კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამედიცინო დაწესებულებებში ვირთხები დარბიან, ხალხი პანიკაშია" - რა ვითარებაა რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით
"სამედიცინო დაწესებულებებში ვირთხები დარბიან, ხალხი პანიკაშია" - რა ვითარებაა რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

რუ­სეთ­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 11 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. 13 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის სულ 45 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, მათ შო­რის 5 მოს­კოვ­ში, 3 პე­ტერ­ბურ­გში, და­ნარ­ჩე­ნი პერმ­ში, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, კა­ლი­ნინ­გრადსა და მოს­კო­ვის გა­რე­უბ­ნებ­ში. რუ­სე­ბის თქმით, ის ფაქ­ტი რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებ­სა და უბ­ნებ­ში მოხ­და, მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რად უა­რე­სი ვი­თა­რე­ბაა... ვიდ­რე ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა, რუ­სე­თი სას­წრა­ფოდ კი­დევ ერთი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ვად­მყო­ფოს აშე­ნე­ბას გეგ­მავს.

rbc.ru-ს ცნო­ბით, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ალექ­სან­დრ ბეგლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მის ქა­ლაქ­ში და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს შო­რის 10 წლის ბავ­შვიც არის... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი საფ­რან­გეთ­ში, ავ­სტრი­ა­სა და ევ­რო­პის იმ ქვეყ­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც ვირუს­მა ეპი­დე­მი­ის სახე მი­ი­ღო, მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ა­ში. და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს შო­რის ძი­რი­თა­დად რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ შო­რის ასე­ვე არი­ან ჩი­ნე­ლე­ბი და იტა­ლი­ე­ლე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნი ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა...

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მოს­კო­ვის მე­რის მო­ად­გი­ლის ანას­ტა­სია რა­კო­ვო­ის ცნო­ბით, ბოლო ორ კვი­რა­ში ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი 13 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შიი იმ­ყო­ფე­ბა.

"ეს მხო­ლოდ მოს­კოვ­ში, თუმ­ცა ეს რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, თუ რა სუ­რა­თია ქვე­ყა­ნა­ში...” – წერს გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლე­გე­ბი, მო­სახ­ლო­ე­ბა­ში პა­ნი­კის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დე­ბენ, რომ "რუ­სეთს ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა წლებ­ში ჰქონ­და ძლი­ე­რი ან­ტი­ე­პი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, რისი დახ­მა­რე­ბი­თაც უამ­რავ ინ­ფექ­ცი­ას წარ­მა­ტე­ბით არ­თმევს თავს... მა­გა­ლი­თად, ციმ­ბი­რულ წყლულს, ჯილეხს...” – ამ­ბობს novayagazeta.ru-სთან სა­უ­ბარ­ში ექი­მი-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი თე­მურ პეს­ტე­რე­ვი, რომ­ლის მტკი­ცე­ბი­თად, რუ­სეთს იტა­ლი­ის ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბა არ ემუქ­რე­ბა.

ამ და­პი­რე­ბე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს არ სჯე­რა. მათი მტკი­ცე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­ცი­ნა მოშ­ლი­ლია.

"სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ისე­თი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა, ვირ­თხე­ბი დარ­ბი­ან... კერ­ძო კლი­ნი­კებ­ში კი იმ­დე­ნად ძვი­რი ფა­სე­ბია, რომ უბ­რა­ლო მოკ­ვდა­ვე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია..."- წე­რენ ისი­ნი.

ერთ-ერთი მო­ზარ­დი გო­გო­ნას თქმით, ის მოს­კოვ­ში იტა­ლი­ი­დან 2 მარტს დი­ლით დაბ­რუნ­და. შემ­დეგ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლა­ში და­დი­ო­და, სა­დაც 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობს და მუ­შა­ობს. მას 4 მარტს მა­ღა­ლი სი­ცხე მის­ცა და ინ­ფექ­ცი­ურ­ში მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძიმ­და...

"არა­ვინ იცის რამ­დენ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და მას ურ­თი­ერ­თო­ბა, მის სკო­ლა­ში კი მხო­ლოდ კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­დეს... სულ ეს არის ცნო­ბი­ლი ამ­ბე­ბი­დან, რაც ამ­დე­ნი დღეა რუ­სეთ­ში ტრი­ა­ლებს და რუ­სე­თის წამ­ყვან ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მხო­ლოდ 45 ადა­მი­ა­ნი წევს... არა­და, გერ­მა­ნი­ა­ში მხო­ლოდ ერთ დღე­ში 900-მდე ადა­მი­ანს გა­მო­უვ­ლინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, იტა­ლი­ა­ში 250-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ჩვენ­თან კი ინ­ფორ­მა­ცი­აც არ ვრცელ­დე­ბა..." – წერს ვილი გა­რი­ნი ინ­ტერ­ტენ­ტში.

novayagazeta.ru-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის თა­ნახ­მად, პრობ­ლე­მე­ბი უკვე ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­შია და საკ­ვებს და ჰი­გი­ე­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბებს იმა­რა­გებს.

"25 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გე­ლი ელი­ზა­ვეტ ჟდა­ნო­ვას დედა ელე­ნა ბა­ბკო­ვა ჰყვე­ბა, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ორი კვი­რაა ანა­ლი­ზის აღე­ბას ითხოვს, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა სიმპტო­მი აქვს - 39-40 გრა­დუ­სი სი­ცხე, ხვე­ლე­ბა და ექი­მე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, რომ შე­საძ­ლოა პნევ­მო­ნია გა­ნუ­ვი­თარ­დეს... ამის მი­უ­ხე­და­ვად მას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს...

ფოტო: Sergei Savostyanov/TASS

არა­და, მას გარ­შე­მო უამ­რავ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. გარ­და ამი­სა, ტა­ი­ვა­ნე­ლი სტუმ­რე­ბი ერთი კვი­რა მის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ და მათი წას­ვლი­დან სამ დღე­ში გო­გო­ნას სი­ცხე მის­ცა... დე­და­მი­სის თქმით, გა­სულ კვი­რა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა ხუთ­ჯერ გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ ექი­მე­ბის თქმით, უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია, მა­ღა­ლი სი­ცხე კი ახალ­გაზ­რდა ორ­გა­ნიზ­მმა უნდა გა­და­ლა­ხოს...” – წერს გა­მო­ცე­მა.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ამ ვირუ­სის შე­საძ­ლო ინ­ფექ­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იმა­ვე ქა­ლა­ქის დე­პუ­ტა­ტი კონ­სტან­ტინ კი­სე­ლე­ვი და მისი მე­უღ­ლე გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა, უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს.

მთა­ვა­რი ფოტო: Andrey Rudakov/ Bloomberg

ავტორი:

"სამედიცინო დაწესებულებებში ვირთხები დარბიან, ხალხი პანიკაშია" - რა ვითარებაა რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

"სამედიცინო დაწესებულებებში ვირთხები დარბიან, ხალხი პანიკაშია" - რა ვითარებაა რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა. 13 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის სულ 45 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 5 მოსკოვში, 3 პეტერბურგში, დანარჩენი პერმში, კრასნოდარის მხარეში, კალინინგრადსა და მოსკოვის გარეუბნებში. რუსების თქმით, ის ფაქტი რომ ყველა შემთხვევა ცენტრალურ ქალაქებსა და უბნებში მოხდა, მიანიშნებს იმაზე, რომ მთლიანად ქვეყანაში ბევრად უარესი ვითარებაა... ვიდრე ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, რუსეთი სასწრაფოდ კიდევ ერთი ინფექციური სავადმყოფოს აშენებას გეგმავს.

rbc.ru-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის, ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებით, მის ქალაქში დაავადებულებს შორის 10 წლის ბავშვიც არის... არსებული ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირებულები საფრანგეთში, ავსტრიასა და ევროპის იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღო, მაგალითად, იტალიაში. დაავადებულებს შორის ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა მათ შორის ასევე არიან ჩინელები და იტალიელები. ყველა მათგანი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება...

გამოცემის ცნობით, მოსკოვის მერის მოადგილის ანასტასია რაკოვოის ცნობით, ბოლო ორ კვირაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნებული 13 000-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაშიი იმყოფება.

"ეს მხოლოდ მოსკოვში, თუმცა ეს რაოდენობა დაახლოებით მაინც მიანიშნებს იმაზე, თუ რა სურათია ქვეყანაში...” – წერს გამოცემა.

ადგილობრივი ეპიდემიოლეგები, მოსახლოებაში პანიკის თავიდან ასაცილებლად, მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ "რუსეთს ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში ჰქონდა ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სამსახური, რისი დახმარებითაც უამრავ ინფექციას წარმატებით ართმევს თავს... მაგალითად, ციმბირულ წყლულს, ჯილეხს...” – ამბობს novayagazeta.ru-სთან საუბარში ექიმი-ეპიდემიოლოგი თემურ პესტერევი, რომლის მტკიცებითად, რუსეთს იტალიის ბედის გაზიარება არ ემუქრება.

ამ დაპირებების ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა. მათი მტკიცებით, ქვეყანაში მედიცინა მოშლილია.

"სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში ისეთი ანტისანიტარიაა, ვირთხები დარბიან... კერძო კლინიკებში კი იმდენად ძვირი ფასებია, რომ უბრალო მოკვდავებისთვის მიუწვდომელია..."- წერენ ისინი.

ერთ-ერთი მოზარდი გოგონას თქმით, ის მოსკოვში იტალიიდან 2 მარტს დილით დაბრუნდა. შემდეგ ორი დღის განმავლობაში სკოლაში დადიოდა, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი სწავლობს და მუშაობს. მას 4 მარტს მაღალი სიცხე მისცა და ინფექციურში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა...

"არავინ იცის რამდენ ადამიანთან ჰქონდა მას ურთიერთობა, მის სკოლაში კი მხოლოდ კარანტინი გამოაცხადეს... სულ ეს არის ცნობილი ამბებიდან, რაც ამდენი დღეა რუსეთში ტრიალებს და რუსეთის წამყვან ინფექციურ საავადმყოფოებში მხოლოდ 45 ადამიანი წევს... არადა, გერმანიაში მხოლოდ ერთ დღეში 900-მდე ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი, იტალიაში 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ჩვენთან კი ინფორმაციაც არ ვრცელდება..." – წერს ვილი გარინი ინტერტენტში.

novayagazeta.ru-ს მიერ მომზადებული პუბლიკაციის თანახმად, პრობლემები უკვე ბევრი მიმართულებით გამოიკვეთა, მოსახლეობა პანიკაშია და საკვებს და ჰიგიენურ საშუალებებს იმარაგებს.

"25 წლის ეკატერინბურგელი ელიზავეტ ჟდანოვას დედა ელენა ბაბკოვა ჰყვება, რომ მისი ქალიშვილი ორი კვირაა ანალიზის აღებას ითხოვს, რადგან კორონავირუსის ყველა სიმპტომი აქვს - 39-40 გრადუსი სიცხე, ხველება და ექიმები ეუბნებიან, რომ შესაძლოა პნევმონია განუვითარდეს... ამის მიუხედავად მას ყურადღებას არავინ აქცევს...

ფოტო: Sergei Savostyanov/TASS

არადა, მას გარშემო უამრავ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. გარდა ამისა, ტაივანელი სტუმრები ერთი კვირა მის სახლში ცხოვრობდნენ და მათი წასვლიდან სამ დღეში გოგონას სიცხე მისცა... დედამისის თქმით, გასულ კვირაში სასწრაფო დახმარება ხუთჯერ გამოიძახეს, მაგრამ ექიმების თქმით, უჩვეულო არაფერია, მაღალი სიცხე კი ახალგაზრდა ორგანიზმმა უნდა გადალახოს...” – წერს გამოცემა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ამ ვირუსის შესაძლო ინფექციით, რამდენიმე დღის წინ, იმავე ქალაქის დეპუტატი კონსტანტინ კისელევი და მისი მეუღლე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, უარყოფითი პასუხი მიიღეს.

მთავარი ფოტო: Andrey Rudakov/ Bloomberg

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა