პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მნიშვნელობა ენიჭება სააღდგომო პროდუქტების შეფუთვას ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?
რა მნიშვნელობა ენიჭება სააღდგომო პროდუქტების შეფუთვას ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა უპი­რა­ტე­სო­ბას შე­ფუ­თულ პრო­დუქტს ანი­ჭებს, იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლი, პური და ფუნ­თუ­შე­უ­ლი, ჩირი, სო­სი­სი თუ სხვა და­სა­ხე­ლე­ბის საკ­ვე­ბი. მი­ზე­ზი შე­ნახ­ვის წე­სე­ბის სწო­რად დაც­ვაა, რაც დღეს, COVID-19-ის პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო სა­ჭი­რო გა­ხა­და.

მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუს­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­აღ­წია, კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­მა იმ პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვაც და­ი­წყო, რა­საც აქამ­დე გა­რე­მოს­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე აწარ­მო­ებ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად იმა­ტებს, ამი­ტომ დღი­თი­დღე უფრო გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, მათ შო­რის ბიზ­ნეს სექ­ტო­რის მხრი­და­ნაც.

მეც­ნი­ე­რებს ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმა უჭირთ, რო­დის დას­რულ­დე­ბა COVI D-19-ის პან­დე­მია და მალე მოგ­ვე­ცე­მა თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­ვუბ­რუნ­დეთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი - 19 აპ­რი­ლიც კი უჩ­ვე­უ­ლოდ გა­ვა­ტა­როთ - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის­გან შორს და სტუმ­რე­ბის გა­რე­შე.

აქვე, დიდი მნიშ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმ პრო­დუქ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, რა­საც ამ პე­რი­ოდ­ში შე­ვი­ძენთ. მა­გა­ლი­თად, სა­აღ­დგო­მო პას­კა, კვერ­ცხთან ერ­თად, ამ პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტე­ბია, რო­მე­ლიც წე­სე­ბის დაც­ვით უნდა მო­ვი­დეს ჩვე­ნამ­დე.

კომ­პა­ნი­ებს, რო­მელ­თაც უსაფრ­თხო შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბის პრობ­ლე­მა აქვთ ან ვი­საც სურს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად შე­ფუ­თოს პრო­დუქ­ტი, შე­უძ­ლია, მი­მარ­თოს შე­ფუთ­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს, სა­დაც სა­აღ­დგო­მო სამ­ზა­დი­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია. რო­გორც სა­წარ­მო „კო­ლორ ჯგუფ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, მათ უკვე შე­მო­ი­ტა­ნეს შე­სა­ბა­მი­სი შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბი, კომ­პა­ნი­ას შე­ფუთ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, აქ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ფუთ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვით ხდე­ბა.

„ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მო­თხოვ­ნა შე­ფუ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, ამი­ტომ გვაქვს სრუ­ლი მზდ­ყოფ­ნა. ჩვენ უკვე და­ვი­ჭი­რეთ თა­და­რი­გი, რომ არც ბიზ­ნესს შე­ე­შა­ლოს ხელი და მო­სახ­ლე­ო­ბაც მაქ­სი­მა­ლუ­რად კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩეს კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში ბიზ­ნეს სექ­ტო­რის რე­ა­გი­რე­ბით.

თუ რო­მე­ლი­მე ბიზ­ნე­სი თა­ვად ვერ ახერ­ხებს ვი­ზუ­ა­ლის შექ­მნას ან უბ­რა­ლოდ, რა­ი­მე ახა­ლი სურს, ჩვე­ნი დი­ზა­ინ სტუ­დია შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რამ­დე­ნი­მე დი­ზა­ი­ნის ნი­მუშს, რო­მე­ლიც უკვე შე­იქ­მნა და სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ჰი­გი­ე­ნი­სა და შე­ნახ­ვის ნორ­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვა ამ ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დღე­სას­წა­ულ­ზე, ბევრ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან“, - აცხა­დე­ბენ „კო­ლორ ჯგუფ­ში“.

მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე სა­აღ­დგო­მო პრო­დუქ­ცია ალ­ბათ უკვე მალე და­ი­წყებს გა­მო­ჩე­ნას. მთავ­რო­ბი­სა და მე­დი­კო­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი უნდა ეცა­დოს, მხო­ლოდ გა­რე­მოს­თან შე­ხე­ბა­ში არმ­ქო­ნე პრო­დუქ­ტი მი­ი­ღოს საკ­ვე­ბად და ამით ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს.

მიხო
3

არაფერი გამოგივათ ახლა შეფუთვის ფასი უნდა დაამატოთ,გამოაცხვეთ ხალხო სახლში პასკები!ეყოთ ვაი ბიზნესმენებს გამდიდრება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რა მნიშვნელობა ენიჭება სააღდგომო პროდუქტების შეფუთვას ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

რა მნიშვნელობა ენიჭება სააღდგომო პროდუქტების შეფუთვას ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა უპირატესობას შეფუთულ პროდუქტს ანიჭებს, იქნება ეს ყველი, პური და ფუნთუშეული, ჩირი, სოსისი თუ სხვა დასახელების საკვები. მიზეზი შენახვის წესების სწორად დაცვაა, რაც დღეს, COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო საჭირო გახადა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა საქართველოშიც შემოაღწია, კომპანიების ნაწილმა იმ პროდუქციის შეფუთვაც დაიწყო, რასაც აქამდე გარემოსგან დამცავი საშუალებების გარეშე აწარმოებდა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები პერიოდულად იმატებს, ამიტომ დღითიდღე უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის ბიზნეს სექტორის მხრიდანაც.

მეცნიერებს ვარაუდის გამოთქმა უჭირთ, როდის დასრულდება COVI D-19-ის პანდემია და მალე მოგვეცემა თუ არა საშუალება, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება აღდგომის დღესასწაული - 19 აპრილიც კი უჩვეულოდ გავატაროთ - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან შორს და სტუმრების გარეშე.

აქვე, დიდი მნიშნელობა ენიჭება იმ პროდუქტების უსაფრთხოებას, რასაც ამ პერიოდში შევიძენთ. მაგალითად, სააღდგომო პასკა, კვერცხთან ერთად, ამ პერიოდის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია, რომელიც წესების დაცვით უნდა მოვიდეს ჩვენამდე.

კომპანიებს, რომელთაც უსაფრთხო შესაფუთი მასალების მოძიების პრობლემა აქვთ ან ვისაც სურს, პროფესიონალურად შეფუთოს პროდუქტი, შეუძლია, მიმართოს შეფუთვების მწარმოებლებს, სადაც სააღდგომო სამზადისი უკვე დაწყებულია. როგორც საწარმო „კოლორ ჯგუფში“ განმარტავენ, მათ უკვე შემოიტანეს შესაბამისი შესაფუთი მასალები, კომპანიას შეფუთვების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აქ საკვები პროდუქტების შეფუთვების წარმოება განსაკუთრებული ნორმების დაცვით ხდება.

„ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა შეფუთულ პროდუქციაზე კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ გვაქვს სრული მზდყოფნა. ჩვენ უკვე დავიჭირეთ თადარიგი, რომ არც ბიზნესს შეეშალოს ხელი და მოსახლეობაც მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს კორონავირუსის პირობებში ბიზნეს სექტორის რეაგირებით.

თუ რომელიმე ბიზნესი თავად ვერ ახერხებს ვიზუალის შექმნას ან უბრალოდ, რაიმე ახალი სურს, ჩვენი დიზაინ სტუდია შემოგთავაზებთ რამდენიმე დიზაინის ნიმუშს, რომელიც უკვე შეიქმნა და საილუსტრაციოდ გამოიყენება. დარწმუნებულები ვართ, რომ ჰიგიენისა და შენახვის ნორმების მაქსიმალურად დაცვა ამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულზე, ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან“, - აცხადებენ „კოლორ ჯგუფში“.

მაღაზიების თაროებზე სააღდგომო პროდუქცია ალბათ უკვე მალე დაიწყებს გამოჩენას. მთავრობისა და მედიკოსების რეკომენდაციით, ყველა ჩვენგანი უნდა ეცადოს, მხოლოდ გარემოსთან შეხებაში არმქონე პროდუქტი მიიღოს საკვებად და ამით ინფექციის გავრცელება თავიდან აიცილოს.

სემეკი ქოლ-ცენტრის (16 216) მომსახურების საათებს ზრდის

"რომპეტროლ საქართველო“ COVID-19-თან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

Wolt ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს!