კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენმა თანამშრომელმა გოგონამ ცუდად იხუმრა” - პაატა ბურჭულაძის შვილი ცრუ SMS-ების გაგზავნის ფაქტზე
“ჩვენმა თანამშრომელმა გოგონამ ცუდად იხუმრა” - პაატა ბურჭულაძის შვილი ცრუ SMS-ების გაგზავნის ფაქტზე

მსოფ­ლიო ბა­ნის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ალ­ძის შვი­ლის, შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მის ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მისი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნას ცუდ ხუმ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბურ­ჭუ­ლა­ძის შვი­ლე­ბის ოფის­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნას უკავ­შირ­დე­ბა. შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მის­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა „გო­გო­ნამ ცუ­დად იხუმ­რა“.

"ჩვენ­გან არა­ნა­ი­რი მა­სი­უ­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა და ვერც მოხ­დე­ბო­და, ჩვენ გვაქვს დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი­ე­ბი, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 10 სა­ტეს­ტო სმს-ზე მეტს ვერ აგ­ზავ­ნი­ან. ამ გო­გო­ნამ ცუ­დად გა­ი­ხუმ­რა და სამ­წუ­ხა­როდ, და­ვემ­შვი­დო­ბეთ მას, ის გუ­შინ­ვე გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

ვო­ის­ჩა­ნა­წერ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, სა­უ­ბა­რია სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით, მი­დის ჩხრე­კა, რა­ღაც მი­თხრეს სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მაგ­რამ იუ­რის­ტი არ ვარ და ვერ გე­ტყვით ზუს­ტად რა ხდე­ბა, რო­გორ მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი იყო, რომ­ლის მო­ვა­ლე­ობ­შიც შე­დი­ო­და ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი მო­ე­ძია, ასე­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წია ძვე­ლი კლი­ენ­ტე­ბის­თვის. მომ­სა­ხუ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რებს აქვთ უფ­ლე­ბა გა­აგ­ზავ­ნონ მაქ­სი­მუმ 10 სმს, ეს და­კე­ტი­ლი გვაქვს იმის გამო, რომ მა­სი­უ­რი სმს-ების გაგ­ზავ­ნა არ მოხ­დეს.

ჩვენ თვი­თონ სმს-ს ვერ ვქმნით, ყვე­ლა ჩვე­ნი სმს ოპე­რა­ტო­რი­დან გა­დის, სულ და­სა­მა­ლი რომ იყოს, ფი­ზი­კუ­რად ვერ დავ­მა­ლავ­დით“, - გა­ნა­ცა­ხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბას, ის პა­სუ­ხობს, რომ ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ამას ჩვენ გა­ვი­გებთ იმით, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვენ გვეს­მის რაც მოხ­და, უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მაგ­რამ არა ამ სა­ხით, სუს-ის 50 თა­ნამ­შრო­მე­ლი არ უნდა მო­ვარ­დნი­ლი­ყო, ჩვენ ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ და ის გო­გო­ნაც რომ და­ე­კი­თხათ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, და­ა­დას­ტუ­რებ­და იმას, რაც ახლა ვთქვი.

მისი შეც­დო­მა იყო, მე­ცო­დე­ბა კი­დეც, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ვერც კი გა­ი­აზ­რებ­და რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი მოჰ­ყვე­ბო­და ამას და წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა მის 6 სმს-ს, რო­მე­ლიც მან გა­აგ­ზავ­ნა თა­ვის ახ­ლობ­ლებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან უბ­რა­ლოდ სა­ხუ­მა­როდ. მეს­მის რომ ცუდი ხუმ­რო­ბაა. გა­მო­ძი­ე­ბა გვა­ნა­ხებს ყვე­ლა­ფერს, დიდი იმე­დი მაქვს, რომ ძა­ლი­ან მალე გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ. ვი­ხი­ლავთ რა მოჰ­ყვე­ბა და რა სა­ხით ამას, თუმ­ცა, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ.

ჩხრე­კა კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ წა­მებ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის ამო­ღე­ბა მი­დის და უნდა გა­და­ი­ტა­ნონ, ეს რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან შეგ­ვა­ფერ­ხებს მუ­შა­ო­ბა­ში, მთე­ლი ინ­ფორ­მა­ცია იქ გვაქვს, მაგ­რამ ვეც­დე­ბით მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე. უბ­რა­ლოდ რომ და­ე­კა­კუ­ნე­ბი­ნათ, ჩვენ გა­ვუ­ღებ­დით კა­რებს, მობ­რძან­დე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა­ფერს ავუხ­სნი­დით, ჩვე­ნი მხრი­დან სმს-ების არა­ნა­ი­რი მა­სი­უ­რი დაგ­ზავ­ნა არ მომ­ხდა­რა, ეს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თვი­თო­ნაც იცი­ან, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ი­დან სულ რამ­დე­ნი­მე სმს იყო გაგ­ზავ­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
6

ბლატებით შეუგნებელ თაბამშრომლებს რომ ამუშავებთ, ასეთი იქნება შედეგი!

ნანა
6

ამ ისედაც სტრესულ მდგომარეობაში ასეთი "ხუმრობა"შეიძლება?! უპასუხისმგებლო დდეგენერატები!

ავტორი:

“ჩვენმა თანამშრომელმა გოგონამ ცუდად იხუმრა” - პაატა ბურჭულაძის შვილი ცრუ SMS-ების გაგზავნის ფაქტზე

“ჩვენმა თანამშრომელმა გოგონამ ცუდად იხუმრა” - პაატა ბურჭულაძის შვილი ცრუ SMS-ების გაგზავნის ფაქტზე

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭუალძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განმარტებით, მის ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები მისი ყოფილი თანამშრომელი გოგონას ცუდ ხუმრობას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ბურჭულაძის შვილების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება. შუქრი ბურჭულაძე განმარტავს, რომ მისმა თანამშრომელმა „გოგონამ ცუდად იხუმრა“.

"ჩვენგან არანაირი მასიური ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, ჩვენ გვაქვს დამცავი მექანიზმიები, ჩვენი თანამშრომლები 10 სატესტო სმს-ზე მეტს ვერ აგზავნიან. ამ გოგონამ ცუდად გაიხუმრა და სამწუხაროდ, დავემშვიდობეთ მას, ის გუშინვე გავათავისუფლეთ ბრძანების საფუძველზე.

ვოისჩანაწერზე საუბარი არ არის, საუბარია სმს შეტყობინებაზე. ჯერჯერობით, მიდის ჩხრეკა, რაღაც მითხრეს სუს-ის თანამშრომლებმა, მაგრამ იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით ზუსტად რა ხდება, როგორ მიდის გამოძიება.

აღნიშნული თანამშრომელი მომსახურების მენეჯერი იყო, რომლის მოვალეობშიც შედიოდა ახალი კლიენტები მოეძია, ასევე მომსახურება გაეწია ძველი კლიენტებისთვის. მომსახურების მენეჯერებს აქვთ უფლება გააგზავნონ მაქსიმუმ 10 სმს, ეს დაკეტილი გვაქვს იმის გამო, რომ მასიური სმს-ების გაგზავნა არ მოხდეს.

ჩვენ თვითონ სმს-ს ვერ ვქმნით, ყველა ჩვენი სმს ოპერატორიდან გადის, სულ დასამალი რომ იყოს, ფიზიკურად ვერ დავმალავდით“, - განაცახადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება პაატა ბურჭულაძის საქმიანობას, ის პასუხობს, რომ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ამას ჩვენ გავიგებთ იმით, თუ როგორ გაგრძელდება გამოძიება. ჩვენ გვესმის რაც მოხდა, უნდა განხორციელებულიყო გამოძიება და გამოიკვეთება, მაგრამ არა ამ სახით, სუს-ის 50 თანამშრომელი არ უნდა მოვარდნილიყო, ჩვენ ვითანამშრომლეთ და ის გოგონაც რომ დაეკითხათ, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებდა იმას, რაც ახლა ვთქვი.

მისი შეცდომა იყო, მეცოდება კიდეც, წარმოიდგინეთ ვერც კი გაიაზრებდა რამხელა ამბავი მოჰყვებოდა ამას და წარმოიდგინეთ რამხელა ამბავი მოჰყვა მის 6 სმს-ს, რომელიც მან გააგზავნა თავის ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან უბრალოდ სახუმაროდ. მესმის რომ ცუდი ხუმრობაა. გამოძიება გვანახებს ყველაფერს, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი და იმის საშუალება გვექნება, რომ ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ. ვიხილავთ რა მოჰყვება და რა სახით ამას, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.

ჩხრეკა კიდევ მიმდინარეობს, ამ წამებში კომპიუტერული ტექნიკის ამოღება მიდის და უნდა გადაიტანონ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან შეგვაფერხებს მუშაობაში, მთელი ინფორმაცია იქ გვაქვს, მაგრამ ვეცდებით მუშაობა გავაგრძელოთ.

ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის გარეშე. უბრალოდ რომ დაეკაკუნებინათ, ჩვენ გავუღებდით კარებს, მობრძანდებოდნენ, ყველაფერს ავუხსნიდით, ჩვენი მხრიდან სმს-ების არანაირი მასიური დაგზავნა არ მომხდარა, ეს დარწმუნებული ვარ, თვითონაც იციან, რომ ჩვენი კომპანიიდან სულ რამდენიმე სმს იყო გაგზავნილი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან