პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი
ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და მე­რის ლე­ვან ლი­პარ­ტი­ას გარ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი ლე­ვან ლი­პარ­ტია, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე მო­ქა­ლა­ქე გ.უ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე გა­ტა­ნი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ, მე­წარ­მეს ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა 200 000 ლარი, სა­ი­და­ნაც წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვა 20 000 ლარი. აღ­ნი­შუ­ლი პირი თან­ხის გა­და­ცე­მის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა დაბა ბა­კუ­რი­ან­ში უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, ამა­ვე მე­წარ­მეს 10 500 ლარი მოს­თხო­ვა, სა­ი­და­ნაც ეტა­პობ­რი­ვად 8000 ლარი გა­მო­არ­თვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის თა­ო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი იყო ბორ­ჯო­მის მე­რის მე­გობ­რის­თვის - მო­ქა­ლა­ქე გ.უ-სთვის, რო­მელ­მაც ამის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, 338-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს და 376-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს", - ნათ­ქვა­მია სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი

ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილისა და მერის ლევან ლიპარტიას გარდა, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ - შსს განცხადებას ავრცელებს

ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და მოკლა - ვინ არიან გარდაცვლილები

ვინ არიან დარჩელში გარდაცვლილი ახალგაზრდები - უმძიმეს ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა