კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება - სურსათის ეროვნული სააგენტო
უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უდაბ­ნოს კა­ლი­ის მიგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ფიქ­სირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იუ­წყე­ბი­ან, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ყო­ველ­წლი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს იტა­ლი­უ­რი და მა­რო­კო­უ­ლი კა­ლი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც ფიქ­სირ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში-კა­ხე­თი­სა და ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნებ­ში.

მავ­ნებ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO) მხარ­და­ჭე­რით, ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა ტრანსსა­სა­ზღვრო რე­გი­ო­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, იტა­ლი­უ­რი კა­ლი­ის პო­პუ­ლა­ცია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია, რაც ხელს უწყობს მწვა­ნე სა­ფა­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.

იტა­ლი­უ­რი კა­ლი­ის გარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია კა­ლი­ის სხვა ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ წარ­მო­ად­გე­ნენ საფრ­თხეს.

გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO) ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის, მათ შო­რის უდაბ­ნოს კა­ლი­ის მიგ­რა­ცი­ის რუ­კას, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე, არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე, ერა­ყი­სა და ირა­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მავ­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არას­დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2020 წლის პროგ­ნო­ზით, მავ­ნებ­ლის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის გაზ­რდა და მისი შე­მოჭ­რა სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ira
0

ძალიან კარგი ასეარ ჯობია?

მედეა1
2

გამეხარდა ამის გაგება, მაგრამ აქ მოყვანილი ახსნა ს ა რ წ მ უ ნ ო დ ვერ მივიჩნიე. ს ა ი თ გაფრინდებიან ისინი ირანის გადავლის შემდეგ ვინ იცის? კალიებს გეზის მიმცემი ჰყავს ვინმე? ღმერთმა ქნას, რომ აგვშორდეს ეს საშინელება! ამინ! 

ავტორი:

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ.

როგორც სააგენტოს წარმომადგენლები იუწყებიან, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლებიც ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში-კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

მავნებლის მონიტორინგის და პრევენციის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო რეგიონული კვლევები.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია კონტროლირებადია, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

იტალიური კალიის გარდა საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ე.წ. კომენდანტის საათი თბილისში - ფოტორეპორტაჟი დედაქალაქიდან

"მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს" - თენგიზ ცერცვაძე

იზოლაცია ოჯახურ გარემოში - ვანო მერაბიშვილის პირველი კადრები, რომელიც კარანტინს ცოლთან ერთად ატარებს