საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთევან ციხელაშვილის ყოფილი მეუღლე "ქართულ ოცნებას" უპირისპირდება?
ქეთევან ციხელაშვილის ყოფილი მეუღლე "ქართულ ოცნებას" უპირისპირდება?

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე არ­მინ ჰუ­თენ­ლო­ხე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ინ­გლი­სურ ენა­ზე კრი­ტი­კულ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"სა­ქარ­თვე­ლოს "დი­დე­ბულ­მა მთავ­რო­ბამ" (გა­იხ­სე­ნეთ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა) გა­და­წყვი­ტა, რომ გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან და ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი 14 დღით კა­რან­ტინ­ში ჩას­ვას, რათა და­იც­ვას მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­რი­გი და­სავ­ლუ­რი ვირუ­სის­გან - დე­მოკ­რა­ტი­ის, ლი­ბე­რა­ლიზ­მი­სა და LGBTQ-ის შემ­დეგ... ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თმა­დი­დე­ბუ­ლუ­რი ეკ­ლე­სია უარს ამ­ბობს შეც­ვა­ლოს წესი და აგ­რძე­ლებს ათი ათა­სო­ბით მლოც­ვე­ლის ზი­ა­რე­ბას ერთი და იმა­ვე კოვ­ზით.

დას­კვნის სა­ხით, მე რო­გორც ორი ხუთი წლის ქა­ლიშ­ვი­ლის მამა, რო­მე­ლიც მათ დე­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ვერ ვნა­ხავ ჩემს გო­გო­ნებს 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გამო, მა­შინ როცა, მათი დედა და ბე­ბია თა­ვი­ან­თი ში­შე­ბით გარ­ბი­ან და­ლოც­ვის მი­სა­ღე­ბად ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­მე­ლიც "ღმერ­თთან ახ­ლოს არის". - წერს არ­მინ ჰუ­თენ­ლო­ხე­რი.

ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რის კო­მენ­ტა­რის პა­სუ­ხად, სა­დაც მას ეკი­თხე­ბი­ან, "სულ გა­გიჟ­და თუ არა მთავ­რო­ბა?", მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე პა­სუ­ხობს: "ახლა? რო­დის არ იყ­ვნენ? მგო­ნია რომ ეს რა­ღაც ახა­ლი დო­ნეა".

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვილ­სა და არ­მინ ჰუ­თე­ლო­ხერს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა და აღ­ნიშ­ნულ პოს­ტში გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ზი­ცია არ წარ­მო­ად­გენს მი­ნის­ტრის ოჯა­ხის წევ­რის პო­ზი­ცი­ას

ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა და გერ­მა­ნელ­მა არ­მინ ჰუ­თენ­ლო­ხერ­მა 2014 წლის 4 იან­ვარს მო­ა­წე­რეს ხელი. მათ ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი ჰყავთ..

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
64

აი ამას ყოლია ევროპამ შემოგვიგდო ეს ვირუსი და რატომ არ უნდა დაიცვან კარანტინი ?ზუსტად ევროპის დაუდევრობამ მიგვიყვანა ამ ზომამდე ქვეყნები ევროპის

ალექს
13

ჰმ, სამაგიეროდ ის რა ღირს ,რომ მინისტრმა მეუღლეც კი ვერ და არ დაკრიშა ? მერკელი დაკრიშავდა ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ქეთევან ციხელაშვილის ყოფილი მეუღლე "ქართულ ოცნებას" უპირისპირდება?

ქეთევან ციხელაშვილის ყოფილი მეუღლე "ქართულ ოცნებას" უპირისპირდება?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ყოფილი მეუღლე არმინ ჰუთენლოხერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების მისამართით ინგლისურ ენაზე კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს:

"საქართველოს "დიდებულმა მთავრობამ" (გაიხსენეთ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა) გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული ადამიანები 14 დღით კარანტინში ჩასვას, რათა დაიცვას მისი მოქალაქეები მორიგი დასავლური ვირუსისგან - დემოკრატიის, ლიბერალიზმისა და LGBTQ-ის შემდეგ... ამასთან, საქართველოს მართმადიდებულური ეკლესია უარს ამბობს შეცვალოს წესი და აგრძელებს ათი ათასობით მლოცველის ზიარებას ერთი და იმავე კოვზით.

დასკვნის სახით, მე როგორც ორი ხუთი წლის ქალიშვილის მამა, რომელიც მათ დედასთან და ბებიასთან ერთად თბილისში ცხოვრობს, ვერ ვნახავ ჩემს გოგონებს 14 დღიანი კარანტინის გამო, მაშინ როცა, მათი დედა და ბებია თავიანთი შიშებით გარბიან დალოცვის მისაღებად ეკლესიაში, რომელიც "ღმერთთან ახლოს არის". - წერს არმინ ჰუთენლოხერი.

ერთ-ერთი კომენტარის კომენტარის პასუხად, სადაც მას ეკითხებიან, "სულ გაგიჟდა თუ არა მთავრობა?", მინისტრის ყოფილი მეუღლე პასუხობს: "ახლა? როდის არ იყვნენ? მგონია რომ ეს რაღაც ახალი დონეა".

სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ქეთევან ციხელაშვილსა და არმინ ჰუთელოხერს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო განქორწინების პროცედურა და აღნიშნულ პოსტში გამოხატული პოზიცია არ წარმოადგენს მინისტრის ოჯახის წევრის პოზიციას

ქეთევან ციხელაშვილმა და გერმანელმა არმინ ჰუთენლოხერმა 2014 წლის 4 იანვარს მოაწერეს ხელი. მათ ტყუპი გოგონები ჰყავთ..

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დახურულ სივრცეში, ტრანსპორტსა და ტაქსში პირბადის გარეშე მყოფი პირი 20 ლარით დაჯარიმდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პოპულარული მოდელების შეძენა უპრეცედენტო ფასადაა შესაძლებელი