სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარზე მოგიკაკუნებენ, ე.ი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს ტოვებს... თუ გაქცევას დააპირებთ, ეზოში პატრული გელით" - რას წერს კარანტინში მყოფი მოქალაქე
"კარზე მოგიკაკუნებენ, ე.ი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს ტოვებს... თუ გაქცევას დააპირებთ, ეზოში პატრული გელით" - რას წერს კარანტინში მყოფი მოქალაქე

მეღ­ვი­ნე გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძე, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია კა­რან­ტინ­ში მო­თავ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, იმ პი­რო­ბებს აღ­წერს, რაც სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნილს დახ­ვდა.

მეს­ხი მეღ­ვი­ნე, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის გავ­ლით დაბ­რუნ­და, სხვა მგზავ­რებ­თან ერ­თად ბა­თუ­მის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და კა­რან­ტინ­ში მო­ა­თავ­სეს.

აი, რას წერს გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე:

"კო­რო­ნა - დღე პირ­ვე­ლი.

არ მინ­და თავი მო­გა­წყი­ნოთ კა­რან­ტინ­ზე, სა­უბ­რით მაგ­რამ თურ­მე სა­ჭი­როა. ბევ­რი შე­მეხ­მი­ა­ნა, გა­უკ­ვირ­დათ რომ ვწერ­დი კარ­გი პი­რო­ბე­ბი­აო. მე გე­ტყვით რა ხდე­ბა და მიხ­ვდე­ბით რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დაბ­რუნ­დეთ. მოც­დას აზრი არ აქვს, ნუ­რა­ფერს ელო­დე­ბით, ჩა­მო­დით. კა­რან­ტინ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ში­ში არა­ფე­რია.

არ ვიცი სხვა ქვეყ­ნებ­ში რო­გო­რაა მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის. მე პი­რა­დად ბა­თუმ­ში აღ­მოვ­ჩნდი, ფაქ­ტი­უ­რად პირ­ვე­ლი დღეა. მშვე­ნი­ე­რი სას­ტუმ­როა კარ­გი პი­რო­ბე­ბით, უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი კა­რან­ტი­ნის­თვის კი­ა­რა დას­ვე­ნე­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია - დღე­ში სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, სი­სუფ­თა­ვე და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ტე­ლე­ვი­ზო­რი და ინ­ტერ­ნე­ტი,ყ ავა / ჩაი, წყა­ლი ყვე­ლა ოთახ­ში.

მარ­თა­ლია გა­რეთ ვერ გა­დი­ხარ და არც უნდა გა­დი­ო­დე, წე­სით. თუ სა­მუ­შაო გაქვთ, მა­შინ იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მოა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. შე­გიძ­ლი­ათ იმუ­შა­ვოთ, ივარ­ჯი­შოთ, კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნოთ, სწო­რი კვე­ბის რე­ჟიმ­ში ჩაჯ­დეთ და ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი მო­ი­კი­თხოთ. დღეს 6-მეტ­რი­ან ოთახ­ში ალ­ბათ 2 კი­ლო­მეტ­რი ვირ­ბი­ნე. თუ რამე გაკ­ლი­ათ უთხა­რით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და მო­გარ­თმე­ვენ...

კა­რებ­ზე რომ მო­გი­კა­კუ­ნე­ბენ, ე.ი სკა­ფან­დრი­ა­ნი ხალ­ხი საჭ­მელს გი­ტო­ვებს, ან სი­ცხეს გი­კონ­ტრო­ლებს (ფილმში გე­გო­ნე­ბათ თავი პირ­ველ დღეს...)

ჩემი მე­უღ­ლე და 3 ბავ­შვი 11 დღეა არ მი­ნა­ხავს და კი­დევ ორი კვი­რა ვერ ვნა­ხავ, მაგ­რამ და მაგ­რამ, გან­წყო­ბაა მთა­ვა­რი! და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არ და­გა­ვი­წყდეთ - თუ კა­რან­ტინ­ში რა­ტომ ხართ, ამით იცავთ პირ­ველ რიგ­ში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯა­ხებს და სა­ქარ­თვე­ლოს.

...კა­რან­ტინ­ში, რომ გაგ­ვიშ­ვეს ერთი თვითფრი­ნა­ვის ხალ­ხი სამ ავ­ტო­ბუს­ში გაგ­ვა­ნა­წი­ლეს, ხოდა ერთი მარ­ნე­უ­ლე­ლი დარ­ბის გამ­წა­რე­ბუ­ლი. მე იცი ვინ ვა­როო, "ბიზ­მეს­მე­ნი" ვარო სი­მო­ნო, ხოდა სი­გა­რე­ტი უნდა მოვ­წიო არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. ვაბ­შე აქ რა მინ­დაო, ცხო­ვე­ლე­ბი ხო არ ვარ­თო რომ შე­მოგ­ვყა­რე­სო. მე არა­ფე­რი მჭირს და სახ­ლში მივ­დი­ვა­რო. ხოდა, ახლა ზის ჩემს გვერ­დით ოთახ­ში და მღე­რის გა­უ­ჩე­რებ­ლად, ნერ­ვებს იწყნა­რებს "ბიზ­მეს­მე­ნი"...

საჭ­მელს რაც შე­ე­ხე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ შე­უკ­ვე­თოთ, გა­და­ი­ხა­დოთ და მო­გარ­თმე­ვენ, თუ არ მოგ­წონთ. სუ­რა­თებ­ში ნა­ხავთ დე­რე­ფანს, ყვე­ლა ოთახ­თან საჭ­მე­ლი დევს, ერთჯე­რა­დი თეფ­შე­ბით და ჭი­ქე­ბით. თუ გაქ­ცე­ვას და­ა­პი­რებთ, იქვე ეზო­ში გე­ლო­დე­ბათ პატ­რუ­ლი და 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა­ში მი­გა­ცი­ლე­ბენ.

აბა კარ­გი დას­ვე­ნე­ბა. თუ არ გა­ვერ­თი­ან­დით კო­რო­ნას ვერ და­ვა­მარ­ცხებთ. და კი­დევ, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ნაც­ნო­ბებს თუ უც­ნო­ბებს გა­მოხ­მა­უ­რე­ბის­თვის. არა­ფე­რი მჭირ­დე­ბა, ყავა და სა­დუ­ღა­რა მაქვს კარ­გი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით" წერს გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და სას­ტუმ­რო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
15

კარანტინში მინდა!!!

ოეეეე
55

ჯანმრთელებსაც გვინდა ჭამააააა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"კარზე მოგიკაკუნებენ, ე.ი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს ტოვებს... თუ გაქცევას დააპირებთ, ეზოში პატრული გელით" - რას წერს კარანტინში მყოფი მოქალაქე

"კარზე მოგიკაკუნებენ, ე.ი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს ტოვებს... თუ გაქცევას დააპირებთ, ეზოში პატრული გელით" - რას წერს კარანტინში მყოფი მოქალაქე

მეღვინე გიორგი ნათენაძე, რომელიც ერთ-ერთია კარანტინში მოთავსებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის, იმ პირობებს აღწერს, რაც საკარანტინე სივრცეში გადაყვანილს დახვდა.

მესხი მეღვინე, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ ქუთაისის აეროპორტის გავლით დაბრუნდა, სხვა მგზავრებთან ერთად ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს და კარანტინში მოათავსეს.

აი, რას წერს გიორგი ნათენაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"კორონა - დღე პირველი.

არ მინდა თავი მოგაწყინოთ კარანტინზე, საუბრით მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ რომ ვწერდი კარგი პირობებიაო. მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდით. კარანტინში და საქართველოში საშიში არაფერია.

არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის. მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კიარა დასვენებისთვის წარმოუდგენელია - დღეში სამჯერადი კვება, სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები, ტელევიზორი და ინტერნეტი,ყ ავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში.

მართალია გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე, წესით. თუ სამუშაო გაქვთ, მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის. შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6-მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე. თუ რამე გაკლიათ უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ...

კარებზე რომ მოგიკაკუნებენ, ე.ი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს, ან სიცხეს გიკონტროლებს (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს...)

ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ ორი კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ, განწყობაა მთავარი! და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ - თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ პირველ რიგში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებს და საქართველოს.

...კარანტინში, რომ გაგვიშვეს ერთი თვითფრინავის ხალხი სამ ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინ ვაროო, "ბიზმესმენი" ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რა მინდაო, ცხოველები ხო არ ვართო რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა, ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს "ბიზმესმენი"...

საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ, თუ არ მოგწონთ. სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით. თუ გაქცევას დააპირებთ, იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3-წლიანი პატიმრობაში მიგაცილებენ.

აბა კარგი დასვენება. თუ არ გავერთიანდით კორონას ვერ დავამარცხებთ. და კიდევ, დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით" წერს გიორგი ნათენაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე და სასტუმროში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე