პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში
12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში

წიგ­ნე­ბის კი­თხვა რომ კარ­გია, ყვე­ლამ ვი­ცით. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს რომ სახ­ლში ყოფ­ნა გვი­წევს და ისიც არ ვი­ცით, რამ­დე­ნი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა ასე, ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაც ყვე­ლამ კარ­გად გა­ვი­აზ­რეთ და ალ­ბათ, უკვე მო­ვი­ფიქ­რეთ ის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, რო­მე­ლიც სახ­ლში დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში კი­თხვა ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სოა მათ შო­რის, რაც სახ­ლში შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თოთ. მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ კი­თხვა მრა­ვალ­მხრივ სა­სარ­გებ­ლო პრო­ცე­სია. Businessinsider წერს, რომ კი­თხვის დროს არა მხო­ლოდ მეხ­სი­ე­რე­ბას ვი­უმ­ჯო­ბე­სებთ, არა­მედ მეტი ემ­პა­თი­ი­თა და პო­ზი­ტი­ვით ვივ­სე­ბით. გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი წყა­რო გვთა­ვა­ზობს 12 მი­ზეზს, რა­ტომ უნდა ვი­კი­თხოთ ბევ­რი.

კი­თხვა აძ­ლი­ე­რებს ტვინს

  • · კი­თხვა ტვინ­ში არ­სე­ბულ ნერ­ვულ და­ბო­ლო­ე­ბებს სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას მა­ტებს.
  • · რთუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კი­თხვა ტვინს ეხ­მა­რე­ბა დარ­ჩეს ელას­ტი­კუ­რი და აქ­ტი­უ­რი.
  • · ტვი­ნის ხში­რი გა­ვარ­ჯი­შე­ბა კი­თხვით ამ­ცი­რებს მენ­ტა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვებს. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ უფ­როს ასაკ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 32%–ია.
  • · რო­დე­საც წიგნს კი­თხუ­ლობთ, თქვე­ნი მეხ­სი­ე­რე­ბა ვარ­ჯიშ­დე­ბა და ფარ­თოვ­დე­ბა. ამ დროს თქვენ იმახ­სოვ­რებთ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას, სცე­ნარს, პერ­სო­ნაჟს. თი­თე­უ­ლი ახა­ლი წიგ­ნი და ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი თქვენს ტვინ­ში წარ­მო­ად­გენს ე.წ. ახალ მეხ­სი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ქმნის ახალ სი­ნაფსს ანუ ნე­ი­რო­ნე­ბის კონ­ტაქ­ტის ად­გილს და აძ­ლი­ე­რებს უკვე არ­სე­ბუ­ლებს. შე­დე­გად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მე­ხი­სე­რე­ბა და გახ­სე­ნე­ბის უნა­რი.

კი­თხვა აუმ­ჯო­ბე­სებს ჯან­მრთე­ლო­ბას

  • · კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე დეპ­რე­სი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და, რო­დე­საც მათ ხმა­მაღ­ლა რე­გუ­ლა­რუ­ლად უკი­თხავ­დნენ. მათი გუ­ნე­ბა–გან­წყო­ბა და გა­რე­მოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი­დან პო­ზი­ტი­უ­რის­კენ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.
  • · დეპ­რე­სი­ის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვაც. ნა­წარ­მო­ე­ბებს, რო­მე­ლიც თვით­გა­დარ­ჩე­ნა­ზეა, ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი აქვთ.
  • · კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ კი­თხვა 68%–ით ამ­ცი­რებს სტრესს.
  • · უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხშრად კი­თხუ­ლო­ბენ, 2,5–ჯერ ნაკ­ლე­ბად არი­ან მიდ­რე­კი­ლი ალ­ცჰა­ი­მე­რის­კენ.
  • · ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ძი­ლის­წი­ნა რუ­ტი­ნა­ში წიგ­ნის კი­თხვის ჩარ­თვა. კი­თხვის და­წყე­ბა სხე­უ­ლის­თვის ხდე­ბა სიგ­ნა­ლი, რომ ძი­ლის­თვის მო­ემ­ზა­დოს. თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რი მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი წიგ­ნე­ბის კი­თხვაა. გა­ჯე­ტებ­ში კი­თხვას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი აქვს.

კი­თხვა ბავ­შვე­ბის ტვი­ნის­თვის

  • · ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ბევ­რს კი­თხუ­ლო­ბენ, კარ­გად უვი­თარ­დე­ბათ ისე­თი უნა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა, მი­ზეზ–შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რის დად­გე­ნა, სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რის ლო­გი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.
  • · არა­ერ­თი კვლე­ვით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­მაც სკო­ლამ­დე ასაკ­ში ის­წავ­ლეს კი­თხვა, უფრო ბევრ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს სკო­ლა­ში.
  • · წიგ­ნის კი­თხვით ბავ­შვებს სი­ტყვის მა­რა­გი 50%–ით უფრო უმ­დიდ­რდე­ბათ, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბით.
  • დარ­ჩით სახ­ლში და წა­ი­კი­თხეთ წიგ­ნე­ბი. მათი შე­ძე­ნა კი „ბიბ­ლუ­სის“ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში შე­გიძ­ლი­ათ და შე­ნა­ძენს კუ­რი­ე­რი სახ­ლში მო­გი­ტანთ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში

12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში

წიგნების კითხვა რომ კარგია, ყველამ ვიცით. საზოგადოების დიდ ნაწილს რომ სახლში ყოფნა გვიწევს და ისიც არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება ასე, ეს სამწუხარო რეალობაც ყველამ კარგად გავიაზრეთ და ალბათ, უკვე მოვიფიქრეთ ის საინტერესო აქტივობებიც, რომელიც სახლში დროის სასიამოვნოდ გატარებაში გვეხმარება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში კითხვა ერთ–ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც სახლში შეგვიძლია ვაკეთოთ. მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ კითხვა მრავალმხრივ სასარგებლო პროცესია. Businessinsider წერს, რომ კითხვის დროს არა მხოლოდ მეხსიერებას ვიუმჯობესებთ, არამედ მეტი ემპათიითა და პოზიტივით ვივსებით. გარდა ამისა, აღნიშნული წყარო გვთავაზობს 12 მიზეზს, რატომ უნდა ვიკითხოთ ბევრი.

კითხვა აძლიერებს ტვინს

  • · კითხვა ტვინში არსებულ ნერვულ დაბოლოებებს სიცოცხლისუნარიანობას მატებს.
  • · რთული ნაწარმოებების კითხვა ტვინს ეხმარება დარჩეს ელასტიკური და აქტიური.
  • · ტვინის ხშირი გავარჯიშება კითხვით ამცირებს მენტალური დარღვევების შემთხვევებს. დადასტურებულია, რომ უფროს ასაკში ეს მაჩვენებელი 32%–ია.
  • · როდესაც წიგნს კითხულობთ, თქვენი მეხსიერება ვარჯიშდება და ფართოვდება. ამ დროს თქვენ იმახსოვრებთ ბევრ საინტერესო ისტორიას, სცენარს, პერსონაჟს. თითეული ახალი წიგნი და ახალი პერსონაჟი თქვენს ტვინში წარმოადგენს ე.წ. ახალ მეხსიერებას, რომელიც ქმნის ახალ სინაფსს ანუ ნეირონების კონტაქტის ადგილს და აძლიერებს უკვე არსებულებს. შედეგად უმჯობესდება მეხისერება და გახსენების უნარი.

კითხვა აუმჯობესებს ჯანმრთელობას

  • · კვლევამ აჩვენა, რომ მენტალური პრობლემების მქონე დეპრესიული პაციენტების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდებოდა, როდესაც მათ ხმამაღლა რეგულარულად უკითხავდნენ. მათი გუნება–განწყობა და გარემოს მიმართ დამოკიდებულება ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ უმჯობესდება.
  • · დეპრესიის დროს მნიშვნელოვანია წიგნების სწორად შერჩევაც. ნაწარმოებებს, რომელიც თვითგადარჩენაზეა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად პოზიტიური ეფექტი აქვთ.
  • · კვლევებით დადასტურებულია, რომ კითხვა 68%–ით ამცირებს სტრესს.
  • · უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებიც ხშრად კითხულობენ, 2,5–ჯერ ნაკლებად არიან მიდრეკილი ალცჰაიმერისკენ.
  • · ძალიან სასარგებლოა ძილისწინა რუტინაში წიგნის კითხვის ჩართვა. კითხვის დაწყება სხეულისთვის ხდება სიგნალი, რომ ძილისთვის მოემზადოს. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ შემთხვევაში ეფექტური მხოლოდ ფიზიკური წიგნების კითხვაა. გაჯეტებში კითხვას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

კითხვა ბავშვების ტვინისთვის

  • · ბავშვებს, რომლებიც ბევრს კითხულობენ, კარგად უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა, დასაბუთებული მსჯელობა, მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენა, სხვადასხვა სცენარის ლოგიკური განვითარება.
  • · არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ბავშვები, რომლებმაც სკოლამდე ასაკში ისწავლეს კითხვა, უფრო ბევრ წარმატებას მიაღწიეს სკოლაში.
  • · წიგნის კითხვით ბავშვებს სიტყვის მარაგი 50%–ით უფრო უმდიდრდებათ, ვიდრე ტელევიზორის ყურებით.
  • დარჩით სახლში და წაიკითხეთ წიგნები. მათი შეძენა კი „ბიბლუსის“ ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ და შენაძენს კურიერი სახლში მოგიტანთ.

TOP 5 ბესტსელერი აუდიოწიგნი, რომელსაც უნდა მოუსმინო, სანამ სახლში ხარ

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (თავი მეორე)

5 თინეიჯერული აუდიოწიგნი, რომელიც, თვითიზოლაციის პერიოდში, დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ