პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ მოგზაურობისას, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდეთ
რა უნდა გაითვალისწინოთ მოგზაურობისას, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდეთ

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა და უფრო მეტ ქვე­ყა­ნა­ში დას­ტურ­დე­ბა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი უკვე მსოფ­ლი­ოს 84 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. რთუ­ლია იმის გან­სა­ზღვრა, თუ სა­დამ­დე მი­ვალთ და რა გვე­ლის, მაგ­რამ ერთი რამ, რაც და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ ისაა, რომ ახა­ლი ტი­პის ვირუ­სი მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის ნამ­დვილ კოშ­მა­რად იქცა.

ვირუ­სის საფრ­თხის გამო გა­უქ­მდა, ან გა­და­ი­დო ფრე­ნე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად ამ­ბო­ბენ უარს ფრე­ნა­ზე. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში და­ი­ხუ­რა მუ­ზე­უ­მე­ბი და გა­უქ­მდა კონ­ცერ­ტე­ბი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი შე­ი­კა­ვონ იმ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია. ამ ეტაპ­ზე ასე­თი ქვეყ­ნე­ბია - ჩი­ნე­თი, სამ­ხრეთ კო­რეა, იტა­ლია და ირა­ნი.

თუმ­ცა, თუ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მიფ­რი­ნავთ, ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ხში­რად ვის­მენთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის:

  • ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბით. ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა მო­ი­ცავს ხე­ლე­ბის და­ბა­ნას საპ­ნი­თა და წყლით, ასე­ვე ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტით და­მუ­შა­ვე­ბას;
  • აი­ფა­რეთ ცხვირ­სა და პირ­ზე ხელ­სა­ხო­ცი როცა გახ­ვე­ლებთ, ან გა­ცე­მი­ნებთ და თუ თქვენ გვერ­დით მყოფს ახ­ვე­ლებს, ან აცე­მი­ნებს, სას­წრა­ფოდ გა­ე­ცა­ლეთ და და­ი­ცა­ვით ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი;
  • არ შე­ე­ხოთ პირ­სა და ცხვირს;
  • რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კვე­ბის ჰი­გი­ე­ნის დაც­ვაც;
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მოგ­ზა­უ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან იმ არე­ა­ლი­დან, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ახ­დი­ნონ თვი­თი­ზო­ლა­ცია და მიჰ­ყვნენ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში შე­მუ­შა­ვე­ბულ პრო­ტო­კო­ლის წე­სებს;
  • თუ გა­მო­ხა­ტუ­ლია ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, ან სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს, მო­უ­ყე­ვით მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია;

რო­გორცAMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში უთხრეს, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი მგზავ­რის­თვის ერ­თნა­ი­რია.

"სვე­ლი და­მუ­შა­ვე­ბით, ქლო­რით დე­ზინ­ფექ­ცია უტარ­დე­ბა აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბას, გახ­სნი­ლი არის კარ­ვე­ბი, სა­დაც მოწ­მდე­ბი­ან მგზავ­რე­ბი, ეს მგზავ­რე­ბი სა­ი­და­ნაც მოფ­რი­ნა­ვენ, იქაც გა­დი­ან შე­მოწ­მე­ბას, ანუ ყვე­ლა ჯერ­ზე მოწ­მდე­ბი­ან.

ზუს­ტად იგი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გვაქვს, რა­საც მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი - თუ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ აქვთ, თავი უნდა შე­ი­კა­ვონ იტა­ლი­ა­ში, ირან­ში, ჩი­ნეთ­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან.

და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, მოგ­ზა­უ­რის­თვის, არა­მოგ­ზა­უ­რის­თვის, სახ­მე­ლე­თო გზით შე­მომ­სვე­ლე­ლის­თვის, თუ ქვე­ყა­ნა­ში ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ერთი და იგი­ვეა.

მოგ­ზა­უ­რებს, თუ ეპი­დე­მი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან მო­დი­ან, კი­დევ უფრო მეტი სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ, რად­გა­ნაც არ და­ა­ინ­ფი­ცი­რონ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი“, - აცხა­დე­ბენ აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში.

  • რა შემ­თხვე­ვა­ში აგი­ნა­ზღა­ურ­დე­ბათ თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა?

თუ ფრე­ნა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ თა­ვად გა­ა­უქ­მა, ის ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბას 100%-ით აა­ნა­ზღა­უ­რებს.

"და­ნარ­ჩენს რაც შე­ე­ხე­ბა, თუ და­ვუშ­ვათ კო­რო­ნა­ვირუ­სის ში­შის გამო ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი სურ­ვი­ლით თქვა უარი ფრე­ნა­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში, და­იბ­რუ­ნებს თუ არა მგზავ­რი ბი­ლე­თის თან­ხას, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ავი­ა­კომ­პა­ნი­ის პო­ლი­ტი­კა­ზე.

ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა 30%-ს აბ­რუ­ნებ­დეს, ვი­ღაც სა­ერ­თოდ არ აბ­რუ­ნებ­დეს, ან ცვლი­დეს და ა.შ. ეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ავი­ა­კომ­პა­ნი­ის კომ­პე­ტენ­ცი­აა“, - გვე­უბ­ნე­ბი­ან აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში.

  • სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია მგზავ­რე­ბის­თვის

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტებ­ში არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­ნე­რე­ბი, ბილ­ბორ­დე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ და თა­ვის დაც­ვის ხერ­ხებ­ზე, ჰი­გი­ე­ნის წე­სებ­ზე.

"ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს ამას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩა­უ­ტარ­დათ ტრე­ნინ­გე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად იცა­ვენ წე­სებს იმი­ტომ, რომ თვი­თო­ნაც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ მგზავ­რებ­თან და შემ­დეგ ოჯა­ხებ­ში მი­დი­ან" - ამ­ბო­ბენ აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში.

კო­რო­ნა­ვირუსს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ებ­რძვი­ან. ვირუ­სი თავ­და­პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გაჩ­ნდა, სა­დაც ამ დრომ­დე კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3 285-მდე გა­ი­ზარ­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი კი - 53 688-ია.

კო­რო­ნა­ვირუ­სით იტა­ლი­ა­ში 107 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, ირან­ში - 92, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში - 35, ია­პო­ნი­ა­ში - 12, აშშ-ში - 11, საფ­რან­გეთ­ში -4, ჰონგ-კონ­გში, ეს­პა­ნეთ­სა და ერაყ­ში - ორ-ორი, ტა­ი­ვან­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ტა­ი­ლან­დსა და ფი­ლი­პი­ნებ­ში კი ვირუსს თითო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 4 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ოთხი­ვე მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ორი ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან, ხოლო ორი პა­ცი­ენ­ტი იტა­ლი­ი­დან შე­მო­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ მოგზაურობისას, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდეთ

რა უნდა გაითვალისწინოთ მოგზაურობისას, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდეთ

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღე იზრდება და უფრო მეტ ქვეყანაში დასტურდება. ბოლო ინფორმაციით, ვირუსი უკვე მსოფლიოს 84 ქვეყანაშია გამოვლენილი. რთულია იმის განსაზღვრა, თუ სადამდე მივალთ და რა გველის, მაგრამ ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ახალი ტიპის ვირუსი მოგზაურებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა.

ვირუსის საფრთხის გამო გაუქმდა, ან გადაიდო ფრენები, ხშირ შემთხვევაში კი, დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ადამიანები თავად ამბობენ უარს ფრენაზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაიხურა მუზეუმები და გაუქმდა კონცერტები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დიდია. ამ ეტაპზე ასეთი ქვეყნებია - ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი.

თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში მიფრინავთ, ვირუსისგან თავის დასაცავად უნდა გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელთა შესახებაც ხშირად ვისმენთ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისგან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მოგზაურებისთვის:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეხვდებით ადამიანს რესპირატორული დაავადების სიმპტომებით. ხელების ჰიგიენა მოიცავს ხელების დაბანას საპნითა და წყლით, ასევე ალკოჰოლის შემცველი პროდუქტით დამუშავებას;
  • აიფარეთ ცხვირსა და პირზე ხელსახოცი როცა გახველებთ, ან გაცემინებთ და თუ თქვენ გვერდით მყოფს ახველებს, ან აცემინებს, სასწრაფოდ გაეცალეთ და დაიცავით ხელების ჰიგიენის წესები;
  • არ შეეხოთ პირსა და ცხვირს;
  • რეკომენდებულია კვების ჰიგიენის დაცვაც;
  • აუცილებელია, რომ მოგზაურებმა, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან იმ არეალიდან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, 14 დღის განმავლობაში მოახდინონ თვითიზოლაცია და მიჰყვნენ თავიანთ ქვეყანაში შემუშავებულ პროტოკოლის წესებს;
  • თუ გამოხატულია ვირუსის სიმპტომები, როგორებიცაა ტემპერატურის მომატება, ან სუნთქვის პრობლემები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მოუყევით მოგზაურობის ისტორია;

როგორცAMBEBI.GE-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რეკომენდაციები ნებისმიერი მიმართულებით მიმავალი მგზავრისთვის ერთნაირია.

"სველი დამუშავებით, ქლორით დეზინფექცია უტარდება აეროპორტის შენობას, გახსნილი არის კარვები, სადაც მოწმდებიან მგზავრები, ეს მგზავრები საიდანაც მოფრინავენ, იქაც გადიან შემოწმებას, ანუ ყველა ჯერზე მოწმდებიან.

ზუსტად იგივე რეკომენდაციები გვაქვს, რასაც მოუწოდებს საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი - თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვთ, თავი უნდა შეიკავონ იტალიაში, ირანში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში მოგზაურობისგან.

დანარჩენ შემთხვევაში, მოგზაურისთვის, არამოგზაურისთვის, სახმელეთო გზით შემომსველელისთვის, თუ ქვეყანაში ფეხით მოსიარულე ადამიანისთვის რეკომენდაციები ერთი და იგივეა.

მოგზაურებს, თუ ეპიდემიის ქვეყნებიდან მოდიან, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე მართებთ, რადგანაც არ დააინფიცირონ სხვა ადამიანები, მათ უნდა გაითვალისწინონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები“, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

  • რა შემთხვევაში აგინაზღაურდებათ თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება?

თუ ფრენა ავიაკომპანიამ თავად გააუქმა, ის ბილეთის ღირებულებას 100%-ით აანაზღაურებს.

"დანარჩენს რაც შეეხება, თუ დავუშვათ კორონავირუსის შიშის გამო ადამიანმა თავისი სურვილით თქვა უარი ფრენაზე, ამ შემთხვევაში, დაიბრუნებს თუ არა მგზავრი ბილეთის თანხას, დამოკიდებულია ავიაკომპანიის პოლიტიკაზე.

ვიღაც შეიძლება 30%-ს აბრუნებდეს, ვიღაც საერთოდ არ აბრუნებდეს, ან ცვლიდეს და ა.შ. ეს თავიდან ბოლომდე ავიაკომპანიის კომპეტენციაა“, - გვეუბნებიან აეროპორტების გაერთიანებაში.

  • საინფორმაციო კამპანია მგზავრებისთვის

საქართველოს აეროპორტებში არის სპეციალური ბანერები, ბილბორდები კორონავირუსის შესახებ და თავის დაცვის ხერხებზე, ჰიგიენის წესებზე.

"ჩვენს თანამშრომლებს ამასთან მიმართებაში ჩაუტარდათ ტრენინგები და მაქსიმალურად იცავენ წესებს იმიტომ, რომ თვითონაც უშუალო შეხება აქვთ მგზავრებთან და შემდეგ ოჯახებში მიდიან" - ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.

კორონავირუსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან. ვირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, სადაც ამ დრომდე კარანტინია გამოცხადებული. ბოლო ინფორმაციით ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 285-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 53 688-ია.

კორონავირუსით იტალიაში 107 ადამიანია დაღუპული, ირანში - 92, სამხრეთ კორეაში - 35, იაპონიაში - 12, აშშ-ში - 11, საფრანგეთში -4, ჰონგ-კონგში, ესპანეთსა და ერაყში - ორ-ორი, ტაივანში, ავსტრალიაში, ტაილანდსა და ფილიპინებში კი ვირუსს თითო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ოთხივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ორი ქვეყანაში ირანიდან, ხოლო ორი პაციენტი იტალიიდან შემოვიდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"