კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით
სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

2020 წლის პირ­ველ მარტს გერ­მა­ნი­ა­ში ძა­ლა­ში შევა სპე­ცი­ა­ლის­ტთა იმიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს გერ­მა­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ.

მთა­ვა­რი ამ სი­ახ­ლე­ში ის არის, რომ ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც შე­ე­ხე­ბათ.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სპე­ცი­ა­ლის­ტთა იმიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას ეკუთ­ვნის.

გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით, სა­მუ­შაო ვი­ზის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გერ­მა­ნი­ის ფარ­გლებს გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბაა. რაც რო­გორც წესი, ორ­წლი­ან პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას ან უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"აკა­დე­მი­უ­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის) აღი­ა­რე­ბა ხდე­ბა გერ­მა­ნი­ის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის მიერ. ყვე­ლას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა anabin-ის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში გა­და­ა­მოწ­მოს, აღი­ა­რე­ბუ­ლია თუ არა მისი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი გერ­მა­ნი­ა­ში. თუ ამ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში თქვე­ნი სპე­ცი­ა­ლო­ბა არ არის მო­ცე­მუ­ლი, მა­შინ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო სა­ბუ­თე­ბი აღი­ა­რე­ბის­თვის ეგ­ზავ­ნე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­თა კონ­ფე­რენ­ცი­ას.

გერ­მა­ნი­ის ფარ­გლებს გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბა გერ­მა­ნი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლო­ბო პა­ლა­ტე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ვებ-გვერ­დზე anerkennung-in-deutschland.de მსურ­ველს შე­უძ­ლია ჩა­წე­როს თა­ვი­სი პრო­ფე­სია და მი­უ­თი­თოს ად­გი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც სურს და­საქ­მე­ბა, რის შემ­დე­გაც ვებ-გვერ­დი უჩ­ვე­ნებს, თუ რო­მე­ლი გერ­მა­ნუ­ლი უწყე­ბაა კომ­პე­ტენ­ტუ­რი მისი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბი­სათ­ვის" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში.

დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე გვი­თხრეს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ან გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, უნდა მი­მარ­თონ გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს, შე­ი­ტა­ნონ გა­ნა­ცხა­დი შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზა­ზე და წა­რად­გი­ნონ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია. ასე­ვე, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თათ­ვის შექ­მნი­ლია და­საქ­მე­ბის პორ­ტა­ლი Make it in Germany, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და ის პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა.

2019 წელს გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ 60 000 ადა­მი­ა­ნი ჩა­ვი­და ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Deutsche Welle-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში 1,36 მი­ლი­ო­ნი ვა­კან­სია იყო, რო­მელ­თა შევ­სე­ბაც მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა.

ამა­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ცნო­ბით, კად­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი და­ნაკ­ლი­სია მა­თე­მა­ტი­კის, ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და ტექ­ნი­კის სფე­რო­ში, ასე­ვე სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­სა და მე­დი­ცი­ნა­ში. დე­ფი­ცი­ტუ­რია ავად­მყო­ფე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბიც, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვა­კან­სი­ე­ბია სას­ტუმ­რო­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ბიზ­ნეს­შიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ შე­კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე კონ­სულ­ტა­ცი­ას მი­ი­ღებს გერ­მა­ნი­ის შრო­მის ფე­დე­რა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქეს წი­ნას­წარ მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავს დამ­საქ­მე­ბე­ლი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გავ­ლას გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს დამ­საქ­მე­ბე­ლი, რის შემ­დე­გაც ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­წო­დებს გერ­მა­ნი­ის სა­კონ­სუ­ლოს და ის გას­ცემს და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­ზე შე­სა­ბა­მის ვი­ზას.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
6

საქართვველოში მიგვასწავლეთ სად დავსაქმდეთ

1
28

ინფორმაცია, აშკარად არასრულია. გერმანიაში რაც მე ვიცი ყოველთვის შეეძლო არა ევროკავშირელს ლეგალურად სამუშაოს დაწყება. მათ შორის ქართველსაც. მეც და ბევრი ჩემი ნაცნობიც უკვე კაი ხანია ლეგალურად ვმუშაობთ გერმანიაში და არავიტარი პრობლემა არ ყოფილა საქართველოში მიღებული დიპლომების აღიარება.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

2020 წლის პირველ მარტს გერმანიაში ძალაში შევა სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

მთავარი ამ სიახლეში ის არის, რომ ცვლილება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ.

როგორც AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში განუცხადეს, სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ კანონის მიღების ინიციატივა, გერმანიის ფედერალურ მთავრობას ეკუთვნის.

გერმანიის საელჩოს განცხადებით, სამუშაო ვიზის მიღების წინაპირობა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებაა. რაც როგორც წესი, ორწლიან პროფესიულ განათლებას ან უმაღლეს განათლებას ითვალისწინებს.

"აკადემიური კვალიფიკაციის (უმაღლესი განათლების) აღიარება ხდება გერმანიის კულტურის სამინისტროთა კონფერენციის მიერ. ყველას აქვს შესაძლებლობა anabin-ის მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოს, აღიარებულია თუ არა მისი უნივერსიტეტის დიპლომი გერმანიაში. თუ ამ მონაცემთა ბაზაში თქვენი სპეციალობა არ არის მოცემული, მაშინ საკვალიფიკაციო საბუთები აღიარებისთვის ეგზავნება კულტურის სამინისტროთა კონფერენციას.

გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიის ადგილობრივი სახელობო პალატების პრეროგატივაა. ვებ-გვერდზე anerkennung-in-deutschland.de მსურველს შეუძლია ჩაწეროს თავისი პროფესია და მიუთითოს ადგილი გერმანიაში, სადაც სურს დასაქმება, რის შემდეგაც ვებ-გვერდი უჩვენებს, თუ რომელი გერმანული უწყებაა კომპეტენტური მისი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებისათვის" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ასევე გვითხრეს, რომ პროფესიული განათლების მიღების ან გერმანიაში სამუშაოს დაწყების მსურველებმა, უნდა მიმართონ გერმანიის საკონსულოს, შეიტანონ განაცხადი შესაბამისი კატეგორიის ვიზაზე და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია. ასევე, დაინტერესებულთათვის შექმნილია დასაქმების პორტალი Make it in Germany, რომელზეც განთავსებულია საჭირო ინფორმაცია და ის პერიოდულად განახლდება.

2019 წელს გერმანიაში სამუშაოდ 60 000 ადამიანი ჩავიდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან.

გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, გერმანიაში 1,36 მილიონი ვაკანსია იყო, რომელთა შევსებაც მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებით ვერ ხერხდება.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, კადრების ყველაზე დიდი დანაკლისია მათემატიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში, ასევე სამშენებლო სექტორსა და მედიცინაში. დეფიციტურია ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელებიც, თავისუფალი ვაკანსიებია სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიემგზავრებიან, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ ისარგებლონ დასაქმების შესახებ ახალი კანონმდებლობით.

AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში განუმარტეს, რომ შეკითხვების შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქე კონსულტაციას მიიღებს გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს წინასწარ მოძიებული ჰყავს დამსაქმებელი, კვალიფიკაციის აღიარების პროცედურის გავლას გერმანიაში განახორციელებს დამსაქმებელი, რის შემდეგაც ინფორმაციას მიაწოდებს გერმანიის საკონსულოს და ის გასცემს დასაქმების მსურველზე შესაბამის ვიზას.

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე