კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტო­რებ­მა დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ზე ე.წ. "გვი­რაბ­ში“( მ.წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქ. #133) ხორ­ცის 13 სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტი შე­ა­მოწ­მეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, 11 ობი­ექ­ტი სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის, ხორ­ცის შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის გამო და­ჯა­რიმ­და, აქე­დან 4 ობი­ექტს კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩერ­და.

მათი ცნო­ბით, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ე­ცათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

"მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ისე­თი მა­ღა­ლი რის­კის სურ­სა­თის შე­მოწ­მე­ბა რო­გო­რიც ხორ­ცია. სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კონ­ტროლს და მო­ნი­ტო­რინგს, გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ცის მოხ­ვედ­რის რის­კი მა­ღა­ლია. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აქ­ტი­უ­რი კონ­ტრო­ლის და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდის შე­დე­გად, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია",- გა­ნა­ცხა­და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­სილ ბა­სი­ლა­ძემ.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს, არ შე­ი­ძი­ნოს ხორ­ცი ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი.

ავტორი:

ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე ე.წ. "გვირაბში“( მ.წინამძღვრიშვილის ქ. #133) ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მათი ცნობით, ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიეცათ რეკომენდაციები.

"მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი მაღალი რისკის სურსათის შემოწმება როგორიც ხორცია. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური კონტროლის და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია",- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

28 წლის ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

როგორია ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კორონავირუსის საფრთხის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს