კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი - "კორონავირუსის იტალიური შტამი შეცვლილია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება"
რას ჰყვება იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი - "კორონავირუსის იტალიური შტამი შეცვლილია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება"

კო­რო­ნა­ვირუ­სის მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბის გამო იტა­ლია მთლი­ან წი­თელ ზო­ნად გა­მო­ცხად­და, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პრემ­ნი­ერ-მი­ნის­ტრმა გან­ცხა­და. ქვე­ყა­ნა­ში უკვე ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 10 140 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, გარ­და­იც­ვა­ლა 631 ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ჯან­მრთელ­და - 724. 28 წლის და­ვით მა­თი­აშ­ვი­ლი ბერ­გა­მოს სა­ა­ვად­მყო­ფოს ბავ­შვთა კარ­დე­ო­ლო­გია. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის ირ­გვლივ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ ის "კვი­რის პა­ლიტ­რას" იტა­ლი­ის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ორი დღით ადრე ესა­უბ­რა.

- ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და­ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­დე­საც იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი­ ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მეც მათ ოპე­რა­ცი­ებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, მოგ­ვი­ან­ე­ბით კი იტა­ლი­ა­ში წავ­ედი. ოთხი თვე ვიმ­უშა­ვე რომ­ში, ცნო­ბილ კლი­ნი­კა­ში­ "ბამ­ბი­ნო ჯეზუ" ("ბავ­შვი იესო"). შემ­დეგ მი­ლა­ნის ბი­კო­კას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ა­რე მას­ტე­რის პროგ­რა­მა და და­ვი­წყე კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ა­ში პრაქ­ტი­კან­ტო­ბა ბერ­გა­მოს "პაპა ჯო­ვა­ნის" კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც ბავ­შვთა იტა­ლი­უ­რი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ის მე­ქაა. მე­სა­მე წე­ლია, აქ ვარ. რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რე, პრეს­ტი­ჟუ­ლი პრი­ზე­ბიც მო­ვი­გე...

- კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, ალ­ბათ, თქვენც გყავთ...

- მე, რო­გორც კარ­დი­ო­ქი­რურგს, კო­რო­ნა­ვირუს­ზე მუ­შა­ო­ბა არ მი­წევს, მაგ­რამ ჩემი მე­გობ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ.ახლა კლი­ნი­კა­ში­ 160 ასე­თი პა­ცი­ენ­ტია. ყვე­ლა­ ცალ-ცალ­კე ფრთა­შია იზო­ლი­რე­ბუ­ლი. ვინც მძი­მე­დაა, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ჰყავთ, იზოლ­ირე­ბულ ბოქ­სებ­ში, სა­დაც და­ბა­ლი წნე­ვაა და ჰა­ე­რი კი არ გა­მო­დის, მხო­ლოდ შე­დის, ამი­ტომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­ შან­სიც არ არ­სე­ბობს. დე­პარ­ტა­მენ­ტში, სა­დაც პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ, შეს­ვლა-გა­მოს­ვლას თა­ვის პროტ­ოკო­ლი აქვს - ოთახ­ში მხო­ლოდ ორ­მა­გი ნიღ­ბე­ბი­თა და კოს­ტი­უ­მე­ბით შე­დი­ან ანეს­თე­ზი­ო­ლო­გე­ბი­ თუ მედ­დე­ბი... ერ­თმა­ნეთს 8 სა­ათ­ში­ ერთხელ ენაც­ვლე­ბი­ან. პრო­ტო­კოლს მკაც­რად იცა­ვენ - აქვთ თა­ვი­ან­თი საშ­ხა­პე­ე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­საც­ვლე­ლი ოთა­ხე­ბი, სა­დაც მერე დე­ზინ­ფექ­ცია ტარ­დე­ბა.

- მი­ლან­ში ცხოვ­რობთ და ბერ­გა­მო­ში მუ­შა­ობთ. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ ქა­ლა­ქებ­ში?

- მი­ლან­სა და ბერ­გა­მო­ში შემ­თხვე­ვე­ბი­ არ არის, გარ­შე­მო პა­ტარ-პა­ტა­რა სოფ­ლებ­ში - კი, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტებს აღ­რი­ცხა­ვენ­ იქ, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბენ. ამის მი­ხედ­ვით ბერ­გა­მო­ზე 424-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მო­დის.

- მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რო­გო­რი გან­წყო­ბაა, იტა­ლი­ე­ლე­ბიც ჩვენ­სა­ვით ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან?

- ვი­საც სურ­დო ჰქონ­და, ყვე­ლა სა­ა­ვა­დმყო­ფო­ებს მო­ა­წყდა, რი­გე­ბი იდგა, რა­მაც­ გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­უ­წყო. ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში სრუ­ლი­ად გა­უქ­მე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მხო­ლოდ რეს­ტორ­ნე­ბი მუ­შა­ობს, სა­დაც მა­გი­დას­თან მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ბა­რე­ბი, კლუ­ბე­ბი კი არ მუ­შა­ობს. ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მო­ხილ­ვის სა­გა­ნი და გა­და­წყვი­ტეს, რომ მი­ლან­სა და ახლო ქა­ლა­ქებ­ში თა­მა­შე­ბი ცა­რი­ელ სტა­დი­ო­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ხალ­ხი სახ­ლე­ბი­დან უგულ­შე­მატ­კივ­რებს.

ტუ­რის­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქე­ბი ბერ­გა­მო და მი­ლა­ნი ახლა დაც­ლი­ლია, მუ­ზე­უ­მე­ბი აღარ მუ­შა­ობს, არც სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რად­გან სამ­სა­ხუ­რებ­მა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ი­თხო­ვეს. სკო­ლე­ბი არ მუ­შა­ობს. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და, მაგ­რამ სახ­ლში არი­ან, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. თუ მძი­მე სიმპტო­მე­ბი არა აქვთ, სახ­ლში ტო­ვე­ბენ.

- არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ნიღ­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი. მანდ რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა ამ მხრივ?

- მე სა­დაც ვმუ­შა­ობ, 5 000 ცალი ფილტრი­ა­ნი ნი­ღა­ბი გვქონ­და და გაქ­რა, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბიც შემ­ცირ­და. აფ­თი­ა­ქებ­შიც ჭირს ნიღ­ბე­ბი. პა­ნი­კა თა­ვი­დან იყო, ახლა სტრე­სუ­ლი გა­რე­მოა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, არა­ერ­თს უთ­ქვამს, კო­რო­ნა­ვირუს­ზე ლა­პა­რაკს რომ იწყე­ბენ, მა­შინ­ვე ხვე­ლა მე­წყე­ბაო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
6

გმადლობ დასტაქარო, თვალი რომ ამიხილე ,ჩვენებურო ,დაილოცოს შენი მარჯვენა, კეთილო კაცო !ხალხო, ახლაღა მივხვდი : ნაცქოცი კლანმოდიფიცირებული მოქკავშირია,ის კი კომპარტიის ხელოვნურად გამოყვანილი შტამია ,რომელიც ინკუბაციას კრემლში გადიოდა ,ზოგს კი გონია ამერიკულიაო , ევროპულიაო ? !

რეალობა
0

ამ ვირუსმა ფაქტობრივად გააშიშვლა და ნათლად გამოაჩინა კაცობრიობის უმწეო მდგომარეობა. თავი მოგვქონდა, ოცდამეერთე საუკუნეა, კოსმოსში გავედით, ყველაფერი ძალგვიძს, რაღადროს ღმერთიაო და კი დავდექით სამწუხრო ფაქტის წინაშე, რომ არც ისე მაგრები ვყოფილვართ, როგორც წარმოგვედგინა და ერთ ვირუსს შეუძლია თურმე ყველაფრის თავდაყირა დაყენება. აღარც ის ფეხბურთის მატჩები ჩანს ისეთი თვალწარმტაცი(უმაყურებლოდ), არც ევროპა ყოფილა მიწიერი სამოთხე, არც ფულში ყოფილა ძალა და არც მინისტრის სავარძელი ყოფილა ადამიანური სისუტეებისგან დამცველი.

ავტორი:

რას ჰყვება იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი - "კორონავირუსის იტალიური შტამი შეცვლილია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება"

რას ჰყვება იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი - "კორონავირუსის იტალიური შტამი შეცვლილია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება"

კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო იტალია მთლიან წითელ ზონად გამოცხადდა, ამის შესახებ ქვეყნის პრემნიერ-მინისტრმა განცხადა. ქვეყანაში უკვე ვირუსით დაინფიცირების 10 140 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 631 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 724. 28 წლის დავით მათიაშვილი ბერგამოს საავადმყოფოს ბავშვთა კარდეოლოგია. თავისი საქმიანობისა და კორონავირუსის ირგვლივ დატრიალებული იტალიური ამბების შესახებ ის "კვირის პალიტრას" იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე ესაუბრა.

- ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, როდესაც იტალიელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში და მეც მათ ოპერაციებზე დავიწყე სიარული, მოგვიანებით კი იტალიაში წავედი. ოთხი თვე ვიმუშავე რომში, ცნობილ კლინიკაში "ბამბინო ჯეზუ" ("ბავშვი იესო"). შემდეგ მილანის ბიკოკას უნივერსიტეტში გავიარე მასტერის პროგრამა და დავიწყე კარდიოქირურგიაში პრაქტიკანტობა ბერგამოს "პაპა ჯოვანის" კლინიკაში, რომელიც ბავშვთა იტალიური კარდიოქირურგიის მექაა. მესამე წელია, აქ ვარ. რამდენიმე კვლევა ჩავატარე, პრესტიჟული პრიზებიც მოვიგე...

- კორონავირუსით დაავადებული პაციენტები, ალბათ, თქვენც გყავთ...

- მე, როგორც კარდიოქირურგს, კორონავირუსზე მუშაობა არ მიწევს, მაგრამ ჩემი მეგობრები მუშაობენ.ახლა კლინიკაში 160 ასეთი პაციენტია. ყველა ცალ-ცალკე ფრთაშია იზოლირებული. ვინც მძიმედაა, რეანიმაციაში ჰყავთ, იზოლირებულ ბოქსებში, სადაც დაბალი წნევაა და ჰაერი კი არ გამოდის, მხოლოდ შედის, ამიტომ ვირუსის გავრცელების შანსიც არ არსებობს. დეპარტამენტში, სადაც პაციენტები მკურნალობენ, შესვლა-გამოსვლას თავის პროტოკოლი აქვს - ოთახში მხოლოდ ორმაგი ნიღბებითა და კოსტიუმებით შედიან ანესთეზიოლოგები თუ მედდები... ერთმანეთს 8 საათში ერთხელ ენაცვლებიან. პროტოკოლს მკაცრად იცავენ - აქვთ თავიანთი საშხაპეები, სპეციალური გამოსაცვლელი ოთახები, სადაც მერე დეზინფექცია ტარდება.

- მილანში ცხოვრობთ და ბერგამოში მუშაობთ. რა მდგომარეობაა ამ ქალაქებში?

- მილანსა და ბერგამოში შემთხვევები არ არის, გარშემო პატარ-პატარა სოფლებში - კი, მაგრამ პაციენტებს აღრიცხავენ იქ, სადაც მკურნალობენ. ამის მიხედვით ბერგამოზე 424-ზე მეტი პაციენტი მოდის.

- მოსახლეობაში როგორი განწყობაა, იტალიელებიც ჩვენსავით ემოციურები არიან?

- ვისაც სურდო ჰქონდა, ყველა საავადმყოფოებს მოაწყდა, რიგები იდგა, რამაც გავრცელებას ხელი შეუწყო. ჩრდილოეთ იტალიაში სრულიად გაუქმებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ღონისძიებები. მხოლოდ რესტორნები მუშაობს, სადაც მაგიდასთან მომსახურება შეიძლება, ბარები, კლუბები კი არ მუშაობს. ფეხბურთის ჩემპიონატი იყო ერთ-ერთი მთავარი მიმოხილვის საგანი და გადაწყვიტეს, რომ მილანსა და ახლო ქალაქებში თამაშები ცარიელ სტადიონებზე ჩატარებულიყო. ხალხი სახლებიდან უგულშემატკივრებს.

ტურისტების საყვარელი ქალაქები ბერგამო და მილანი ახლა დაცლილია, მუზეუმები აღარ მუშაობს, არც სავარჯიშო დარბაზები. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, რადგან სამსახურებმა თანამშრომლები დაითხოვეს. სკოლები არ მუშაობს. რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, მაგრამ სახლში არიან, თვითიზოლაციაში. თუ მძიმე სიმპტომები არა აქვთ, სახლში ტოვებენ.

- არაერთ ქვეყანაში შეიქმნა მედიკამენტებისა და ნიღბების დეფიციტი. მანდ როგორი სიტუაციაა ამ მხრივ?

- მე სადაც ვმუშაობ, 5 000 ცალი ფილტრიანი ნიღაბი გვქონდა და გაქრა, სადეზინფექციო ხსნარებიც შემცირდა. აფთიაქებშიც ჭირს ნიღბები. პანიკა თავიდან იყო, ახლა სტრესული გარემოა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დარწმუნებულია უსაფრთხოებაში, არაერთს უთქვამს, კორონავირუსზე ლაპარაკს რომ იწყებენ, მაშინვე ხველა მეწყებაო. წაიკითხეთ სრულად

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"