სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა
ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა

მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ეს­პა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი სწრა­ფი ტეს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნამ ჩი­ნე­თი­დან იყი­და, სრუ­ლი სი­ზუს­ტით ვერ ად­გენს, ან შეც­დო­მით ავ­ლენს კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებს და რომ ტეს­ტე­ბი, არ იძ­ლე­ვა სწორ პა­სუ­ხებს. ამის შე­სა­ხებ ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა El País წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ჩი­ნუ­რი სწრა­ფი ტეს­ტე­ბი შე­დეგს რამ­დე­ნი­მე წუთ­ში აჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ეს შე­დე­გი ზუს­ტი არ არის. ეს­პა­ნე­თის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და კლი­ნი­კუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ას არ იძ­ლე­ვა - წერს გა­მო­ცე­მა.

ეს­პა­ნეთ­ში ჩი­ნე­თის სა­ელ­ჩომ ოფი­ცი­ა­ლურ "ტვი­ტერ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩი­ნე­თი სხვა ქვეყ­ნებს უგ­ზავ­ნის, არ შე­ი­ცავ­და Bioeasy-ის პრო­დუქ­ტებს.

სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თის ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრმა მის­ცა ეს­პა­ნეთს მწარ­მო­ებ­ლე­ბის სია, რო­მელ­შიც Bioeasy არ იყო. ასე­ვე გან­მარ­ტა­ვენ, რომ აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას არ აქვს ლი­ცენ­ზია ჩი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ, რომ თა­ვი­სი პრო­დუქ­ტი გა­ყი­დოს.

ეს­პა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ფერ­ნან­დო სი­მო­ნი აბობს, რომ შე­მოწ­მდა 9 000 ტეს­ტი და აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­დე­გე­ბი საკ­მა­რი­სად თან­მიმ­დევ­რუ­ლი არ იყო, ამი­ტომ ეს­პა­ნეთ­მა მათი უკან დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ეს­პა­ნეთ­მა 640 000 სწრა­ფი ტეს­ტი ჩი­ნე­თი­დან და სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან ორ­შა­ბათს მი­ი­ღო და უც­ნო­ბია, თუ მათ­გან რამ­დე­ნი ეკუთ­ვნის მწარ­მო­ე­ბელ Bioeasy-სს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნუ­რი ტეს­ტე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ ჩეხი ექი­მე­ბიც, თუმ­ცა, რო­მე­ლი მწარ­მო­ებ­ლის ტეს­ტე­ბი შე­ი­ძი­ნეს მათ, ცნო­ბი­ლი არ არის.

Business Insider კი იუ­წყე­ბა, რომ ეს­პა­ნე­თის მიერ და­წუ­ნე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლია ჩი­ნუ­რი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Bioeasy და ამ კომ­პა­ნი­ის­გან ტეს­ტე­ბი ეს­პა­ნე­თის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­მაც, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­მაც შე­ი­ძი­ნეს.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­წყვი­ტა სწრა­ფი ტეს­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან, რომ­ლის ტეს­ტე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ზუსტ პა­სუხს არ იძ­ლე­ვა.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს და­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კომ­პა­ნია Bioeasy-თან, თუმ­ცა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ამ კომ­პა­ნი­ის ტეს­ტე­ბი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში არ არ­სე­ბობს და ათა­სი ტეს­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უკეთ­დე­ბათ, PCR ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე (პო­ლი­მე­რა­ზუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია) და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის ტეს­ტე­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კო­რო­ნა­ვირუ­სის 215 000 სწრა­ფი ტეს­ტის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ ჩი­ნურ სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია Shenzhen Bioseasy-სთან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც 1 ცალი სწრა­ფი ტეს­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხუთ­ნა­ხე­ვარ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dudu
3

უნამუსო სამყარო!!!!ვიმსჯელოთ მოდი!!!დღევანდელი ტექნოლოგიის პირობებში 4 თვის გასვლის შემდეგ ვერ დაადგინეს ვირუსზე მზე როგორ მოქმედებს ან რამდენხანს ძლებდ ამა თუ იმ ზედაპირზე!!!და ასე შემდეგ!!სულ გაიძახიან ახალია და არ ვიცითო რაღა ახალია 4 თვე გავიდააააა!!!!მაგრამ არ ამბობენ რომ ეკონომიკა და ბიზნესია აქ!!!ვსქცინაც აქვთ და წამალიც!!!ჯერ არააა დრო რომ ეგ თქვან!!

ლელა
6

დასწყევლოს ღმერთმა ჩინური ყველაფერი...

ავტორი:

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა

მიკრობიოლოგიის ესპანელი ექსპერტების განცხადებით, კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები, რომლებიც ქვეყანამ ჩინეთიდან იყიდა, სრული სიზუსტით ვერ ადგენს, ან შეცდომით ავლენს კორონავირუსის შემთხვევებს და რომ ტესტები, არ იძლევა სწორ პასუხებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El País წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინური სწრაფი ტესტები შედეგს რამდენიმე წუთში აჩვენებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს შედეგი ზუსტი არ არის. ესპანეთის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის საზოგადოება ამ ტესტების გამოყენის რეკომენდაციას არ იძლევა - წერს გამოცემა.

ესპანეთში ჩინეთის საელჩომ ოფიციალურ "ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სამედიცინო საშუალებები, რომლებსაც ჩინეთი სხვა ქვეყნებს უგზავნის, არ შეიცავდა Bioeasy-ის პროდუქტებს.

საელჩოს განცხადებით, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა მისცა ესპანეთს მწარმოებლების სია, რომელშიც Bioeasy არ იყო. ასევე განმარტავენ, რომ აღნიშნულ კომპანიას არ აქვს ლიცენზია ჩინეთის ეროვნული სამედიცინო ადმინისტრაციის მიერ, რომ თავისი პროდუქტი გაყიდოს.

Respecto a la información publicada recientemente por algunos medios españoles sobre los test rápidos de #COVID2019 comprados por #España a #China, informamos de lo siguiente 👇
— Embajada de China en España (@ChinaEmbEsp) March 26, 2020

ესპანეთის ჯანმრთელობისა და საგანგებო სიტუაციების სააკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ფერნანდო სიმონი აბობს, რომ შემოწმდა 9 000 ტესტი და აღმოჩნდა, რომ შედეგები საკმარისად თანმიმდევრული არ იყო, ამიტომ ესპანეთმა მათი უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

ესპანეთმა 640 000 სწრაფი ტესტი ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ორშაბათს მიიღო და უცნობია, თუ მათგან რამდენი ეკუთვნის მწარმოებელ Bioeasy-სს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ტესტების არაეფექტურობაზე საუბრობენ ჩეხი ექიმებიც, თუმცა, რომელი მწარმოებლის ტესტები შეიძინეს მათ, ცნობილი არ არის.

Business Insider კი იუწყება, რომ ესპანეთის მიერ დაწუნებული ტესტების მწარმოებელია ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bioeasy და ამ კომპანიისგან ტესტები ესპანეთის გარდა სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის საქართველომაც შეიძინეს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველომ ხელშეკრულება გაწყვიტა სწრაფი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტები სავარაუდოდ, ზუსტ პასუხს არ იძლევა.

მინისტრის თქმით, საქართველოს დადებული ჰქონდა ხელშეკრულება კომპანია Bioeasy-თან, თუმცა დღეის მდგომარეობით ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ არსებობს და ათასი ტესტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უკეთდებათ, PCR ტექნოლოგიაზე (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დაფუძნებული მაღალი სანდოობის ტესტებია.

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 215 000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ჩინურ სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია Shenzhen Bioseasy-სთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომლის თანახმადაც 1 ცალი სწრაფი ტესტის ღირებულება ხუთნახევარ დოლარს შეადგენდა.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის შვილს "გურული დღიურების ფონდი" სტიპენდიას დაუნიშნავს

"გინახავთ ოდესმე მდგომარეობიდან გამოსული პაატა იმნაძე? გამოიყვანეს..." - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი გამოჯანმრთელდა