კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები
გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები

ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი წლე­ბის უკან სა­ქარ­თვე­ლო­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავ­და. ხუმ­რო­ბენ კი­დეც, რომ 90-იანი წლე­ბის სიმ­ძი­მე "კა­სან­დრამ“, "ვე­ლურ­მა გულ­მა“ და სხვა ტე­ლე­ნო­ვე­ლებ­მა გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში სე­რი­ა­ლის ნახ­ვა ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლი იყო. 90-იანი წლე­ბის ადა­მი­ა­ნებს კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბათ, რო­გორ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ერ­თად მე­ზობ­ლე­ბი საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად, შე­საძ­ლოა, ამის­თვის საკ­მა­ოდ შორ მან­ძილ­ზეც კი გი­წევ­დათ წას­ვლა.

ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი 90-იანი წლე­ბის შემ­დე­გაც ინარ­ჩუ­ნებ­დნენ პო­პუ­ლა­რო­ბას. დღეს კი, როცა ისი­ნი თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, ბევ­რს ნოს­ტალ­გია აქვს.

თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბის გმი­რე­ბის ფო­ტო­ებს, ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან ისი­ნი ახლა, წლე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი მათ­გა­ნი დრომ ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა და შე­საძ­ლოა, ცნო­ბა გა­გი­ჭირ­დეთ, თუმ­ცა ბევ­რიც ძველ ფორ­მას და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

გაბ­რი­ე­ლა სპა­ნი­კი - ალ­ბათ, გახ­სოვთ სე­რი­ა­ლი Prisionera. გაბ­რი­ე­ლა სპა­ნი­კი მა­ყუ­რე­ბელ­მა სწო­რედ ამ სე­რი­ა­ლით გა­იც­ნო. ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბი 46 წლი­საა. გაბ­რი­ე­ლას ყო­ფი­ლი ბო­იფ­რენ­დის­გან, ნილ პე­რე­სის­გან 2008 წელს ვაჟი, გაბ­რი­ელ დე ჟე­სუ­სი შე­ე­ძი­ნა.

კად­რი სე­რი­ა­ლი­დან Prisionera
ეს კი მსა­ხი­ო­ბის ახა­ლი ფო­ტოა "ინ­სტაგ­რა­მი­დან"

დანა გარ­სია - მსა­ხი­ო­ბი ახლა 42 წლი­საა. მას რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ეს­პა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტთან, იბან გონ­სა­ლეს­თან, რო­მელ­თა­ნაც 2017 წელს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. დანა გარ­სია ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს ახ­სოვს ნორ­მა ელი­ზონ­დოს რო­ლით სე­რი­ა­ლი­დან "ფა­რუ­ლი ვნე­ბა“(Pasión de gavilanes), სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას მა­რიო ჩი­მა­როს უწევ­და. სე­რი­ა­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

დანა გარ­სია და მა­რიო ჩი­მა­რო
დანა გარ­სი­ას ახა­ლი ფოტო

მა­რიო ჩი­მა­რო - გრძელთმი­ა­ნი მა­ჩოს რო­ლე­ბით მა­რიო ჩი­მა­რომ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მარ­ტი­ვად მო­ხიბ­ლა. მსა­ხი­ო­ბი ახლა 48 წლი­საა და მის გა­რეგ­ნო­ბა­ში სა­ერ­თოდ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რელ ხუ­ანს წლე­ბი ვე­რა­ფერს აკ­ლებს.

მა­რიო ჩი­მა­როს ახა­ლი ფოტო

უი­ლი­ამ ლევი და ელი­ზა­ბეტ გუ­ტი­ე­რე­სი - ორი­ვე მსა­ხი­ობს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით უი­ლი­ამ ლევი სარ­გებ­ლობ­და. ეს ორი სე­რი­ალ­ში ერ­თმა­ნე­თის პარტნი­ო­რე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლან, თუმ­ცა მათ შე­სა­ხებ ერ­თად იმი­ტომ ვწერთ, რომ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვარ­სკვლა­ვურ წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს. ბიჭი და გო­გო­ნა, კრის­ტო­ფე­რი და ქა­ი­ლი. კრის­ტო­ფე­რი სა­ოც­რად ჰგავს მა­მას. წყვილს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს. გარ­და სე­რი­ა­ლე­ბი­სა, უი­ლი­ამ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამე­რი­კულ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“, რის შემ­დე­გაც მისი პო­პუ­ლა­რო­ბის მას­შტა­ბი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და.

უი­ლი­ამ ლევი და ელი­ზა­ბეტ გუ­ტი­ე­რე­სი
ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად
უი­ლი­ამ ლევი ვაჟ­თან ერ­თად

ხენ­კარ­ლოს კა­ნე­ლა - კი­დევ ერთი ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის დიდ ნა­წილს თავი შე­აყ­ვა­რა. ის გვახ­სოვს სე­რი­ა­ლი­დან "ან­ხე­ლის სა­ი­დუმ­ლო“, რო­მე­ლიც "ტე­ლე­მუნ­დოს“ ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლია. კა­ნე­ლას რო­მა­ნი ჰქონ­და ამა­ვე სე­რი­ა­ლის პარტნი­ორ­თან, გაბი ეს­პი­ნოს­თან, წყვი­ლი და­ქორ­წინ­და. მათ ორი შვი­ლი - გო­გო­ნა და ვაჟი ჰყავთ. ისი­ნი ახლა ერ­თად აღარ არი­ან, თუმ­ცა მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. ხენ­კარ­ლოს კა­ნე­ლა მომ­ღე­რა­ლია და სე­რი­ა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებს. ის ახლა 31 წლი­საა.

ხენ­კარ­ლოს კა­ნე­ლას ახა­ლი ფოტო ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად

გაბი ეს­პი­ნო - "ლუ­ნას“ და "ან­ხე­ლის სა­ი­დუმ­ლოს“ ვარ­სკვლა­ვი ახლა 43 წლი­საა. სე­რი­ა­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად აღარ მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნია.

გაბი ეს­პი­ნოს ახა­ლი ფოტო შვი­ლებ­თან ერ­თად. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მას ორი შვი­ლი ხენ­კარ­ლოს კა­ნე­ლას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

კო­რა­ი­მა ტო­რე­სი - პო­პუ­ლა­რუ­ლი კა­სან­დრა 46 წლი­საა. ის მსა­ხი­ობ ნი­კო­ლას მონ­ტე­რო­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს ერთი ვაჟი, მანუ ნიკო ჰყავს.

კო­რა­ი­მა ტო­რე­სი კა­სან­დრას როლ­ში
ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მსა­ხი­ო­ბი ახლა

ენჯი სე­პე­და - შე­უძ­ლე­ბე­ლია ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს არ ახ­სოვ­დეთ სე­რი­ა­ლი "ეშ­მა­კუ­ნა“ და მისი მთა­ვა­რი გმი­რი ფი­ო­რე­ლა მო­რე­ლი. კო­ლუმ­ბი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი 45 წლი­საა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს. გარ­და სე­რი­ა­ლე­ბი­სა, ის არა­ერთ ფილმში გა­და­ი­ღეს და სხვა­დას­ხვა პრეს­ტი­ჟუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ცდი­ლობს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მკაც­რად გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ოს. მისი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

წყვი­ლი სე­რი­ა­ლი­დან "ეშ­მა­კუ­ნა"

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­ო­რე­ლა ახლა

კრის­ტი­ან მე­ი­ე­რი - 49 წლის მსა­ხი­ო­ბი გვახ­სოვს სე­რი­ა­ლი­დან "ლუნა“, მე­ი­ე­რი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და მსა­ხი­ობ მა­რი­სოლ აგი­რეს­თან სამი შვი­ლი ჰყავს.

კრის­ტი­ან მე­ი­ე­რის ახა­ლი ფოტო

ან­დრია დელ ბოკა - გახ­სოვთ "შავი მარ­გა­ლი­ტი“? ან­დრია დელ ბოკა სე­რი­ალ­ში მთა­ვა­რი გმი­რის, პერ­ლას როლს ას­რუ­ლებ­და. არ­გენ­ტი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ახლა 54 წლი­საა. ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია. ჰყავს გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ანა და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ბიზ­ნეს­მენ რი­კარ­დო ბი­ა­სო­ტი­ზე.

ან­დრია დელ ბოკა და გაბ­რი­ელ კო­რა­დო სე­რი­ა­ლი­დან "შავი მარ­გა­ლი­ტი"
მსა­ხი­ო­ბის ახა­ლი ფოტო

გაბ­რი­ელ კო­რა­დო - "შავი მარ­გა­ლი­ტის“ კი­დევ ერთი მთა­ვა­რი გმი­რის, ტო­მა­სის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, გაბ­რი­ელ კო­რა­დო 59 წლი­საა. ჰყავს სამი შვი­ლი.

მსა­ხი­ო­ბის ახა­ლი ფოტო "ინ­სტაგ­რა­მი­დან"

ოს­ვალ­დო რი­ო­სი - კი­დევ ერთი მსა­ხი­ო­ბი ლე­გენ­და­რუ­ლი "კა­სან­დრა­დან“. 59 წლის ოს­ვალ­დო მსა­ხი­ო­ბის გარ­და, პუ­ერ­ტო რი­კო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და გი­ტა­რის­ტია. რი­ო­სი სამ­ჯერ იყო ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში - მისი პირ­ვე­ლი ცოლი მა­ხი­ო­ბი სუზი დი­ა­სი იყო, მე­ო­რედ ჟურ­ნა­ლისტ კარ­მენ დო­მი­ნიკ­ზე იქორ­წი­ნა, ხოლო მე­სა­მედ მსა­ხი­ობ ჯე­რალ­დინ ფერ­ნან­დეს­ზე. მას სამი ვაჟი ჰყავს.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ოს­ვალ­დო რი­ო­სი ახლა

მა­რია ელე­ნა დო­რინ­გი - კო­ლუმ­ბი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი "ბლან­კოს ქვრი­ვი­დან“, სა­დაც ალი­სია გუ­არ­დი­ო­ლას როლს ას­რუ­ლებ­და. მისი პარტნი­ო­რი სე­რი­ალ­ში ოს­ვალ­დო რი­ო­სი იყო. მა­რია ელე­ნა გარ­და მსა­ხი­ო­ბი­სა, იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი და მომ­ღე­რა­ლი.

ოს­ვალ­დო რი­ო­სი და მა­რია ელე­ნა დო­რინ­გი სე­რი­ა­ლი­დან "ბლან­კოს ქვრი­ვი"
მა­რია ელე­ნა წლე­ბის შემ­დეგ

ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლი - მსა­ხი­ო­ბი "კლო­ნი­დან“, ლე­გენ­და­რუ­ლი ჰა­დეს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.ჯო­ვა­ნას ჰყავს ტყუ­პე­ბი, ან­ტო­ნია და სო­ფია.

ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლი ჰა­დეს როლ­ში
ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლის ახა­ლი ფოტო "ინ­სტაგ­რა­მი­დან"

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალეჰხ
12

ახლა აქედანაც გაუგზავნეთ გულშემატკივრების ფანების სურათები, ახლა თვითონაც თუ იცნობენ)))))))))

ზურა
27

აი ამათი მაყურებელი მშობლების შვილებია დღეს რომ თურქულ და ინდურ სერიალებზე აჟრიალებთ, თაროებზე წიგნები დაუობდათ და ლია ელიავა და დანი მისნი, თენგიზ არჩვაძე და ძმანი მისნი მაგათ ყველას ჯიბეშიც არ ჩაისვამდნენ, ამაზე ვინ ფიქრობს. ჰოდა განიხილება საქართველო სამხრეთამერიკული, ინდური და თურქული ინტელექტუალური მენტალობის ჭრილში. ავოიეეე, რა მიყრუებულ დეპოში ვართ .....

ავტორი:

გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები

გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები

ლათინოამერიკული სერიალები წლების უკან საქართველოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი მაყურებელი ჰყავდა. ხუმრობენ კიდეც, რომ 90-იანი წლების სიმძიმე "კასანდრამ“, "ველურმა გულმა“ და სხვა ტელენოველებმა გადაგვატანინა. იმ პერიოდში სერიალის ნახვა ერთგვარი რიტუალი იყო. 90-იანი წლების ადამიანებს კარგად ემახსოვრებათ, როგორ იკრიბებოდნენ ერთად მეზობლები საყვარელი გმირების სანახავად, შესაძლოა, ამისთვის საკმაოდ შორ მანძილზეც კი გიწევდათ წასვლა.

ლათინოამერიკული ტელენოველები 90-იანი წლების შემდეგაც ინარჩუნებდნენ პოპულარობას. დღეს კი, როცა ისინი თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლეს, ბევრს ნოსტალგია აქვს.

თვალი გადავავლოთ ყველაზე პოპულარული ლათინოამერიკული ტელენოველების გმირების ფოტოებს, ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა, წლების შემდეგ, ბევრი მათგანი დრომ ძალიან შეცვალა და შესაძლოა, ცნობა გაგიჭირდეთ, თუმცა ბევრიც ძველ ფორმას და მომხიბვლელობას ინარჩუნებს.

გაბრიელა სპანიკი - ალბათ, გახსოვთ სერიალი Prisionera. გაბრიელა სპანიკი მაყურებელმა სწორედ ამ სერიალით გაიცნო. ვენესუელელი მსახიობი 46 წლისაა. გაბრიელას ყოფილი ბოიფრენდისგან, ნილ პერესისგან 2008 წელს ვაჟი, გაბრიელ დე ჟესუსი შეეძინა.

კადრი სერიალიდან Prisionera
ეს კი მსახიობის ახალი ფოტოა "ინსტაგრამიდან"

დანა გარსია - მსახიობი ახლა 42 წლისაა. მას რომანტიკული ურთიერთობა აქვს ესპანელ ჟურნალისტთან, იბან გონსალესთან, რომელთანაც 2017 წელს შვილი შეეძინა. დანა გარსია ტელენოველების მოყვარულ ქართველ მაყურებელს ახსოვს ნორმა ელიზონდოს როლით სერიალიდან "ფარული ვნება“(Pasión de gavilanes), სადაც პარტნიორობას მარიო ჩიმაროს უწევდა. სერიალი წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა.

დანა გარსია და მარიო ჩიმარო
დანა გარსიას ახალი ფოტო

მარიო ჩიმარო - გრძელთმიანი მაჩოს როლებით მარიო ჩიმარომ ქართველი ქალების დიდი ნაწილი მარტივად მოხიბლა. მსახიობი ახლა 48 წლისაა და მის გარეგნობაში საერთოდ არაფერი შეცვლილა. ქართველი მაყურებლის საყვარელ ხუანს წლები ვერაფერს აკლებს.

მარიო ჩიმაროს ახალი ფოტო

უილიამ ლევი და ელიზაბეტ გუტიერესი - ორივე მსახიობს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. განსაკუთრებული სიყვარულით უილიამ ლევი სარგებლობდა. ეს ორი სერიალში ერთმანეთის პარტნიორები არასდროს ყოფილან, თუმცა მათ შესახებ ერთად იმიტომ ვწერთ, რომ დაქორწინებულები არიან. ვარსკვლავურ წყვილს ორი შვილი ჰყავს. ბიჭი და გოგონა, კრისტოფერი და ქაილი. კრისტოფერი საოცრად ჰგავს მამას. წყვილს წარმატებული კარიერა აქვს. გარდა სერიალებისა, უილიამმა მონაწილეობა მიიღო ამერიკულ "ცეკვავენ ვარსკვლავებში“, რის შემდეგაც მისი პოპულარობის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.

უილიამ ლევი და ელიზაბეტ გუტიერესი
ვარსკვლავური წყვილი შვილებთან ერთად
უილიამ ლევი ვაჟთან ერთად

ხენკარლოს კანელა - კიდევ ერთი ლათინოამერიკელი მსახიობი, რომელმაც ქართველი მაყურებლის დიდ ნაწილს თავი შეაყვარა. ის გვახსოვს სერიალიდან "ანხელის საიდუმლო“, რომელიც "ტელემუნდოს“ ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალია. კანელას რომანი ჰქონდა ამავე სერიალის პარტნიორთან, გაბი ესპინოსთან, წყვილი დაქორწინდა. მათ ორი შვილი - გოგონა და ვაჟი ჰყავთ. ისინი ახლა ერთად აღარ არიან, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ხენკარლოს კანელა მომღერალია და სერიალებში მონაწილეობას არ იღებს. ის ახლა 31 წლისაა.

ხენკარლოს კანელას ახალი ფოტო ახალ შეყვარებულთან ერთად

გაბი ესპინო - "ლუნას“ და "ანხელის საიდუმლოს“ ვარსკვლავი ახლა 43 წლისაა. სერიალებში აქტიურად აღარ მონაწილეობს, თუმცა წარმატებული ტელეწამყვანია.

გაბი ესპინოს ახალი ფოტო შვილებთან ერთად. როგორც აღვნიშნეთ, მას ორი შვილი ხენკარლოს კანელასთან ქორწინებიდან ჰყავს.

კორაიმა ტორესი - პოპულარული კასანდრა 46 წლისაა. ის მსახიობ ნიკოლას მონტეროზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი ვაჟი, მანუ ნიკო ჰყავს.

კორაიმა ტორესი კასანდრას როლში
ასე გამოიყურება მსახიობი ახლა

ენჯი სეპედა - შეუძლებელია ტელენოველების მოყვარულებს არ ახსოვდეთ სერიალი "ეშმაკუნა“ და მისი მთავარი გმირი ფიორელა მორელი. კოლუმბიელი მსახიობი 45 წლისაა და წარმატებული კარიერა აქვს. გარდა სერიალებისა, ის არაერთ ფილმში გადაიღეს და სხვადასხვა პრესტიჟული დაჯილდოების გამარჯვებულია. ცდილობს, პირადი ცხოვრება მკაცრად გაასაიდუმლოოს. მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

წყვილი სერიალიდან "ეშმაკუნა"

ასე გამოიყურება პოპულარული ფიორელა ახლა

კრისტიან მეიერი - 49 წლის მსახიობი გვახსოვს სერიალიდან "ლუნა“, მეიერი განქორწინებულია და მსახიობ მარისოლ აგირესთან სამი შვილი ჰყავს.

კრისტიან მეიერის ახალი ფოტო

ანდრია დელ ბოკა - გახსოვთ "შავი მარგალიტი“? ანდრია დელ ბოკა სერიალში მთავარი გმირის, პერლას როლს ასრულებდა. არგენტინელი მსახიობი ახლა 54 წლისაა. ის წარმატებული მსახიობი და ტელეწამყვანია. ჰყავს გოგონა, სახელად ანა და დაქორწინებულია ბიზნესმენ რიკარდო ბიასოტიზე.

ანდრია დელ ბოკა და გაბრიელ კორადო სერიალიდან "შავი მარგალიტი"
მსახიობის ახალი ფოტო

გაბრიელ კორადო - "შავი მარგალიტის“ კიდევ ერთი მთავარი გმირის, ტომასის როლის შემსრულებელი, გაბრიელ კორადო 59 წლისაა. ჰყავს სამი შვილი.

მსახიობის ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"

ოსვალდო რიოსი - კიდევ ერთი მსახიობი ლეგენდარული "კასანდრადან“. 59 წლის ოსვალდო მსახიობის გარდა, პუერტო რიკოში წარმატებული მომღერალი და გიტარისტია. რიოსი სამჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში - მისი პირველი ცოლი მახიობი სუზი დიასი იყო, მეორედ ჟურნალისტ კარმენ დომინიკზე იქორწინა, ხოლო მესამედ მსახიობ ჯერალდინ ფერნანდესზე. მას სამი ვაჟი ჰყავს.

ასე გამოიყურება ოსვალდო რიოსი ახლა

მარია ელენა დორინგი - კოლუმბიელი მსახიობი "ბლანკოს ქვრივიდან“, სადაც ალისია გუარდიოლას როლს ასრულებდა. მისი პარტნიორი სერიალში ოსვალდო რიოსი იყო. მარია ელენა გარდა მსახიობისა, იყო წარმატებული მოდელი და მომღერალი.

ოსვალდო რიოსი და მარია ელენა დორინგი სერიალიდან "ბლანკოს ქვრივი"
მარია ელენა წლების შემდეგ

ჯოვანა ანტონელი - მსახიობი "კლონიდან“, ლეგენდარული ჰადეს როლის შემსრულებელი.ჯოვანას ჰყავს ტყუპები, ანტონია და სოფია.

ჯოვანა ანტონელი ჰადეს როლში
ჯოვანა ანტონელის ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"