პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე
გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე

7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლმა 2020 წლის 20 თე­ბერ­ვალს ე.წ. მატ­რო­სო­ვის ციხე და­ტო­ვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხერ­ხემ­ლად წო­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი და კი­დევ უფრო ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი 2013 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს. მან სას­ჯე­ლი რამ­დე­ნი­მე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის მო­ი­ხა­და.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით" მო­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და. ვა­ნოს­თან ერ­თად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მისი მე­უღ­ლეც თაკო სა­ლა­ყა­ია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო და მა­შინ­დელ ვარ­სკვლა­ვებ­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. სა­ლა­ყა­ია იყო მეჯ­ვა­რე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ა­სი, რო­დე­საც მან ზურა ხა­ჩი­ძე­ზე ჯვა­რი და­ი­წე­რა. თუმ­ცა მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბის შემ­დეგ ხა­ჩი­ძე-ჟორ­და­ნი­ას წყვი­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯახ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­და.

თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ბო­მონ­დუ­რი სა­მე­გობ­რო­დან ბო­ლომ­დე სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ნინო ჩხე­ი­ძე, თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ლელა კი­ლა­ძე შე­მორ­ჩნენ... სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­შიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი სწო­რედ თაკო სა­ლა­ყა­ია გახ­ლდათ, იგი მე­დი­ის­თვის ჩა­ი­კე­ტა და მას შემ­დეგ ინ­ტერ­ვიუ არა­სო­დეს აღარ მი­უ­ცია. თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად დღემ­დე ვრცელ­დე­ბა მე­დი­ა­ში სა­ლა­ყა­ი­ას გარ­თო­ბის ფო­ტო­ე­ბი.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მე­უღ­ლე­ზე სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის თავს არი­დებ­და. 17 წლის იყო თაკო სა­ლა­ყა­ია, რო­დე­საც 31 წლის პო­ლი­ტი­კოს­მა მას­ზე იქორ­წი­ნა. მალე პირ­ვე­ლი შვი­ლი მიშო შე­ე­ძი­ნათ.

"მე მომ­წონ­და ეს სა­ხე­ლი. დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვიო. ძა­ლი­ან მომ­წონს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ადრე უფრო მომ­წონ­და. არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვა­კე­ში მი­შას დიდი პლა­კა­ტი იყო გაკ­რუ­ლი და ისე მომ­წონ­და, ხში­რად ვი­დე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი. მა­შინ უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. შემ­დეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუ­ცი­ლებ­ლად მი­შას ან მი­შოს და­ვარ­ქმევ­დი. მე და ვა­ნომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად მი­ვი­ღეთ. ვა­ნოს არ უნ­დო­და, შვი­ლის­თვის მე­ფის სა­ხე­ლე­ბი დაგ­ვერ­ქმია. მიშა კი ისე­თი სა­ხე­ლი იყო, რო­მე­ლიც ორი­ვეს მოგ­ვწონ­და და, რა ვქნა, დღეს ჩემს შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჰქვია. სხვა­თა შო­რის, არ­ჩევ­ნებ­ზეც იყო ჩემი შვი­ლი წა­სუ­ლი, სპორ­ტუ­ლე­ბი ეცვა, რო­მელ­ზე­დაც მე-5 ნო­მე­რი ეწე­რა. პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, ეს ბავ­შვი დიდი კაცი გა­იზ­რდე­ბაო (იცი­ნის). ვნა­ხოთ..." - ამ­ბობ­და 2004 წელს თაკო ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თაკო სა­ლა­ყა­ია შვი­ლებ­თან, მი­შოს­თან და და­თუ­ნას­თან ერ­თად

მიშო და და­თუ­ნა მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბი

თაკო სა­ლა­ყა­ია და მიშო მე­რა­ბიშ­ვი­ლი - 2014 წლის ფოტო

წყვილს მე­ო­რე შვი­ლი, და­თუ­ნა 2009 წელს შე­ე­ძი­ნათ. ბავ­შვი 4 წლის იყო რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"ახლა დიდი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ჩემი შვი­ლი უნდა გა­ვიც­ნო" - ამ­ბობს, 6 წლი­სა და 9 თვის შემ­დეგ ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი უმ­ცროს შვილ­ზე. მა­მის თქმით, უფ­რო­სი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს და ჯერ­ჯე­რო­ბით მამა მხო­ლოდ ვი­დე­ო­ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ნახა.

და­თუ­ნა მე­რა­ბიშ­ვი­ლი

მე­უღ­ლის და­ჭე­რის შემ­დეგ არ­სად არ ჩნდე­ბა თაკო სა­ლა­ყა­ია. თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, გარ­თო­ბა­სა და სიმ­ღე­რა­ზე უარს არ ამ­ბობს. 2011 წელს გიო ხუ­ციშ­ვილ­თან ერ­თად დუ­ე­ტი "არ მო­უყ­ვე არა­ვის" ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც გიო ხუ­ციშ­ვი­ლი­სა და უც­ნო­ბი გო­გო­ნას სა­ხე­ლით ტრი­ა­ლებ­და რა­დი­ო­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგი
55

kargad apiaret kargad,fu raa...

დათო
73

ფუფ... მეტი რა კომენტარი უნდა გააკეთო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე

გაიცანით ვანო მერაბიშვილის შვილები - საინტერესო ფაქტები ექს-პრემიერის ოჯახურ ცხოვრებაზე

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა 2020 წლის 20 თებერვალს ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" ხერხემლად წოდებული ყოფილი პრემიერი და კიდევ უფრო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. მან სასჯელი რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის მოიხადა.

ვანო მერაბიშვილი "ვარდების რევოლუციით" მოსულ ხელისუფლებაში ყოველთვის მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. ვანოსთან ერთად პოპულარული იყო მისი მეუღლეც თაკო სალაყაია, რომელიც წლების წინ, ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი იყო და მაშინდელ ვარსკვლავებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. სალაყაია იყო მეჯვარე ხათუნა ჟორდანიასი, როდესაც მან ზურა ხაჩიძეზე ჯვარი დაიწერა. თუმცა მაშინდელ ხელისუფლებაზე განაწყენების შემდეგ ხაჩიძე-ჟორდანიას წყვილი მერაბიშვილის ოჯახზე საუბარს თავს არიდებდა.

თაკო სალაყაიას ბომონდური სამეგობროდან ბოლომდე სოფო ნიჟარაძე, ნინო ჩხეიძე, თიკო სადუნიშვილი, ნინა წკრიალაშვილი და ლელა კილაძე შემორჩნენ... სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ თაკო სალაყაია გახლდათ, იგი მედიისთვის ჩაიკეტა და მას შემდეგ ინტერვიუ არასოდეს აღარ მიუცია. თუმცა პერიოდულად დღემდე ვრცელდება მედიაში სალაყაიას გართობის ფოტოები.

ვანო მერაბიშვილი მეუღლეზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა. 17 წლის იყო თაკო სალაყაია, როდესაც 31 წლის პოლიტიკოსმა მასზე იქორწინა. მალე პირველი შვილი მიშო შეეძინათ.

"მე მომწონდა ეს სახელი. დღეს ბევრი ადამიანი ამბობს, შვილს სააკაშვილის სახელი დავარქვიო. ძალიან მომწონს მიშა სააკაშვილი, თუმცა ადრე უფრო მომწონდა. არჩევნების დროს ვაკეში მიშას დიდი პლაკატი იყო გაკრული და ისე მომწონდა, ხშირად ვიდექი და ვუყურებდი. მაშინ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. შემდეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუცილებლად მიშას ან მიშოს დავარქმევდი. მე და ვანომ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ვანოს არ უნდოდა, შვილისთვის მეფის სახელები დაგვერქმია. მიშა კი ისეთი სახელი იყო, რომელიც ორივეს მოგვწონდა და, რა ვქნა, დღეს ჩემს შვილს სააკაშვილის სახელი ჰქვია. სხვათა შორის, არჩევნებზეც იყო ჩემი შვილი წასული, სპორტულები ეცვა, რომელზედაც მე-5 ნომერი ეწერა. პრეზიდენტი ამბობს, ეს ბავშვი დიდი კაცი გაიზრდებაო (იცინის). ვნახოთ..." - ამბობდა 2004 წელს თაკო ჟურნალ "რეიტინგთან" ინტერვიუში.

თაკო სალაყაია შვილებთან, მიშოსთან და დათუნასთან ერთად

მიშო და დათუნა მერაბიშვილები

თაკო სალაყაია და მიშო მერაბიშვილი - 2014 წლის ფოტო

წყვილს მეორე შვილი, დათუნა 2009 წელს შეეძინათ. ბავშვი 4 წლის იყო როდესაც მერაბიშვილი დააკავეს.

"ახლა დიდი და ჩამოყალიბებული ადამიანია, ჩემი შვილი უნდა გავიცნო" - ამბობს, 6 წლისა და 9 თვის შემდეგ ციხიდან გამოსული მერაბიშვილი უმცროს შვილზე. მამის თქმით, უფროსი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს და ჯერჯერობით მამა მხოლოდ ვიდეოზარის საშუალებით ნახა.

დათუნა მერაბიშვილი

მეუღლის დაჭერის შემდეგ არსად არ ჩნდება თაკო სალაყაია. თუმცა როგორც ამბობენ, საყვარელ საქმიანობაზე, გართობასა და სიმღერაზე უარს არ ამბობს. 2011 წელს გიო ხუციშვილთან ერთად დუეტი "არ მოუყვე არავის" ჩაწერა, რომელიც გიო ხუციშვილისა და უცნობი გოგონას სახელით ტრიალებდა რადიოში.

"ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას" - რა გეგმა აქვთ "ნახავანჰესის" მოწინააღმდეგეებს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - LIVE

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი