პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?
"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

ალ­ბათ, ყვე­ლას გახ­სოვთ ყალ­ბი დღგ-ის საქ­მე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა 53 პი­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო, 38 კი და­ა­კა­ვა. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ბი­უ­ჯეტ­მა 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ზა­რა­ლი აი­ცი­ლა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ უსა­ქონ­ლო ოპე­რა­ცი­ებს, რა დრო­საც ისი­ნი დღგ-ის ან­გა­რიშფაქ­ტუ­რებს აყალ­ბებ­დნენ. ასე­ვე, სა­გა­და­სა­ხა­დო დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ტა­ნის გზით დღგ-ში ყალბ აქ­ტივს იქ­მნიდ­ნენ.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სამ­სა­ხურ­ში აცხა­დებ­დნენ, რომ სწავ­ლობ­დნენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ უკა­ნო­ნო სქე­მას­თან კავ­შირს, თუმ­ცა მას შემ­დეგ ამ სა­კი­თხზე და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

ცოტა ხნის წინ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ და ლე­ვან კო­ბე­რი­ძემ ეს სა­კი­თხი კვლავ წა­მოს­წი­ეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ მთა­ვა­რი კი­თხვე­ბი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ანს უნდა და­ეს­ვას.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი:

"ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე ფიქ­რის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ის, რომ მი­ნის­ტრი სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე არ მო­ვი­და. მო­პა­რუ­ლი 100 მლნ ლა­რის აქ­ტი­ვე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ამო­ღე­ბის გრა­ფი­კი, აზარ­ტულ ბიზ­ნეს­ში მა­ფი­ო­ზუ­რი სქე­მე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ან და­ა­სა­ბუ­თოს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის, ან გა­დად­გეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და აღიძ­რას მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ყვე­ლა, ვინც მას და­ი­ცავს, მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა.

- მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ არ მო­ვი­და სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა­ზე.

- დიახ, სამი დღის წინ ვი­ყა­ვი და თუ რამე გინ­დო­დათ, გე­კი­თხა­თო. ვის უნდა და­ა­ჯე­როს, რომ არ იცის, რა გან­სხვა­ვე­ბაა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­სა და მი­ნის­ტრის სა­ა­თის ფორ­მა­ტებს შო­რის? მი­ნის­ტრის სა­ა­თის ფორ­მა­ტი, ასე თუ ისე, არა­სა­სურ­ვე­ლი კი­თხვე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და ეს მა­ჭა­ვა­რი­ან­მა კარ­გად იცის. მას არ სურ­და კო­რუფ­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი და ამი­ტომ არ მო­ვი­და კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე.

არ ვამ­ბობ, რომ კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა პი­რა­დად მა­ჭა­ვა­რი­ან­მა შექ­მნა და ფული მან მო­ი­პა­რა - ჩვენ ვამ­ბობთ, რომ მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან ასი მი­ლი­ო­ნი და­ი­კარ­გა, მან კი ხმა არ ამო­ი­ღო. ვინ და­ი­ჯე­რებს, რომ ასე­თი რამ ვინ­მემ მი­ნის­ტრის ხე­ლის და­ფა­რე­ბის გა­რე­შე გა­ბე­და?

ლე­ვან კო­ბე­რი­ძე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი:

"პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცი­აა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მი­მართ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის 55 მლნ-იანი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფუ­ლია. მე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის­გან ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, "რუს­თა­ვი 2"-თან და­კავ­ში­რე­ბით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ შეგ­ვი­შა­ლა ხე­ლიო. კი მაგ­რამ, თუ "რუს­თა­ვი 2"-ის შემ­თხვე­ვა­ში სტრას­ბურ­გმა შე­უ­შა­ლა ხელი, "მა­ესტრო­სა" და "იმედ­თან" და­კავ­ში­რე­ბით რა მოხ­და, რა­ტომ ვერ და­ა­დეს ინ­კა­სო?

რაც შე­ე­ხე­ბა ელი­ტურ კო­რუფ­ცი­ას, 100 მლნ დღგ-ს ნა­წილ­ში ყალ­ბი აქ­ტი­ვის შექ­მნას მი­ნის­ტრის მფარ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე რომ ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხებ­და, ეს ყვე­ლამ ვი­ცით. ერ­თმა პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ამ ერთ დღე­საც რომ გა­და­ა­ცი­ლოს დღგ-ს გა­დახ­და, მა­შინ­ვე და­უ­ყა­და­ღე­ბენ ან­გა­რიშს. რო­გორ დაგ­როვ­და 100 მლნ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა?! ერთ წელ­ზე მე­ტია მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რია გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

- ცნო­ბი­ლია, რომ ამ საქ­მე­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი პი­რია პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი.

- კი, მხო­ლოდ წვრილ ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზე გა­და­ტე­ხეს ჯოხი, არც ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი არ არის და­ჭე­რი­ლი. ვინ არის რე­ა­ლუ­რად ამ საქ­მის სა­თა­ვე­ში? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი უნდა გაგ­ვცეს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იურისტი
20

როცა გედევან ფოფხაძისა თუ პეტრეს გადასაწყვეტ თუ მისათიტებელი გახდება ვინმეს დაკითხვა არ დაკითხვა სასამართლო პროკურატურის დამოუკიდებლობაც იქ დამთავრდება სამწუხარო კი ისაა რომ ასეთ განცხადებას ბატონი ფოფხაძე აჟღერებს ბატონო გედევან ტუ არ ენდობით გამოჩიებას კარგად იცით დეპუტატის უფლება მოითხოვეთ საპარლამენტო კომისიის შექმნა დარჭმუნებული ვარ ბევრ მხარდამჭერს მოიძიებთ და კომისიის ფარგლებში გაეცით რეკომენდაციები სხვა ვითარებაში ვიფიქრებთ რომ გამოძიებაზე ზეჭოლას და მასში შარევის სურვილს აქვს ადგილი როგორც ბრძენი ჭაბუა ითყოდა ასეა ეს ბატონო გედეონ

temuri
8

კი არ დაიკარგა ბიძინას გოგონებმა ჯიბაში ჩაიდვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

ალბათ, ყველას გახსოვთ ყალბი დღგ-ის საქმე, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სამსახურმა 53 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, 38 კი დააკავა. მათი უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები არიან.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიუჯეტმა 100 მილიონი ლარის ზარალი აიცილა. მათივე ინფორმაციით, კომპანიების დირექტორები და ფაქტობრივი მმართველები ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი დღგ-ის ანგარიშფაქტურებს აყალბებდნენ. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით დღგ-ში ყალბ აქტივს იქმნიდნენ.

პარალელურად, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებდნენ, რომ სწავლობდნენ საჯარო მოხელეების ზემოხსენებულ უკანონო სქემასთან კავშირს, თუმცა მას შემდეგ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა.

ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გედევან ფოფხაძემ და ლევან კობერიძემ ეს საკითხი კვლავ წამოსწიეს და განაცხადეს, რომ მთავარი კითხვები ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს უნდა დაესვას.

გედევან ფოფხაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი:

"ივანე მაჭავარიანის ბრალეულობაზე ფიქრის საფუძველს მაძლევს ის, რომ მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე არ მოვიდა. მოპარული 100 მლნ ლარის აქტივები, ტელევიზიების დავალიანების ამოღების გრაფიკი, აზარტულ ბიზნესში მაფიოზური სქემები - ყველაფერი მისი პასუხისმგებლობაა. ან დაასაბუთოს, რომ ამ ყველაფერში ბრალი არ მიუძღვის, ან გადადგეს თანამდებობიდან და აღიძრას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. ყველა, ვინც მას დაიცავს, მისი თანამონაწილეა.

- მაჭავარიანმა მოგვიანებით განმარტა, თუ რატომ არ მოვიდა საკომიტეტო სხდომაზე.

- დიახ, სამი დღის წინ ვიყავი და თუ რამე გინდოდათ, გეკითხათო. ვის უნდა დააჯეროს, რომ არ იცის, რა განსხვავებაა კომიტეტის სხდომასა და მინისტრის საათის ფორმატებს შორის? მინისტრის საათის ფორმატი, ასე თუ ისე, არასასურველი კითხვების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა და ეს მაჭავარიანმა კარგად იცის. მას არ სურდა კორუფციაზე საუბარი და ამიტომ არ მოვიდა კომიტეტის სხდომაზე.

არ ვამბობ, რომ კორუფციული სქემა პირადად მაჭავარიანმა შექმნა და ფული მან მოიპარა - ჩვენ ვამბობთ, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო. ვინ დაიჯერებს, რომ ასეთი რამ ვინმემ მინისტრის ხელის დაფარების გარეშე გაბედა?

ლევან კობერიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი:

"პოლიტიკური კორუფციაა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ტელევიზიების 55 მლნ-იანი დავალიანება, რომელიც გადასახადის გადამხდელების ფულია. მე ფინანსთა მინისტრისგან ასეთი პასუხი მივიღე, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ შეგვიშალა ხელიო. კი მაგრამ, თუ "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში სტრასბურგმა შეუშალა ხელი, "მაესტროსა" და "იმედთან" დაკავშირებით რა მოხდა, რატომ ვერ დაადეს ინკასო?

რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, 100 მლნ დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნას მინისტრის მფარველობის გარეშე რომ ვერავინ მოახერხებდა, ეს ყველამ ვიცით. ერთმა პატარა კომპანიამ ერთ დღესაც რომ გადააცილოს დღგ-ს გადახდა, მაშინვე დაუყადაღებენ ანგარიშს. როგორ დაგროვდა 100 მლნ დავალიანება?! ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ რეალურად არაფერია გამოძიებული.

- ცნობილია, რომ ამ საქმეზე საკმაოდ ბევრი პირია პასუხისგებაში მიცემული.

- კი, მხოლოდ წვრილ ბიზნესმენებზე გადატეხეს ჯოხი, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ არის დაჭერილი. ვინ არის რეალურად ამ საქმის სათავეში? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს ფინანსთა მინისტრმა წაიკითხეთ ვრცლად

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს"

რატომ შეხვდა ვანო ჩხარტიშვილი ამირან გამყრელიძეს - "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ

LIVE: გიგა ბოკერია "ნიუსრუმში"