სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე
ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვეა და­ფიქ­სირ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მუდ­მე­ბით ვხე­დავთ ეკ­რა­ნებ­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს. მას აქამ­დეც იც­ნობ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და საკ­მა­ოდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად იქცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამ სა­ყო­ველ­თაო პა­ნი­კა­ში ის აღ­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სიმ­შვი­დე და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტონი, ბევრ ადა­მი­ან­ზე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს და პა­ნი­კას თით­ქოს გან­მუხ­ტავს კი­დეც.

ცნო­ბი­სათ­ვის, ბა­ტო­ნი ამი­რა­ნი მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო 2001 წლის 29 დე­კემ­ბრი­დან 2003 წლის 27 ნო­ემ­ბრამ­დე. არის ევ­რო­პის ალერ­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­ლო­გი­ის აკა­დე­მი­ის წევ­რი, ჯან­და­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

და­ი­ბა­და 1951 წლის 24 იან­ვარს თბი­ლის­ში. სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის №4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი და მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა იმა­ვე ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გო­ლო­გი­ის კა­თედ­რის უფ­როსს ლა­ბო­რან­ტად; 1991-1996 წლებ­ში იყო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვი­თი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­გე­ნე­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე.

1988-1996 წელბ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­ნი­კუ­რი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ი­სა და იმუ­ნო­გე­ნე­ტი­კის დე­პა­რა­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი; 1995-1997 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჯან­დაც­ვის მარ­თ­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რად. 1997-2001 წლებ­ში იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე; 2001-2004 წლებ­ში - მი­ნის­ტრი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
85

ასეთი დონის პროფესიონალები უნდა ხელმძღვანელობდნენ ყველა დარგს!!!

მარიამი
52

ნამდვილად ღირსეული და პატივცემული პიროვნება.მრავალი ასეთი ადამიანი არ მოგვშლოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

ამირან გამყრელიძის მეუღლე და შვილები - უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვეა დაფიქსირდა, პრაქტიკულად გამუდმებით ვხედავთ ეკრანებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს. მას აქამდეც იცნობდა მთელი საქართველო და საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა საზოგადოებაში, თუმცა ბოლო დღეებში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სოციალურ ქსელში.

ამ საყოველთაო პანიკაში ის აღმოჩნდა ადამიანი, რომლის სიმშვიდე და დამაჯერებელი ტონი, ბევრ ადამიანზე ძალიან დადებითად მოქმედებს და პანიკას თითქოს განმუხტავს კიდეც.

ცნობისათვის, ბატონი ამირანი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო 2001 წლის 29 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე. არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში.

დაიბადა 1951 წლის 24 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის №4 საჯარო სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მალევე დაინიშნა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსს ლაბორანტად; 1991-1996 წლებში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე.

1988-1996 წელბში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის დეპარატამენტის უფროსი; 1995-1997 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორად. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში - მინისტრი. წაიკითხეთ სრულად

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!