სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"
ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

ქარ­თვე­ლი ლექ­ტო­რი­სა და 33 სტუ­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ის­ტო­რია 26 წლის შემ­დე­გაც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას.

1994 წლის ზა­ფხულ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის მე­ო­რა­დი ფა­კულ­ტე­ტის რე­ლი­გი­ის ლექ­ტორ­მა, რეზო ბაქ­რა­ძემ გამ­თე­ნი­ი­სას ავ­ტო­ბუ­სით სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იყ­ვა­ნა. მგზავ­რებს შო­რის იყ­ვნენ მისი ცოლი, 9 წლის ვაჟი და სა­კუ­თა­რი ძმის შვი­ლი. სტუ­დენ­ტე­ბი ჯერ თურ­ქეთ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კა­ნა­და­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

იხი­ლეთ PALITRAVIDEO.GE-ს სი­უ­ჟე­ტი

ამ ამ­ბავ­ში გა­სა­ო­ცა­რი არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ამ სტუ­დენ­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის მი­მართ. მათ ყო­ველ­გვა­რი კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტეს ოჯა­ხებ­თან, შე­იც­ვა­ლეს ძვე­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბი. სა­ხე­ლი და გვა­რი შეც­ვლი­ლი აქვს რეზო ბაქ­რა­ძე­საც - მას დღეს თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ.

PALITRAVIDEO.GE-ს ესა­უბ­რა რეზო ბაქ­რა­ძის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი ის­ტო­რი­ის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა და ყო­ფილ ლექ­ტორს ამ­ხელს. დალი ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი რე­ლი­გია შექ­მნა და სტუ­დენ­ტებს სა­კუ­თა­რი წე­სე­ბით აცხოვ­რებ­და.

ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი ასე­ვე გვიყ­ვე­ბა, რომ იმ დროს როცა რეზო ბაქ­რა­ძემ სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იყ­ვა­ნა, მას თურ­ქეთ­ში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და ყო­ფილ­მა ლექ­ტორ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა. ყა­რა­უ­ლაშ­ვილ­მა ისი­ნი 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­ტუმ­რო­ში სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით აცხოვ­რა, შემ­გომ კი მისი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რის სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ.

ქალი იმა­საც იხ­სე­ნებს, რომ თურ­ქეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში რეზო ბაქ­რა­ძე სტუ­დენ­ტებს ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ო­და, ვინც არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და. 10-მდე სტუ­დენ­ტმა ასეთ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას ვერ გა­უძ­ლო და ლექ­ტორს გა­ექ­ცა. რეზო ბაქ­რა­ძის­გან გაქ­ცე­უ­ლე­ბი დალი ყა­რა­უ­ლაშ­ვილს წლე­ბის შემ­დეგ ასეთ წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­ან:

"დალი გა­მარ­ჯო­ბა. შე­იძ­ლე­ბა აღარ გახ­სო­ვარ... თურ­ქეთ­ში გა­გი­ცა­ნი რეზო ბაქ­რა­ძის ჯგუფ­ში. ჩვენ რე­ზოს­გან წა­მო­ვე­დით. მი­ხა­რია რომ გი­პო­ვე, შენ არა­ფერ შუ­ა­ში ხარ... დიდი მად­ლო­ბა შენ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ჩვენ­თვის გა­ა­კე­თე. ძნე­ლია, როცა მიხ­ვდე­ბი რომ მწა­რედ მო­გა­ტყუ­ეს. რეზო არის გარ­ყვნი­ლი ადა­მი­ა­ნი. რამ­დე­ნი­მე გო­გომ მის­გან ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, ზოგ­საც არ გა­უჩ­ნდა.

მინ­და რომ ხან­და­ხან გავ­გლი­ჯო. მაქვს ეს შუ­რის­ძი­ე­ბის გრძნო­ბა და რა ვქნა, დალი. ბევ­რი მაქვს მო­სა­ყო­ლი, როცა გნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვე­ბი დე­ტა­ლუ­რად. რეზო ფუ­ლის ღორი იყო. რა სექ­ტაა ვერ გა­ი­გებ. მარ­თლმა­დი­დებ­ლებს ლან­ძღა­ვენ და თა­ვი­სი ქრის­ტე ჰყავთ. ჩვენ მა­კა­რონ­ზე ვყავ­დით, თვი­თონ ხინ­კალს და ბა­ჟეს არ იკ­ლებ­და. ჩვენ რომ წა­მო­ვე­დით, იძახ­და: უჩ­ვე­ნოდ და­ერ­ხე­ვათ, მუხ­ლის ჩოქ­ვით მოვ­ლე­ნო... მოკ­ლედ, სა­ზი­ზღრო­ბაა..."

იხი­ლეთ მეტი PALITRAVIDEO.GE-ს სი­უ­ჟეტ­ში

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
160

მაინც მიკვირს ასე ვიᲦაცამ როგორ უნდა გაგასულელოს რომ ოჯახზე, დედაზე, მამაზე უარი Თქვა

ნანიკო
60

რა საშინელი გამოხედვა აქვს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

ქართველი ლექტორისა და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ისტორია 26 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას.

1994 წლის ზაფხულში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტის რელიგიის ლექტორმა, რეზო ბაქრაძემ გამთენიისას ავტობუსით სტუდენტები საქართველოდან გაიყვანა. მგზავრებს შორის იყვნენ მისი ცოლი, 9 წლის ვაჟი და საკუთარი ძმის შვილი. სტუდენტები ჯერ თურქეთში, მოგვიანებით კი კანადაში გადაიყვანა.

იხილეთ PALITRAVIDEO.GE-ს სიუჟეტი

ამ ამბავში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, რომ არა ამ სტუდენტების დამოკიდებულება საკუთარი მშობლების მიმართ. მათ ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს ოჯახებთან, შეიცვალეს ძველი გვარ-სახელები. სახელი და გვარი შეცვლილი აქვს რეზო ბაქრაძესაც - მას დღეს თეოფილე მალაქიას სახელით იცნობენ.

PALITRAVIDEO.GE-ს ესაუბრა რეზო ბაქრაძის ყოფილი სტუდენტი, რომელიც ბურუსით მოცული ისტორიის დეტალებს ჰყვება და ყოფილ ლექტორს ამხელს. დალი ყარაულაშვილი ამბობს, რომ მამაკაცმა საკუთარი რელიგია შექმნა და სტუდენტებს საკუთარი წესებით აცხოვრებდა.

ყარაულაშვილი ასევე გვიყვება, რომ იმ დროს როცა რეზო ბაქრაძემ სტუდენტები საქართველოდან გაიყვანა, მას თურქეთში საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და ყოფილმა ლექტორმა დახმარებისთვის მიმართა. ყარაულაშვილმა ისინი 4 დღის განმავლობაში სასტუმროში საკუთარი სახსრებით აცხოვრა, შემგომ კი მისი ბიზნეს პარტნიორის სახლში გადაიყვანა, სადაც 7 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ქალი იმასაც იხსენებს, რომ თურქეთში ცხოვრების პერიოდში რეზო ბაქრაძე სტუდენტებს ძალიან ცუდად ექცეოდა, ვინც არ ემორჩილებოდა ფიზიკურადაც უსწორდებოდა. 10-მდე სტუდენტმა ასეთ პირობებში ცხოვრებას ვერ გაუძლო და ლექტორს გაექცა. რეზო ბაქრაძისგან გაქცეულები დალი ყარაულაშვილს წლების შემდეგ ასეთ წერილებს უგზავნიან:

"დალი გამარჯობა. შეიძლება აღარ გახსოვარ... თურქეთში გაგიცანი რეზო ბაქრაძის ჯგუფში. ჩვენ რეზოსგან წამოვედით. მიხარია რომ გიპოვე, შენ არაფერ შუაში ხარ... დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. ძნელია, როცა მიხვდები რომ მწარედ მოგატყუეს. რეზო არის გარყვნილი ადამიანი. რამდენიმე გოგომ მისგან ბავშვი გააჩინა, ზოგსაც არ გაუჩნდა.

მინდა რომ ხანდახან გავგლიჯო. მაქვს ეს შურისძიების გრძნობა და რა ვქნა, დალი. ბევრი მაქვს მოსაყოლი, როცა გნახავ აუცილებლად მოგიყვები დეტალურად. რეზო ფულის ღორი იყო. რა სექტაა ვერ გაიგებ. მართლმადიდებლებს ლანძღავენ და თავისი ქრისტე ჰყავთ. ჩვენ მაკარონზე ვყავდით, თვითონ ხინკალს და ბაჟეს არ იკლებდა. ჩვენ რომ წამოვედით, იძახდა: უჩვენოდ დაერხევათ, მუხლის ჩოქვით მოვლენო... მოკლედ, საზიზღრობაა..."

იხილეთ მეტი PALITRAVIDEO.GE-ს სიუჟეტში

ავტორი: თიკო გურაშვილი