პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს
რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არ­ხის" გა­და­ცე­მა­ში "ადა­მი­ა­ნის ბედი", რუს­მა მომ­ღე­რალ­მა, ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის "Блестящие"-ეს სო­ლის­ტმა იუ­ლია კო­ვალ­ჩუკ­მა მოყ­ვა, რო­გორ გა­ი­ტა­ცეს თბი­ლის­ში, გას­ტრო­ლებ­ზე ყოფ­ნის დროს.

"ეს ძა­ლი­ან ძვე­ლი ის­ტო­რი­აა და ახლა ამას რომ ვყვე­ბი, არ ნიშ­ნავს, რომ მე სა­ქარ­თვე­ლო არ მიყ­ვარს, იქ არ ჩავ­დი­ვარ და ა.შ. უბ­რა­ლოდ, ეს ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და...

სამი გო­გო­ნა ვი­ყა­ვით: მე, ქსე­ნია და ჟანა (კო­ვალ­ჩუ­კი, ნო­ვი­კო­ვა და ფრის­კე Блестящие-ს სო­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ)... დაგ­ვხვდნენ წი­თე­ლი ხა­ლი­ჩით, ჩაგ­ვსვეს მან­ქა­ნა­ში, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მოგ­ვა­თავ­სეს სას­ტუმ­რო­ში, გემ­რი­ე­ლად გვა­ვახ­შმეს.

ჟანა ფრის­კე, ქსე­ნია ნო­ვი­კო­ვა და იუ­ლია კო­ვალ­ჩუ­კი

კონ­ცერ­ტი ღა­მის კლუბ­ში იყო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა! მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კი ჩვენ­თან საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­მო­ვი­და მა­მა­კა­ცი, ასე რომ ვთქვათ, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მიგ­ვიწ­ვია, და ძა­ლი­ან ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა გვი­თხრა: "გო­გო­ნე­ბო, სას­წრა­ფოდ მო­ემ­ზა­დეთ წა­სას­ვლე­ლად, აქ კლუბ­ში არის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სურს თქვე­ნი გა­ტა­ცე­ბა და მე ახლა გა­დაგ­მა­ლავთ".

მოგ­ვკი­დეს მკლავ­ში ხელი და რა­ღაც მი­წის­ქვე­შა ლა­ბი­რინ­თე­ბით გაგ­ვიყ­ვა­ნეს და ჩაგ­ვსვეს ლი­მუ­ზინ­ში, რო­მელ­შიც იქამ­დე ჩვენ არ ვმჯდარ­ვართ. ლი­მუ­ზი­ნი და­იძ­რა, კავ­ში­რი არ არის, ვერ ვა­ხერ­ხებთ და­ვუ­კავ­შირ­დეთ ჩვენს დი­რექ­ტორს... წაგ­ვიყ­ვა­ნეს ამ მან­ქა­ნით, სა­დღაც მთებ­ში. მა­შინ მივ­ხვდით, რომ ზუს­ტად ვინც მიგ­ვიწ­ვია იქ, მათ გაგ­ვი­ტა­ცეს. ეს ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, თუმ­ცა ფაქ­ტია, დე­პორ­ტა­ცია გაგ­ვი­კე­თეს.

ვართ ჩვენ სამ­ნი, არც ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რია, არც ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, არა­ვინ... ეს ტი­პე­ბი იყ­ვნენ საკ­მა­ოდ ნას­ვა­მე­ბი, ია­რა­ღით. უკვე ვხვდე­ბით, რომ სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა და ვერ ვა­ხერ­ხებთ ვე­რა­ვის­თან და­კავ­ში­რე­ბას. ეს მთაა, არ არის კავ­ში­რი, ვერ ვა­ხერ­ხებთ და­ვურ­ე­კოთ ჩვენს პრო­დი­უ­სერს მოს­კოვ­ში, რომ შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ, რა­ღაც მხარ­და­ჭე­რა ვი­პო­ვოთ. ღმერ­თო ჩემო!

ჯგუ­ფი Блестящие

ამის შემ­დეგ შე­ვე­დით ნომ­რებ­ში. მა­შინ­ვე კა­კუ­ნია ჩემს კა­რებ­ზე: "იუ­ლია", მე­ძა­ხის ვი­ღაც. მისი სა­ხე­ლი არ მახ­სოვს... თა­ვი­დან მიყ­ვე­ბა, რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ, მერე ია­რა­ღით მი­კა­კუ­ნებს კა­რებ­ზე და მე­უბ­ნე­ბა, რომ გა­ვა­ღო თო­რემ მა­ინც გა­ა­ღებს. მო­ვი­ფიქ­რე და შიდა ტე­ლე­ფო­ნით დავ­რე­კე ჟა­ნას ნო­მერ­ში: "გთხოვ მიშ­ვე­ლე, მოდი ჩემს ნო­მერ­ში, კა­რებს მიმ­ტვრე­ვენ" - ვუ­თხა­რი ჟა­ნას. მო­ირ­ბი­ნა მა­ნაც და რა­ღაც­ნა­ი­რად და­აფრ­თხო ის ტიპი. შემ­დეგ და­ვუ­რე­კეთ ქსი­უ­შას და ისიც ჩა­მო­ვი­და ჩვენ­თან ნო­მერ­ში. ასე გა­ვა­ტა­რეთ სამ­მა გო­გომ უძი­ლო ღამე. თან ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ­დით თავს - გვქონ­და გუ­ლის­რე­ვის და თავ­ბრუს­ხვე­ვის შეგ­რძნე­ბა, თით­ქმის ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბიც, რად­გან რო­გორც მერე გა­ვარ­კვი­ეთ, მათ რა­ღაც ჩაგ­ვი­ყა­რეს საჭ­მელ­ში...

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. დი­ლის ექვს სა­ათ­ზე, ფე­ხაკ­რე­ფით გა­მო­ვე­დით ნომ­რი­დან, და­ვეშ­ვით ქვე­მოთ, იქ იწ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ეძი­ნათ. ამო­ვა­ცა­ლეთ ჯი­ბი­დან გა­სა­ღე­ბი და მან­ქა­ნა დავ­ქო­ქეთ, ლი­მუ­ზი­ნი გა­ვი­ტა­ცეთ და ასე მი­ვე­დით აე­რო­პორ­ტამ­დე. ამის შემ­დეგ კი, გა­მოვფრინ­დით მოს­კოვ­ში" - ყვე­ბა იუ­ლია კო­ვალ­ჩუ­კი.

კო­ვალ­ჩუ­კის "გა­ტა­ცე­ბის ის­ტო­რი­ის" ვი­დე­ოს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა "ფე­ის­ბუქ­ზე". მომ­ღე­რალს მე­ზღაპ­რეს უწო­დე­ბენ და დას­ცი­ნი­ან, რო­გორც რუსი, ისე ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

იუ­ლია კო­ვალ­ჩუ­კი და სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი

"სირ­ცხვი­ლია იუ­ლია. ეს ნა­ამ­ბო­ბი უფრო თქვენს მო­გო­ნილს ჰგავს. ამ­ბობ, რომ მთებ­ში წა­გიყ­ვა­ნეს, სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი არ იყო, მერე უცებ ნო­მერ­ში აღ­მოჩ­ნდით და ტე­ლე­ფო­ნით და­უ­რე­კეთ მე­გობ­რებს. მერე კი მან­ქა­ნა გა­ი­ტა­ცეთ და აე­რო­პორ­ტში მიხ­ვე­დით... სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, კარ­გი მწე­რა­ლი დად­გე­ბო­და თქვენ­გან";

"ზღა­პა­რია, თან ცუ­დად შე­თხზუ­ლი. ძა­ლი­ან რბი­ლი გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ყო­ფი­ლან, ჯერ სას­ტუმ­როს ნომ­რებ­ში გა­გა­ნა­წი­ლეს, თან ქალ­მა შე­ა­ში­ნა გამ­ტა­ცე­ბე­ლი. ფან­ტა­ზი­ა­ში აშ­კა­რად უჭირს";

"ცხელ, ქარ­თველ კა­ცებს რომ მთებ­ში წა­ეყ­ვა­ნეთ, ძა­ლი­ა­ნაც და­უძ­ვრე­ბო­დით ხე­ლი­დან აბა... ეს ნა­ამ­ბო­ბი ასე უნდა გა­ვი­გოთ: წა­იყ­ვა­ნეს, გა­ა­კე­თეს თა­ვი­სი "საქ­მე" და მი­იყ­ვა­ნეს აე­რო­პორ­ტში";

"ოჰ, ზღაპ­რე­ბი... ჯერ ხომ ლი­მუ­ზი­ნით მი­იყ­ვა­ნეს, მერე მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი მო­პა­რეს ამათ­მა და აე­რო­პორ­ტამ­დე მი­ვიდ­ნენ! და მთა­ვა­რი! თბი­ლის­ში ისე­თი მთე­ბია, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი არ ყო­ფი­ლა!" - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინნა
3

და ამ დროს გამოეღვიძა....

მაკა
1

შეიძლება სიზმარი ნახა და ვეღარ გაერკვია,ცხადი იყო თუ სიზმარი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

რუსეთის "პირველი არხის" გადაცემაში "ადამიანის ბედი", რუსმა მომღერალმა, ცნობილი ჯგუფის "Блестящие"-ეს სოლისტმა იულია კოვალჩუკმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს.

"ეს ძალიან ძველი ისტორიაა და ახლა ამას რომ ვყვები, არ ნიშნავს, რომ მე საქართველო არ მიყვარს, იქ არ ჩავდივარ და ა.შ. უბრალოდ, ეს ინციდენტი მოხდა...

სამი გოგონა ვიყავით: მე, ქსენია და ჟანა (კოვალჩუკი, ნოვიკოვა და ფრისკე Блестящие-ს სოლისტები იყვნენ)... დაგვხვდნენ წითელი ხალიჩით, ჩაგვსვეს მანქანაში, არაჩვეულებრივად მოგვათავსეს სასტუმროში, გემრიელად გვავახშმეს.

ჟანა ფრისკე, ქსენია ნოვიკოვა და იულია კოვალჩუკი

კონცერტი ღამის კლუბში იყო და არაჩვეულებრივად ჩაიარა! მისი დასრულების შემდეგ, კი ჩვენთან საგრიმიოროში შემოვიდა მამაკაცი, ასე რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელმაც მიგვიწვია, და ძალიან ანერვიულებულმა გვითხრა: "გოგონებო, სასწრაფოდ მოემზადეთ წასასვლელად, აქ კლუბში არის მამაკაცი, რომელსაც სურს თქვენი გატაცება და მე ახლა გადაგმალავთ".

მოგვკიდეს მკლავში ხელი და რაღაც მიწისქვეშა ლაბირინთებით გაგვიყვანეს და ჩაგვსვეს ლიმუზინში, რომელშიც იქამდე ჩვენ არ ვმჯდარვართ. ლიმუზინი დაიძრა, კავშირი არ არის, ვერ ვახერხებთ დავუკავშირდეთ ჩვენს დირექტორს... წაგვიყვანეს ამ მანქანით, სადღაც მთებში. მაშინ მივხვდით, რომ ზუსტად ვინც მიგვიწვია იქ, მათ გაგვიტაცეს. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ფაქტია, დეპორტაცია გაგვიკეთეს.

ვართ ჩვენ სამნი, არც ჩვენი დირექტორია, არც ადმინისტრატორი, არავინ... ეს ტიპები იყვნენ საკმაოდ ნასვამები, იარაღით. უკვე ვხვდებით, რომ სიტუაცია ძალიან სახიფათოა და ვერ ვახერხებთ ვერავისთან დაკავშირებას. ეს მთაა, არ არის კავშირი, ვერ ვახერხებთ დავურეკოთ ჩვენს პროდიუსერს მოსკოვში, რომ შევატყობინოთ, რაღაც მხარდაჭერა ვიპოვოთ. ღმერთო ჩემო!

ჯგუფი Блестящие

ამის შემდეგ შევედით ნომრებში. მაშინვე კაკუნია ჩემს კარებზე: "იულია", მეძახის ვიღაც. მისი სახელი არ მახსოვს... თავიდან მიყვება, როგორ ვუყვარვარ, მერე იარაღით მიკაკუნებს კარებზე და მეუბნება, რომ გავაღო თორემ მაინც გააღებს. მოვიფიქრე და შიდა ტელეფონით დავრეკე ჟანას ნომერში: "გთხოვ მიშველე, მოდი ჩემს ნომერში, კარებს მიმტვრევენ" - ვუთხარი ჟანას. მოირბინა მანაც და რაღაცნაირად დააფრთხო ის ტიპი. შემდეგ დავურეკეთ ქსიუშას და ისიც ჩამოვიდა ჩვენთან ნომერში. ასე გავატარეთ სამმა გოგომ უძილო ღამე. თან ძალიან ცუდად ვგრძნობდით თავს - გვქონდა გულისრევის და თავბრუსხვევის შეგრძნება, თითქმის ჰალუცინაციებიც, რადგან როგორც მერე გავარკვიეთ, მათ რაღაც ჩაგვიყარეს საჭმელში...

თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა. დილის ექვს საათზე, ფეხაკრეფით გამოვედით ნომრიდან, დავეშვით ქვემოთ, იქ იწვნენ ეს ადამიანები, ეძინათ. ამოვაცალეთ ჯიბიდან გასაღები და მანქანა დავქოქეთ, ლიმუზინი გავიტაცეთ და ასე მივედით აეროპორტამდე. ამის შემდეგ კი, გამოვფრინდით მოსკოვში" - ყვება იულია კოვალჩუკი.

კოვალჩუკის "გატაცების ისტორიის" ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა "ფეისბუქზე". მომღერალს მეზღაპრეს უწოდებენ და დასცინიან, როგორც რუსი, ისე ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.

იულია კოვალჩუკი და სოსო პავლიაშვილი

"სირცხვილია იულია. ეს ნაამბობი უფრო თქვენს მოგონილს ჰგავს. ამბობ, რომ მთებში წაგიყვანეს, სატელეფონო კავშირი არ იყო, მერე უცებ ნომერში აღმოჩნდით და ტელეფონით დაურეკეთ მეგობრებს. მერე კი მანქანა გაიტაცეთ და აეროპორტში მიხვედით... სიტყვები არ მყოფნის, კარგი მწერალი დადგებოდა თქვენგან";

"ზღაპარია, თან ცუდად შეთხზული. ძალიან რბილი გამტაცებლები ყოფილან, ჯერ სასტუმროს ნომრებში გაგანაწილეს, თან ქალმა შეაშინა გამტაცებელი. ფანტაზიაში აშკარად უჭირს";

"ცხელ, ქართველ კაცებს რომ მთებში წაეყვანეთ, ძალიანაც დაუძვრებოდით ხელიდან აბა... ეს ნაამბობი ასე უნდა გავიგოთ: წაიყვანეს, გააკეთეს თავისი "საქმე" და მიიყვანეს აეროპორტში";

"ოჰ, ზღაპრები... ჯერ ხომ ლიმუზინით მიიყვანეს, მერე მანქანის გასაღები მოპარეს ამათმა და აეროპორტამდე მივიდნენ! და მთავარი! თბილისში ისეთი მთებია, რომ სატელეფონო კავშირი არ ყოფილა!" - წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.