პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მენატრება" - რას ჰყვება ერთთვიან კარანტინში მყოფი ამერიკელი, რომელიც კორონავირუსით საკრუიზო გემზე დაინფიცირდა
"გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მენატრება" - რას ჰყვება ერთთვიან კარანტინში მყოფი ამერიკელი, რომელიც კორონავირუსით საკრუიზო გემზე დაინფიცირდა

ია­პო­ნი­ა­ში, საკ­რუ­ი­ზო გემ­ზე Diamond Princess-ზე ჯერ კი­დევ კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მას შემ­დეგ, რაც იქ მყოფ ერთ-ერთ მგზავრს, 3 თე­ბერ­ვალს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ შო­რის, აშშ-მა და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გე­მი­დან წა­იყ­ვა­ნეს და სპე­ცი­ა­ლურ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში მო­ა­თავ­სეს.

67 წლის ამე­რი­კე­ლი კარლ გოლდმა­ნიც Diamond Princess-ზე ცოლ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, Business Insider-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს არ­ცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო თავ­გა­და­სა­ვალს.

გოლდმანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და და ახლა ნებ­რას­კას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ატა­რებს სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ოდს და სა­ერ­თო ჯამ­ში ერთ თვე­ზე მე­ტია, რაც კა­რან­ტინ­შია. ის კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სას­წავლ კვლე­ვა­შია ჩარ­თუ­ლი და მე­დი­კო­სე­ბი მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად ცდი­ლო­ბენ შე­ის­წავ­ლონ ახა­ლი ტი­პის ვირუს­ზე ყვე­ლა დე­ტა­ლი.

კარ­ლი იხ­სე­ნებს, რომ თა­ვის ცოლ­თან ერ­თად 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კრუ­იზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და დროს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რებ­დნენ, სა­ნამ მოგ­ზა­უ­რო­ბის მე-16 დღეს, 3 თე­ბერ­ვალს გემ­ზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და. მომ­დევ­ნო დღეს ვირუ­სი კი­დევ 10 მგზავრს აღ­მო­აჩ­ნდა და გემ­ზე კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ გვქონ­და მინი ლუქ­სი, სა­ი­და­ნაც შეგ­ვეძ­ლო გა­რეთ გავ­სუ­ლი­ყა­ვით და სუფ­თა ჰა­ე­რი ჩაგ­ვე­სუნ­თქა,“ - იხ­სე­ნებს გოლდმა­ნი.

კრუ­ი­ზის მგზავ­რე­ბი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და მათ­თან ოთა­ხებ­ში მიჰ­ქონ­დათ საკ­ვე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გოლდმა­ნის მე­გო­ბარს, ჯერი იორ­გენ­სონს კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა. ისი­ნი კა­ბი­ნა­ში ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ჯერი დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან ერთ სა­ათ­ში ია­პო­ნი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამ ამ­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ, გემ­ზე მყო­ფი 300 ამე­რი­კე­ლი სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვით ამე­რი­კა­ში გა­და­აფ­რი­ნეს და კა­ლი­ფორ­ნი­ა­სა და ტე­ხას­ში სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში გა­ნა­თავ­სეს. მათ შო­რის იყო ამე­რი­კე­ლი კარლ გოლდმა­ნიც.

"ფრე­ნის დროს ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მქო­ნია, თუმ­ცა შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტემ­პე­რა­ტუ­რამ ამი­წია. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე ექი­მი იყო, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სი­ცხე მქონ­და და თვითმფრი­ნავ­ში­ვე მო­წყო­ბილ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს“, - იხ­სე­ნებს გოლდმა­ნი.

თა­ვი­სი ასა­კის გამო და ასე­ვე იმის გამო, რომ ბოლო დროს გი­ლინ-ბა­რის სინ­დრო­მი (იშ­ვი­ა­თი პა­თო­ლო­გია, რომ­ლის დრო­საც ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა უტევს ნერ­ვებს) აქვს, მა­მა­კა­ცი ბი­ო­კონ­ტრო­ლი­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ათი დღე დაჰ­ყო.

"მე და ჩემი ცოლი ერ­თმა­ნეთს ომა­ჰა­ში დავ­შორ­დით. ის იმ მგზავ­რებ­თან ერ­თად გა­და­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებ­დნენ. ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და და 2 მარტს უკვე სახ­ლში გა­უშ­ვეს“, - ყვე­ბა გოლდმა­ნი.

ბი­ო­კონ­ტრო­ლი­რე­ბად გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ათი დღის შემ­დეგ, მას აღარ აღე­ნიშ­ნე­ბო­და ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი, თუმ­ცა ტეს­ტი მა­ინც და­დე­ბი­თი იყო.

რად­გა­ნაც გოლდმა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის მო­ნა­წი­ლეა, რე­გუ­ლა­რუ­ლად უტარ­დე­ბა სის­ხლის ანა­ლი­ზი, ამოწ­მე­ბენ მის ოთახ­ში ჰა­ე­რის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლა­კებს.

"ეს არ არის სა­ხა­ლი­სო პრო­ცე­სი...მაგ­რამ იმე­დი მაქვს, და­ად­გე­ნენ რო­გორ "მოგ­ზა­უ­რობს“ ვირუ­სი სხე­ულ­ში, სის­ხლში, ასე­ვე ჰა­ერ­ში და მალე ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ექ­ნე­ბათ“, - ამ­ბობს გოლდმა­ნი.

მა­მა­კა­ცი დე­ტა­ლუ­რად ყვე­ბა იმ სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რო­მე­ლიც ვირუ­სის პირ­ველ ეტაპ­ზე ჰქონ­და. "ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბა იყო და არ ჰგავ­და გა­ცი­ე­ბას, ან გრიპს, არ მქო­ნია ცხვი­რი­დან სის­ვე­ლე, არ მტკი­ო­და ყელი, არ მტკი­ო­და თავი. რო­გორც წესი, როცა ვცივ­დე­ბო­დი, ყო­ველ­თვის ეს სიმპტო­მე­ბი მქონ­და ხოლ­მე.

გა­ცი­ე­ბის დროს, როცა სი­ცხე მქონ­და, ყო­ველ­თვის მა­ცე­მი­ნებ­და და ოფლი მას­ხამ­და, მაგ­რამ ახლა ასე არ ყო­ფი­ლა. ამ ვირუ­სის მთა­ვა­რი სიმპტო­მი ტემ­პე­რა­ტუ­რაა“, - იხ­სე­ნებს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ის ერთ თვე­ზე მე­ტია კა­რან­ტინ­შია. ახ­ლობ­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს კი ვი­დე­ო­ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბა. ასე მარ­თავს ოჯა­ხურ ბიზ­ნეს­საც. ოთახ­ში სა­ვარ­ჯი­შო ტრე­ნა­ჟო­რი აქვს და რომ არ მო­დუნ­დეს, ხში­რად ვარ­ჯი­შობს.

რად­გა­ნაც კო­რო­ნა­ვირუს­ზე კვლე­ვა­შია ჩარ­თუ­ლი, არ აქვს ფან­ჯრის გა­ღე­ბის უფ­ლე­ბა. "გა­რე­სამ­ყა­როს მი­ნი­დან ვუ­ყუ­რებ და გა­რეთ გას­ვლა, სუფ­თა ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვა ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ნატ­რე­ბა“, - ამ­ბობს გოლდმე­ნი.

კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი ჯერ კი­დევ და­დე­ბი­თია. მე­დი­კო­სე­ბი ელო­დე­ბი­ან, რომ ტეს­ტი ამ კვი­რის ბო­ლოს უკვე უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა და მა­მა­კა­ცი სახ­ლში წას­ვლას შეძ­ლებს. თუმ­ცა, სახ­ლშიც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა მო­უ­წევს.

რაც შე­ე­ხე­ბა საკ­რუ­ი­ზო გემ Diamond Princess-ს, იქ მყოფ­თა­გან კო­რო­ნა­ვირუ­სით 696 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 7 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 456 გა­მო­ჯან­მრთელ­და, ინ­ფი­ცი­რე­ბის 233 შემ­თხვე­ვა კი კვლავ აქ­ტი­უ­რია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
God bless america&georgia!
11

ნიუ-იორკში უბრალოდ დენი რომ გაითიშოს მაგას მოსდევს ხალხში პანიკა და ფსიქოლოგიური პრობლემები, წარმომიდგენია ეხლა რა დღეში იქნებიან. საშინელებაა ღმერთისა და რწმენის გარეშე ცხოვრება, შეიძლება ერთ დღეში გამოგეცალოს ფეხქვეშ მიწა და აქვე ჯოჯოხეთში აღმოჩნდე.

ტოტო
21

რომ მიძვრებოდი,სად მიძვრებოდი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მენატრება" - რას ჰყვება ერთთვიან კარანტინში მყოფი ამერიკელი, რომელიც კორონავირუსით საკრუიზო გემზე დაინფიცირდა

"გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მენატრება" - რას ჰყვება ერთთვიან კარანტინში მყოფი ამერიკელი, რომელიც კორონავირუსით საკრუიზო გემზე დაინფიცირდა

იაპონიაში, საკრუიზო გემზე Diamond Princess-ზე ჯერ კიდევ კარანტინის რეჟიმია გამოცხადებული მას შემდეგ, რაც იქ მყოფ ერთ-ერთ მგზავრს, 3 თებერვალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ მათ შორის, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთი ქვეყნების მოქალაქეები გემიდან წაიყვანეს და სპეციალურ საკარანტინო სივრცეებში მოათავსეს.

67 წლის ამერიკელი კარლ გოლდმანიც Diamond Princess-ზე ცოლთან ერთად იმყოფებოდა, Business Insider-თან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს არცთუ ისე სასიამოვნო თავგადასავალს.

გოლდმანს კორონავირუსი დაუდასტურდა და ახლა ნებრასკას სამედიცინო ცენტრში ატარებს საკარანტინო პერიოდს და საერთო ჯამში ერთ თვეზე მეტია, რაც კარანტინშია. ის კორონავირუსის მახასიათებლების შესასწავლ კვლევაშია ჩართული და მედიკოსები მასზე დაკვირვების შედეგად ცდილობენ შეისწავლონ ახალი ტიპის ვირუსზე ყველა დეტალი.

კარლი იხსენებს, რომ თავის ცოლთან ერთად 15 დღის განმავლობაში კრუიზში იმყოფებოდა და დროს შესანიშნავად ატარებდნენ, სანამ მოგზაურობის მე-16 დღეს, 3 თებერვალს გემზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მომდევნო დღეს ვირუსი კიდევ 10 მგზავრს აღმოაჩნდა და გემზე კარანტინი გამოცხადდა.

"საბედნიეროდ, ჩვენ გვქონდა მინი ლუქსი, საიდანაც შეგვეძლო გარეთ გავსულიყავით და სუფთა ჰაერი ჩაგვესუნთქა,“ - იხსენებს გოლდმანი.

კრუიზის მგზავრები იზოლირებულები იყვნენ და მათთან ოთახებში მიჰქონდათ საკვები. მოგვიანებით, გოლდმანის მეგობარს, ჯერი იორგენსონს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ისინი კაბინაში ერთად იმყოფებოდნენ. ჯერი დიაგნოზის დასმიდან ერთ საათში იაპონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ, გემზე მყოფი 300 ამერიკელი სატვირთო თვითმფრინავით ამერიკაში გადააფრინეს და კალიფორნიასა და ტეხასში საკარანტინო სივრცეებში განათავსეს. მათ შორის იყო ამერიკელი კარლ გოლდმანიც.

"ფრენის დროს ორი საათის განმავლობაში არანაირი სიმპტომი არ მქონია, თუმცა შემდეგ მოულოდნელად ტემპერატურამ ამიწია. თვითმფრინავის ბორტზე ექიმი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ სიცხე მქონდა და თვითმფრინავშივე მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადამიყვანეს“, - იხსენებს გოლდმანი.

თავისი ასაკის გამო და ასევე იმის გამო, რომ ბოლო დროს გილინ-ბარის სინდრომი (იშვიათი პათოლოგია, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს ნერვებს) აქვს, მამაკაცი ბიოკონტროლირების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ათი დღე დაჰყო.

"მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს ომაჰაში დავშორდით. ის იმ მგზავრებთან ერთად გადაიყვანეს, რომლებიც შედარებით ნაკლებ ყურადღებას საჭიროებდნენ. ვირუსი არ დაუდასტურდა და 2 მარტს უკვე სახლში გაუშვეს“, - ყვება გოლდმანი.

ბიოკონტროლირებად განყოფილებაში გატარებული ათი დღის შემდეგ, მას აღარ აღენიშნებოდა ვირუსის სიმპტომები, თუმცა ტესტი მაინც დადებითი იყო.

რადგანაც გოლდმანი კორონავირუსის კლინიკური კვლევის მონაწილეა, რეგულარულად უტარდება სისხლის ანალიზი, ამოწმებენ მის ოთახში ჰაერის შემადგენელ ნაწილაკებს.

"ეს არ არის სახალისო პროცესი...მაგრამ იმედი მაქვს, დაადგენენ როგორ "მოგზაურობს“ ვირუსი სხეულში, სისხლში, ასევე ჰაერში და მალე ბევრ კითხვაზე პასუხი ექნებათ“, - ამბობს გოლდმანი.

მამაკაცი დეტალურად ყვება იმ სიმპტომების შესახებაც, რომელიც ვირუსის პირველ ეტაპზე ჰქონდა. "ეს განსხვავებული შეგრძნება იყო და არ ჰგავდა გაციებას, ან გრიპს, არ მქონია ცხვირიდან სისველე, არ მტკიოდა ყელი, არ მტკიოდა თავი. როგორც წესი, როცა ვცივდებოდი, ყოველთვის ეს სიმპტომები მქონდა ხოლმე.

გაციების დროს, როცა სიცხე მქონდა, ყოველთვის მაცემინებდა და ოფლი მასხამდა, მაგრამ ახლა ასე არ ყოფილა. ამ ვირუსის მთავარი სიმპტომი ტემპერატურაა“, - იხსენებს ინფიცირებული.

ის ერთ თვეზე მეტია კარანტინშია. ახლობლებსა და ოჯახის წევრებს კი ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრება. ასე მართავს ოჯახურ ბიზნესსაც. ოთახში სავარჯიშო ტრენაჟორი აქვს და რომ არ მოდუნდეს, ხშირად ვარჯიშობს.

რადგანაც კორონავირუსზე კვლევაშია ჩართული, არ აქვს ფანჯრის გაღების უფლება. "გარესამყაროს მინიდან ვუყურებ და გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ყველაზე მეტად მენატრება“, - ამბობს გოლდმენი.

კორონავირუსზე ტესტი ჯერ კიდევ დადებითია. მედიკოსები ელოდებიან, რომ ტესტი ამ კვირის ბოლოს უკვე უარყოფითი იქნება და მამაკაცი სახლში წასვლას შეძლებს. თუმცა, სახლშიც ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს.

რაც შეეხება საკრუიზო გემ Diamond Princess-ს, იქ მყოფთაგან კორონავირუსით 696 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 7 გარდაიცვალა, ხოლო 456 გამოჯანმრთელდა, ინფიცირების 233 შემთხვევა კი კვლავ აქტიურია.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა