სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?
როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, COVID-19 ბუ­ნებ­რი­ვი წარ­მო­შო­ბი­საა - ამას უახ­ლე­სი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რო­მელ­შიც მეც­ნი­ე­რებ­მა ვირუ­სის გე­ნო­მის (ორ­გა­ნიზ­მის უჯრედ­ში არ­სე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რუ­ლი მა­სა­ლა) ანა­ლი­ზი წარ­მო­ად­გი­ნეს. მათი მტკი­ცე­ბით, COVID-19 ბუ­ნებ­რი­ვი ევო­ლუ­ცი­ის შე­დე­გია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა მოწ­მობს, რომ ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში, დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­ჩე­ნი­ლი ვირუ­სი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სწრა­ფად მო­ე­დო და რომ­ლი­თაც, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2,940,715 ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შექ­მნი­ლი არ არის, ისე რო­გორც ეს ბევ­რს ჰგო­ნია მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში...

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლიო ამ­ჟა­მად პან­დე­მი­ის გარ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­ჭარ­ბე­საც ებ­რძვის. ერთ-ერთი მთა­ვა­რი მითი, რაც გავ­რცელ­და, ისაა, რომ ახა­ლი ვირუ­სი, SARS-CoV-2 (COVID-19) მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს და მან უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა, რის შემ­დე­გაც და­ა­ვა­დე­ბის აფეთ­ქე­ბა და­ი­წყო.

Nature Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ვირუ­სი ბუ­ნებ­რი­ვად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ღა­მუ­რის­გან ან პან­გო­ლი­ნის­გან გავ­რცელ­და. კვლე­ვის დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ჩვე­ნი ანა­ლი­ზი ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ SARS-CoV-2 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცია ან გა­მიზ­ნუ­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი ვირუ­სი არ არის“.

  • რა გზით ამ­ტკი­ცე­ბენ ამას მეც­ნი­ე­რე­ბი?

მკვლევ­რებ­მა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის ანა­ლო­გი­ურ ნი­შან-თვი­სე­ბებს შე­ა­და­რეს, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი აქამ­დე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლან. მათ შე­ის­წავ­ლეს SARS, MERS და SARS-CoV-2, რომ­ლე­ბიც მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს; და HKU1, NL63, OC43 და 229E, რომ­ლე­ბიც, ტი­პი­უ­რად, მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

კვლე­ვა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ვირუ­სის ზო­გა­დი მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა ყვე­ლა სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის­გან გან­სხვავ­დე­ბა და წა­ა­გავს ღა­მუ­რებ­სა და პან­გო­ლი­ნებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ისე­თი ვირუ­სე­ბის სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბა­დაა შეს­წავ­ლი­ლი და რო­მელ­საც აქამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბია.

ამას გარ­და, ვირუ­სის „ხერ­ხე­მა­ლი“ (სა­ერ­თო მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა), იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ის გან­სხვავ­დე­ბა ისე­თი სტრუქ­ტუ­რის­გან, რა­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, მეც­ნი­ე­რე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნიდ­ნენ. კვლე­ვის თა­ნახ­მად, თუ ვინ­მე ახა­ლი, და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სის შექ­მნას შე­ეც­დე­ბო­და, ის უკვე არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სის "ხერ­ხე­მალს" გა­მო­ი­ყე­ნებ­და. თუმ­ცა, COVID-19-ის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა "არ­სე­ბი­თად გან­სხვავ­დე­ბა" იმ კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის­გან, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებ­ში შეგ­ვხვედ­რია.

კრის­ტი­ან ან­დერ­სე­ნი

ბი­ო­მე­დი­ცი­ნის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის Scripps Research-ის იმუ­ნო­ლო­გი­ი­სა და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ასო­ცი­რე­ბულ­მა პრო­ფე­სორ­მა, კრის­ტი­ან ან­დერ­სენ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა იმ spike protein-ების (ვირუ­სის ზე­და­პირ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცილა) გე­ნე­ტი­კუ­რი ნი­მუ­ში შე­ის­წავ­ლეს, რომ­ლე­ბიც ვირუ­სის ზე­და­პი­რი­და­ნაა ამოშ­ვე­რი­ლი.

სწო­რედ მათ იყე­ნებს ვირუ­სი იმის­თვის, რომ მისი "მას­პინ­ძლის", ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის, უჯრე­დე­ბის გარე კედ­ლებს ჩა­ე­ჭი­დოს და შემ­დეგ ამ უჯრე­დებ­ში შე­აღ­წი­ოს. მკვლევ­რებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი spike protein-ების იმ გე­ნე­ტი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რომ­ლე­ბიც პა­სუხს აგებს ორ მხა­რე­ზე: ერთი მიმ­ღე­ბის უჯრე­დებ­ზე მი­ერ­თე­ბაა, ხოლო მე­ო­რე ვირუსს ამ უჯრე­დე­ბის გახ­სნი­სა და მათ­ში შეს­ვლის ძა­ლას ანი­ჭებს.

spike protein-ები კო­რო­ნა­ვირუ­სის ზე­და­პირ­ზე

"ვირუ­სის ეს ორი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი SARS-CoV-2-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით გა­ჩე­ნას გა­მო­რი­ცხავს... არ­სე­ბუ­ლი სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის შტა­მე­ბის გე­ნო­მებ­თან შე­და­რე­ბის შე­დე­გად, მტკი­ცედ შეგ­ვიძ­ლია გან­ვსა­ზღვროთ, რომ COVID 19 ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბით წარ­მო­იშ­ვა" - გა­ნა­ცხა­და ნაშ­რო­მის მთა­ვარ­მა ავ­ტორ­მა, კრის­ტი­ან ან­დერ­სენ­მა.

მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ცი­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ადა­მი­ა­ნურ უჯრე­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბის კუ­თხით, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვი შერ­ჩე­ვის შე­დე­გი უნდა იყოს და არა - გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­დუქ­ტი.

მი­ზე­ზი შემ­დე­გია: SARS-CoV-2 მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რულ სინ­დრომ­თან (SARS), რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ გავ­რცელ­და. მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს, კონ­კრე­ტუ­ლად რით გან­სხვავ­დე­ბა SARS-CoV SARS-CoV-2-ის­გან - გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნით. თუმ­ცა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბი­სას იკ­ვე­თე­ბა, რომ SARS-CoV-2-ის მუ­ტა­ცი­ე­ბი ვირუსს ადა­მი­ა­ნის უჯრე­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ უწყობს ხელს. ეს ვირუ­სი მეც­ნი­ე­რებს გან­ზრახ­ვით რომ შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ, მა­შინ იმ მუ­ტა­ცი­ებს არ შე­არ­ჩევ­დნენ, რომ­ლე­ბიც კომ­პი­უ­ტე­რულ მო­დე­ლი­რე­ბა­ში არ იმუ­შა­ვებ­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ძებ­ნა მუ­ტა­ცი­ის ფორ­მა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და უფრო ძლი­ე­რია იმ ფორ­მე­ბის­გან, რისი შექ­მნაც მეც­ნი­ე­რებს შე­უძ­ლი­ათ.

  • სა­ი­დან წარ­მო­იშ­ვა ვირუ­სი და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნებ­ში? - ორი შე­საძ­ლო სცე­ნა­რი

პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ებს მიჰ­ყვე­ბა. ამ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნებ­მა ვირუ­სი სწო­რედ ცხო­ვე­ლის­გან შე­ით­ვი­სეს - კო­რო­ნა­ვირუს SARS-ის შემ­თხვე­ვა­ში, ეს ცხო­ვე­ლი ცი­ვე­ტა იყო, ხოლო MERS-ის - ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მის შემ­თხვე­ვა­ში, და­ინ­ფი­ცი­რე­ბა აქ­ლე­მე­ბის­გან და­ი­წყო.

მეც­ნი­ე­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ SARS-CoV-2-ს ღა­მუ­რა ატა­რებ­და, რო­მელ­მაც ის სხვა "შუ­ა­მა­ვალ" ცხო­ველს გა­დას­დო, მან კი, თა­ვის მხრივ, ადა­მი­ა­ნი და­ა­ინ­ფი­ცი­რა. "შუ­ა­მა­ვა­ლი" ცხო­ვე­ლი, ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რის ვა­რა­უ­დით, პან­გო­ლი­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ამ შე­საძ­ლო სცე­ნარ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის ის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც მას ადა­მი­ა­ნუ­რი უჯრე­დე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ძა­ლას აძ­ლევს, ანუ მისი პა­თო­გე­ნუ­რი (და­ა­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი) შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ან­ზე გა­დას­ვლამ­დე უნდა არ­სე­ბუ­ლი­ყო.

მე­ო­რე სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი მას შემ­დეგ უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, რაც ვირუ­სი ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე "გა­დახ­ტა". პან­გო­ლი­ნებ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი ზოგი კო­რო­ნა­ვირუ­სის სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მიმ­ღე­ბი ადა­მი­ა­ნის უჯ­დე­რებ­თან მი­ერ­თე­ბა­ზე აგებს პა­სუხს, SARS-CoV-2-ის სტრუქ­ტუ­რას ჰგავს. არის ვა­რა­უ­დი, რომ ძუ­ძუმ­წოვ­რი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მის შემ­დეგ, ვირუს­მა თა­ვი­სი, მა­ნამ­დე და­მა­ლუ­ლი ის თვი­სე­ბა გა­ნა­ვი­თა­რა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნურ უჯრე­დებ­ში შეღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. ამ უნა­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ, მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, კო­რო­ნა­ვირუს­მა ადა­მი­ა­ნებს შო­რის გავ­რცე­ლე­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა.

შე­იძ­ლე­ბა, ეს დე­ტა­ლე­ბი მეც­ნი­ე­რებს პან­დე­მი­ის მო­მავ­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­შიც და­ეხ­მა­როს. თუ სი­ნამ­დვი­ლეს პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ვირუ­სი ადა­მი­ა­ნებს უკვე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პა­თო­გე­ნუ­რი ფორ­მით გა­და­ე­ცათ, მისი აფეთ­ქე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­მო­მავ­ლოდ იზ­რდე­ბა, რად­გან შე­საძ­ლოა, ცხო­ველ­თა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ის ისევ ცირ­კუ­ლი­რებ­დეს და მათ­გან ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ცე­მა კვლავ მოხ­დეს.

თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ მსგავ­სი აფეთ­ქე­ბე­ბის შან­სი იკ­ლებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვირუ­სი ჯერ ადა­მი­ა­ნურ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში გაჩ­ნდა და მხო­ლოდ შემ­დეგ გა­ნი­ვი­თა­რა ავად­მყო­ფო­ბის გა­მომ­წვე­ვი თვი­სე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zaza
40

ვის აწყობს რომ თქვას მე შევქმენი კორონა ვირუსიო... ბუნებრივი ვირუსი არ არჩევს 70-ს გადაცილებულია, ბავშვია თუ 40 წლამდეა... ბუნებრივი ყველაზე მოქმედებს და მას არ ჭირდება ვირუსთან სიყვარულის ახსნა, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, არ ინერვიულოთ, სახლში უნდა იჯდეთ, საკუთარი თავი დაარწმუნე რომ ყველაფერი კარგად არის, პანიკას არ აჰყვეთ და ასე შემდეგ და შემდეგ...

Alamaria
13

კაციშვილმა არ.იცის რა საიდანაა. იმდენი ვერსიაა უკვე რო დიდი აჯაფსანდალია სინამდვილეში.ეგ წლების მერე გაირკვევა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

ახალი კორონავირუსი, COVID-19 ბუნებრივი წარმოშობისაა - ამას უახლესი კვლევა ადასტურებს, რომელშიც მეცნიერებმა ვირუსის გენომის (ორგანიზმის უჯრედში არსებული მემკვიდრული მასალა) ანალიზი წარმოადგინეს. მათი მტკიცებით, COVID-19 ბუნებრივი ევოლუციის შედეგია.

აღნიშნული კვლევა მოწმობს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში, დეკემბრის ბოლოს გაჩენილი ვირუსი, რომელიც მსოფლიოს სწრაფად მოედო და რომლითაც, დღევანდელი მონაცემებით, 2,940,715 ადამიანია ინფიცირებული, ლაბორატორიაში შექმნილი არ არის, ისე როგორც ეს ბევრს ჰგონია მსოფლიოსა და საქართველოში...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო ამჟამად პანდემიის გარდა, ინფორმაციის სიჭარბესაც ებრძვის. ერთ-ერთი მთავარი მითი, რაც გავრცელდა, ისაა, რომ ახალი ვირუსი, SARS-CoV-2 (COVID-19) მეცნიერებმა შექმნეს და მან უხანის ლაბორატორიიდან გაჟონა, რის შემდეგაც დაავადების აფეთქება დაიწყო.

Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ვირუსი ბუნებრივად, სავარაუდოდ, ღამურისგან ან პანგოლინისგან გავრცელდა. კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: "ჩვენი ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 ლაბორატორიული კონსტრუქცია ან გამიზნულად მანიპულირებული ვირუსი არ არის“.

  • რა გზით ამტკიცებენ ამას მეცნიერები?

მკვლევრებმა ახალი კორონავირუსის გენეტიკური მახასიათებლები სხვა კორონავირუსების ანალოგიურ ნიშან-თვისებებს შეადარეს, რომლითაც ადამიანები აქამდე დაინფიცირებულან. მათ შეისწავლეს SARS, MERS და SARS-CoV-2, რომლებიც მწვავე დაავადებას იწვევს; და HKU1, NL63, OC43 და 229E, რომლებიც, ტიპიურად, მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით შემოიფარგლება.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ვირუსის ზოგადი მოლეკულური სტრუქტურა ყველა სხვა კორონავირუსის მოლეკულური სტრუქტურისგან განსხვავდება და წააგავს ღამურებსა და პანგოლინებში აღმოჩენილი ისეთი ვირუსების სტრუქტურას, რომელიც ნაკლებადაა შესწავლილი და რომელსაც აქამდე ადამიანებისთვის ზიანი არ მიუყენებია.

ამას გარდა, ვირუსის „ხერხემალი“ (საერთო მოლეკულური სტრუქტურა), იმაზე მიუთითებს, რომ ის განსხვავდება ისეთი სტრუქტურისგან, რასაც სავარაუდოდ, მეცნიერები ხელოვნურად შექმნიდნენ. კვლევის თანახმად, თუ ვინმე ახალი, დაავადების გამომწვევი კორონავირუსის შექმნას შეეცდებოდა, ის უკვე არსებული ვირუსის "ხერხემალს" გამოიყენებდა. თუმცა, COVID-19-ის მოლეკულური სტრუქტურა "არსებითად განსხვავდება" იმ კორონავირუსების მოლეკულური სტრუქტურისგან, რომლებიც ადამიანებში შეგვხვედრია.

კრისტიან ანდერსენი

ბიომედიცინის საკითხებზე მომუშავე ამერიკული კვლევითი ცენტრის Scripps Research-ის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტიან ანდერსენმა და მისმა კოლეგებმა იმ spike protein-ების (ვირუსის ზედაპირზე წარმოდგენილი ცილა) გენეტიკური ნიმუში შეისწავლეს, რომლებიც ვირუსის ზედაპირიდანაა ამოშვერილი.

სწორედ მათ იყენებს ვირუსი იმისთვის, რომ მისი "მასპინძლის", ამ შემთხვევაში ადამიანის, უჯრედების გარე კედლებს ჩაეჭიდოს და შემდეგ ამ უჯრედებში შეაღწიოს. მკვლევრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს აღნიშნული spike protein-ების იმ გენეტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც პასუხს აგებს ორ მხარეზე: ერთი მიმღების უჯრედებზე მიერთებაა, ხოლო მეორე ვირუსს ამ უჯრედების გახსნისა და მათში შესვლის ძალას ანიჭებს.

spike protein-ები კორონავირუსის ზედაპირზე

"ვირუსის ეს ორი მახასიათებელი SARS-CoV-2-ის ლაბორატორიული მანიპულაციით გაჩენას გამორიცხავს... არსებული სხვა კორონავირუსების შტამების გენომებთან შედარების შედეგად, მტკიცედ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ COVID 19 ბუნებრივი პროცესებით წარმოიშვა" - განაცხადა ნაშრომის მთავარმა ავტორმა, კრისტიან ანდერსენმა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ცილების ზოგიერთი მახასიათებელი იმდენად ეფექტურია ადამიანურ უჯრედებთან დაკავშირების კუთხით, რომ ეს ბუნებრივი შერჩევის შედეგი უნდა იყოს და არა - გენური ინჟინერიის პროდუქტი.

მიზეზი შემდეგია: SARS-CoV-2 მჭიდროდაა დაკავშირებული მწვავე რესპირატორულ სინდრომთან (SARS), რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 20 წლის წინ გავრცელდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, კონკრეტულად რით განსხვავდება SARS-CoV SARS-CoV-2-ისგან - გენეტიკური კოდის რამდენიმე ნიშნით. თუმცა, კომპიუტერული მოდელირებისას იკვეთება, რომ SARS-CoV-2-ის მუტაციები ვირუსს ადამიანის უჯრედებთან დაკავშირებაში მაინცდამაინც კარგად არ უწყობს ხელს. ეს ვირუსი მეცნიერებს განზრახვით რომ შეემუშავებინათ, მაშინ იმ მუტაციებს არ შეარჩევდნენ, რომლებიც კომპიუტერულ მოდელირებაში არ იმუშავებდა.

როგორც აღმოჩნდა, ახალმა კორონავირუსმა ბუნებრივად გამოძებნა მუტაციის ფორმა, რომელიც განსხვავებული და უფრო ძლიერია იმ ფორმებისგან, რისი შექმნაც მეცნიერებს შეუძლიათ.

  • საიდან წარმოიშვა ვირუსი და როგორ აღმოჩნდა ადამიანებში? - ორი შესაძლო სცენარი

პირველი სცენარი სხვა კორონავირუსების წარმოშობის ისტორიებს მიჰყვება. ამ სცენარის მიხედვით, ადამიანებმა ვირუსი სწორედ ცხოველისგან შეითვისეს - კორონავირუს SARS-ის შემთხვევაში, ეს ცხოველი ცივეტა იყო, ხოლო MERS-ის - ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის შემთხვევაში, დაინფიცირება აქლემებისგან დაიწყო.

მეცნიერები მიუთითებენ, რომ SARS-CoV-2-ს ღამურა ატარებდა, რომელმაც ის სხვა "შუამავალ" ცხოველს გადასდო, მან კი, თავის მხრივ, ადამიანი დააინფიცირა. "შუამავალი" ცხოველი, ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, პანგოლინი უნდა ყოფილიყო.

ამ შესაძლო სცენარში, კორონავირუსის ის გენეტიკური მახასიათებლები, რაც მას ადამიანური უჯრედების დაინფიცირების ძალას აძლევს, ანუ მისი პათოგენური (დააავადების გამომწვევი) შესაძლებლობები, სავარაუდოდ, ადამიანზე გადასვლამდე უნდა არსებულიყო.

მეორე სცენარის მიხედვით, ეს მახასიათებლები მას შემდეგ უნდა განვითარებულიყო, რაც ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე "გადახტა". პანგოლინებში წარმოშობილი ზოგი კორონავირუსის სტრუქტურა, რომელიც მიმღები ადამიანის უჯდერებთან მიერთებაზე აგებს პასუხს, SARS-CoV-2-ის სტრუქტურას ჰგავს. არის ვარაუდი, რომ ძუძუმწოვრიდან ადამიანზე გადაცემის შემდეგ, ვირუსმა თავისი, მანამდე დამალული ის თვისება განავითარა, რომელიც ადამიანურ უჯრედებში შეღწევაში ეხმარება. ამ უნარის გააქტიურების შემდეგ, მკვლევარების თქმით, კორონავირუსმა ადამიანებს შორის გავრცელების მეტი შესაძლებლობა შეიძინა.

შეიძლება, ეს დეტალები მეცნიერებს პანდემიის მომავლის წინასწარმეტყველებაშიც დაეხმაროს. თუ სინამდვილეს პირველი სცენარი შეესაბამება და ვირუსი ადამიანებს უკვე განვითარებული პათოგენური ფორმით გადაეცათ, მისი აფეთქებების შესაძლებლობა სამომავლოდ იზრდება, რადგან შესაძლოა, ცხოველთა პოპულაციაში ის ისევ ცირკულირებდეს და მათგან ადამიანებზე გადაცემა კვლავ მოხდეს.

თუმცა, მეცნიერები მიუთითებენ, რომ მსგავსი აფეთქებების შანსი იკლებს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ჯერ ადამიანურ პოპულაციაში გაჩნდა და მხოლოდ შემდეგ განივითარა ავადმყოფობის გამომწვევი თვისებები.

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეელები პანდემიის ფონზე - ფოტოები იდუმალებით მოცული ქვეყნიდან

როგორ შეიძლება ერთი დახველებით მთელი თვითმფრინავი დაინფიცირდეს - შოკისმომგვრელი ვიზუალიზაცია