სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე
"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა მი­დის მსჯე­ლო­ბა, შე­იც­ვა­ლოს უნდა თუ არა ზი­ა­რე­ბის წესი. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს:

"რწმე­ნას რომ სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია, მეც­ნი­ე­რე­ბაც არ და­ობს, მე­დი­ცი­ნაც აღი­ა­რებს ამ ფე­ნო­მენს, უბ­რა­ლოდ, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბას სჩ­ვე­ვია, სხვა­ნა­ირ სა­ხელს არ­ქმევს - პლა­ცე­ბო და ნო­ცე­ბო ეფექ­ტი ჰქვია, ადა­მი­ა­ნის თვით­გან­კურ­ნე­ბის ან თვით­გა­ნუ­კურ­ნებ­ლო­ბის სას­წა­ულს. სწო­რედ ამი­ტომ და არა­მარ­ტო ამი­ტომ, მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს კი არ უნდა დას­ცი­ნო, არა­მედ უნდა გშურ­დეს მისი. მთა­ვა­რია, გა­ვი­გოთ, რომ მე­დი­ცი­ნა და ჰი­გი­ე­ნა არ უპი­რის­პირ­დე­ბა რწმე­ნას. პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა ბევ­რად უფრო ღრმად­მორ­წმუ­ნე იყო, პე­ნი­ცი­ლი­ნის (ან­ტი­ბი­ო­ტი­კის) გა­მო­გო­ნე­ბამ­დე და მი­უ­ხე­და­ვად რწმე­ნი­სა, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იხო­ცე­ბო­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ეპი­დე­მი­ის დროს. გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის და ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წელი იყო.

თქვენც გე­მახ­სოვ­რე­ბათ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან, რომ სწო­რედ სას­წა­ულ­მოქ­მედ ხა­ტებ­ზე და ჯვრებ­ზე სა­წამ­ლა­ვის წას­მით კლავ­დნენ სა­მე­ფო კარ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს. ხატი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი იყო ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლით, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ნაკ­ლე­ბად იკა­რებს "ჭუ­ჭყს", ვერ ახერ­ხებ­და სა­წამ­ლა­ვის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას. მოკ­ლედ, ბრა­ზის გა­რე­შე სამ­სჯე­ლოა ეს სა­კი­თხი. ბო­ლოს და ბო­ლოს ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ში მთა­ვა­რი "მოქ­მე­დი პირი" კოვ­ზი ხომ არაა. და თუ კოვ­ზია, ასე­თი ვა­რი­ან­ტი გა­მოდ­გე­ბა ნე­ტავ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­ძი­ნოთ ვერ­ცხლის კოვ­ზე­ბი და ვა­კურ­თხოთ კი­დეც და მხო­ლოდ ზი­ა­რე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ?...

...ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის სწორ გზა­ზეა, როცა იმას აკე­თებს, რი­სიც სჯე­რა და სწამს...

მე ადა­მი­ა­ნებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი ასე მეს­მის, რომ ყვე­ლამ ერ­თმა­ნე­თის შიში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და კომ­პრო­მი­სი გა­მო­ნა­ხოს. თქვენ რომ გე­ში­ნო­დეთ პეპ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც მოფ­რი­ნა­ვენ ნა­თუ­რის გარ­შე­მო, მე ჩა­ვაქ­რობ ნა­თუ­რას, ან დავ­კე­ტავ ფან­ჯა­რას, იმი­ტომ რომ პა­ტივს გცემთ. მე რომ მე­ში­ნო­დეს ბუღ­და­ჯა­ნე­ბის და გთხო­ვოთ სი­ნათ­ლე­ში და­ძი­ნე­ბა, თქვენ უნდა და­მი­ტო­ვოთ ან­თე­ბუ­ლი ნა­თუ­რა და ასე.. რა ვიცი...

მოკ­ლედ ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ურ­თი­ერ­თო­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის არ­ცოდ­ნაა. გა­მო­გი­ტყდე­ბით და მე თვი­თონ სიკ­ვდი­ლამ­დე სიკ­ვდილ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა არაფ­რით არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ეს იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ სხვის შიშს არ ვცე პა­ტი­ვი, ან სხვას არ გა­ვუფრ­თხილ­დე. რა უნდა იყოს, რაც სტრესს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს ვინ­მეს და უპ­რობ­ლე­მოდ არ მი­ვი­ღო...", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის რე­კო­მენ­და­ცი­ას ზი­ა­რე­ბის დროს ერთჯე­რად კოვ­ზებს გა­უ­წევ­და.

„მე ვერ ჩა­ვე­რე­ვი რე­ლი­გი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში, მაგ­რამ მე რა თქმა უნდა, რე­კო­მენ­და­ცი­ას ერთჯე­რად კოვ­ზს გა­ვუ­წევ­დი“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ „ღვი­ნო არის ან­ტი­სეპ­ტი­კი და მას­ში გაწ­მენ­დი­ლი კოვ­ზი ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა ერთჯე­რა­დი კოვ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ეს პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია“.

გუ­შინ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ.

„სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ეპი­დე­მი­ას­თან, - კო­რო­ნა­ვირუს­თან (COVID-19) და­კავ­ში­რე­ბით გან­ვმარ­ტავთ შემ­დეგს: ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში და­ი­დო ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს რუ­მი­ნე­თის ეკ­ლე­სი­ამ, ვირუ­სი­სა­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ზი­ა­რე­ბი­სათ­ვის ერთჯე­რა­დი კოვ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა, რაც გა­და­მოწ­მდა და, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა.

ზი­ა­რე­ბის­თვის ერთი კოვ­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ათას­წლო­ვან ის­ტო­რი­ას ით­ვლის. ამ ხნის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ ქონ­და ად­გი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. ასეთ პე­რი­ო­დებ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მორ­წმუ­ნე­ნი არა­თუ უშინ­დე­ბოდ­ნენ სა­ერ­თო ბარ­ძი­მი­დან სა­ერ­თო კოვ­ზით ზი­ა­რე­ბას, პი­რი­ქით, კი­დევ უფრო ხში­რად მი­ე­ახ­ლე­ბოდ­ნენ ამ სიწ­მინ­დეს, რად­გან, რო­გორც ყვე­ლამ ვი­ცით, წმინ­და ზი­ა­რე­ბი­სას ადა­მი­ა­ნი იღებს ქრის­ტეს წმინ­და სის­ხლსა და ხორცს, – განმწმენ­დელ­სა და მა­კურ­ნე­ბელს სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა. ამას­თან, სა­ერ­თო თაყ­ვა­ნის­ცე­მის­თვის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა გა­მო­აბ­რძა­ნებ­და ხოლ­მე სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ებს: სა­ხა­რე­ბას, ჯვრებს, ხა­ტებს, წმინ­და ნა­წი­ლებს და აწყობ­დნენ ლი­ტა­ნი­ო­ბებს", ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
21

გაიხარეთ თქვენს ოჯახთან ერთად

natalia
18

გაიხარეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე

"მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი" - ნათია ფანჯიკიძე

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღეა მიდის მსჯელობა, შეიცვალოს უნდა თუ არა ზიარების წესი. აღნიშნულ საკითხზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საკუთარ მოსაზრებას "ფეისბუქზე" აქვეყნებს:

"რწმენას რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია, მეცნიერებაც არ დაობს, მედიცინაც აღიარებს ამ ფენომენს, უბრალოდ, როგორც მეცნიერებას სჩვევია, სხვანაირ სახელს არქმევს - პლაცებო და ნოცებო ეფექტი ჰქვია, ადამიანის თვითგანკურნების ან თვითგანუკურნებლობის სასწაულს. სწორედ ამიტომ და არამარტო ამიტომ, მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი. მთავარია, გავიგოთ, რომ მედიცინა და ჰიგიენა არ უპირისპირდება რწმენას. პლანეტის მოსახლეობა ბევრად უფრო ღრმადმორწმუნე იყო, პენიცილინის (ანტიბიოტიკის) გამოგონებამდე და მიუხედავად რწმენისა, მილიონობით ადამიანი იხოცებოდა სხვადასხვა ტიპის ეპიდემიის დროს. განუვითარებელი მედიცინის და ჰიგიენის საშუალებების არარსებობის პირობებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წელი იყო.

თქვენც გემახსოვრებათ ისტორიული წყაროებიდან, რომ სწორედ სასწაულმოქმედ ხატებზე და ჯვრებზე საწამლავის წასმით კლავდნენ სამეფო კარზე დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს. ხატი, მიუხედავად იმისა, რომ მოპირკეთებული იყო ძვირფასი მეტალით, რომელიც ნამდვილად ნაკლებად იკარებს "ჭუჭყს", ვერ ახერხებდა საწამლავის განეიტრალებას. მოკლედ, ბრაზის გარეშე სამსჯელოა ეს საკითხი. ბოლოს და ბოლოს ზიარების საიდუმლოში მთავარი "მოქმედი პირი" კოვზი ხომ არაა. და თუ კოვზია, ასეთი ვარიანტი გამოდგება ნეტავ, რომ სპეციალურად შევიძინოთ ვერცხლის კოვზები და ვაკურთხოთ კიდეც და მხოლოდ ზიარებისთვის გამოვიყენოთ?...

...ადამიანი ყოველთვის სწორ გზაზეა, როცა იმას აკეთებს, რისიც სჯერა და სწამს...

მე ადამიანებს შორის პატივისცემა და სიყვარული ასე მესმის, რომ ყველამ ერთმანეთის შიში უნდა გაითვალისწინოს და კომპრომისი გამონახოს. თქვენ რომ გეშინოდეთ პეპლების, რომლებიც მოფრინავენ ნათურის გარშემო, მე ჩავაქრობ ნათურას, ან დავკეტავ ფანჯარას, იმიტომ რომ პატივს გცემთ. მე რომ მეშინოდეს ბუღდაჯანების და გთხოვოთ სინათლეში დაძინება, თქვენ უნდა დამიტოვოთ ანთებული ნათურა და ასე.. რა ვიცი...

მოკლედ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ურთიერთობის და სიყვარულის არცოდნაა. გამოგიტყდებით და მე თვითონ სიკვდილამდე სიკვდილზე ნერვიულობა არაფრით არ შემიძლია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვის შიშს არ ვცე პატივი, ან სხვას არ გავუფრთხილდე. რა უნდა იყოს, რაც სტრესს შეუმსუბუქებს ვინმეს და უპრობლემოდ არ მივიღო...", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის რეკომენდაციას ზიარების დროს ერთჯერად კოვზებს გაუწევდა.

„მე ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ მე რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ერთჯერად კოვზს გავუწევდი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია“.

გუშინ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, - კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.

ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს", ნათქვამია განცხადებაში.