პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."
ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."

გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ას წერს, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ მის ოჯახ­ში მოხ­და. დუმ­ბა­ძე­ებს სახ­ლში ეს­ტუმ­რათ ქალი ნო­დარ დუმ­ბა­ძის ცნო­ბი­ლი მო­თხრო­ბი­დან...

"დღეს ზა­ზას, ჩემი ძმის და­ბა­დე­ბის დღეა (შე­ნიშ­ვნა: ზაზა ნო­დარ დუმ­ბა­ძის შუ­ა­თა­ნა შვი­ლი, ერ­თა­დერ­თი ვაჟი იყო, რო­მე­ლიც 5 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა) ვა­კის სა­საფ­ლა­ო­დან მე და დედა მთაწ­მინ­და­ზე მივ­დი­ო­დით, მა­მას­თან... ტე­ლე­ფონ­ზე უც­ნობ­მა ქალ­ბა­ტონ­მა და­მი­რე­კა და შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. დავ­პირ­დი, ერთ სა­ათ­ში სახ­ლში ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი.

ნო­დარ დუმ­ბა­ძის ცოლ-შვი­ლი: ნა­ნუ­ლი გუ­გუ­ნა­ვა-დუმ­ბა­ძე და ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე

მა­მას­გან სახ­ლში რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, გზად ერთი კი გა­ვი­ფიქ­რე - ნე­ტავ ვინ არის ის ქალ­ბა­ტო­ნი და რა უნდა თქო, მაგ­რამ ის რაც მოხ­და, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი...

დღეს ჩემ­თან ნა­თე­ლა მო­ვი­და - ნა­თე­ლა მო­თხრო­ბი­დან "ნუ გა­აღ­ვი­ძებ" და მეც, რო­გორც მო­თხრო­ბა­ში, თაფ­ლი მო­მი­ტა­ნა" - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე და იქვე მა­მის ცნო­ბილ მო­თხრო­ბა­საც აქ­ვეყ­ნებს:

"დი­ლით მა­მი­დაშ­ვი­ლი შე­მო­ვი­და ჩემს ოთახ­ში და მი­თხრა: - ვი­ღაც ქა­ლია, შენ გკი­თხუ­ლობ­სო.

- უთხა­რი შე­მო­ვი­დეს... ვთხო­ვე მე და სა­მუ­შა­ოს თავი და­ვა­ნე­ბე. - ეზო­ში დგას, ალა­გეს­თან, არ მო­დის, თუ არ შე­წუხ­დე­ბა, აქ მო­ვი­დეს ერთი წუ­თი­თო.

რა გზა მქონ­და, ეზო­ში ჩა­ვე­დი. ალა­გეს­თან 45-50 წლის ჭა­ღა­რა, სოფ­ლე­ლი ქალი იდგა. ხელ­ში რა­ღა­ცით სავ­სე სამ­ლიტ­რი­ა­ნი ქილა ეჭი­რა და უხერ­ხუ­ლად იღი­მე­ბო­და. სათ­ნო და ლა­მა­ზი სახე ჰქონ­და.

- გა­მარ­ჯო­ბათ, ნო­დარ ბა­ტო­ნო! - მო­მე­სალ­მა.

- გა­მარ­ჯო­ბათ, მობ­რძან­დით სახ­ლში! - მო­ვი­პა­ტი­ჟე ცალყბად, თან გულ­ში გა­ვი­ფიქ­რე, ძღვე­ნით არის მო­სუ­ლი, და­ი­წყე­ბა ახლა: „შვი­ლი მყავს მო­სა­წყო­ბი“, ან „ამას მი­მი­წე­რე“, „იმას და­უ­რე­კე...“- არა, ბა­ტო­ნო, მხო­ლოდ ერთი წუ­თით გე­ა­ხე­ლით.

- რაზე შე­წუ­ხე­ბულ­ხართ, ქალ­ბა­ტო­ნო?

- ალ­ბათ ვერ მი­ცა­ნით, ნო­დარ ბა­ტო­ნო - მი­თხრა მან და ძალ­ზე სევ­დი­ა­ნად გა­ი­ღი­მა.

- გა­მო­გი­ტყდე­ბით და, ვერა, ქალ­ბა­ტო­ნო.

- შემ­რცხვა, მაგ­რამ ტყუ­ი­ლი ვერ ვთქვი.

- არ მე­გო­ნა, თუ ვერ მიც­ნობ­დით - მი­თხრა მან და თავი და­ხა­რა.

- რა­ტომ გე­გო­ნათ, რომ გიც­ნობ­დით, ქალ­ბა­ტო­ნო?! - გა­მე­ღი­მა მე

- ნა­თე­ლა ვარ მე, ნი­ჟა­რა­ძე, კუ­კუ­რას დაი - თქვა მან.

- ნა­თე­ლა! - სა­ო­ცა­რი სი­სუს­ტე ვიგ­რძე­ნი ხმა­შიც, მკლა­ვებ­შიც, მუხ­ლებ­შიც...

- ნა­თე­ლა! - გა­ვი­ღი­მე უნა­ი­როდ და იქვე წაქ­ცე­ულ ხის გრძელ მორ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი. იგი მო­ვი­და, ის ქილა ფე­ხებ­შუა ჩა­მიდ­გა და ჩემს გვერ­დით ჩა­მოჯ­და. უხერ­ხუ­ლო­ბის და­სა­ფა­რა­ვად თუ­თუ­ნის გახ­ვე­ვა და­ვი­წყე.

- მა­ი­სის თაფ­ლია, ნო­დარ ბა­ტო­ნო, ჩემი ბუ­კი­საა, სუფ­თა ქარ­ვა­სა­ვით.

- გმად­ლობთ, რაზე ირ­ჯე­ბო­დი.- სო­ფელ­ში თქვეს - ჩა­მო­ვი­დაო, გულს უჩი­ვაო, აგი თაფ­ლი გუ­ლის წა­მა­ლია... შენი ძმაი იკი­თხა, კუ­კუ­რა და მისი ცხე­ნიო...

- თავი და­ვუქ­ნიე უაზ­როდ.

- რამ­დე­ნი ხნით ჩა­მობ­რძან­დით, ნო­დარ ბა­ტო­ნო, მარ­ტო ბრძან­დე­ბით თუ შე­მად­გენ­ლო­ბით...

- იგი ლა­პა­რა­კობ­და წყვე­ტი­ლად, თა­ვა­უ­ღებ­ლად. ხმა უთრთო­და.

- რო­გორ ხარ, ნა­თე­ლა? - შე­ვა­წყვე­ტი­ნე ლა­პა­რა­კი... მან სული მო­ით­ქვა და თვა­ლებ­ში შე­მომ­ხე­და.

- ჩემი არ იყოს, ხანი შეგ­პარ­ვია, ნო­დარ ბა­ტო­ნო! ახლა ხომ არ უჩი­ვით რა­მეს?

- ჩემი საქ­მე გა­მორ­კვე­უ­ლია. შენ რო­გორ ხარ, ნა­თე­ლა?

- ვარ ისე, რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბა სოფ­ლის დე­და­კაცს..."

ფო­ტო­ე­ბი: ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძის არ­ქი­ვი­დან

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურიკელა
3

ვიღაცებს გენიოსებს უწოდებენ ............... და რატომ არაა გენიოსობა ის უსაზღვრო სითბო, რომელიც აღმართულ ხმალს დაგაშვებინებს, ტყვიას გამოგაღებინებს იარაღიდან, რისხვას ცრემლად გადაგიქცევს და მოგანდომებს მთელს მსოფლიოს ჩაეხუტო და უთხრა - მიყვარხართ ყველანი. ესაა დუმბაძე

soso
90

საბჭოტა ეპოქის კლასიკური მაგალითი, რეჟიმს მორგებული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."

გენიალური ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე ემოციურ ისტორიას წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ მის ოჯახში მოხდა. დუმბაძეებს სახლში ესტუმრათ ქალი ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობიდან...

"დღეს ზაზას, ჩემი ძმის დაბადების დღეა (შენიშვნა: ზაზა ნოდარ დუმბაძის შუათანა შვილი, ერთადერთი ვაჟი იყო, რომელიც 5 წლის ასაკში გარდაიცვალა) ვაკის სასაფლაოდან მე და დედა მთაწმინდაზე მივდიოდით, მამასთან... ტელეფონზე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. დავპირდი, ერთ საათში სახლში ვიქნები-მეთქი.

ნოდარ დუმბაძის ცოლ-შვილი: ნანული გუგუნავა-დუმბაძე და ქეთევან დუმბაძე

მამასგან სახლში რომ ვბრუნდებოდი, გზად ერთი კი გავიფიქრე - ნეტავ ვინ არის ის ქალბატონი და რა უნდა თქო, მაგრამ ის რაც მოხდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი...

დღეს ჩემთან ნათელა მოვიდა - ნათელა მოთხრობიდან "ნუ გააღვიძებ" და მეც, როგორც მოთხრობაში, თაფლი მომიტანა" - წერს "ფეისბუქზე" ქეთევან დუმბაძე და იქვე მამის ცნობილ მოთხრობასაც აქვეყნებს:

"დილით მამიდაშვილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა: - ვიღაც ქალია, შენ გკითხულობსო.

- უთხარი შემოვიდეს... ვთხოვე მე და სამუშაოს თავი დავანებე. - ეზოში დგას, ალაგესთან, არ მოდის, თუ არ შეწუხდება, აქ მოვიდეს ერთი წუთითო.

რა გზა მქონდა, ეზოში ჩავედი. ალაგესთან 45-50 წლის ჭაღარა, სოფლელი ქალი იდგა. ხელში რაღაცით სავსე სამლიტრიანი ქილა ეჭირა და უხერხულად იღიმებოდა. სათნო და ლამაზი სახე ჰქონდა.

- გამარჯობათ, ნოდარ ბატონო! - მომესალმა.

- გამარჯობათ, მობრძანდით სახლში! - მოვიპატიჟე ცალყბად, თან გულში გავიფიქრე, ძღვენით არის მოსული, დაიწყება ახლა: „შვილი მყავს მოსაწყობი“, ან „ამას მიმიწერე“, „იმას დაურეკე...“- არა, ბატონო, მხოლოდ ერთი წუთით გეახელით.

- რაზე შეწუხებულხართ, ქალბატონო?

- ალბათ ვერ მიცანით, ნოდარ ბატონო - მითხრა მან და ძალზე სევდიანად გაიღიმა.

- გამოგიტყდებით და, ვერა, ქალბატონო.

- შემრცხვა, მაგრამ ტყუილი ვერ ვთქვი.

- არ მეგონა, თუ ვერ მიცნობდით - მითხრა მან და თავი დახარა.

- რატომ გეგონათ, რომ გიცნობდით, ქალბატონო?! - გამეღიმა მე

- ნათელა ვარ მე, ნიჟარაძე, კუკურას დაი - თქვა მან.

- ნათელა! - საოცარი სისუსტე ვიგრძენი ხმაშიც, მკლავებშიც, მუხლებშიც...

- ნათელა! - გავიღიმე უნაიროდ და იქვე წაქცეულ ხის გრძელ მორზე ჩამოვჯექი. იგი მოვიდა, ის ქილა ფეხებშუა ჩამიდგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. უხერხულობის დასაფარავად თუთუნის გახვევა დავიწყე.

- მაისის თაფლია, ნოდარ ბატონო, ჩემი ბუკისაა, სუფთა ქარვასავით.

- გმადლობთ, რაზე ირჯებოდი.- სოფელში თქვეს - ჩამოვიდაო, გულს უჩივაო, აგი თაფლი გულის წამალია... შენი ძმაი იკითხა, კუკურა და მისი ცხენიო...

- თავი დავუქნიე უაზროდ.

- რამდენი ხნით ჩამობრძანდით, ნოდარ ბატონო, მარტო ბრძანდებით თუ შემადგენლობით...

- იგი ლაპარაკობდა წყვეტილად, თავაუღებლად. ხმა უთრთოდა.

- როგორ ხარ, ნათელა? - შევაწყვეტინე ლაპარაკი... მან სული მოითქვა და თვალებში შემომხედა.

- ჩემი არ იყოს, ხანი შეგპარვია, ნოდარ ბატონო! ახლა ხომ არ უჩივით რამეს?

- ჩემი საქმე გამორკვეულია. შენ როგორ ხარ, ნათელა?

- ვარ ისე, როგორც შეეფერება სოფლის დედაკაცს..."

ფოტოები: ქეთევან დუმბაძის არქივიდან

"სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით" - რას წერს რეპერი ზაზა ნოზაძე, რომელმაც ბერას წლების წინ ბოდიში საჯაროდ მოუხადა

"2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები ბოროტებაა... არ დამიჯერა" - რას წერს გია ხუხაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე?

"ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის... შემიძლია უკვე ვთქვა, რომ წინ სვლა დავიწყე" - თინა ხიდაშელის მდგომარეობა გაუმჯობესდა