პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”
შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

რაღა თქმა უნდა, 14 თე­ბერ­ვალს ყვე­ლა სა­ჩუ­ქარს ეძებს, თან გან­სა­კუთ­რე­ბულს. სუ­ლაც არ მიკ­ვირს, რად­გან ამ დღეს გა­მორ­ჩე­უ­ლად გინ­და მო­ე­სიყ­ვა­რუ­ლო, მო­ე­ფე­რო, აგ­რძნო­ბი­ნო იმ ერ­თა­დერ­თს მთელს სამ­ყა­რო­ში, რომ მთე­ლი გუ­ლით გიყ­ვარს. მოკ­ლედ ვა­ლენ­ტი­ნო­ბა ჩვე­ნე­ბუ­რია თუ არაჩ­ვე­ნე­ბუ­რი, ყვე­ლას­თვის სიყ­ვა­რუ­ლის დღედ მო­ი­ნათ­ლა. უამ­რა­ვი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მოგ­ვის­მე­ნია და გვი­ნა­ხავს. ბევ­რი წყვი­ლი მო­სუ­ლა და წა­სუ­ლა, მაგ­რამ არის ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით გვახ­სენ­დე­ბა “მა­რი­ლის­ში”. ახლა სწო­რედ რამ­დე­ნი­მე ასეთ ამ­ბავს გი­ამ­ბობთ.

უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვა ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლით

ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი მა­რი­ლი­სის კო­ლექ­ცი­ა­ში 2014 წელს გაჩ­ნდა. ჩვენ­მა კრე­ა­ტი­ულ­მა გუნ­დმა ბევ­რი იფიქ­რა თუ ცოტა, შექ­მნა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის ოქ­რო­თი დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბი და იმ დღი­დან, რაც ისი­ნი გა­ყიდ­ვა­შია, არა­ერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბის მომსწრე გავ­ხდით მა­რი­ლის­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბით გვახ­სენ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბით გვიხ­სნი­და რო­გო­რი მა­გა­რი გოგო იყო მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თან და­ბა­დე­ბის დღის­თვის ურ­ჩევ­და სა­ჩუ­ქარს და ყუ­რა­დღე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ვიტ­რი­ნას, სა­დაც სა­მა­ჯუ­რე­ბი ბრწყი­ნავ­და. შე­არ­ჩია სა­მა­ჯუ­რის სა­კი­დე­ბი და გვთხო­ვა ლა­მა­ზად შეგ­ვე­ფუ­თა. დაგ­ვემ­შვი­დო­ბა და ბედ­ნი­ე­რი გა­ვი­და. მე­ო­რე დღეს კი ეს სა­მა­ჯუ­რი უკან მოგ­ვი­ტა­ნა გო­გო­ნამ. მარ­თა­ლი გი­თხრათ ხა­სი­ა­თი წაგ­ვიხ­და, რა აღარ ვი­ფიქ­რეთ სა­ნამ გო­გომ ციმ­ციმ მო­იხ­სნა სა­მა­ჯუ­რი და მო­რი­დე­ბით იკი­თხა, შე­იძ­ლე­ბა ამ სა­მა­ჯურს ასო “გ” -ც და­ა­მა­ტოთ ?გუ­შინ შეყ­ვა­რე­ბულ­მა მი­ყი­და ეს თქვენ­თან, ისე მო­მე­წო­ნა ხე­ლი­დან აღარ მო­ვიხ­სნი და მისი ინი­ცი­ა­ლიც მინ­და სა­მა­ჯურ­ზე მქონ­დე­სო. მოკ­ლედ ინი­ცი­ა­ლიც და­ვა­მა­ტეთ, სა­ჩუ­ქა­რიც მი­ვარ­თვით და შამ­პა­ნუ­რიც გა­ვა­ტა­ნეთ.

დიპ­ლო­მა­ტი ქალი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ლით

სიყ­ვა­რულს ბევ­რი სახე აქვს. ამი­ტომ არც ის დიპ­ლო­მა­ტი გვა­ვი­წყდე­ბა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­მახ­სოვ­როდ სწო­რედ ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ასო წა­ი­ღო. ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნა გაქვთ, სას­წა­უ­ლი ხალ­ხი ხართ და თქვე­ნი ან­ბა­ნი მინ­და მქონ­დეს სა­მახ­სოვ­რო­დო. ქალ­ბა­ტონს პა­უ­ლა ერ­ქვა, ჩვენ კი “პ” არ გვქონ­და დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ქარ­თუ­ლი ქა­ლის სა­ხე­ლი “პ”-ზე არც ისე ბევ­რია. მაგ­რამ ამ ქალს რო­გორ ვა­წყე­ნი­ნებ­დით?! სას­წრა­ფოდ და­ვუმ­ზა­დეთ და ბედ­ნი­ე­რი გა­ვუშ­ვით.

ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დე­ბი­დან 10 წლი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბამ­დე

წინ ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა და გულ­წრფე­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მა­რი­ლის­მა ბევრ ადა­მი­ანს აჩუ­ქა ბედ­ნი­ე­რე­ბა. მარ­ტო ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დე­ბის და სა­ქორ­წი­ნო რგო­ლე­ბის შექ­მნის ამ­ბე­ბი რად ღირს. ჩვენ ტრა­დი­ცია გვაქვს, წყვი­ლი თვი­თონ არა­მარ­ტო დი­ზა­ინს ქმნის მა­რი­ლის­ში, არა­მედ თა­ვი­სი ხე­ლით ამ­ზა­დებს ოქ­როს სხმულს, რი­თიც მზად­დე­ბა­მა­თი ბეჭ­დე­ბი. ეს მათი პირ­ვე­ლი სა­ერ­თო საქ­მე და გა­მარ­ჯვე­ბაა. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, როცა 10 წლის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან და ცოლ-ქმა­რი ხელ­მე­ო­რედ იკე­თებს სა­მახ­სოვ­რო ბეჭ­დებს. სა­ო­ცა­რი თავ­და­ჯე­რე­ბა და სიმ­შვი­დე იგ­რძნო­ბა ასე­თი წყვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა და დიდი პა­ტი­ვია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ისი­ნი 10 წლის მე­რეც ჩვენ გვენ­დო­ბი­ან და მათ სამ­კა­ულ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ამ­ბა­ვი - მათი ერ­თად გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა მოვ­ყვეთ.

მე­ო­თხე ბო­ნუს ამ­ბა­ვი

სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში შუ­ახ­ნის წყვი­ლი გვეწ­ვია, ვერ­ცხლის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ქალ­ბა­ტონს მე­უღ­ლემ ვერ­ცხლის ულა­მა­ზე­სი ბე­ჭე­დი შე­ურ­ჩია მა­რი­ლი­სის კო­ლექ­ცი­ი­დან და აჩუ­ქა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ლი­სის ხშრი სტუ­მა­რია და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც თა­ვი­სე­ბუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აა.

ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თე­ლა, “მა­რი­ლი­სის” მთე­ლი გუნ­დი გი­ლო­ცავთ იუ­ბი­ლეს და ულევ სიყ­ვა­რულს გი­სურ­ვებთ!

ყვე­ლა სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რაც ჩვენს თვალ­წინ ხდე­ბა მა­რი­ლი­სის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დის­თვის უზარ­მა­ზა­რი მო­ტი­ვა­ცი­აა. განა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამა­ზე ძვირ­ფა­სი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და თა­ნა­ზი­ა­რი ხდე­ბი.

მა­რი­ლი­სის ყვე­ლა კო­ლექ­ცია დიდი შრო­მის შე­დე­გად იქ­მნე­ბა. ჩვენ რა თქმა უნდა ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მსოფ­ლი­ო­ში გა­მოკ­ვე­თილ მო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბებს, მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლებს და გა­რე­მოს. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ ყვე­ლამ უნდა შეძ­ლოს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბა. ფასი-ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სო­ბა მა­რი­ლი­სის ოქ­როს სტან­დარ­ტია. მხო­ლოდ ამ გზით შე­იძ­ლე­ბა და­იმ­სა­ხუ­რი ნდო­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი.

გი­სურ­ვებთ დიდ სიყ­ვა­რულს, ბედ­ნი­ე­რე­ბას და უამ­რავ სი­ხა­რულს!

ავ­ტო­რი: ნა­თია გო­ცი­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

შენამდე და შენთან ერთად  ანუ  ნამდვილი სიყვარულის ამბები “მარილისში”

რაღა თქმა უნდა, 14 თებერვალს ყველა საჩუქარს ეძებს, თან განსაკუთრებულს. სულაც არ მიკვირს, რადგან ამ დღეს გამორჩეულად გინდა მოესიყვარულო, მოეფერო, აგრძნობინო იმ ერთადერთს მთელს სამყაროში, რომ მთელი გულით გიყვარს. მოკლედ ვალენტინობა ჩვენებურია თუ არაჩვენებური, ყველასთვის სიყვარულის დღედ მოინათლა. უამრავი სიყვარულის ისტორია მოგვისმენია და გვინახავს. ბევრი წყვილი მოსულა და წასულა, მაგრამ არის ამბები, რომლებიც წლების განმავლობაში სიამოვნებით გვახსენდება “მარილისში”. ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ ამბავს გიამბობთ.

უცნაური შემთხვევა ბედნიერი დასასრულით

ქართული ანბანი მარილისის კოლექციაში 2014 წელს გაჩნდა. ჩვენმა კრეატიულმა გუნდმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, შექმნა სრულიად განსხვავებული დიზაინის ოქროთი დამზადებული ქართული ასოები და იმ დღიდან, რაც ისინი გაყიდვაშია, არაერთი სასიამოვნო ამბის მომსწრე გავხდით მარილისში.

განსაკუთრებით გვახსენდება ახალგაზრდა კაცი, რომელიც სიამოვნებით გვიხსნიდა როგორი მაგარი გოგო იყო მისი შეყვარებული, თან დაბადების დღისთვის ურჩევდა საჩუქარს და ყურადღებით ათვალიერებდა ვიტრინას, სადაც სამაჯურები ბრწყინავდა. შეარჩია სამაჯურის საკიდები და გვთხოვა ლამაზად შეგვეფუთა. დაგვემშვიდობა და ბედნიერი გავიდა. მეორე დღეს კი ეს სამაჯური უკან მოგვიტანა გოგონამ. მართალი გითხრათ ხასიათი წაგვიხდა, რა აღარ ვიფიქრეთ სანამ გოგომ ციმციმ მოიხსნა სამაჯური და მორიდებით იკითხა, შეიძლება ამ სამაჯურს ასო “გ” -ც დაამატოთ ?გუშინ შეყვარებულმა მიყიდა ეს თქვენთან, ისე მომეწონა ხელიდან აღარ მოვიხსნი და მისი ინიციალიც მინდა სამაჯურზე მქონდესო. მოკლედ ინიციალიც დავამატეთ, საჩუქარიც მივართვით და შამპანურიც გავატანეთ.

დიპლომატი ქალი იშვიათი სახელით

სიყვარულს ბევრი სახე აქვს. ამიტომ არც ის დიპლომატი გვავიწყდება, რომელმაც საქართველოდან სამახსოვროდ სწორედ ჩვენი ქართული ანბანის ასო წაიღო. ულამაზესი ქვეყანა გაქვთ, სასწაული ხალხი ხართ და თქვენი ანბანი მინდა მქონდეს სამახსოვროდო. ქალბატონს პაულა ერქვა, ჩვენ კი “პ” არ გვქონდა დამზადებული, მოგეხსენებათ ქართული ქალის სახელი “პ”-ზე არც ისე ბევრია. მაგრამ ამ ქალს როგორ ვაწყენინებდით?! სასწრაფოდ დავუმზადეთ და ბედნიერი გავუშვით.

ნიშნობის ბეჭდებიდან 10 წლიან თანაცხოვრების ისტორიებამდე

წინ ვალენტინობაა და გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარილისმა ბევრ ადამიანს აჩუქა ბედნიერება. მარტო ნიშნობის ბეჭდების და საქორწინო რგოლების შექმნის ამბები რად ღირს. ჩვენ ტრადიცია გვაქვს, წყვილი თვითონ არამარტო დიზაინს ქმნის მარილისში, არამედ თავისი ხელით ამზადებს ოქროს სხმულს, რითიც მზადდებამათი ბეჭდები. ეს მათი პირველი საერთო საქმე და გამარჯვებაა. მაგრამ ყველაზე ამაღელვებელია, როცა 10 წლის შემდეგ ბრუნდებიან და ცოლ-ქმარი ხელმეორედ იკეთებს სამახსოვრო ბეჭდებს. საოცარი თავდაჯერება და სიმშვიდე იგრძნობა ასეთი წყვილების ურთიერთობაში. ერთი სიამოვნება და დიდი პატივია მათთან ურთიერთობა. ისინი 10 წლის მერეც ჩვენ გვენდობიან და მათ სამკაულში სრულიად ახალი ამბავი - მათი ერთად განვლილი ცხოვრება უნდა მოვყვეთ.

მეოთხე ბონუს ამბავი

სტატიის მომზადების პერიოდში შუახნის წყვილი გვეწვია, ვერცხლის იუბილეს აღსანიშნავად ქალბატონს მეუღლემ ვერცხლის ულამაზესი ბეჭედი შეურჩია მარილისის კოლექციიდან და აჩუქა. ეს ქალბატონი მარილისის ხშრი სტუმარია და ჩვენი ურთიერთობაც თავისებური სიყვარულის ისტორიაა.

ქალბატონო ნათელა, “მარილისის” მთელი გუნდი გილოცავთ იუბილეს და ულევ სიყვარულს გისურვებთ!

ყველა სიყვარულის ამბავი, რაც ჩვენს თვალწინ ხდება მარილისის შემოქმედებითი გუნდისთვის უზარმაზარი მოტივაციაა. განა რა შეიძლება იყოს ამაზე ძვირფასი, როცა ადამიანების ბედნიერების თანამონაწილე და თანაზიარი ხდები.

მარილისის ყველა კოლექცია დიდი შრომის შედეგად იქმნება. ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მსოფლიოში გამოკვეთილ მოდის მიმართულებებს, მომხმარებლის სურვილებს და გარემოს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველამ უნდა შეძლოს საყვარელი ადამიანისთვის გამორჩეული საჩუქრის გაკეთება. ფასი-ხარისხის შესაბამისობა მარილისის ოქროს სტანდარტია. მხოლოდ ამ გზით შეიძლება დაიმსახური ნდობა და მომხმარებლის სიყვარული.

გისურვებთ დიდ სიყვარულს, ბედნიერებას და უამრავ სიხარულს!

ავტორი: ნათია გოცირიძე

მოიგე 250 000 ლარი 5 წუთში ერთხელ! - "კენო", მოგების 288 შანსი 24 საათში

20 თებერვალს "ღვინის ქარხანაში" PechaKucha Night Tbilisi გაიმართება

"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა