მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალის ნამუშევარი რომის პაპთან - "ეს ყველაზე საამაყო და გულისამაჩუყებელი მომენტია ჩემთვის!"
როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალის ნამუშევარი რომის პაპთან - "ეს ყველაზე საამაყო და გულისამაჩუყებელი მომენტია ჩემთვის!"

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, AMBEBI.GE ქარ­თველ ხე­ლო­ვან ფატი კახ­ნი­აშ­ვილ­ზე და მის სა­ო­ცარ ნა­მუ­შევ­რებ­ზე წერ­და. ის სა­მა­ჩაბ­ლო­დან დევ­ნი­ლია და სულ რა­ღაც ორი წე­ლია, ორი­გი­ნა­ლურ, ულა­მა­ზეს სამ­კა­უ­ლებს ქმნის.

ქალი ვა­ზის მტევ­ნით და ღვი­ნის აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გად­მოს­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას.

"ვა­ზის მტე­ვა­ნი ხომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მთა­ვა­რი ღერ­ძია, დიდ ის­ტო­რი­ას იტევს. სა­ერ­თო­დაც, ყვე­ლა­ფე­რი ღვი­ნის კულ­ტუ­რა­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი, რაც სამ­კა­უ­ლით შეგ­ვიძ­ლია გად­მოვ­ცეთ და კი­დევ ერთხელ და­ვა­მახ­სოვ­როთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უცხო­ე­ლებს" - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ფატი, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბით არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნია აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, რო­გორც ჩვენ­თან, ისე უცხო­ეთ­ში.

ცოტა ხნის წინ, მის­მა სა­ო­ცარ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა ევ­რო­პის ქა­ლა­ქე­ბი და სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ე­ბი მო­ი­ა­რა - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მისი შექ­მნი­ლი ვა­ზის მტე­ვა­ნი რო­მის პაპ ფრან­ცის­კეს­თა­ნაც მოხ­ვდა... სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა ვა­ტი­კან­ში პონ­ტი­ფი­კოსს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო გა­დას­ცა, რო­მე­ლიც გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო სა­მა­ჩაბ­ლო­დან დევ­ნი­ლი ქა­ლის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხელ­ნა­კე­თი ვა­ზის რტო­თი.

ქალ­ბა­ტო­ნი ფატი გან­სა­კუთ­რე­ბით იხ­სე­ნებს 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მის პირ­ველ გა­მო­ფე­ნას თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში, რა­მაც შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბას გზა ფარ­თოდ გა­უხ­სნა.

"პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­სულ ოქ­ტომ­ბერს იტა­ლი­ა­ში, რომ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მქონ­და, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ელჩი იტა­ლი­ა­ში, ნენო გა­ბე­ლი­აა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით გამ­სჭვა­ლუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ით და­კა­ვე­ბუ­ლი.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ძვე­ლი რო­მის ერთ-ერთ გა­ლე­რე­ა­ში ოთხდღი­ა­ნი გა­მო­ფე­ნა-კონ­კურ­სი გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­კონ­კურ­სოდ შერ­ჩე­ულ 30 ნა­მუ­შე­ვარს შო­რის, ჩემი ბრენ­დის სამ­კა­უ­ლიც, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ამ­ბა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ზე" იყო გა­მო­ფე­ნი­ლი.

ამ სამ­კა­უ­ლის ში­ნა­არ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს. ხოლო ფაქ­ტმა, რომ ერთი სამ­კა­უ­ლით ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რია მოვ­ყე­ვი, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა" - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ფატი.

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, თქვე­ნი ხელ­ნა­კე­თი მტე­ვა­ნი რო­მის პაპს ფრან­ცის­კეს გა­და­ე­ცა...

- ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფაქ­ტი გახ­ლავთ, ამა­ში უკვე ჩემი მე­გობ­რე­ბი, ნენო გა­ბე­ლია და მისი მე­უღ­ლე და­ვით უკ­ლე­ბა არი­ან "გა­რე­უ­ლე­ბი". მათი ინი­ცი­ა­ტი­ვით და ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ო­ნის მხარ­და­ჭე­რით მოხ­და ამ მტევ­ნის გა­და­ცე­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა ვა­ტი­კან­ში, ქალ­ბა­ტონ­მა ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ონ­მა რო­მის პა­პას­თან აუ­დი­ენ­ცი­ა­ზე სხვა ქარ­თულ სა­ჩუქ­რებ­თან ერ­თად, რო­მის პაპს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ღვი­ნო გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ჩემი ბრენ­დის - ZILFI-ს მტევ­ნით იყო შემ­კო­ბი­ლი. ეს ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი მო­მენ­ტია ჩემ­თვის!

მინ­და სი­ა­მა­ყით აღ­ვნიშ­ნო, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებ­ზე ჩემი "მტე­ვა­ნი" გულ­საბ­ნე­ვით ჩნდე­ბა, რაც დიდ ემო­ცი­ებს იწ­ვევს ჩემ­ში და დიდი მად­ლო­ბა მას ამის­თვის!" - ამ­ბობს ხე­ლო­ვა­ნი.

ფატი კახ­ნი­აშ­ვი­ლი ნა­მუ­შევ­რებს ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქვე­ბის­გან: სერ­დო­ლი­ტის, აგა­ტის, ნეფ­რი­ტი­სა და ჟა­დე­ი­ტის­გან ქმნის. ცოტა ხნის წინ მიწ­ვე­ვა ავ­სტრი­ი­დან მი­ი­ღო და ნო­ემ­ბერ­ში ორ გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა.

"ავ­სტრი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ, კერ­ძოდ კი, ელჩმა და­ვით დონ­დუ­ამ ყო­ველ­წლი­ურ საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა­ზე მი­მიწ­ვია, რო­მე­ლიც გა­ე­როს ეგი­დით ჩა­ტარ­და, სა­დაც ქარ­თუ­ლი კუ­თხე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ელ­ჩის, მა­რი­ამ თაყ­ნი­აშ­ვი­ლის და ნინო ძი­ძი­გუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით მო­ე­წყო ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, პოლ­ტენ­ში (ძვე­ლი ქა­ლა­ქი).

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი წარ­დგე­ნი­ლი იყო კო­რე­ა­ში ტა­რი­ელ ზივ­ზი­ვა­ძის მიერ IFFE 2019-ს გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე,“ - გვე­უბ­ნე­ბა კახ­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ წყვეტს მუ­შა­ო­ბას და მო­რი­გი გა­მო­ფე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეგობარი
0

სიკეთე , წინსვლა და დიდი წარმატება

ლია
0

ბრავო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალის ნამუშევარი რომის პაპთან - "ეს ყველაზე საამაყო და გულისამაჩუყებელი მომენტია ჩემთვის!"

როგორ აღმოჩნდა ქართველი ქალის ნამუშევარი რომის პაპთან - "ეს ყველაზე საამაყო და გულისამაჩუყებელი მომენტია ჩემთვის!"

რამდენიმე თვის წინ, AMBEBI.GE ქართველ ხელოვან ფატი კახნიაშვილზე და მის საოცარ ნამუშევრებზე წერდა. ის სამაჩაბლოდან დევნილია და სულ რაღაც ორი წელია, ორიგინალურ, ულამაზეს სამკაულებს ქმნის.

ქალი ვაზის მტევნით და ღვინის აქსესუარებით გადმოსცემს საქართველოს ისტორიას.

''ვაზის მტევანი ხომ საქართველოს კულტურის მთავარი ღერძია, დიდ ისტორიას იტევს. საერთოდაც, ყველაფერი ღვინის კულტურაშია გამოხატული, რაც სამკაულით შეგვიძლია გადმოვცეთ და კიდევ ერთხელ დავამახსოვროთ ჩვენი ქვეყანა უცხოელებს" - გვეუბნება ქალბატონი ფატი, რომლის ნამუშევრებით არაერთი ადამიანია აღფრთოვანებული, როგორც ჩვენთან, ისე უცხოეთში.

ცოტა ხნის წინ, მისმა საოცარმა ნამუშევრებმა ევროპის ქალაქები და საგამოფენო სივრცეები მოიარა - წარმოიდგინეთ, მისი შექმნილი ვაზის მტევანი რომის პაპ ფრანცისკესთანაც მოხვდა... საქართველოს ელჩმა ვატიკანში პონტიფიკოსს ქართული ღვინო გადასცა, რომელიც გაფორმებული იყო სამაჩაბლოდან დევნილი ქალის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ვაზის რტოთი.

ქალბატონი ფატი განსაკუთრებით იხსენებს 2018 წლის ოქტომბერში, მის პირველ გამოფენას თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, რამაც შემდგომ წარმატებას გზა ფართოდ გაუხსნა.

"პერსონალური გამოფენა გასულ ოქტომბერს იტალიაში, რომში, ხელოვნების უნივერსიტეტში მქონდა, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში, ნენო გაბელიაა. არაჩვეულებრივი ადამიანია, ქართული სულისკვეთებით გამსჭვალული და საქართველოს პოპულარიზაციით დაკავებული.

ამავე პერიოდში ძველი რომის ერთ-ერთ გალერეაში ოთხდღიანი გამოფენა-კონკურსი გაიმართა, სადაც საკონკურსოდ შერჩეულ 30 ნამუშევარს შორის, ჩემი ბრენდის სამკაულიც, სახელწოდებით - "ამბავი საქართველოზე" იყო გამოფენილი.

ამ სამკაულის შინაარსი საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს. ხოლო ფაქტმა, რომ ერთი სამკაულით ჩემი ქვეყნის ისტორია მოვყევი, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა" - გვიყვება ქალბატონი ფატი.

- როგორც შევიტყვეთ, თქვენი ხელნაკეთი მტევანი რომის პაპს ფრანცისკეს გადაეცა...

- ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი ფაქტი გახლავთ, ამაში უკვე ჩემი მეგობრები, ნენო გაბელია და მისი მეუღლე დავით უკლება არიან "გარეულები". მათი ინიციატივით და ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონის მხარდაჭერით მოხდა ამ მტევნის გადაცემა.

საქართველოს ელჩმა ვატიკანში, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონმა რომის პაპასთან აუდიენციაზე სხვა ქართულ საჩუქრებთან ერთად, რომის პაპს ბაგრატიონების ღვინო გადასცა, რომელიც ჩემი ბრენდის - ZILFI-ს მტევნით იყო შემკობილი. ეს ყველაზე საამაყო და გულისამაჩუყებელი მომენტია ჩემთვის!

მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ქალბატონი ქეთევანი მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჩემი "მტევანი" გულსაბნევით ჩნდება, რაც დიდ ემოციებს იწვევს ჩემში და დიდი მადლობა მას ამისთვის!" - ამბობს ხელოვანი.

ფატი კახნიაშვილი ნამუშევრებს ნატურალური ქვებისგან: სერდოლიტის, აგატის, ნეფრიტისა და ჟადეიტისგან ქმნის. ცოტა ხნის წინ მიწვევა ავსტრიიდან მიიღო და ნოემბერში ორ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

"ავსტრიაში საქართველოს საელჩომ, კერძოდ კი, ელჩმა დავით დონდუამ ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენაზე მიმიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით ჩატარდა, სადაც ქართული კუთხე იყო წარმოდგენილი.

ასევე საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ თაყნიაშვილის და ნინო ძიძიგურის ორგანიზებით მოეწყო ჩემი პერსონალური გამოფენა, პოლტენში (ძველი ქალაქი).

ამავე პერიოდში ჩემი ნამუშევრები წარდგენილი იყო კორეაში ტარიელ ზივზივაძის მიერ IFFE 2019-ს გამოფენა-გაყიდვაზე,“ - გვეუბნება კახნიაშვილი, რომელიც არ წყვეტს მუშაობას და მორიგი გამოფენისთვის ემზადება.

ამირან გამყრელიძე - არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებს უკავშირდება

ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა

"მოქალაქეების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან შეწყდა, ყველაზე მეტი პირი იტალიიდან შემოდის" - ამირან გამყრელიძე უახლესი მონაცემებით