მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო
"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

17 თე­ბერ­ვალს მაია ასა­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ემ­გზავ­რა. სამი წლის წინ, თე­ბერ­ვლის თვე­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და ყო­ველ წე­ლი­წადს, ეს პე­რი­ო­დი ასა­თი­ა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა.

ამ­ჯე­რად, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­და­წყვი­ტა და კუნ­ძულ ბა­ლი­ზე გა­ემ­გზავ­რა: "16 სა­ა­თი უნდა ვიფ­რი­ნო, ჩემი შვი­ლის წლის­თა­ვია" - ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე მაია ასა­თი­ან­მა.

რო­გორც ის ამ­ბობს, ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და მისი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის - ელი­ზა­ბეტ გილ­ბერ­ტის ბესტსე­ლე­რის "ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რეს" მთა­ვა­რი გმი­რის გზის გავ­ლას აპი­რებს...

წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი, რომ­ლის კი­ნო­ვერ­სი­ა­შიც მთა­ვარ როლს ჯუ­ლია რო­ბერტსი ას­რუ­ლებს, ასე­თია: მთა­ვა­რი გმი­რი - ელი­ზა­ბე­ტი მტკი­ცედ გა­და­წყვეტს, იპო­ვოს ის, რაც აქამ­დე ძა­ლი­ან აკ­ლდა. ამ­დე­ნად, ის იწყებს ძი­ე­ბას... რომ­ში ის თავს ნე­ბა­ზე მი­უშ­ვებს, ინ­დო­ეთ­ში კი სუ­ლის გან­წმენ­დას ჰპო­ვებს... სა­ბო­ლო­ოდ, კი კუნ­ძულ ბა­ლი­ზე მცხოვ­რე­ბი ექიმ­ბა­ში ახალ გზას და­ა­ნახ­ვებს სიმ­შვი­დის­კენ და კვლავ გა­უღ­ვი­ვებს სიყ­ვა­რუ­ლის სურ­ვილს.

კუნ­ძულ ბა­ლი­ზე ჩა­სულ­მა მაია ასა­თი­ან­მა გა­და­წყვი­ტა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის "ინ­სტაგ­რამ­ზე" გუ­ლახ­დი­ლად მო­ე­ყო­ლა, თუ რა მი­ზანს ისა­ხავ­და მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა და რა­ტომ გა­ემ­გზავ­რა მარ­ტო:

"ძა­ლი­ან ბევ­რი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მინ­და გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ აქე­დან. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა რა­ო­დე­ნო­ბით ტკბი­ლი, თბი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე წე­რი­ლე­ბი მი­ვი­ღე... ას­მა­გად და ათას­მა­გად მინ­და და­გიბ­რუნ­დეთ. ძა­ლი­ან ბევრ ღი­მილს გიგ­ზავ­ნით, მად­ლო­ბა! და­გიბ­რუნ­დეთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ეს ბედ­ნი­ე­რე­ბით სავ­სე ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც მიგ­ზავ­ნით.

დღეს, სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი მქონ­და ბა­ლის რი­გით მა­ცხოვ­რე­ბელ­თან. მიხ­სნი­და, რო­დე­საც მი­ჭირს ადა­მი­ანს გა­ვა­გე­ბი­ნო რა მინ­და, უბ­რა­ლოდ ვი­ღი­მი და ეს ყვე­ლა­ფერ­ში მშვე­ლი­სო, რა მა­გა­რი რა­ღაც არის, არა?!

ბევ­რი მე­კი­თხე­ბით, რა­ტომ ვარ მარ­ტო წა­მო­სუ­ლი. ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩენ, რომ შენს თავ­თან მარ­ტო ხარ... მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა, მე­კი­თხე­ბით მწყინ­დე­ბა თუ არა - არა, იმი­ტომ რომ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცას აღ­მო­ვა­ჩენ ხოლ­მე. როცა სა­კუ­თარ თავ­თან ყოფ­ნას შე­იყ­ვა­რებთ, აღ­მო­ა­ჩენთ რომ სა­ში­ში არა­ფე­რი არ არის და მარ­ტო­ო­ბის აღარ შე­გე­შინ­დე­ბათ.

აქ მარ­ტო რომ ვარ წა­მო­სუ­ლი, ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ჩემი შვი­ლის წლის­თა­ვია, ამი­ტომ მარ­ტო მივ­დი­ვარ ხოლ­მე ქვეყ­ნი­დან, რომ ჩემს თავ­თან დავ­რჩე და ვე­ლა­პა­რა­კო. ყო­ველ წელს ვზრდი მან­ძილს - თა­ვი­დან ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ფი­ზი­კუ­რად, ახლა კარ­გად ვარ და შე­მიძ­ლია შორ გზა­ზე მგზავ­რო­ბა.

რა­ტომ ბალი? - ამა­საც თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს, ეს იყო ჩემი ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნა და დიდი ხა­ნია მინ­დო­და ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა. აქ არის ერთი ად­გი­ლი, რო­მელ­საც ჰქვია მუსა. 23 თე­ბერ­ვალს, ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, ამ ად­გი­ლას მინ­და მის­ვლა, ასე ჩა­ვუთ­ქვი ჩემ თავს.

მე­ო­რე ის, რომ პო­ზი­ტი­ვის კუნ­ძუ­ლია ბალი და მჭირ­დე­ბო­და პო­ზი­ტი­ვით და­მუხ­ტვა. მე­სა­მე მი­ზე­ზია ის, რომ გგო­ნი­ათ ძლი­ე­რი ვარ და სხვა გზა არ მქონ­და.

კუნ­ძუ­ლი ბალი, სე­მი­ნი­ა­კის სა­ნა­პი­რო

გიგ­ზავ­ნით ბევრ პო­ზი­ტივს, სიყ­ვა­რულს და რა მოხ­დე­ბა ტრა­დი­ცი­ად და­ვამ­კვიდ­როთ ქარ­თვე­ლებ­მა, მარ­ტო პო­ზი­ტი­ვი გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნეთს და არ ვუ­თხრათ სა­ძაგ­ლო­ბე­ბი?!" - ამ­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მაია ასა­თი­ა­ნი.

მაია ასა­თი­ა­ნის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2017 წლის 23 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ნუცა საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზდაკი
123

სიმართლე გითხრათ, უკვე გულისამრევია.

nata
5

ძალიან მეცოდება,ცდილობს მაგრამ ვერ ან არ გამოსდის ტკივილთან გამკლავება,ეჰ რას იზავ უნდა გაუძლო! შეიძლება სადღაც წახვიდე ,გაიქცე მაგრამ ტკივილისგან გაქცევა ძალიან ძნელია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

17 თებერვალს მაია ასათიანი საქართველოდან გაემგზავრა. სამი წლის წინ, თებერვლის თვეში ტელეწამყვანის 18 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა და ყოველ წელიწადს, ეს პერიოდი ასათიანისთვის განსაკუთრებით მძიმეა.

ამჯერად, ტელეწამყვანმა მარტო მოგზაურობა გადაწყვიტა და კუნძულ ბალიზე გაემგზავრა: "16 საათი უნდა ვიფრინო, ჩემი შვილის წლისთავია" - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ვიდეო "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მაია ასათიანმა.

როგორც ის ამბობს, ამ მოგზაურობით ოცნება აისრულა და მისი საყვარელი წიგნის - ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერის "ჭამე, ილოცე, შეიყვარეს" მთავარი გმირის გზის გავლას აპირებს...

წიგნის სიუჟეტი, რომლის კინოვერსიაშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს, ასეთია: მთავარი გმირი - ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ძალიან აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ, კი კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.

კუნძულ ბალიზე ჩასულმა მაია ასათიანმა გადაწყვიტა გულშემატკივრებისთვის "ინსტაგრამზე" გულახდილად მოეყოლა, თუ რა მიზანს ისახავდა მისი მოგზაურობა და რატომ გაემგზავრა მარტო:

"ძალიან ბევრი სითბო და სიყვარული მინდა გამოგიგზავნოთ აქედან. ვერ წარმოიდგენთ, რა რაოდენობით ტკბილი, თბილი, სიყვარულით სავსე წერილები მივიღე... ასმაგად და ათასმაგად მინდა დაგიბრუნდეთ. ძალიან ბევრ ღიმილს გიგზავნით, მადლობა! დაგიბრუნდეთ თითოეულ თქვენგანს ეს ბედნიერებით სავსე ემოციები, რომელსაც მიგზავნით.

დღეს, საინტერესო საუბარი მქონდა ბალის რიგით მაცხოვრებელთან. მიხსნიდა, როდესაც მიჭირს ადამიანს გავაგებინო რა მინდა, უბრალოდ ვიღიმი და ეს ყველაფერში მშველისო, რა მაგარი რაღაც არის, არა?!

ბევრი მეკითხებით, რატომ ვარ მარტო წამოსული. ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენს თავთან მარტო ხარ... მე ძალიან მიყვარს საკუთარი თავის შეცნობა, მეკითხებით მწყინდება თუ არა - არა, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე. როცა საკუთარ თავთან ყოფნას შეიყვარებთ, აღმოაჩენთ რომ საშიში არაფერი არ არის და მარტოობის აღარ შეგეშინდებათ.

აქ მარტო რომ ვარ წამოსული, ამას თავისი მიზეზები აქვს. თებერვლის ბოლოს ჩემი შვილის წლისთავია, ამიტომ მარტო მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან, რომ ჩემს თავთან დავრჩე და ველაპარაკო. ყოველ წელს ვზრდი მანძილს - თავიდან ძალიან მიჭირდა ფიზიკურად, ახლა კარგად ვარ და შემიძლია შორ გზაზე მგზავრობა.

რატომ ბალი? - ამასაც თავისი მიზეზი აქვს, ეს იყო ჩემი ოცნების ქვეყანა და დიდი ხანია მინდოდა ამ ოცნების ასრულება. აქ არის ერთი ადგილი, რომელსაც ჰქვია მუსა. 23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მინდა მისვლა, ასე ჩავუთქვი ჩემ თავს.

მეორე ის, რომ პოზიტივის კუნძულია ბალი და მჭირდებოდა პოზიტივით დამუხტვა. მესამე მიზეზია ის, რომ გგონიათ ძლიერი ვარ და სხვა გზა არ მქონდა.

კუნძული ბალი, სემინიაკის სანაპირო

გიგზავნით ბევრ პოზიტივს, სიყვარულს და რა მოხდება ტრადიციად დავამკვიდროთ ქართველებმა, მარტო პოზიტივი გავუზიაროთ ერთმანეთს და არ ვუთხრათ საძაგლობები?!" - ამბობს ვიდეომიმართვაში მაია ასათიანი.

მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 2017 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა... მამიკო, გილოცავ" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით

ჩოგბურთის კორტებისკენ მიმავალი 92 წლის ლანა ღოღობერიძე - "რა ენერგია, რა შემართება და ცხოვრების ხალისი"

"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?