სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის პირველი პაციენტი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობს
"ის პირველი პაციენტი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობს

ამ ადა­მი­ა­ნებს მა­სობ­რი­ვად არ იც­ნო­ბენ, ისი­ნი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტე­ბის ექი­მე­ბი არი­ან და იქ ფუტკრე­ბი­ვით შრო­მო­ბენ იმის­თვის, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გან­კურ­ნონ, ვე­რაგ ინ­ფექ­ცი­ას ხე­ლი­დან გა­მოს­ტა­ცონ თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლე.

ერთ-ერთი ასეთ თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ეკა ნა­ფეტ­ვა­რი­ძეა, მან ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვამ­ყო­ფო­ში მი­ი­ღო კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი და მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის, მთელ მედ­პერ­სო­ნალ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

"2014 წლი­დან ამ კლი­ნი­კა­ში ჯერ რე­ზი­დენ­ტი ვი­ყა­ვი, 2017 წლი­დან უმ­ცრო­სი ექი­მი გავ­ხდი, შემ­დეგ ექი­მი და სხვა­დას­ხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე, იქ, სა­დაც ყო­ველ­თვის მეტი დატ­ვირ­თვაა", - ასე იწყებს ჩვენ­თან სა­უ­ბარს ეკა ნა­ფეტ­ვა­რი­ძე.

- ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში თქვენ მი­ი­ღეთ. მოგ­ვი­ყე­ვით ამის შე­სა­ხებ.

- 25 იან­ვარს ვმო­რი­გე­ობ­დი და პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში გვი­ან ღა­მით შე­მო­ვი­და. მი­ვი­ღეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბით, რად­გა­ნაც მა­ნამ­დე გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და, პა­ცი­ენ­ტე­ბის დიდ ნა­კადს ვი­ღებ­დით, რო­მელ­თაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო სიმპტო­მე­ბი ჰქონ­დათ, მაგ­რამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არც ერთი იყო. ეს პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ვი­საც ეს ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და და ქვე­ყა­ნა­ში ასე და­ფიქ­სირ­და პირ­ვე­ლად ეს ინ­ფექ­ცია, მაგ­რამ გვქონ­და დიდი მო­ტი­ვი, რომ გავმკლა­ვე­ბო­დით და მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვით მივ­ყო­ლო­დით ამ პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცესს.

- რო­გო­რი იყო თა­ვი­დან მისი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ეს უდი­დე­სი სტრე­სი იყო მის­თვის და დიდი ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­და, - გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ მთე­ლი გუნ­დი გვერ­დით ვე­დე­ქით ძა­ლი­ან მალე გა­უქ­რა ის ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტე­ბი, ვმკურ­ნა­ლობ­დით, ვამ­ხნე­ვებ­დით, დავ­მე­გობ­რდით კი­დეც, მას­თან ყვე­ლა ახ­ლოს ვი­ყა­ვით გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გით და­წყე­ბუ­ლი, ექი­მით, ექთ­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ერ­თად გა­და­ვი­ტა­ნეთ სირ­თუ­ლე­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­და. ახ­ლაც გვაქვს პა­ცი­ენ­ტთან კონ­ტაქ­ტი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნობს თავს.

გა­ე­წე­რა, ბი­ნა­ზეა, 2 კვი­რის მან­ძილ­ზე იზო­ლა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გვაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი და ხომ ვთქვი, ყვე­ლა­ფე­რი მი­დის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად.

- ზო­გა­დად რო­გო­რე­ბი არი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც ეს სა­ში­ნე­ლი ინ­ფექ­ცია აქვთ?

- დი­აგ­ნო­ზის მო­ლო­დინ­ში შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლე­ბი, რთუ­ლად ეგუ­ე­ბი­ან თა­ვი­ანთ მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი თა­ნად­გო­მით მგო­ნი, ვა­ხერ­ხებთ ამ მხრი­ვა­დაც და სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხი­თაც მათ დახ­მა­რე­ბას, გვერ­დში დგო­მას. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გას­დით ეს ემო­ცი­უ­რი შოკი. მერე რო­გორც პა­ცი­ენ­ტი, ასე­ვე მთე­ლი გუნ­დი ერ­თი­ა­ნად ვიბ­რძვით მისი და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

- რით გან­სხვავ­დე­ბა თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი - ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მო­ბა სტა­ცი­ო­ნა­რის სხვა ექი­მე­ბის­გან? თქვენ ხომ ვირუ­სის გა­და­დე­ბის უდი­დე­სი რის­კის ქვეშ ხართ. რამ­დე­ნად ხართ ამის­გან და­ცუ­ლე­ბი?

- ყვე­ლა­ნი სპე­ცი­ა­ლურ სა­მოს­ში ვართ, ეკი­პი­რე­ბუ­ლე­ბი. ამ ეკი­პი­რე­ბას დიდი დრო სჭირ­დე­ბა, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მეც გვი­წევს ეს, რად­გა­ნაც პა­ცი­ენ­ტებ­თან ბოქსში რამ­დენ­ჯერ­მე გვი­წევს შეს­ვლა. გა­მოს­ვლი­სას იმ სა­მოსს ვიხ­დით. ეს სპე­ცტან­საც­მე­ლი, რა თქმა უნდა, ტო­ვებს კვალს ჩვენს სა­ხე­ზე. მოკ­ლედ, ეკი­პი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ სპე­ცი­ლუ­რი ფორ­მით, ყვე­ლა წესს ვი­ცავთ პა­ცი­ენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, სიფრ­თხი­ლით შევ­დი­ვართ მას­თან, მაგ­რამ გვი­წევს იქ დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა.

ამი­ტო­მაც, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ექი­მე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხე, მაგ­რამ ჩვენ­თან სა­ბედ­ნი­ე­როდ ასე­თი ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ მომ­ხდა­რა და ძა­ლი­ან მინ­და, რომ არ მოხ­დეს. ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ეს იქ­ნე­ბა და­ბალ თუ მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი პერ­სო­ნა­ლი. ყვე­ლა აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ში - რო­გორც ჩვენს კლი­ნი­კა­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა კლი­ნი­კებ­შიც ასეა.

- და ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე სულ სამ­სა­ხურ­ში ხართ?

- 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­რი­გე­ო­ბის შემ­დეგ კი­დევ ვრჩე­ბით, ალ­ბათ, ერთი სა­ა­თი თუ გვძი­ნავს, სახ­ლში ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის და­სა­ცა­ვად მივ­დი­ვართ და როცა წა­სუ­ლე­ბი ვართ, მა­ინც აქეთ მოგ­ვი­წევს გული. რამე ისე­თი არ მოხ­დეს, რომ­ლის დრო­საც ჩვენ აქ არ ვიქ­ნე­ბით. რა თქმა უნდა, ეს „ბრძო­ლა“ ჩვენ­თვის პრო­ფე­სი­უ­ლად დიდი გა­მოწ­ვე­ვაა.

- ეს საქ­მე რომ არ გიყ­ვარ­დეთ, ვერც გა­ა­კე­თებ­დით. აქ შიში რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია?

- სიფრ­თხი­ლე არის, მაგ­რამ ში­შის გან­ცდა არ გვაქვს, ამ გან­ცდით არ შევ­დი­ვართ პა­ცი­ენ­ტებ­თან, უშიშ­რად ვართ.

- ყვე­ლა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან მო­გი­წი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბამ?

- ვინც ჩვენს კლი­ნი­კა­შია, ყვე­ლას­თან. არ არ­სე­ბობს ჩემი და შენი პა­ცი­ენ­ტი, მით უმე­ტეს, თუ რო­მე­ლი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბოა და მძი­მეა. ყვე­ლას ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მი ვი­ცით. რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დით და ვა­კე­თებთ ეს ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გო­რია თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი თა­ვი­დან ცოტა დამფრ­თხალ­ნი იყ­ვნენ, მაგ­რამ ჩემ­თვის არ უგ­რძნო­ბი­ნე­ბი­ათ, მხარ­ში მიდ­გა­ნან და მამ­ხნე­ვე­ბენ ამ რთულ საქ­მე­ში.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა რჩე­ვას მის­ცემ­დით?

- ისევ და ისევ იმას, რომ და­იც­ვან ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რაც მო­წო­დე­ბუ­ლია რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მიერ. და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, ერ­თად დგო­მით შევ­ძლებთ გა­ვუმკლავ­დეთ ვირუსს და დავძლი­ოთ ეს გა­მოწ­ვე­ვა. ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ, მათ, ვინც ამ საქ­მე­ში გვერ­დში გვიდ­გას და თუნ­დაც ისი­ნი, ვინც ემო­ცი­უ­რად გვამ­ხნე­ვე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
0

ჯანმრთელობას გისურვებ!ყველა პაციენტის გამოჯანმრთელებას!ეხლა თქვენ ხართ გმირები,ნამდვილი გმირები რომლებმაც ამ ომში უნდა გაიმარჯვოთ!მადლობა თქვენ! ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ!

სს
0

გფარავდეთ უფალი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ის პირველი პაციენტი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობს

"ის პირველი პაციენტი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უდიდესი სტრესი ჰქონდა" - რას ჰყვება ინფექციურის ექიმი, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობს

ამ ადამიანებს მასობრივად არ იცნობენ, ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატების ექიმები არიან და იქ ფუტკრებივით შრომობენ იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები განკურნონ, ვერაგ ინფექციას ხელიდან გამოსტაცონ თითოეული პაციენტის სიცოცხლე.

ერთ-ერთი ასეთ თავდადებული ადამიანი ეკა ნაფეტვარიძეა, მან ინფექციურ საავამყოფოში მიიღო კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი და მისი გამოჯანმრთელებისთვის, მთელ მედპერსონალთან ერთად, ყველაფერი გააკეთა.

"2014 წლიდან ამ კლინიკაში ჯერ რეზიდენტი ვიყავი, 2017 წლიდან უმცროსი ექიმი გავხდი, შემდეგ ექიმი და სხვადასხვა განყოფილებაში ვიმუშავე, იქ, სადაც ყოველთვის მეტი დატვირთვაა", - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ეკა ნაფეტვარიძე.

- ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი კლინიკაში თქვენ მიიღეთ. მოგვიყევით ამის შესახებ.

- 25 იანვარს ვმორიგეობდი და პაციენტი კლინიკაში გვიან ღამით შემოვიდა. მივიღეთ სპეციალური ეკიპირებით, რადგანაც მანამდე გამოცდილება გვქონდა, პაციენტების დიდ ნაკადს ვიღებდით, რომელთაც ახალი კორონავირუსის შესაძლო სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ დადასტურებული არც ერთი იყო. ეს პირველი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც ეს ვირუსი დაუდასტურდა და ქვეყანაში ასე დაფიქსირდა პირველად ეს ინფექცია, მაგრამ გვქონდა დიდი მოტივი, რომ გავმკლავებოდით და მთელი ძალისხმევით მივყოლოდით ამ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს.

- როგორი იყო თავიდან მისი მდგომარეობა?

- ეს უდიდესი სტრესი იყო მისთვის და დიდი ემოციები ჰქონდა, - განიცდიდა, მაგრამ მთელი გუნდი გვერდით ვედექით ძალიან მალე გაუქრა ის ემოციური მომენტები, ვმკურნალობდით, ვამხნევებდით, დავმეგობრდით კიდეც, მასთან ყველა ახლოს ვიყავით განყოფილების გამგით დაწყებული, ექიმით, ექთნით დამთავრებული. ერთად გადავიტანეთ სირთულეები და ყველაფერი კარგად დამთავდა. ახლაც გვაქვს პაციენტთან კონტაქტი და არაჩვეულებრივად გრძნობს თავს.

გაეწერა, ბინაზეა, 2 კვირის მანძილზე იზოლაციაში იქნება, მაგრამ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი და ხომ ვთქვი, ყველაფერი მიდის არაჩვეულებრივად.

- ზოგადად როგორები არიან პაციენტები, რომელთაც ეს საშინელი ინფექცია აქვთ?

- დიაგნოზის მოლოდინში შეშინებულები არიან, რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბულები, რთულად ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას, მაგრამ ჩვენი ემოციური თანადგომით მგონი, ვახერხებთ ამ მხრივადაც და სამედიცინო კუთხითაც მათ დახმარებას, გვერდში დგომას. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში გასდით ეს ემოციური შოკი. მერე როგორც პაციენტი, ასევე მთელი გუნდი ერთიანად ვიბრძვით მისი დაავადების წინააღმდეგ.

- რით განსხვავდება თქვენი სამსახური - ბოქსირებული განყოფილების ექიმობა სტაციონარის სხვა ექიმებისგან? თქვენ ხომ ვირუსის გადადების უდიდესი რისკის ქვეშ ხართ. რამდენად ხართ ამისგან დაცულები?

- ყველანი სპეციალურ სამოსში ვართ, ეკიპირებულები. ამ ეკიპირებას დიდი დრო სჭირდება, დღეში რამდენჯერმეც გვიწევს ეს, რადგანაც პაციენტებთან ბოქსში რამდენჯერმე გვიწევს შესვლა. გამოსვლისას იმ სამოსს ვიხდით. ეს სპეცტანსაცმელი, რა თქმა უნდა, ტოვებს კვალს ჩვენს სახეზე. მოკლედ, ეკიპირებულები ვართ სპეცილური ფორმით, ყველა წესს ვიცავთ პაციენტთან ურთიერთობისას, სიფრთხილით შევდივართ მასთან, მაგრამ გვიწევს იქ დიდი დროის გატარება.

ამიტომაც, ყველა ქვეყანაში არსებობს ექიმების დაინფიცირების საფრთხე, მაგრამ ჩვენთან საბედნიეროდ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა და ძალიან მინდა, რომ არ მოხდეს. ყველა ადამიანს, ვინც ამ პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის აქტიურად იბრძვის, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ეს იქნება დაბალ თუ მაღალ საფეხურზე მყოფი პერსონალი. ყველა აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში - როგორც ჩვენს კლინიკაში, დარწმუნებული ვარ, სხვა კლინიკებშიც ასეა.

- და ამ პერიოდის მანძილზე სულ სამსახურში ხართ?

- 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ კიდევ ვრჩებით, ალბათ, ერთი საათი თუ გვძინავს, სახლში ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დასაცავად მივდივართ და როცა წასულები ვართ, მაინც აქეთ მოგვიწევს გული. რამე ისეთი არ მოხდეს, რომლის დროსაც ჩვენ აქ არ ვიქნებით. რა თქმა უნდა, ეს „ბრძოლა“ ჩვენთვის პროფესიულად დიდი გამოწვევაა.

- ეს საქმე რომ არ გიყვარდეთ, ვერც გააკეთებდით. აქ შიში რამდენი პროცენტია?

- სიფრთხილე არის, მაგრამ შიშის განცდა არ გვაქვს, ამ განცდით არ შევდივართ პაციენტებთან, უშიშრად ვართ.

- ყველა დაინფიცირებულთან მოგიწიათ ურთიერთობამ?

- ვინც ჩვენს კლინიკაშია, ყველასთან. არ არსებობს ჩემი და შენი პაციენტი, მით უმეტეს, თუ რომელიმეს მდგომარეობა მეტად საყურადღებოა და მძიმეა. ყველას ლაბორატორიული მონაცემი ვიცით. რასაც აქამდე ვაკეთებდით და ვაკეთებთ ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა.

- ოჯახის წევრების დამოკიდებულება როგორია თქვენი საქმიანობის მიმართ?

- ჩემი ოჯახის წევრები თავიდან ცოტა დამფრთხალნი იყვნენ, მაგრამ ჩემთვის არ უგრძნობინებიათ, მხარში მიდგანან და მამხნევებენ ამ რთულ საქმეში.

- საზოგადოებას რა რჩევას მისცემდით?

- ისევ და ისევ იმას, რომ დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ასევე ადგილობრივი ეპიდემიოლოგების მიერ. დავეხმაროთ ერთმანეთს, ერთად დგომით შევძლებთ გავუმკლავდეთ ვირუსს და დავძლიოთ ეს გამოწვევა. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მათ, ვინც ამ საქმეში გვერდში გვიდგას და თუნდაც ისინი, ვინც ემოციურად გვამხნევებენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

"11 მარტს დედა ბებიას იუბილეზე იმყოფებოდა..." - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი

"უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით" - მარინა ეზუგბაია