კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასრულწლოვნები დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ რა საშიშია ყველასთვის?" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე
"არასრულწლოვნები დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ რა საშიშია ყველასთვის?" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე

"ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუფ­ში "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი" ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს, რომ დღეს დი­ლით სუ­პერ­მარ­კეტ­ში და­ყა­ჩა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო. მი­სი­ვე თქმით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი იყ­ვნენ და მათ და­ნე­ბი ჰქონ­დათ, რი­თაც მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ემუქ­რე­ბოდ­ნენ:

"ამ პოსტს ვწერ ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი. დღეს დი­ლის 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე, "სპარ­ში" 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, და­ნე­ბით შე­უ­ვარდბენ თა­ნამ­შრომ­ლებს. ორმა მა­ღა­ზი­ი­დან გა­მოქ­ცე­ვა მო­ას­წრო, ორს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკა­ვებ­დნენ იქამ­დე, სა­ნამ პატ­რუ­ლი არ მო­ვი­დო­და, მაგ­რამ პატ­რუ­ლი არ­სად ჩან­და. 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე იქ რომ შემ­თხვე­ვით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, არ ვიცი რით შე­იძ­ლე­ბო­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი.

10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ დავ­რე­კეთ პატ­რულ­ში, ამა­სო­ბა­ში ის და­ჭე­რი­ლი ბავ­შვე­ბიც გა­იქ­ცნენ. ოთხი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, და­ნე­ბით გა­რეთ დარ­ბი­ან, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რო­გო­რი სა­ში­შია ყვე­ლას­თვის? პატ­რუ­ლი, რო­მელ­მაც დრო­უ­ლად ვერ მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა, ამათ იმედ­ზე უნდა ვი­ყოთ? ბავ­შვე­ბი რომ­ლე­ბიც საჭ­მლის­თვის, ბი­ნის­თვის ან არ ვიცი სწავ­ლის­თვის მუ­შა­ო­ბენ, ვერ უნდა გრძნობ­დნენ რომ და­ცუ­ლე­ბი არი­ან? ორი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი, სრუ­ლი­ად მარ­ტო მთე­ლი ღამე, არც დაც­ვა არც არა­ფე­რი თავ­და­სა­ცა­ვი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა სტრე­სი მი­ი­ღეს ამ ბავ­შვებ­მა? რო­გორ ინერ­ვი­უ­ლეს?

რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ასე?! ან დაც­ვა და­ა­ყე­ნეთ მა­ღა­ზი­ებ­ში ან არ გვჭირ­დე­ბა 24-სა­ა­თი­ა­ნი მა­ღა­ზი­ე­ბი! ყვე­ლა­ნი უნდა და­ვუდ­გეთ გვერ­დში "სპა­რის" და მსგავ­სი მა­ღა­ზი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ ჩვენ შე­ვაც­ვლე­ვი­ნოთ ეს დამ­პა­ლი სის­ტე­მა" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რი­ამ მ.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი სან­ზო­ნა­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "სპა­რის" სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ა­ში მოხ­და. ჩვენ "სპა­რის" წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დით, თუმ­ცა ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვე­ბენ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, AMBEBI.GE შსს-საც და­უ­კავ­შირ­და. უწყე­ბა­ში მხო­ლოდ ის გვი­თხრეს, რომ საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ეს "სპა­რის" მა­ღა­ზი­ა­ზე თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. 2019 წლის 30 დე­კემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე "სპარ­თან" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად, მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მათე ჯო­მი­და­ვა და­შავ­და. ბიჭი, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმე­ლის მხრი­დან ბლაგ­ვი საგ­ნის თავ­ში ჩარ­ტყმის შე­დე­გად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ერ­თთვი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უპატრონო ქვეყანა
4

ჩასარიცხ აპარატებზე ნაკლები ხდება???? სპეციალურად აზიანებენ და მერე ჩაყლაპულ ფულებს იღებენ შენ კიდე უნდა რეკო და არკვიო ან დაგიბრუნებენ ან არა

.....
11

თავისუფლება უნდოდათ და აჰა,თავისუფლება!

ავტორი:

"არასრულწლოვნები დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ რა საშიშია ყველასთვის?" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე

"არასრულწლოვნები დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ რა საშიშია ყველასთვის?" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე

"ფეისბუქის" ჯგუფში "სასოწარკვეთილი მომხმარებლები" ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ დღეს დილით სუპერმარკეტში დაყაჩაღების მცდელობის ფაქტს შეესწრო. მისივე თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ და მათ დანები ჰქონდათ, რითაც მაღაზიის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ:

"ამ პოსტს ვწერ ძალიან გაბრაზებული და განერვიულებული. დღეს დილის 8-ის ნახევარზე, "სპარში" 4 არასრულწლოვანი ბავშვი, დანებით შეუვარდბენ თანამშრომლებს. ორმა მაღაზიიდან გამოქცევა მოასწრო, ორს თანამშრომლები აკავებდნენ იქამდე, სანამ პატრული არ მოვიდოდა, მაგრამ პატრული არსად ჩანდა. 8-ის ნახევარზე იქ რომ შემთხვევით რამდენიმე ადამიანი არ ვყოფილიყავით, არ ვიცი რით შეიძლებოდა დამთავრებული ეს ყველაფერი.

10 წუთის განმავლობაში ორჯერ დავრეკეთ პატრულში, ამასობაში ის დაჭერილი ბავშვებიც გაიქცნენ. ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი, დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ როგორი საშიშია ყველასთვის? პატრული, რომელმაც დროულად ვერ მოახდინა რეაგირება, ამათ იმედზე უნდა ვიყოთ? ბავშვები რომლებიც საჭმლისთვის, ბინისთვის ან არ ვიცი სწავლისთვის მუშაობენ, ვერ უნდა გრძნობდნენ რომ დაცულები არიან? ორი ახალგაზრდა ადამიანი, სრულიად მარტო მთელი ღამე, არც დაცვა არც არაფერი თავდასაცავი. წარმოგიდგენიათ რამხელა სტრესი მიიღეს ამ ბავშვებმა? როგორ ინერვიულეს?

როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?! ან დაცვა დააყენეთ მაღაზიებში ან არ გვჭირდება 24-საათიანი მაღაზიები! ყველანი უნდა დავუდგეთ გვერდში "სპარის" და მსგავსი მაღაზიების თანამშრომლებს, რომ ჩვენ შევაცვლევინოთ ეს დამპალი სისტემა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი მარიამ მ.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე "სპარის" სასურსათო მაღაზიაში მოხდა. ჩვენ "სპარის" წარმომადგენლებს დავუკავშირდით, თუმცა ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან.

საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, AMBEBI.GE შსს-საც დაუკავშირდა. უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

ეს "სპარის" მაღაზიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წლის 30 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მდებარე "სპართან" მომხდარი ინციდენტის შედეგად, მაღაზიის თანამშრომელი მათე ჯომიდავა დაშავდა. ბიჭი, რომელიც თავდამსხმელის მხრიდან ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმის შედეგად მძიმე მდგომარეობაში იყო, ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე

"სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას..." - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე