სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს
ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს

ხვა­ლი­დან თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რის კონ­დუქ­ტო­რე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­ჩერ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბას უწყვე­ტად მი­ი­ღე­ბენ.

"ხვა­ლი­დან, ასე­ვე დრო­ე­ბით შე­ჩერ­დე­ბა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რის კონ­დუქ­ტო­რე­ბის მუ­შა­ო­ბა. რა თქმა უნდა, ეს არ შე­ა­ფერ­ხებს მათ სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბას და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უწყვე­ტად მი­ი­ღებს კუთ­ვნილ სა­ხელ­ფა­სო თან­ხებს.

თბი­ლი­სის მე­რია, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ერ­თად აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის პრე­ვენ­ცი­ის­თვის. თუმ­ცა, ამ გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვას ჭირ­დე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დის­ციპ­ლი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხვა­ლი­დან, მძღო­ლის სივ­რცე იზო­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ავ­ტო­ბუ­სის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის­გან.

“რაც შე­ე­ხე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა თბი­ლი­სის მეტ­როს და ავ­ტო­ბუ­სე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი.ხვა­ლი­დან თბი­ლი­სის ავ­ტო­ბუ­სებ­ში შე­იც­ვლე­ბა გარ­კვე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სე­ბი. მოხ­დე­ბა მძღო­ლის სივ­რცის იზო­ლი­რე­ბა ავ­ტო­ბუ­სის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის­გან და უსაფრ­თხო­ე­ბის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ ავ­ტო­ბუ­სის მხო­ლოდ უკა­ნა კა­რით და მძღოლ­თან უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა­ში აღარ იქ­ნე­ბი­ან. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერი მო­უ­წო­და მო­სახ­ლე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

"ქარ­თვე­ლებს არა­ერ­თხელ დაგ­ვიმ­ტკი­ცე­ბია, რომ მძი­მე მო­მენ­ტებ­ში შეგ­ვიძ­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი, რაც ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოგ­ვე­თხო­ვე­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, ეს დის­ციპ­ლი­ნა, თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ მინ­და მო­ვუ­წო­დო ჩვენ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, მო­ე­რი­დოთ სა­ხალ­ხო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას, და­იც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო, მათ შო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბით ისარ­გებ­ლოთ მხო­ლოდ უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას!“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხვა­ლი­დან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით მოძ­რა­ო­ბა იკ­რძა­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

07
2

მივესალმები ხელისუფლების ამ პრევენციულ გადაწყვეტილებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს

ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს

ხვალიდან თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა შეჩერდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად ამისა, ისინი სახელფასო ანაზღაურებას უწყვეტად მიიღებენ.

"ხვალიდან, ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.

თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას ჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ხვალიდან, მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან.

“რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები.ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი მოუწოდა მოსახლეობას განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

"ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 195-მდე გა­ი­ზარ­და

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს

კახეთში გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი მეგობრები "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" დარღვევისთვის დააჯარიმეს