მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორსულობა და ახალი კორონავირუსი - გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის
ორსულობა და ახალი კორონავირუსი - გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორ­სუ­ლე­ბი­სა და მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლებ­მა უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, რომ და­იც­ვან სა­კუ­თა­რი და ჩვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი (UNFPA), რო­გორც გა­ე­როს სქე­სობ­რი­ვი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო, ახ­ლო­დან ადევ­ნებს თვალს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ა­ვა­დე­ბის (COVID-19) აფეთ­ქე­ბას, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბად გა­მო­ცხად­და და თა­ვის პარტნი­ო­რებ­თან, მთავ­რო­ბებ­სა და გა­ე­როს სხვა სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ერ­თად ამ სა­კი­თხის გა­დაჭ­რა­ზე მუ­შა­ობს.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის მი­ზა­ნია, რომ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის და ორ­სულ ქა­ლებს ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ყუ­რა­დღე­ბო სა­კი­თხე­ბის, პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბის და იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა მო­ი­ძი­ონ დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

"მა­შინ, როცა შიში და გა­ურ­კვევ­ლო­ბა ბუ­ნებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბაა კო­რო­ნა­ვირუს­ზე, ჩვენ ფაქ­ტე­ბი­თა და სო­ლი­დუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ" - აცხა­დებს ნა­ტა­ლია კა­ნე­მი, გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სქე­სობ­რი­ვი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს წარ­მო­ად­გენს ეპი­დე­მი­ე­ბის დროს. უსაფრ­თხო ორ­სუ­ლო­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა დიდ­წი­ლად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­თა­ნა­დოდ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბად ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებ­სა და ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ დად­გე­ნი­ლი სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბის მკაც­რად დაც­ვა­ზე.

რამ­დე­ნა­დაც COVID-19-ის აფეთ­ქე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყოს ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის, გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონდს სურს, რომ ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­ზი­ა­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის წი­ნა­შე არ­სე­ბულ რის­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მცი­რე­ო­დე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბის, ასე­ვე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი შე­სა­ფე­რი­სი მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ.

დღემ­დე ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, არი­ან თუ არა ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი უფრო მე­ტად მო­წყვლა­დი COVID-19 ვირუ­სის მი­მართ. თუმ­ცა, ორ­სუ­ლო­ბა ფი­ზი­კურ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი ორ­სუ­ლი ვირუ­სუ­ლი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სად­მი უფრო და­უც­ვე­ლი გა­ხა­დოს.

სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა უპირ­ვე­ლეს პრი­ო­რი­ტეტს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ორ­სულ­მა ქა­ლებ­მა იგი­ვე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღონ ინ­ფექ­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რაც ყვე­ლა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი­ცაა: ახლო კონ­ტაქ­ტის არი­დე­ბა იმ პი­რებ­თან, ვინც ახ­ვე­ლებს და აცე­მი­ნებს. მათ ხე­ლე­ბი ხში­რად უნდა და­ი­ბა­ნონ საპ­ნი­თა და წყლით, ან ხე­ლე­ბი სპირ­ტი­ა­ნი ხსნა­რით გა­იწ­მინ­დონ, პირ­სა და ცხვირ­ზე ხელ­სა­ხო­ცი აი­ფა­რონ, ან მოხ­რილ მკლავ­ში და­ახ­ვე­ლონ და და­ა­ცე­მი­ნონ, ასე­ვე, ხორ­ცი და კვერ­ცხე­ბი კარ­გად და­ა­მუ­შა­ონ.

  • თუ ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუ­სი აქვთ, ან ინ­ფი­ცი­რე­ბა და­უ­დას­ტურ­დე­ბათ, მათ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ზრდას­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უნდა ჩა­უ­ტარ­დეთ, მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თან მჭიდ­რო კონ­სულ­ტა­ცი­ით
  • მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი ახალ­შო­ბი­ლის­გან არ უნდა გა­ა­ცალ­კე­ვონ, რამ­დე­ნა­დაც, გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის (UNICEF) თა­ნახ­მად არ არ­სე­ბობს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვს დე­დის რძით გა­და­ე­ცეს. დე­დას შე­უძ­ლია ძუ­ძუ­თი კვე­ბა გა­ნაგ­რძოს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამა­ვე დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი:
  • სიმპტო­მე­ბის მქო­ნე დე­დებ­მა, რომ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად კარ­გად გრძნო­ბენ თავს იმის­თვის, რომ ბავ­შვი თა­ვი­სი რძით გა­მოკ­ვე­ბოს, ნი­ღა­ბი უნდა ატა­რონ, როცა ბავ­შვთან ახ­ლოს იქ­ნე­ბი­ან (კვე­ბის დრო­საც), მათ ხე­ლე­ბი უნდა და­ი­ბა­ნონ ბავ­შვთან შე­ხე­ბამ­დე და კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ (კვე­ბის ჩათ­ვლით), ასე­ვე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზე­და­პი­რე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა/დე­ზინ­ფექ­ცია უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ.
  • თუ დედა ძა­ლი­ან ავად არის ძუ­ძუ­თი კვე­ბის­თვის, მას უნდა ურ­ჩი­ონ, რომ რძე გა­მო­იწ­ვე­ლოს და შემ­დეგ ბავ­შვი სუფ­თა ჭი­ქი­დან/ან კოვ­ზი­დან გა­მოკ­ვე­ბოს - ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნიღ­ბის ტა­რე­ბა, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა ბავ­შვთან შე­ხე­ბამ­დე და კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ, ასე­ვე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზე­და­პი­რე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა/დე­ზინ­ფექ­ცია

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის, ოჯა­ხე­ბის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­როს მუ­შა­კე­ბის­თვის, რე­ა­გი­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი (UNFPA) ვირუ­სით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მო­წყვლა­დი ქა­ლე­ბის და გო­გო­ნე­ბის გვერ­დით დგას, რო­მელ­თა დაც­ვას და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბებს ცენ­ტრა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ად­გი­ლი უნდა ეჭი­როს რე­ა­გი­რე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. ჩვენ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვმუ­შა­ობთ ჩვენს პერ­სო­ნალ­თან ერ­თად, რათა გა­დავ­ხე­დოთ შიდა მზად­ყოფ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას, ასე­ვე ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას პარტნი­ო­რებ­თან, მთავ­რო­ბებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, რო­მელ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბით ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მას­ზე რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით" - ნათ­ქვა­მია გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ორსულობა და ახალი კორონავირუსი - გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის

ორსულობა და ახალი კორონავირუსი - გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის

გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალებმა უნდა იხელმძღვანელონ აღნიშნული რეკომენდაციებით, რომ დაიცვან საკუთარი და ჩვილის ჯანმრთელობა.

"გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ახლოდან ადევნებს თვალს ახალი კორონავირუსის დაავადების (COVID-19) აფეთქებას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოცხადდა და თავის პარტნიორებთან, მთავრობებსა და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად ამ საკითხის გადაჭრაზე მუშაობს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიზანია, რომ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს რეპროდუქციული ასაკის და ორსულ ქალებს ინფექციასთან დაკავშირებული საყურადღებო საკითხების, პოტენციური რისკების და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიძიონ დროული სამედიცინო დახმარება.

"მაშინ, როცა შიში და გაურკვევლობა ბუნებრივი რეაგირებაა კორონავირუსზე, ჩვენ ფაქტებითა და სოლიდური ინფორმაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ" - აცხადებს ნატალია კანემი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ეპიდემიების დროს. უსაფრთხო ორსულობა და მშობიარობა დიდწილად არის დამოკიდებული სათანადოდ ფუნქციონირებად ჯანდაცვის სისტემებსა და ინფექციის მიმართ დადგენილი სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვაზე.

რამდენადაც COVID-19-ის აფეთქება შეიძლება განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყოს ორსული ქალებისთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდს სურს, რომ ინფორმაცია გააზიაროს აღნიშნული ჯგუფის წინაშე არსებულ რისკებთან დაკავშირებით არსებული მცირეოდენი მტკიცებულების ერთობლიობის, ასევე პრევენციული ზომების და რეკომენდებული შესაფერისი მკურნალობის შესახებ.

დღემდე ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა, ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირაციული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს.

სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე.

ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა: ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხები კარგად დაამუშაონ.

  • თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით
  • მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:
  • სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ.
  • თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს - ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფიცირებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, რეაგირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალების და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევების განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით" - ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"