პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ მარ­ტის ნო­მე­რი #3(111), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

1991 წლის 31 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუ­მი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში

1991 წლის 31 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ რე­ფე­რენ­დუმ­ზე დას­მულ­მა ერ­თა­დერ­თმა კი­თხვამ – “თა­ნახ­მა ხართ თუ არა, აღ­დგეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1918 წლის 26 მა­ი­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე?” – ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გან­სა­ზღვრა. პირ­ვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­მაც ამ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას მის­ცა ხმა, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი 101 წლის ლიტ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო.

1991 წლის 17 მარტს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა რე­ფე­რენ­დუ­მი, რო­მელ­შიც ცხრა მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კა მო­ნა­წი­ლე­ობ­და: რუ­სე­თი, ბე­ლო­რუ­სია, უკ­რა­ი­ნა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, უზ­ბე­კე­თი, ტა­ჯი­კე­თი და თურ­ქმე­ნე­თი. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-მა, რო­მელ­თა­გა­ნაც 76%-მა ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფე­დე­რა­ცი­უ­ლი სა­ხით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი. საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის აღ­მოჩ­ნდნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც ამ მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია და­ი­კა­ვეს: ლი­ე­ტუ­ვა (ლიტ­ვა), ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი, სომ­ხე­თი, მოლ­და­ვე­თი და სა­ქარ­თვე­ლო. 1991 წლის 28 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ეს­მა საბ­ჭომ მი­ი­ღო სპე­ცი­ა­ლუ­რი დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­და­წყდა, 17 მარ­ტის რე­ფე­რენ­დუ­მი არ გა­მარ­თუ­ლი­ყო. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა XX სა­უ­კუ­ნე­ში, 1919 და 1990 წლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბით უკვე ორ­ჯერ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი ნება – ჰქო­ნო­დათ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო. სწო­რედ ამი­ტომ, უზე­ნა­ეს­მა საბ­ჭომ და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში რე­ფე­რენ­დუ­მი და­ნიშ­ნუ­ლი­ყო 31 მარტს, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი კი­თხვა იქ­ნე­ბო­და...

იუ­გოს­ლა­ვი­უ­რი ჯო­ჯო­ხე­თის ანა­ტო­მია

XX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი სამ­ხრე­თე­ლი სლა­ვი ერე­ბის ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ სის­ხლისღვრა­სა და ენით გა­მო­უთ­ქმელ სი­სას­ტი­კეს გა­მო­იწ­ვევ­და. სა­ერ­თო სამ­ხრეთსლა­ვუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­უბ­რობ­დნენ ხორ­ვა­ტი და სერ­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი.

სა­ერ­თო სამ­ხრეთსლა­ვუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის იდე­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის “ილი­რი­ულ მოძ­რა­ო­ბას”, რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში ხორ­ვატ სწავ­ლულ­თა რი­გებ­ში წარ­მო­იქ­მნა და მიზ­ნად ავ­სტრია-უნ­გრე­თის იმ­პე­რი­ა­ში მყო­ფი სამ­ხრეთ სლა­ვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ისა­ხავ­და. მათ იმ­თა­ვით­ვე ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რა პი­რო­ბებ­ში უნდა შექ­მნი­ლი­ყო ამ სა­ხის სა­ხელ­მწი­ფო და რო­გო­რი მმარ­თვე­ლო­ბის ტიპი უნდა ჰქო­ნო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, სერ­ბებ­თან შე­თან­ხმე­ბით ხდე­ბო­და, რო­მელ­თა შო­რი­საც სამ­ხრეთსლა­ვუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის იდეა არა­ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, ამას­თან მათ უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის­გან.

1915 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ლონ­დონ­ში იუ­გოს­ლა­ვი­უ­რი კო­მი­ტე­ტი შე­იქ­მნა, სა­დაც იუ­გოს­ლა­ვი­ის სა­მე­ფოს შექ­მნის იდე­აც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. 1917 წელს გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა იუ­გოს­ლა­ვი­ურ კო­მი­ტეტ­სა და სერ­ბე­თის მთავ­რო­ბას შო­რის, ხელი მო­ე­წე­რა “კორ­ფუს დეკ­ლა­რა­ცი­ას” იუ­გოს­ლა­ვი­ის სა­მე­ფოს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წყო­ბის შე­სა­ხებ. შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს სამი ერის – სერ­ბე­ბის, ხორ­ვა­ტე­ბი­სა და სლო­ვე­ნი­ე­ლე­ბის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ზე კა­ნო­ნის წი­ნა­შე. გან­ხილ­ვე­ბი­სას ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბო­დათ ეთ­ნი­კურ ბოს­ნი­ე­ლებს, რო­მელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბაც ის­ლა­მის მიმ­დე­ვა­რი გახ­ლდათ. ამ სა­კი­თხი­სად­მი გულ­გრილ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ მო­მა­ვალ­ში მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა წარ­მოშ­ვა...

პირ­ვე­ლი თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი - ას­ა­სი­ნე­ბი

ტე­რო­რის­ტულ­მა აქ­ტებ­მა წარ­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მრა­ვა­ლი მე­ფის, იმ­პე­რა­ტო­რის, მხე­დარ­თმთავ­რის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თუ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ტე­რო­რის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია ჯერ კი­დევ მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სტა­დი­ა­ზე იწყე­ბა, რო­დე­საც ჰომო სა­პი­ენ­სმა ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბით, ში­შის და­ნერგვით ადა­მი­ან­ზე ან ადა­მი­ან­თა ჯგუფ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ი­ნა­ხა.

ცალ­კე გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ის­ტო­რი­ის ას­პა­რეზ­ზე თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნა. პირ­ვე­ლი ცნო­ბე­ბი ის­მა­ი­ლი­ტე­ბის სექ­ტის თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის შე­სა­ხებ გვხვდე­ბა სუ­ნი­ტი ის­ტო­რი­კო­სე­ბის, ევ­რო­პე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე­ე­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში. ევ­რო­პელ­მა მე­მა­ტი­ა­ნე­ებ­მა მათ ას­ა­სი­ნე­ბი უწო­დეს.

ას­ა­სინ­თა ორ­დე­ნის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი იყო წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის ჰა­სან იბნ სა­ბა­ჰი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ეზი­ა­რა ის­მა­ი­ლი­ტურ სჯულს, ხოლო 25 წლის ასაკ­ში მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის შე­მოკ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ჰა­სან იბნ სა­ბაჰ­მა რე­ლი­გი­ურ ფა­ნა­ტიზმს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა. იმ დრო­ის­თვის ორ­დე­ნი წარ­მო­ად­გენ­და კრი­მი­ნა­ლურ-ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას და თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და.

თუმ­ცა, სა­ჭი­რო ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის დაგ­რო­ვე­ბის შემ­დეგ ჰა­სან იბნ სა­ბაჰ­მა გა­და­წყვი­ტა, “შეკ­ვე­თებ­ზე” უარი ეთ­ქვა და სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა გა­ნემ­ტკი­ცე­ბი­ნა. მან ირა­ნის არა­ერ­თი ოლქი შე­მო­ი­ერ­თა, ეწე­ო­და პრო­პა­გან­დას და ეძებ­და შე­სა­ფე­რის ად­გილს მმარ­თვე­ლო­ბის ცენ­ტრის და­სა­არ­სებ­ლად. სა­ბო­ლო­ოდ შე­ირ­ჩა მი­უ­ვა­ლი კლდე­ე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ალა­მუ­თის ციხე (“ალაჰ ამუთ”), რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 3 689 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. შე­იქ­მნა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი დაც­ვის სის­ტე­მა. იბნ სა­ბა­ჰი ით­ვლე­ბა პირ­ველ ტე­რო­რის­ტად, რო­მელ­მაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მო­სა­წყო­ბად თვით­მკვლე­ლი ფა­ნა­ტი­კო­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

ნა­დი­რო­ბა ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში

ნა­დი­რო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის ასა­კი­საა. პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ნის ადა­მი­ა­ნი პრი­მი­ტი­უ­ლი ია­რა­ღე­ბით და ხერ­ხე­ბით მო­ი­პო­ვებ­და სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბას. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ნა­დი­რო­ბა საბ­რძო­ლო წვრთნის შე­სა­ნიშ­ნავ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ჯერ კი­დევ ძვ.წ. I სა­უ­კუ­ნის ბერ­ძე­ნი გე­ოგ­რა­ფი სტრა­ბო­ნი გად­მოგ­ვცემს, რომ იბე­რი­ე­ლე­ბი ნა­დი­რის ტყა­ვის­გან ამ­ზა­დებ­დნენ და ბრძო­ლა­ში იყე­ნებ­დნენ ფა­რებ­სა და მუ­ზა­რა­დებს. წყა­როს მი­ხედ­ვით, უებ­რო მო­ნა­დი­რე იყო მთა­ში გაზ­რდი­ლი ფარ­ნა­ვა­ზი (ძვ.წ. IV-III სს.). “ქარ­თლის ცხოვ­რე­ბის” მი­ხედ­ვით, ვახ­ტანგ გორ­გა­სალს (V ს.) ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ფარი ჰქონ­და, “ფარი ვიგ­რი­სა”. ნა­დი­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბია XIV სა­უ­კუ­ნის ძეგლ­ში “ხელ­მწი­ფის კა­რის გა­რი­გე­ბა” და ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის თხზუ­ლე­ბა­ში “აღ­წე­რა სა­მე­ფო­სა სა­ქარ­თვე­ლო­სი”.

უხ­ვად იყო ად­გილ­ნი სა­ნა­დი­რო­ნი, მაგ­რამ მე­ფე­ებ­სა და წარ­ჩი­ნე­ბულ თა­ვა­დებს, მხა­რე­თა გამ­გებ­ლებს გა­მო­ყო­ფი­ლი ჰქონ­დათ ად­გი­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად ნაკ­რძა­ლე­ბი. სხვა მო­ნა­დი­რეს აქ არ და­ედ­გო­მე­ბო­და. თო­ფის ინ­ტენ­სი­უ­რად შე­მოს­ვლამ­დე მშვილდ-ის­რით ნა­დი­რობ­დნენ, თა­ვი­სი კა­პარ­ჭით, რო­მე­ლიც ის­რე­ბის ჩა­სა­დე­ბი ბუდე იყო და მხა­რიღ­ლივ გა­და­ი­კი­დე­ბო­და. ნა­დი­რობ­დნენ წლის ნე­ბის­მი­ერ დროს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი იყო შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში, როცა თოვ­ლი ჩა­მო­ბარ­დნი­და.

მთა­ში მო­ნა­დი­რე მუ­ჯი­რას გა­რე­შე არ წა­ვი­დო­და. ეს ხის კე­ტია, ბო­ლო­ში რკი­ნის ბუ­ნი­კით. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ის­ტო­რი­ულ ხა­ნა­ში, მუ­ჯი­რა შუ­ბის მა­გივ­რო­ბა­საც სწევ­და. ამას ის გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სვა­ნეთ­ში სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მუ­ჯი­რას მი­ზან­ში სრო­ლა, რაც საბ­რძო­ლო ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას უწყობ­და ხელს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • ფო­ტო­ის­ტო­რია, აბუ-სიმ­ბა­ლი – ძეგლის გა­და­ტა­ნის უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია
  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ვე­ნე­ცი­ის სი­ა­მა­ყე 1902 წელს მტვრად გა­და­იქ­ცა
  • უახ­ლე­სი ის­ტო­რია. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ლა­ტა­რია
  • გერბთმცოდ­ნე­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბის ის­ტო­რია / კა­ხე­თი­სა და ქარ­თლის სა­მე­ფო­თა გერ­ბე­ბი (XVIII ს.)
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი. ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი – იალ­ქნი­ა­ნი ქუ­დე­ბი
  • უახ­ლე­სი ის­ტო­რია. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და 1992 წლის მოვ­ლე­ნე­ბი ქარ­თულ პრე­სა­ში
  • პერ­სო­ნა. “ბედ­ნი­ე­რე­ბაა, იყო ქარ­თვე­ლი და ცხოვ­რობ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში”
  • საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის “დამ­პლუ­რი თა­მა­შე­ბი”
  • ჯა­რის­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. 500 დღე და ღამე მტრის ზურ­გში
  • ფურ­ცლე­ბი წარ­სუ­ლი­დან. ამო­ნა­რი­დე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომერი #3(111), რომელშიც წაიკითხავთ:

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართულ რეფერენდუმზე დასმულმა ერთადერთმა კითხვამ – “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის საფუძველზე?” – ქვეყნის მომავალი განსაზღვრა. პირველი ამომრჩეველი, რომელმაც ამ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა, თბილისში მცხოვრები 101 წლის ლიტველი მამაკაცი იყო.

1991 წლის 17 მარტს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც ცხრა მოკავშირე რესპუბლიკა მონაწილეობდა: რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. მასში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 80%-მა, რომელთაგანაც 76%-მა ახალი დემოკრატიული ფედერაციული სახით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. საბჭოთა რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ მოდერნიზაციის პროცესს მხარი არ დაუჭირეს და საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს: ლიეტუვა (ლიტვა), ლატვია, ესტონეთი, სომხეთი, მოლდავეთი და საქართველო. 1991 წლის 28 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, 17 მარტის რეფერენდუმი არ გამართულიყო. ქართველმა ხალხმა XX საუკუნეში, 1919 და 1990 წლების არჩევნებით უკვე ორჯერ დაადასტურა თავისი ნება – ჰქონოდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში რეფერენდუმი დანიშნულიყო 31 მარტს, რომელშიც მხოლოდ ერთადერთი კითხვა იქნებოდა...

იუგოსლავიური ჯოჯოხეთის ანატომია

XX საუკუნის დამდეგს ვერავინ იფიქრებდა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი სამხრეთელი სლავი ერების ერთ სახელმწიფოში გაერთიანება დაუსრულებელ სისხლისღვრასა და ენით გამოუთქმელ სისასტიკეს გამოიწვევდა. საერთო სამხრეთსლავური სახელმწიფოს შექმნის შესახებ ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში საუბრობდნენ ხორვატი და სერბი პოლიტიკური მოღვაწეები.

საერთო სამხრეთსლავური სახელმწიფოს შექმნის იდეის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის “ილირიულ მოძრაობას”, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში ხორვატ სწავლულთა რიგებში წარმოიქმნა და მიზნად ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში მყოფი სამხრეთ სლავების გაერთიანებას ისახავდა. მათ იმთავითვე ჰქონდათ წარმოდგენილი, რა პირობებში უნდა შექმნილიყო ამ სახის სახელმწიფო და როგორი მმართველობის ტიპი უნდა ჰქონოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერბებთან შეთანხმებით ხდებოდა, რომელთა შორისაც სამხრეთსლავური სახელმწიფოს შექმნის იდეა არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა, ამასთან მათ უკვე მოპოვებული ჰქონდათ დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისგან.

1915 წლის გაზაფხულზე ლონდონში იუგოსლავიური კომიტეტი შეიქმნა, სადაც იუგოსლავიის სამეფოს შექმნის იდეაც განიხილებოდა. 1917 წელს გაიმართა შეხვედრა იუგოსლავიურ კომიტეტსა და სერბეთის მთავრობას შორის, ხელი მოეწერა “კორფუს დეკლარაციას” იუგოსლავიის სამეფოს პოლიტიკური მოწყობის შესახებ. შეთანხმებას მიაღწიეს სამი ერის – სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების თანასწორუფლებიანობაზე კანონის წინაშე. განხილვებისას ნაკლები ყურადღება ეთმობოდათ ეთნიკურ ბოსნიელებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ისლამის მიმდევარი გახლდათ. ამ საკითხისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ მომავალში მრავალი პრობლემა წარმოშვა...

პირველი თვითმკვლელი ტერორისტები - ასასინები

ტერორისტულმა აქტებმა წარსულ საუკუნეებში მრავალი მეფის, იმპერატორის, მხედართმთავრის, სასულიერო პირის თუ რიგითი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ტერორის წარმოშობის ისტორია ჯერ კიდევ მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბების სტადიაზე იწყება, როდესაც ჰომო საპიენსმა ძალადობრივი ქმედებით, შიშის დანერგვით ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე ზემოქმედების პოტენციალი დაინახა.

ცალკე განხილვის საგანია ისტორიის ასპარეზზე თვითმკვლელი ტერორისტების გამოჩენა. პირველი ცნობები ისმაილიტების სექტის თვითმკვლელი ტერორისტების შესახებ გვხვდება სუნიტი ისტორიკოსების, ევროპელი მემატიანეებისა და მოგზაურების ჩანაწერებში. ევროპელმა მემატიანეებმა მათ ასასინები უწოდეს.

ასასინთა ორდენის ფუძემდებელი იყო წარჩინებული წარმოშობის ჰასან იბნ საბაჰი, რომელიც ბავშვობიდან ეზიარა ისმაილიტურ სჯულს, ხოლო 25 წლის ასაკში მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება მოახერხა. ჰასან იბნ საბაჰმა რელიგიურ ფანატიზმს პოლიტიკური მიმართულება მისცა. იმ დროისთვის ორდენი წარმოადგენდა კრიმინალურ-ტერორისტულ დაჯგუფებას და თავისი არსებობის პირველ ეტაპზე შეკვეთილ მკვლელობებს ახორციელებდა.

თუმცა, საჭირო ფინანსური რესურსის დაგროვების შემდეგ ჰასან იბნ საბაჰმა გადაწყვიტა, “შეკვეთებზე” უარი ეთქვა და საკუთარი ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა განემტკიცებინა. მან ირანის არაერთი ოლქი შემოიერთა, ეწეოდა პროპაგანდას და ეძებდა შესაფერის ადგილს მმართველობის ცენტრის დასაარსებლად. საბოლოოდ შეირჩა მიუვალი კლდეებით გარშემორტყმული ალამუთის ციხე (“ალაჰ ამუთ”), რომელიც ზღვის დონიდან 3 689 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. შეიქმნა კარგად ორგანიზებული და დისციპლინირებული დაცვის სისტემა. იბნ საბაჰი ითვლება პირველ ტერორისტად, რომელმაც ტერორისტული აქტების მოსაწყობად თვითმკვლელი ფანატიკოსები გამოიყენა.

ნადირობა ძველ საქართველოში

ნადირობა კაცობრიობის ასაკისაა. პრეისტორიული ხანის ადამიანი პრიმიტიული იარაღებით და ხერხებით მოიპოვებდა საარსებო საშუალებას. შუა საუკუნეებიდან ნადირობა საბრძოლო წვრთნის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი გადმოგვცემს, რომ იბერიელები ნადირის ტყავისგან ამზადებდნენ და ბრძოლაში იყენებდნენ ფარებსა და მუზარადებს. წყაროს მიხედვით, უებრო მონადირე იყო მთაში გაზრდილი ფარნავაზი (ძვ.წ. IV-III სს.). “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ვახტანგ გორგასალს (V ს.) ყველასგან გამორჩეული ფარი ჰქონდა, “ფარი ვიგრისა”. ნადირობასთან დაკავშირებული ეპიზოდებია XIV საუკუნის ძეგლში “ხელმწიფის კარის გარიგება” და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში “აღწერა სამეფოსა საქართველოსი”.

უხვად იყო ადგილნი სანადირონი, მაგრამ მეფეებსა და წარჩინებულ თავადებს, მხარეთა გამგებლებს გამოყოფილი ჰქონდათ ადგილები, ფაქტობრივად ნაკრძალები. სხვა მონადირეს აქ არ დაედგომებოდა. თოფის ინტენსიურად შემოსვლამდე მშვილდ-ისრით ნადირობდნენ, თავისი კაპარჭით, რომელიც ისრების ჩასადები ბუდე იყო და მხარიღლივ გადაიკიდებოდა. ნადირობდნენ წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ყველაზე ხელსაყრელი იყო შემოდგომასა და ზამთარში, როცა თოვლი ჩამობარდნიდა.

მთაში მონადირე მუჯირას გარეშე არ წავიდოდა. ეს ხის კეტია, ბოლოში რკინის ბუნიკით. შესაძლებელია, ისტორიულ ხანაში, მუჯირა შუბის მაგივრობასაც სწევდა. ამას ის გვაფიქრებინებს, რომ სვანეთში საბავშვო გასართობად გავრცელებული იყო მუჯირას მიზანში სროლა, რაც საბრძოლო ჩვევების გამომუშავებას უწყობდა ხელს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • ფოტოისტორია, აბუ-სიმბალი – ძეგლის გადატანის უნიკალური ოპერაცია
  • მოკლე ამბები. ვენეციის სიამაყე 1902 წელს მტვრად გადაიქცა
  • უახლესი ისტორია. პირველი ქართული ლატარია
  • გერბთმცოდნეობა. საქართველოს სახელმწიფო გერბის ისტორია / კახეთისა და ქართლის სამეფოთა გერბები (XVIII ს.)
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი – იალქნიანი ქუდები
  • უახლესი ისტორია. ზვიად გამსახურდია და 1992 წლის მოვლენები ქართულ პრესაში
  • პერსონა. “ბედნიერებაა, იყო ქართველი და ცხოვრობდე საქართველოში”
  • საბჭოთა სპეცსამსახურების “დამპლური თამაშები”
  • ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში
  • ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ყველა ბავშვი მკითხველია - ლიტერატურული დღესასწაული ბავშვებისათვის

„წიგნების თარო“ მცხეთაში - ლექცია “ხელნაწერები არ იწვიან“- როგორ იცავს ლიტერატურა კულტურულ მემკვიდრეობას

"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"