პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინს გაივლიან
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინს გაივლიან

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად და­გეგ­მილ ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებ­ზე ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­დე­ბა რე­ი­სამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, 23 და 24 მარტს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფრე­ნე­ბით სამ­შობ­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს 300 მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და.

„უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და ორი ფრე­ნა - 23 მარტს: თბი­ლი­სი-ბერ­ლი­ნი-ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და 24 მარტს: ათე­ნი-თბი­ლი­სი-ათე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლა „ეგე­ო­ი­სის ავი­ა­ხა­ზებ­მა“ და ამ ორი რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლოს 300 მო­ქა­ლა­ქე. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­დეგ გან­რიგს, ასე­თია: 26 მარტს შეს­რულ­დე­ბა რე­ი­სი: თბი­ლი­სი-ვენა-თბი­ლი­სის მი­მა­რუ­ლე­ბით, 31 მარტს: თბი­ლი­სი-ამ­სტერ­და­მი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 3 აპ­რილს: თბი­ლი­სი-ვარ­შა­ვა-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 7 აპ­რილს: თბი­ლი­სი-ათე­ნი-თბი­ლი­სი, 10 აპ­რილს: ლარ­ნა­კა-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მგზავ­რთა ნა­კა­დის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მარ­თვის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით, ზე­მოთ­მო­ცე­მუ­ლი გან­რი­გით გან­სა­ზღვრულ თი­თო­ე­ულ ფრე­ნა­ზე ბი­ლე­თე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­დე­ბა რე­ი­სამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნი­სა და ამ­სტერ­და­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უქ­მე­ბულ ფრე­ნებს, ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფრე­ნე­ბი 26 და 31 მარტს შეს­რულ­დე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა უახ­ლო­ეს ორ ფრე­ნას ვე­ნის და ამ­სტერ­და­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც უნდა შეს­რულ­დეს 26 მარტს და 31 მარტს, რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია კომ­პა­ნია „აირ­ზე­ნას“ თბი­ლი­სი-ვენა-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით 22 მარტს ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო, გა­უქ­მდა. შე­დე­გად, ჩვენ ამ­ჟა­მად ვე­ნა­ში გვყავს გა­უქ­მე­ბუ­ლი რე­ი­სის მგზავ­რე­ბი, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლიც თავ­შე­საფ­რით და პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქ­ტებთ უზ­რუნ­ველ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა ამ­სტერ­დამ­ში, სა­დაც კომ­პა­ნი­ის მიერ 21 და 23 მარტს და­გეგ­მილ და შემ­დეგ გა­უქ­მე­ბულ რე­ი­სებ­ზე გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით. ამ ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ე­ბით არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ვენა და ამ­სტერ­და­მი, და­ვაბ­რუ­ნოთ სამ­შობ­ლო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მათი რა­ო­დე­ნო­ბა არ არის მცი­რე და ორი­ვე სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დი სრუ­ლად ივ­სე­ბა. მეტი სან­დო­ო­ბის­თვის, კომ­პა­ნია მზა­და­აა გა­მო­აქ­ვეყ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია“, - აღ­ნიშ­ნა ზალ­კა­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა მგზავ­რი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა 14-დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს.

„ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი რო­მან ბო­კე­რია აცხა­დებს, რომ ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებ­ზე ბი­ლე­თის ფასი, მათ შო­რის ბიზ­ნეს კლა­სის შემ­თხვე­ვა­შიც 199 ევრო იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ავი­ა­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ვე­ნი­სა და ამ­სტერ­და­მის სპეც­რე­ი­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლე­ბიც 26 და 31 მარტსაა და­ნიშ­ნუ­ლი და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა 24 მარ­ტი­დან და­ი­წყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ფაქტს, რომ ამ­ჟა­მად „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ ვებ-გვერ­დზე ვე­ნის ჩარ­ტე­რულ რე­ის­ზე ბიზ­ნეს კლა­სის ბი­ლე­თის ფა­სად 658 ევ­როა მი­თი­თე­ბუ­ლი, ეკო­ნომ კლა­სის ბი­ლე­თე­ბი კი გა­ყიდ­ვა­ში აღა­რაა, ავი­ა­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის თქმით, ცვლი­ლე­ბა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე დღეს და­ფიქ­სირ­დე­ბა და ფასი 199 ევრო იქ­ნე­ბა.

„ვენა-თბი­ლი­სი და ამ­სტერ­და­მი თბი­ლი­სის-ჩარ­ტე­რებ­ზე 199 ევრო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ბი­ლე­თის ფასი, ბიზ­ნეს კლა­სის ჩათ­ვლით. პა­რა­მეტ­რებს დღეს შევ­ცვლით“,-აღ­ნიშ­ნავს ბო­კე­რია.

ამას­თან, რო­გორც ავი­ა­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, ვე­ნის და ამ­სტერ­და­მის სპეც­რე­ი­სე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯამ­ში 360 მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­დე­ბა.

„ორი­ვე რე­ის­ზე თა­ვი­დან და­კომ­პლექ­ტე­ბა იმ მგზავ­რე­ბით, რომ­ლებ­მაც უკვე იყი­დეს ბი­ლე­თე­ბი და გა­უქ­მე­ბუ­ლი რე­ი­სე­ბით უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლიყ­ვნენ. დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბი ჩა­ეშ­ვე­ბა თა­ვი­სუ­ფალ გა­ყიდ­ვა­ში. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ნე­ბარ­თვას ვე­ლო­დე­ბით რომ დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბი გა­ი­ყი­დოს”,-აღიშ­ნავს ბო­კე­რია.

ცნო­ბის­თვის, ამ­ჟა­მად „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე, სა­დაც ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ხდე­ბა, ვე­ნის ჩარ­ტე­რულ რე­ის­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მხო­ლოდ ბიზ­ნეს კლა­სის ბი­ლე­თე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 658 ევ­როა (2352 ლარი).

ავტორი:

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინს გაივლიან

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება, სამშობლოში დაბრუნებულები 14-დღიან კარანტინს გაივლიან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე.

მისივე განცხადებით, 23 და 24 მარტს შესრულებული ფრენებით სამშობლოში საქართველოს 300 მოქალაქე დაბრუნდა.

„უკვე განხორციელდა ორი ფრენა - 23 მარტს: თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს: ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა „ეგეოისის ავიახაზებმა“ და ამ ორი რეისით საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე. რაც შეეხება შემდეგ განრიგს, ასეთია: 26 მარტს შესრულდება რეისი: თბილისი-ვენა-თბილისის მიმარულებით, 31 მარტს: თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით, 3 აპრილს: თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით, 7 აპრილს: თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილს: ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.

მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთმოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით გაუქმებულ ფრენებს, ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული ფრენები 26 და 31 მარტს შესრულდება.

„რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას ვენის და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს 26 მარტს და 31 მარტს, როგორც უკვე ცნობილია კომპანია „აირზენას“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო, გაუქმდა. შედეგად, ჩვენ ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრით და პირველადი საჭიროების პროდუქტებთ უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითარებაა ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ რეისებზე გაყიდული ბილეთების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებიც საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების პროდუქტებით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, მხედველობაში მაქვს ვენა და ამსტერდამი, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი სრულად ივსება. მეტი სანდოობისთვის, კომპანია მზადააა გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, რომ ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი, მათ შორის ბიზნეს კლასის შემთხვევაშიც 199 ევრო იქნება. ამის შესახებ ავიაკომპანიის დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“ ვენისა და ამსტერდამის სპეცრეისებთან დაკავშირებით განუცხადა, რომლებიც 26 და 31 მარტსაა დანიშნული და ბილეთების გაყიდვა 24 მარტიდან დაიწყო.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდზე ვენის ჩარტერულ რეისზე ბიზნეს კლასის ბილეთის ფასად 658 ევროა მითითებული, ეკონომ კლასის ბილეთები კი გაყიდვაში აღარაა, ავიაკომპანიის დირექტორის თქმით, ცვლილება ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს დაფიქსირდება და ფასი 199 ევრო იქნება.

„ვენა-თბილისი და ამსტერდამი თბილისის-ჩარტერებზე 199 ევრო იქნება ყველა ბილეთის ფასი, ბიზნეს კლასის ჩათვლით. პარამეტრებს დღეს შევცვლით“,-აღნიშნავს ბოკერია.

ამასთან, როგორც ავიაკომპანიის დირექტორი აცხადებს, ვენის და ამსტერდამის სპეცრეისებით საქართველოში ჯამში 360 მოქალაქე დაბრუნდება.

„ორივე რეისზე თავიდან დაკომპლექტება იმ მგზავრებით, რომლებმაც უკვე იყიდეს ბილეთები და გაუქმებული რეისებით უნდა ჩამოფრენილიყვნენ. დარჩენილი ბილეთები ჩაეშვება თავისუფალ გაყიდვაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვას ველოდებით რომ დარჩენილი ბილეთები გაიყიდოს”,-აღიშნავს ბოკერია.

ცნობისთვის, ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ბილეთების შეძენა ხდება, ვენის ჩარტერულ რეისზე მითითებულია, რომ მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთებია დარჩენილი და მისი ღირებულება 658 ევროა (2352 ლარი).

1 აშშ დოლარი 3.4494 ლარი გახდა - ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ფონდში, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხას კომპანიები და მოქალაქეები რიცხავენ, 5 მლნ-მდე ლარი შეგროვდა

ჩარტერული რეისების სუბსიდირების საკითხი მოიხსნა, ავიარეისებს კომპანია საკუთარი სახსრებით შეასრულებს - რომან ბოკერია