საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრება თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად და როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან
ქრება თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად და როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

უნდა ვე­ლო­დოთ თუ არა დათ­ბო­ბას­თან ერ­თად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბას, და­ცუ­ლე­ბი არი­ან თუ არა მა­ღა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი COVID-19-ის­გან, ვინ მი­ე­კუთ­ვნე­ბა რისკ-ჯგუ­ფებს, რო­გო­რია ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პი­რებ­ში - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვს მი­მარ­თა.

- ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თქვა, რომ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სის გაქ­რო­ბის მო­ლო­დი­ნი შე­საძ­ლოა ფუჭი აღ­მოჩ­ნდეს. ეყ­რდო­ნა თუ არა ეს ვა­რა­უ­დი რა­ი­მე კვლე­ვას ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას?

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ covid-19 სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე თვეა გაჩ­ნდა, დღეს მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნამ ბო­ლომ­დე არ იცის ამ ვირუ­სის ბუ­ნე­ბა. მას იკ­ვლევს რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ამე­რი­კუ­ლი ცენ­ტრი. ამის ექ­სპერ­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბო­ბენ, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უფრო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მსგავ­სი პან­დე­მი­ე­ბის შეს­წავ­ლი­სას. ერ­თა­დერ­თი, რაც ვი­ცით ყვე­ლა, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ტი­პის და­ა­ვა­დე­ბა ზა­ფხულ­ში, სით­ბოს დად­გო­მას­თან ერ­თად მკვეთ­რად მცირ­დე­ბა და ქრე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის სხვა შტა­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაც ამას ამ­ბობს, რომ ზა­ფხულ­ში ასე­თი ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბი უკან იხევს. თუმ­ცა ახალ, უც­ნობ პან­დე­მი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბაც არ­სე­ბობს.

აი, მა­გა­ლი­თად ფრინ­ვე­ლის გრი­პი რომ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მა­შინ გრი­პის ძა­ლი­ან ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა სწო­რედ ზა­ფხულ­ში მოხ­და, ეს იყოო აშშ- სა და ბრი­ტა­ნეთ­ში ივ­ნი­სის და მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში. ამი­ტომ გა­დაჭ­რით ჩვენ ვერ ვი­ტყვით, რომ ეს ვირუ­სი სი­ცხე­ში გაქ­რე­ბა.

ხში­რად, როცა ვირუ­სი ახა­ლია და ადა­მი­ა­ნებს ამა­ზე იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვთ გა­მო­მუშ­ვე­ბუ­ლი, მათ მახ­სოვ­რო­ბა­ში არ ზის, ძნე­ლია რა­მის პროგ­ნო­ზი­რე­ბა. თუმ­ცა კარ­გია ის, რომ ჩი­ნე­თი მკაც­რი ხე­ლის პო­ლი­ტი­კით შემ­თხვე­ვებს ამ­ცი­რებს და ნუ­ლამ­დე ჩა­მოჰ­ყავს პრაქ­ტი­კუ­ლად, თან ჩი­ნეთ­შიც 20 გრა­დუსს გა­დას­ცდა ტემპრა­ტუ­რა და იქაც დათ­ბა. ამი­ტომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია კარ­გის­კენ ვი­ფიქ­როთ.

- რაც შე­ე­ხე­ბა იმუ­ნი­ტეტს, რამ­დე­ნად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­ე­მარ­თე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ექ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ წელს უბ­რა­ლო გა­ცი­ე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის 10% კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს 4 შტა­მი, რომ­ლე­ბიც მათ იწ­ვევს, სა­უ­ბა­რია ორ A(ალფა) და ორ B (ბეტა) შტამ­ზე, მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს და ადა­მი­ანს რაც არ უნდა კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეს, მა­ინც ხვდე­ბა ხოლ­მე. ერ­თა­დერ­თი, რაც ზუს­ტად ვი­ცით ის არის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ადა­მი­ა­ნებს ერ­ჩის, ვი­საც აქვს და­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა.

ესე­ნი ძი­რი­თა­დად არი­ან 60-65 წლის ასა­კის ზე­მოთ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. ბავ­შვე­ბის იმუ­ნი­ტე­ტიც კარ­გად ერე­ვა ახალ კო­რო­ნა­ვირუსს, ამი­ტო­მაც 20 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად სიკ­ვდი­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, 15 წლამ­დე ასა­კის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ცო­ტაა და 9 წლამ­დე ასა­კის ფაქ­ტი­უ­რად ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს ვირუ­სი არის არა ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დე­ბი, არა­მედ მხო­ლოდ წვე­თო­ვა­ნი გზით გა­და­დის, და­ახ­ლო­ე­ბით ორი მეტ­რის რა­დი­უს­ში ვრცელ­დე­ბა და 15 წუთი ჰყოფ­ნის ორ­გა­ნიზ­მში შე­საჭ­რე­ლად, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხი უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე ეს შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მისი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გავ­რცე­ლე­ბის დროს.

ცალ­სა­ხაა, რომ უფრო ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე­ე­ბი და­ცუ­ლე­ბი არი­ან არა იმის­გან, რომ არ და­ე­მარ­თოთ, არა­მედ იმის­გან, რომ ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ დად­გეს. ასე, რომ ვერ ვი­ტყვით იმას, რომ რაც არ უნდა ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, მას ვირუ­სი არ და­ე­მარ­თე­ბაო, მაგ­რამ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 80 % შე­და­რე­ბით იო­ლად გა­და­ი­ტანს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბას - რამე კონ­კრე­ტუ­ლი წა­მა­ლი ან ფორ­მუ­ლა, თუ რო­გორ უნდა წა­ვა­ხა­ლი­სოთ ჩვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი ისე, რომ ყვე­ლას გქვონ­დეს უძ­ლი­ე­რე­სი, ასე­თი რამ მე­დი­ცი­ნა­ში არ არ­სე­ბობს.

აქ კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რეთ სტრე­სი! სტრე­სი იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად. ეცა­დეთ მი­ი­ღოთ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი, მო­ი­წეს­რი­გოთ ძილი, ივარ­ჯი­შოთ და მზე­ზე გა­ა­ტა­როთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო, რად­გან მზე არ უყ­ვარს ამ ვირუსს. მზი­ან დღე­ებ­ში ბევ­რი დრო გა­ა­ტა­რეთ გა­რეთ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

- ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რისკ-ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, რო­გორ ებ­რძვი­ან ამ ვირუსს?

- რა თქმა უნდა, შე­დე­გი ყო­ველ­თვის ლე­ტა­ლუ­რი არ არის. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, რომ საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ diamond princess-ზე ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­მო­ჯან­მრთელ­და კა­ნა­დე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის დი­ა­ბე­ტი და ჰი­პერ­ტო­ნია. ასე რომ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ორ­გა­ნიზ­მზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ყვე­ლა ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი-და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს შეხ­ვდეს ვირუ­სი და იო­ლად გა­და­ი­ტა­ნოს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ნამ­დვი­ლად წარ­მო­ად­გე­ნენ რისკ-ჯგუფს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც დღეს კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია არი­ან, უმე­ტე­სო­ბა 70-80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, უფრო მე­ტად კა­ცე­ბი ავად­დე­ბი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სით? რა­ტომ?

- ეს შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს იმას, რომ რე­ცეპ­ტო­რი, რო­მელ­საც ვირუ­სი ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რამ­დე უკავ­შირ­დე­ბა, ბევ­რად მე­ტა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი მა­მა­კა­ცებ­ში.

და­ა­ვა­დე­ბულ­თა 53% მა­მა­კა­ცია, ქა­ლებ­ში ეს რე­ცეპ­ტო­რი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი და და­ა­ვა­დე­ბის შან­სიც ბევ­რად და­ბა­ლია. ასე­ვე, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა ერთ-ერთი რისკ-ფაქ­ტო­რია. თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით ვერ გე­ტყვით, რომ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან.

წა­ი­კი­თხეთ: რა­ტომ არის სა­ში­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მა­რი­ხუ­ა­ნას მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის - პულ­მო­ნო­ლო­გი და­ვით ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი რისკ-ჯგუ­ფებ­ზე სა­უბ­რობს

- მინ­და გკი­თხოთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც...

- თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი ჯან­დაც­ვის მოსფლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სახ­ლში უნდა იყოს იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი და ამას სჭირ­დე­ბა მრა­ვა­ლო­თა­ხი­ა­ნი სახ­ლი. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იზო­ლი­რე­ბუ­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, მი­ნი­მუმ სა­პირ­ფა­რე­შო. ადა­მი­ანს არ უნდს ჰქონ­დეს კავ­ში­რი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან. ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­ცე­მა საკ­ვე­ბის არ უნდა ხდე­ბო­დეს რო­გორც კა­რან­ტინ­ში ვხე­დავთ, რომ გა­რეთ დე­ბენ საკ­ვებს, შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი გა­მო­დის და შე­აქვს ის თა­ვის ოთახ­ში.

ასე უნდა იყოს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დრო­საც. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პირი მო­ბი­ლუ­რით უნდა ეკონ­ტაქ­ტე­ბო­დეს ოჯა­ხის წევ­რებს. ეს ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლად და­სა­ცა­ვია. თუ სიმპტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდე­ბა ადა­მი­ანს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დროს, ის შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხებს სას­წრა­ფოს ან ნი­ღა­ბით და­ცუ­ლი თა­ვი­სით წავა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

- სა­შუ­ა­ლოდ, რა პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას?

- ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ინ­ცი­ცი­რე­ბულ­თაყ­ვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა 58% გა­მო­კეთ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან დიდ პრო­ცენ­ტში და­დე­ბი­თი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა სტე­რო­ი­დებ­მა, პრედ­ნი­ზო­ლო­ნის და დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის ტი­პის პრე­პა­რა­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, სწო­რი ვენ­ტი­ლა­ცია, სწო­რი ინ­ფუ­ზუ­რი თე­რა­პია, სწო­რი ან­ტი­ბი­კო­თე­რა­პია და სხვა სიმპტო­მუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მსუ­ბუქ შემ­თხე­ვა­ში ერთი-ორი კვი­რა სჭირ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლო და სა­შუ­ა­ლო­ზე რთულ შემ­თხვე­ვებ­ში თვე­ნა­ხევ­რამ­დე. თუმ­ცა არი ისე­თი მძი­მე შემ­თხვევ­ბიც, რომ თვე­ე­ბია უკვე პა­ცი­ენ­ტე­ბი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბი­ან. ეს მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ორ­გა­ნიზ­მზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- და ბო­ლოს, რო­გო­რია თქვე­ნი პროგ­ნო­ზი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვის­რუ­სი გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან უკვე და­ფიქ­სირ­და შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხე­ვე­ვა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბაა და თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ, თუმ­ცა კარ­გი ის არის, რომ მე­სა­მე­უ­ლი გა­და­ცე­მის რის­კი დიდი არ არის, რად­გან მათ არ ჰქო­ნი­ათ ბევ­რი კონ­ტაქ­ტი, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი არ უნა­ხავთ, იმ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ღაც ისე მომ­ხდა­რა, ამი­ტომ აქ იმე­დი­ა­ნად არი­ან...

თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რომ გა­იზ­რდე­ბა, ეს ცხა­დია. იმე­დი მაქვს, რომ ხალ­ხი გა­მო­ი­ჩენს თვით­შეგ­ნე­ბას და ვირუ­სი­ა­ნე­ბი გა­რეთ სი­ა­რულს არ და­ი­წყე­ბენ. ასე­ვე, დრო­უ­ლად მი­მარ­თა­ვენ ექიმს, ვფიქ­რობ, რომ მარ­ტის შემ­დეგ უფრო დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია.

მთავ­რია, რომ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იყოს ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და ჩა­მო­სუ­ლი პი­რე­ბის "გა­მო­ჭე­რა­ზე", რათა არ მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ა­ინ­ფი­ცი­რონ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი. ნა­მუს­ზე უნდა შე­ვაგ­დოთ ყვე­ლა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, რომ თავი შე­ი­კა­ვონ მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან და თუ ამას მა­ინც გა­ა­კე­თე­ბენ, გა­მო­ი­ცხა­დონ თვი­თი­ზო­ლა­ცია და სახ­ლი არ და­ტო­ვონ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
32

 მოკლედ, ან ასე იქნება, ან ისე, ექიმები კი არა, ვარდუა მკითხავები ხართ...

nene
7

სუფთა ჰაერი სად არის თბილისში? თქვით რომ სოფლებში წავიდნენ იმიტომ რომ იქ არ არის დაბინძურებული ჰაერი , აბა აქ რა უნდა შეისუნთქონ ტრანსპორტის გამონაბოლქვი?....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქრება თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად და როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

ქრება თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად და როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

უნდა ველოდოთ თუ არა დათბობასთან ერთად ახალი კორონავირუსის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებას, დაცულები არიან თუ არა მაღალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები COVID-19-ისგან, ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს, როგორია ლეტალობის მაჩვენებელი ქრონიკული დაავადების მქონე დაინფიცირებულ პირებში - ამ და სხვა აქტუალური კითხვებით AMBEBI.GE-მ იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ დათბობასთან ერთად კორონავირუსის გაქრობის მოლოდინი შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს. ეყრდონა თუ არა ეს ვარაუდი რაიმე კვლევას ან მტკიცებულებას?

- გამომდინარე იქიდან, რომ covid-19 სულ რაღაც რამდენიმე თვეა გაჩნდა, დღეს მსოფლიო მედიცინამ ბოლომდე არ იცის ამ ვირუსის ბუნება. მას იკვლევს როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე დაავადებათა კონტროლის ამერიკული ცენტრი. ამის ექსპერტები მსოფლიოში არ არსებობენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც უფრო დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი პანდემიების შესწავლისას. ერთადერთი, რაც ვიცით ყველა, რესპირატორული ტიპის დაავადება ზაფხულში, სითბოს დადგომასთან ერთად მკვეთრად მცირდება და ქრება.

კორონავირუსების სხვა შტამებზე დაკვირვებაც ამას ამბობს, რომ ზაფხულში ასეთი ტიპის დაავადებები უკან იხევს. თუმცა ახალ, უცნობ პანდემიებთან მიმართებაში საპირისპირო მოსაზრებაც არსებობს.

აი, მაგალითად ფრინველის გრიპი რომ იყო გავრცელებული, მაშინ გრიპის ძალიან ფართო გავრცელება სწორედ ზაფხულში მოხდა, ეს იყოო აშშ- სა და ბრიტანეთში ივნისის და მაისის პერიოდში. ამიტომ გადაჭრით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ვირუსი სიცხეში გაქრება.

ხშირად, როცა ვირუსი ახალია და ადამიანებს ამაზე იმუნიტეტი არ აქვთ გამომუშვებული, მათ მახსოვრობაში არ ზის, ძნელია რამის პროგნოზირება. თუმცა კარგია ის, რომ ჩინეთი მკაცრი ხელის პოლიტიკით შემთხვევებს ამცირებს და ნულამდე ჩამოჰყავს პრაქტიკულად, თან ჩინეთშიც 20 გრადუსს გადასცდა ტემპრატურა და იქაც დათბა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია კარგისკენ ვიფიქროთ.

- რაც შეეხება იმუნიტეტს, რამდენად არგუმენტირებულია მოსაზრება, თითქოს კარგი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს კორონავირუსი არ დაემართებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფიცირებულთან ექნება კონტაქტი?

- საქართველოში ყოველ წელს უბრალო გაციებითი დაავადებების 10% კორონავირუსებითაა გამოწვეული. ეს 4 შტამი, რომლებიც მათ იწვევს, საუბარია ორ A(ალფა) და ორ B (ბეტა) შტამზე, მუდმივად არსებობს და ადამიანს რაც არ უნდა კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს, მაინც ხვდება ხოლმე. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ის არის, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად იმ ადამიანებს ერჩის, ვისაც აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა.

ესენი ძირითადად არიან 60-65 წლის ასაკის ზემოთ მყოფი ადამიანები. ბავშვების იმუნიტეტიც კარგად ერევა ახალ კორონავირუსს, ამიტომაც 20 წლამდე ასაკის ადამიანებში პრაქტიკულად სიკვდილი არ დაფიქსირებულა, 15 წლამდე ასაკის ინფიცირებული ძალიან ცოტაა და 9 წლამდე ასაკის ფაქტიურად ერთეული შემთხვევებია.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვირუსი არის არა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, არამედ მხოლოდ წვეთოვანი გზით გადადის, დაახლოებით ორი მეტრის რადიუსში ვრცელდება და 15 წუთი ჰყოფნის ორგანიზმში შესაჭრელად, ინფიცირებულთა რიცხი უფრო დაბალია, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების დროს.

ცალსახაა, რომ უფრო ძლიერი იმუნიტეტის მქონეები დაცულები არიან არა იმისგან, რომ არ დაემართოთ, არამედ იმისგან, რომ ლეტალური შედეგი არ დადგეს. ასე, რომ ვერ ვიტყვით იმას, რომ რაც არ უნდა ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს ადამიანს, მას ვირუსი არ დაემართებაო, მაგრამ დაინფიცირების შემთხვევაში 80 % შედარებით იოლად გადაიტანს.

რაც შეეხება იმუნიტეტის ამაღლებას - რამე კონკრეტული წამალი ან ფორმულა, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ჩვენი იმუნიტეტი ისე, რომ ყველას გქვონდეს უძლიერესი, ასეთი რამ მედიცინაში არ არსებობს.

აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო, მინიმუმამდე შეამცირეთ სტრესი! სტრესი იმუნურ სისტემაზე მოქმედებს ძალიან ნეგატიურად. ეცადეთ მიიღოთ ჯანსაღი საკვები, მოიწესრიგოთ ძილი, ივარჯიშოთ და მზეზე გაატაროთ რაც შეიძლება მეტი დრო, რადგან მზე არ უყვარს ამ ვირუსს. მზიან დღეებში ბევრი დრო გაატარეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე.

- ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, როგორ ებრძვიან ამ ვირუსს?

- რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის ლეტალური არ არის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საკრუიზო ლაინერ diamond princess-ზე ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი პირველი გამოჯანმრთელდა კანადელი მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ჰიპერტონია. ასე რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ორგანიზმზეა დამოკიდებული.

ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. შეიძლება ქრონიკული-დაავადების მქონე ადამიანს შეხვდეს ვირუსი და იოლად გადაიტანოს მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ნამდვილად წარმოადგენენ რისკ-ჯგუფს. იმ ადამიანებიდან, რომლებიც დღეს კრიტიკულ მდგომარეობაშია არიან, უმეტესობა 70-80 წელს გადაცილებული და შესაბამისად, ქრონიკული დაავადებების მატარებელია.

- გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, უფრო მეტად კაცები ავადდებიან კორონავირუსით? რატომ?

- ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ რეცეპტორი, რომელსაც ვირუსი ორგანიზმში შეჭრამდე უკავშირდება, ბევრად მეტადაა გამოხატული მამაკაცებში.

დაავადებულთა 53% მამაკაცია, ქალებში ეს რეცეპტორი შედარებით ნაკლებადაა გამოხატული და დაავადების შანსიც ბევრად დაბალია. ასევე, თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. თუმცა სტატისტიკის მიხედვით ვერ გეტყვით, რომ დაავადებულები აუცილებლად თამბაქოს მომხმარებლები არიან.

წაიკითხეთ: რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის - პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

- მინდა გკითხოთ თვითიზოლაციის წესების შესახებაც...

- თვითიზოლაციის წესები ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, სახლში უნდა იყოს იზოლირებული ოთახი და ამას სჭირდება მრავალოთახიანი სახლი. ასევე, აუცილებელია იზოლირებული სველი წერტილები, მინიმუმ საპირფარეშო. ადამიანს არ უნდს ჰქონდეს კავშირი ოჯახის სხვა წევრებთან. ხელიდან ხელში გადაცემა საკვების არ უნდა ხდებოდეს როგორც კარანტინში ვხედავთ, რომ გარეთ დებენ საკვებს, შემდეგ პაციენტი გამოდის და შეაქვს ის თავის ოთახში.

ასე უნდა იყოს თვითიზოლაციის დროსაც. თვითიზოლაციაში მყოფი პირი მობილურით უნდა ეკონტაქტებოდეს ოჯახის წევრებს. ეს ნამდვილად ძალიან რთულად დასაცავია. თუ სიმპტომები აღმოაჩნდება ადამიანს თვითიზოლაციის დროს, ის შემდეგ გამოიძახებს სასწრაფოს ან ნიღაბით დაცული თავისით წავა საავადმყოფოში.

- საშუალოდ, რა პერიოდი სჭირდება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას?

- ჩინეთში, სადაც ინციცირებულთაყველაზე მაღალი მაჩვენებელია, გამოჯანმრთელებულთა 58% გამოკეთდა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ, ძალიან დიდ პროცენტში დადებითი შედეგი მოიტანა სტეროიდებმა, პრედნიზოლონის და დექსამეტაზონის ტიპის პრეპარატებმა, რომლებიც სუნთქვის გაძნელებისას გამოიყენეს.

აუცილებელია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სწორი ვენტილაცია, სწორი ინფუზური თერაპია, სწორი ანტიბიკოთერაპია და სხვა სიმპტომური საშუალებების სწორად გამოყენება. გამოჯანმრთელებას რაც შეეხება, მსუბუქ შემთხევაში ერთი-ორი კვირა სჭირდება. საშუალო და საშუალოზე რთულ შემთხვევებში თვენახევრამდე. თუმცა არი ისეთი მძიმე შემთხვევბიც, რომ თვეებია უკვე პაციენტები მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ეს მაინც ინდივიდუალურია და ორგანიზმზეა დამოკიდებული.

- და ბოლოს, როგორია თქვენი პროგნოზი საქართველოში ახალი კორონავისრუსი გავრცელების მასშტაბებთან მიმართებაში?

- სამწუხაროდ, ჩვენთან უკვე დაფიქსირდა შიდა გადაცემის შემთხევევა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ რეალობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა კარგი ის არის, რომ მესამეული გადაცემის რისკი დიდი არ არის, რადგან მათ არ ჰქონიათ ბევრი კონტაქტი, მისი ოჯახის წევრებიც კი არ უნახავთ, იმ დღეების განმავლობაში, რაღაც ისე მომხდარა, ამიტომ აქ იმედიანად არიან...

თუმცა შემთხვევების რაოდენობა რომ გაიზრდება, ეს ცხადია. იმედი მაქვს, რომ ხალხი გამოიჩენს თვითშეგნებას და ვირუსიანები გარეთ სიარულს არ დაიწყებენ. ასევე, დროულად მიმართავენ ექიმს, ვფიქრობ, რომ მარტის შემდეგ უფრო დასტაბილურდება სიტუაცია.

მთავრია, რომ ძირითადი აქცენტი იყოს ექსპორტირებული შემთხვევების და ჩამოსული პირების "გამოჭერაზე", რათა არ მივცეთ საშუალება, რომ დააინფიცირონ სხვა ადამიანები. ნამუსზე უნდა შევაგდოთ ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ თავი შეიკავონ მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობისგან და თუ ამას მაინც გააკეთებენ, გამოიცხადონ თვითიზოლაცია და სახლი არ დატოვონ ორი კვირის განმავლობაში.

"შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს" - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით

"ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება" - რატიანი