პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა
"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის დედა ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გავ­რცელ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლი მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ გუ­შინ , 2020 წლის 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა მ.ს.უ. პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ზორ­ნო­ზა ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი . სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რის, მ.ს.უ. უფ­ლის­წუ­ლი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ - მუხ­რან­ბა­ტო­ნის დედა.

პრინ­ცე­სა და­ი­ბა­და ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ მდრიდ­ში 1942 წლის 2 აგ­ვის­ტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორ­წი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე ბა­ტო­ნიშ­ვილ გი­ორ­გი (ხორ­ხე) ბაგ­რა­ტი­ონ - მუხ­რან­ბა­ტო­ნიშ­ვილ­ზე. სა­მე­ფო წყვილს შე­ე­ძი­ნა სამი შვი­ლი : მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტა, ირაკ­ლი და და­ვი­თი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­მე­ფო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა გა­ნუ­ცხა­და, მა­რია ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ინ­სულ­ტი გახ­და. ის უარ­ყოფს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს და­ვით მუხ­რა­ნე­ლის დედა ახალ კო­რო­ნა­ვირუსს ემსხვერ­პლა.

"მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრინ­ცე­სა მა­რია კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა, ტყუ­ი­ლია, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რია გუ­შინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და მის შვი­ლებ­ზე, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. დე­და­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­ვი­თი ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა და არ იცის, რო­გორ შეძ­ლებს ეს­პა­ნეთ­ში ჩას­ვლას... და­ვი­თის ძმა უტა სა­ბერ­ძნეთ­შია, ამი­ტომ ასე­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლია და­ეს­წრე­ბა თუ არა უგო დე­დის გას­ვე­ნე­ბას.

ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და­ვი­თის და მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტა. და­ვით ძა­ლი­ან გა­ნიც­დის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ეძებს გზებს ეს­პა­ნეთ­ში ჩა­სას­ვლე­ლად. პრინ­ცე­სა მა­რი­ას (და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის დე­დას) ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ ის ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­რა­დად იც­ნობ­დნენ ოჯახს" - გვე­უბ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

tata
0

ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ხომ დარჩნენ პათხალიმი ხალხი პანაშვიდზე წაუსვლელი

ავტორი:

"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა

"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ესპანეთში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.

"საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ , 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი . საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.

პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მდრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე. სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი : მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი" - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც AMBEBI.GE-ს სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, მარია ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. ის უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დავით მუხრანელის დედა ახალ კორონავირუსს ემსხვერპლა.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრინცესა მარია კორონავირუსით გარდაიცვალა, ტყუილია, ქალბატონი მარია გუშინ მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა მის შვილებზე, მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დედაზე უზომოდ შეყვარებული დავითი ამჟამად თბილისში იმყოფება და არ იცის, როგორ შეძლებს ესპანეთში ჩასვლას... დავითის ძმა უტა საბერძნეთშია, ამიტომ ასევე გაურკვეველია დაესწრება თუ არა უგო დედის გასვენებას.

ესპანეთში ცხოვრობს დავითის და მარია ანტუანეტა. დავით ძალიან განიცდის დედის გარდაცვალებას, ეძებს გზებს ესპანეთში ჩასასვლელად. პრინცესა მარიას (დავით ბაგრატიონის დედას) ძალიან დადებითად ახასიათებენ ის ქართველები, რომლებიც პირადად იცნობდნენ ოჯახს" - გვეუბნება ქართული სამეფო ოჯახის ახლობელი.

დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა - ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია

საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3265 ადამიანი

"უნდა ვეცადოთ 2021 წელს მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა" - ამირან გამყრელიძე