ­ლის ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის ხალ­ხს, მათ შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ხუ­ცი (იტა­ლია გა­მო­ირ­ჩე­ვა ძა­ლი­ან ხან­დაზ­მულ ადა­მი­ან­თა სიმ­რავ­ლით ევ­რო­პა­ში, რო­მელ­თა­გან უმე­ტე­სო­ბას კო­მორ­ბი­დუ­ლი ფონი აქვთ) გარ­და­იც­ვა­ლა COVID-19-ით, თუმ­ცა არ­ცერ­თი მომ­ვლე­ლი, ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­თა ასა­კი მერ­ყე­ობს ძი­რი­თა­დად 40-დან 65 წლამ­დე არ დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით, ან გა­და­ი­ტა­ნა ინ­ფექ­ცია შე­და­რე­ბით იოლ ფორ­მებ­ში, სე­ზო­ნუ­რი გრი­პის კლი­ნი­კით, მა­შინ როცა ამ ასა­კის ძა­ლი­ან ბევ­რი მე­დი­კო­სი, რო­მელ­თაც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან ქონ­დათ კონ­ტაქ­ტი, მყი­სი­ე­რად და­ინ­ფი­ცირ­და...

თქვენ იცით ვინ­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე??? იტა­ლი­ის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვი­თონ გა­ოგ­ნე­ბუ­ლია ამ ფაქ­ტით!!! ჯერ­ჯე­რო­ბით ამის შეს­წავ­ლის დრო არ არის!!! მტე­რია და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი, ვე­რა­გი მტე­რი!!! COVID-19-ის პან­დე­მი­ის ჩა­თა­ვე­ბის შემ­დეგ უამ­რა­ვი სა­კი­თხი, თემა იქ­ნე­ბა შე­სას­წავ­ლი, რა­საც ეს, ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უც­ნო­ბე­ლი ვირუ­სი და­უ­ტო­ვებს მეც­ნი­ე­რებს!!! უამ­რა­ვი კვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა!!!

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შრო­მე­ბი, მე­ტა­ნა­ლი­ზით გამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე ჟურ­ნა­ლებ­ში, დი­სერ­ტა­ცი­ე­ბი, მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი....მაგ­რამ მა­ნამ­დე, ჰი­პო­თე­ზის დო­ნე­ზე. დღეს ევ­რო­პა­ში ბევ­რი მეც­ნი­ე­რი თვლის, რომ ეს ფაქ­ტი უკავ­შირ­დე­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ფიქ­რო­ბენ- ბცჟ - ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე (მა­შინ როცა არც ევ­რო­პა­ში და არც ამე­რი­კა­ში ეს ვაქ­ცი­ნა­ცია არ ტარ­დე­ბო­და და კი­ცხავ­დნენ კი­დეც СССР-ს სა­ყო­ველ­თაო აც­რე­ბის გამო, ფაქ­ტია, რომ ეს ყვე­ლა ქალ­ბა­ტო­ნი ბცჟ-თი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია) შე­იძ­ლე­ბა კი­დევ სხვა მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, ჯერ შე­სას­წავ­ლია, მაგ­რამ უდა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო... ჩა­ვაგ­დებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­ნის სტა­ტი­ა­საც, სა­დაც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლია ეს აზ­რიც, ფაქ­ტია, რომ ევ­რო­პა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ სა­კი­თხით..." - წერს მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
7

ლოგიკურია!

დავითი
3

ჩვენი ექიმები ხომ იყენებენ მალარიის საწინააღმდეგო წამალს ამ კორონა-ვირუსის სამკურნალოდ, ანუ ეს ვირუსი რაღაცით მალარიასთან არის კავშირში? ჰოდა საქართველოში, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში, სადაც იყო მალარია 30-იან წლებამდე, მოსახლეობას მალარიის მიმართ იმუნიტეტი აქვს. ერთმა ახლობელმა მომიყვა, რომ აფრიკაში წასულა ერთი ზუგდიდელი საერთაშორისო მისიაში სამუშაოდ და მალარია მხოლოდ მას არ დაემართა, დანარჩენი ყველა ევროპელი დაავადდა. ეს ხომ არ არის მიზეზი ნეტა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"იტალიის სამედიცინო საზოგადოება გაოგნებულია ამ ფაქტით" - ინგა მამუჩიშვილის მოსაზრება, თუ რა გვიცავს ქართველებს კორონავირუსისგან

"იტალიის სამედიცინო საზოგადოება გაოგნებულია ამ ფაქტით" - ინგა მამუჩიშვილის მოსაზრება, თუ რა გვიცავს ქართველებს კორონავირუსისგან

იტალიაში ბოლო 24-საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შედეგად 919 ადამიანი დაიღუპა. ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 5909 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 9 134 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 86 498-ს შეადგენს. როგორც ცნობილია, იტალიაში ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვიცავს ქართველებს COVID-19-სგან:

"ერთი ინფორმაცია და მოსაზრება უნდა მოგაწოდოთ, რომელიც ძალიან ყურადსაღები და დასაფიქრებელია.... საქმე იმაშია, რომ უამრავი ჩვენი თანამემამულე ემიგრანტი ევროპაში (ამ შემთხვევაში იტალია, ესპანეთს ვესაუბრები და იქიდან მაქვს ეს ინფორმაცია) მუშაობს ოჯახებში და უვლის ხანდაზმული ასაკის ხალხს, მათ შორის ძალიან ბევრი მოხუცი (იტალია გამოირჩევა ძალიან ხანდაზმულ ადამიანთა სიმრავლით ევროპაში, რომელთაგან უმეტესობას კომორბიდული ფონი აქვთ) გარდაიცვალა COVID-19-ით, თუმცა არცერთი მომვლელი, ემიგრანტი ქალბატონი, რომელთა ასაკი მერყეობს ძირითადად 40-დან 65 წლამდე არ დასნებოვნებულა კორონავირუსული ინფექციით, ან გადაიტანა ინფექცია შედარებით იოლ ფორმებში, სეზონური გრიპის კლინიკით, მაშინ როცა ამ ასაკის ძალიან ბევრი მედიკოსი, რომელთაც ინფიცირებულებთან ქონდათ კონტაქტი, მყისიერად დაინფიცირდა...

თქვენ იცით ვინმე ინფიცირებული ჩვენი თანამემამულე??? იტალიის სამედიცინო საზოგადოება თვითონ გაოგნებულია ამ ფაქტით!!! ჯერჯერობით ამის შესწავლის დრო არ არის!!! მტერია დასამარცხებელი, ვერაგი მტერი!!! COVID-19-ის პანდემიის ჩათავების შემდეგ უამრავი საკითხი, თემა იქნება შესასწავლი, რასაც ეს, ჯერჯერობით შეუცნობელი ვირუსი დაუტოვებს მეცნიერებს!!! უამრავი კვლევები ჩატარდება!!!

ძალიან მნიშვნელოვანი შრომები, მეტანალიზით გამყარებული სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ჟურნალებში, დისერტაციები, მონოგრაფიები....მაგრამ მანამდე, ჰიპოთეზის დონეზე. დღეს ევროპაში ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ეს ფაქტი უკავშირდება საბჭოთა პერიოდში მასობრივი ვაქცინაციის ჩატარებას და განსაკუთრებით ფიქრობენ- ბცჟ - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაზე (მაშინ როცა არც ევროპაში და არც ამერიკაში ეს ვაქცინაცია არ ტარდებოდა და კიცხავდნენ კიდეც СССР-ს საყოველთაო აცრების გამო, ფაქტია, რომ ეს ყველა ქალბატონი ბცჟ-თი ვაქცინირებულია) შეიძლება კიდევ სხვა მიზეზი არსებობს, ჯერ შესასწავლია, მაგრამ უდაოდ საინტერესოა, ძალიან საინტერესო... ჩავაგდებ ოფიციალური დონის სტატიასაც, სადაც გაჟღერებულია ეს აზრიც, ფაქტია, რომ ევროპაში მეცნიერები დაინტერესებულები არიან ამ საკითხით..." - წერს მამუჩიშვილი.

"თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის..." - დავეხმაროთ 10 წლის კესოს, რომელიც ორი წელია სიცოცხლისთვის იბრძვის

ჩერნობილის ტრაგედია და ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი უკრაინული ოჯახი გადაარჩინა

თბილისში სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანა იგეგმება, რომლითაც ბავშვების გადაყვანას შეძლებთ - სერვისის საფასურს მეტრომანით დაფარავთ