სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსი - ენდოკრინოლოგის და ალერგოლოგის რჩევები ვირუსის თავიდან ასაცილებლად
ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსი - ენდოკრინოლოგის და ალერგოლოგის რჩევები ვირუსის თავიდან ასაცილებლად

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია მთელ მსოფ­ლი­ოს, ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ფე­ნას შე­ე­ხო. ვირუსს 141 ქვე­ყა­ნა ებ­რძვის და ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, Covid-19-ით მსოფ­ლი­ო­ში 182 726 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

ცნო­ბი­ლია, რომ მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ. საფრ­თხის ქვეშ არი­ან მო­ხუ­ცე­ბი და ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი. მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა 60 წელს ზე­მოთ ასა­კის და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე­ნი. მათ გულს ისე­დაც უჭირს სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბა, ხოლო ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ. ამი­ტომ, რო­გორც კარ­დი­ო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სის­ხლის გა­მა­თხე­ლებ­ლე­ბი სიფრ­თხი­ლით არის მი­სა­ღე­ბი, მხო­ლოდ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით.

დი­ა­ბე­ტი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ლი­არ­დამ­დეა. დი­ა­ბე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და აფრ­თხი­ლე­ბენ, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს რო­გორ მარ­თონ და­ა­ვა­დე­ბა.

AMBEBI.GE ექიმ-ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლაშა უჩა­ვას ესა­უბ­რა იმა­ზე, თუ რას უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე­ებ­მა, მა­გა­ლი­თად, დი­ა­ბე­ტი­ა­ნებ­მა, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი თა­ვი­დან აი­ცი­ლონ.

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ძი­რი­თა­დად აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და პი­რებ­ში, რო­მელ­თაც ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ, ასე­ვე სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტიც, რომ ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით ძი­რი­თა­დად სწო­რედ ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ში არი­ან მა­გა­ლი­თად, ისი­ნი ვი­საც აწუ­ხებს მა­ღა­ლი წნე­ვა, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ას­თმა ან დი­ა­ბე­ტი. ეს ის და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც არა­მარ­თუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის დროს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს, რაც ორ­გა­ნიზ­მში ხელს უწყობს სხვა­დას­ხვა ვირუ­სის და ბაქ­ტე­რი­ის გავ­რცე­ლე­ბას.

რა თქმა უნდა, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც კო­რო­ნა­ვირუ­სია, თუმ­ცა უნდა ვთქვათ, რომ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს თუ გლი­კე­მია (შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბა სის­ხლში) არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში იმუ­ნუ­რი სის­ტე­მაც გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს და ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვის უნა­რიც მა­ღა­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დი­ა­ბე­ტის კომ­პენ­სა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვის­თვის და ასე­ვე დი­ა­ბე­ტის გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2 ძი­რი­თა­დად შე­ჭი­დე­ბუ­ლია სიმ­სუქ­ნეს­თან, რო­მე­ლიც ასე­ვე ერთ-ერთი ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და ამ დროს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ­სე­ბუ­ლი ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ერთ-ერთი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბის.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ნაწ­ლა­ვუ­რი მიკროფ­ლო­რა დიდ როლს თა­მა­შობს ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ში, ხოლო ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს და ხან­დაზ­მულ ასაკ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის და­დე­ბი­თი ბაქ­ტე­რი­ე­ბია და ცო­ცხლო­ბენ ჩვენს ნაწ­ლა­ვებ­ში, იღუ­პე­ბი­ან, რაც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა სხვა­დას­ხვა ვირუ­სით და ბაქ­ტე­რი­ით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი.

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გორც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ასე­ვე სიმ­სუქ­ნე (გან­ვი­ხი­ლავ მხო­ლოდ ენ­დოკ­რი­ნულ პა­თო­ლო­გი­ებს და იგი­ვე ვრცელ­დე­ბა სხვა სის­ტე­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებ­ზე) უნდა იყოს მარ­თუ­ლი და კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი, ხოლო ამ ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ვე­ლი, მათ შო­რის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტში არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის (მიკროფ­ლო­რის) ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, რო­მე­ლიც ჯან­საღ კვე­ბას­თან ერ­თად ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას და გა­მარ­თულ ძილს მო­ი­ცავს. ასე­ვე მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, რომ ნერ­ვუ­ლი სტრე­სიც და ზო­გა­დად ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე.

ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, ჯან­სა­ღი კვე­ბის პი­რო­ბებ­ში არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს წყა­ლიც, რო­მელ­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ორ­გა­ნიზ­მის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა მი­მარ­თონ თა­ვი­ანთ ექი­მებს, რათა გა­ი­ა­რონ უსაფრ­თხო­ე­ბის და ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი, ასე­ვე მი­ი­ღონ დამ­ხმა­რე პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დე­ბენ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის აქ­ტი­ვა­ცი­ა­ზე, აქვე მინ­და, ვთქვა, რომ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა იმი­სათ­ვის, რომ და­იც­ვას თა­ვი­სი პა­ცი­ენ­ტე­ბი, აწ­ვდის და­მა­ტე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბას, შექ­მნა მო­ბი­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს აკი­თხავს ბი­ნა­ზე და ხდე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა,.

ჩემი, რო­გორც ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის რე­კო­მენ­და­ცია არის შემ­დე­გი: ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ჯან­საღ კვე­ბას, რაც თა­ვის მხრივ მო­ი­აზ­რებს - ცო­ცხალ ხილ­სა და ბოსტნე­ულს, ცი­ლო­ვან პრო­დუქ­ტებს - თევ­ზი, სოკო, ლო­ბიო და ხორ­ცი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი; ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მწვა­ნე ხახვს, ლო­ბი­ოს, ციტ­რუსს, თხი­ლე­ულს, თხი­ლის კა­რაქს, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას და სწორ ძილს" - აღ­ნიშ­ნავს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა.

ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი კი იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა AMBEBI.GE-ს, რა­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­მა უნდა მი­მარ­თონ:

"გარ­და იმ პე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, რაც ყვე­ლა სხვა ად­მი­ა­ნის­თვი­საა მო­წო­დე­ბუ­ლი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გაფრ­თხი­ლე­ბა ის არის, რომ მათი სიმ­ძი­მის შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უნდა შე­ას­რუ­ლონ, მა­გა­ლი­თად:

ას­თმის შემ­თხვე­ვა­ში - აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­კონ­ტრო­ლო ვი­ზი­ტი, სიმ­ძი­მის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ასე­ვე, შე­ტე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სპაზ­მის მომხსნე­ლი პრე­პა­რა­ტის მუდ­მი­ვად თან ტა­რე­ბა, რად­გან ას­თმა რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფექ­ცი­ის დროს, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ვაქ­ცი­ნა არ გვაქვს, თუმ­ცა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გეგ­მი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა.

და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მა­ღალ პრო­ცენ­ტში და­ფიქ­სირ­და მწე­ვე­ლებ­ში, რაც ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია

ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­ებს - მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ისი­ნიც მოხ­ვდნენ, რად­გა­ნაც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და­სუს­ტე­ბულ იმუ­ნი­ტეტს ვირუს­თან გამ­კლა­ვე­ბა უჭირს. ამ­დე­ნად, მათი ექიმ­თან ვი­ზი­ტი ამ დროს კი არ უნდა შე­წყვი­ტონ, პი­რი­ქით, ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას დრო­უ­ლი მი­ხედ­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა უნდა.

ვი­ნა­ი­დან მო­ხუ­ცე­ბიც რის­კის ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ, მათ­თვის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა - 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იყ­ვნენ იზო­ლა­ცი­ა­ში, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე მათი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის" - გვე­უბ­ნე­ბა ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mixo
33

ჩინელების დასკვნით კორონავირუსი მწეველების მხოლოდ 1 %-ს დაუდგინდა

maka
66

14 წლიდან ვეწევი, არც პირბადე მიკეთია, ტრანსპორტიტაც დავდივარ, მეტროშიც დავდივარ, ცხოვრებაში არ მქონია ინფექციური დაავადება, გაციებით გავციებულვარ და მე თვითინ მომირჩენია ჩემი თავი უწამლოდ (ათასი საშუალება და ხერხია). სისულეებს წერთ და ხალხს აპანიკებთ, სისუფთავე რომ უნდა დაიცვას ადამიანმა ამას ინტერნეტიდან და ტელევიზიებიდან უნდა გებულობდეს? აქამდე მთელი საქართველო დაუბანელი თუ დადიოდა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ყველა ვინც ახველებს და ამცხიკვებს კორონა აქვთ? ყველაფერი ისევ საწყალო ხალხის კისერზე გადადის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსი - ენდოკრინოლოგის და ალერგოლოგის რჩევები ვირუსის თავიდან ასაცილებლად

ქრონიკული დაავადებები და კორონავირუსი - ენდოკრინოლოგის და ალერგოლოგის რჩევები ვირუსის თავიდან ასაცილებლად

ახალი კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს, ყველა სოციალურ ფენას შეეხო. ვირუსს 141 ქვეყანა ებრძვის და ბოლო მონაცემებით, Covid-19-ით მსოფლიოში 182 726 ადამიანი დაინფიცირდა.

ცნობილია, რომ მაღალი რისკის ჯგუფში ის ადამიანები არიან, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. საფრთხის ქვეშ არიან მოხუცები და ონკოლოგიური პაციენტები. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა 60 წელს ზემოთ ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონენი. მათ გულს ისედაც უჭირს სრულფასოვანი მუშაობა, ხოლო ახალი კორონავირუსის დროს, სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ამიტომ, როგორც კარდიოლოგები ამბობენ, მათთვის განკუთვნილი პრეპარატები, განსაკუთრებით, სისხლის გამათხელებლები სიფრთხილით არის მისაღები, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, დაავადებულების რაოდენობა მილიარდამდეა. დიაბეტის საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ადამიანებს იმუნიტეტის ამაღლებისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, ახალი კორონავირუსის დროს როგორ მართონ დაავადება.

AMBEBI.GE ექიმ-ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა იმაზე, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქრონიკული დაავადებების მქონეებმა, მაგალითად, დიაბეტიანებმა, რომ ახალი კორონავირუსი თავიდან აიცილონ.

- სამწუხაროა, რომ ძირითადად აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების ხშირი შემთხვევები დაფიქსირდა პირებში, რომელთაც ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები აქვთ, ასევე სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ლეტალური შედეგით ძირითადად სწორედ ხანდაზმულები და სხვადასხვა დაავადების მქონე პირებია რეგისტრირებული.

დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში არიან მაგალითად, ისინი ვისაც აწუხებს მაღალი წნევა, გულის პრობლემები, რესპირაციული დაავადებები, ასთმა ან დიაბეტი. ეს ის დაავადებებია, რომლებიც არამართული მკურნალობის დროს იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს, რაც ორგანიზმში ხელს უწყობს სხვადასხვა ვირუსის და ბაქტერიის გავრცელებას.

რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც კორონავირუსია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს თუ გლიკემია (შაქრის შემცველობა სისხლში) არის მოწესრიგებული, ამ შემთხვევაში იმუნური სისტემაც გამართულად მუშაობს და ორგანიზმის თავდაცვის უნარიც მაღალია. აქედან გამომდინარე, დიაბეტის კომპენსაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კორონავირუსისგან თავის დასაცავად, არამედ ნებისმიერი ვირუსისგან თავდაცვისთვის და ასევე დიაბეტის გართულებების პრევენციისთვის.

როგორც ცნობილია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ძირითადად შეჭიდებულია სიმსუქნესთან, რომელიც ასევე ერთ-ერთი ქრონიკულად მიმდინარე ენდოკრინული დაავადებაა და ამ დროს დიდი რაოდენობით არსებული ცხიმოვანი ქსოვილი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია იმუნიტეტის დაქვეითების.

ბოლო პერიოდში, კვლევებით დადასტურებულია, რომ ნაწლავური მიკროფლორა დიდ როლს თამაშობს ჩვენი იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში, ხოლო ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების დროს და ხანდაზმულ ასაკში, აღნიშნული ბაქტერიები, რომლებიც ჩვენთვის დადებითი ბაქტერიებია და ცოცხლობენ ჩვენს ნაწლავებში, იღუპებიან, რაც უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და შესაბამისად იზრდება სხვადასხვა ვირუსით და ბაქტერიით ინფიცირების რისკი.

ქრონიკული დაავადება, როგორც შაქრიანი დიაბეტი, ასევე სიმსუქნე (განვიხილავ მხოლოდ ენდოკრინულ პათოლოგიებს და იგივე ვრცელდება სხვა სისტემებში მიმდინარე დაავადებებზე) უნდა იყოს მართული და კომპენსირებული, ხოლო ამ ყველაფრის საფუძველი, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ბაქტერიების (მიკროფლორის) ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც ჯანსაღ კვებასთან ერთად ფიზიკურ აქტივობას და გამართულ ძილს მოიცავს. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ნერვული სტრესიც და ზოგადად ფსიქოემოციური სტატუსი, დიდ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

ამიტომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჯანსაღი კვების პირობებში არ უნდა დაგვავიწყდეს წყალიც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის

მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა მიმართონ თავიანთ ექიმებს, რათა გაიარონ უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმები, ასევე მიიღონ დამხმარე პრეპარატები, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ იმუნური სისტემის აქტივაციაზე, აქვე მინდა, ვთქვა, რომ ენდოკრინოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა იმისათვის, რომ დაიცვას თავისი პაციენტები, აწვდის დამატებით მომსახურებას, შექმნა მობილური ლაბორატორია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს აკითხავს ბინაზე და ხდება დიაგნოსტიკის ჩატარება, ასევე პაციენტებისთვის შესაძლებელია ონლაინ კონსულტაციით სარგებლობა,.

ჩემი, როგორც ენდოკრინოლოგის რეკომენდაცია არის შემდეგი: ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც გულისხმობს ჯანსაღ კვებას, რაც თავის მხრივ მოიაზრებს - ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, ცილოვან პროდუქტებს - თევზი, სოკო, ლობიო და ხორცი, რძის პროდუქტები; ნუტრიციოლოგების მოსაზრებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მწვანე ხახვს, ლობიოს, ციტრუსს, თხილეულს, თხილის კარაქს, ფიზიკურ აქტივობას და სწორ ძილს" - აღნიშნავს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნინო მჭედლიშვილი კი იმ ღონისძიებების შესახებ ესაუბრება AMBEBI.GE-ს, რასაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა უნდა მიმართონ:

"გარდა იმ პევენციული ღონისძიებებისა, რაც ყველა სხვა ადმიანისთვისაა მოწოდებული, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის გაფრთხილება ის არის, რომ მათი სიმძიმის შესაბამისი დანიშნულება უნდა შეასრულონ, მაგალითად:

ასთმის შემთხვევაში - აუცილებელია საკონტროლო ვიზიტი, სიმძიმის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და ასევე, შეტევის შემთხვევაში, სპაზმის მომხსნელი პრეპარატის მუდმივად თან ტარება, რადგან ასთმა როგორც სხვა ნებისმიერი ინფექციის დროს, ახალი კორონავირუსის დროსაც შეიძლება გამწვავდეს. სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინა არ გვაქვს, თუმცა რეკომენდებულია გეგმიური ვაქცინაციის შესრულება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

დაავადების მძიმე მიმდინარეობა მაღალ პროცენტში დაფიქსირდა მწეველებში, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია

ონკოლოგიური დაავადების მქონეებს - მეტი ყურადღება მართებთ, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ისინიც მოხვდნენ, რადგანაც ქიმიოთერაპიით დასუსტებულ იმუნიტეტს ვირუსთან გამკლავება უჭირს. ამდენად, მათი ექიმთან ვიზიტი ამ დროს კი არ უნდა შეწყვიტონ, პირიქით, ონკოლოგიურ დაავადებას დროული მიხედვა და მკურნალობა უნდა.

ვინაიდან მოხუცებიც რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, მათთვის მთავარი რეკომენდაციაა - 70 წელს გადაცილებულები მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იყვნენ იზოლაციაში, რათა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის" - გვეუბნება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი.

"კომენდანტის საათი" ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვაა, ვაპირებთ, რომ ეს რეგულაცია დემონსტრაციულად დავარღვიოთ" - ჯაფარიძე

განათლების სამინისტრო დახურული ჯგუფიდან გავრცელებული მიმოწერის შემდეგ 24-ე სკოლის დირექციას მიმართავს

რა უნდა მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტს?