პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა
ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ერეკ­ლე კო­დუა, რო­მე­ლიც მე­დი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­ზე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და და წლე­ბია უნ­გრეთ­ში ცხოვ­რობს.

ერეკ­ლე კო­დუ­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც აქვთ აღ­ძრუ­ლი, მას ერთ-ერთ საქ­მე­ზე, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაც აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი არა­ვის ემა­ლე­ბა, უნ­გრეთ­ში მე­სა­მე ცოლ­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს და დროს მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ატა­რებს.

კა­ტა­ლი­ნა (კა­ტი­კა) დიდა უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა­აა და კო­დუ­ას ევ­რო­პა­ში წას­ვლის შემ­დეგ, მის ცხოვ­რე­ბა­ში მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა. წყვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ერ­თო ფო­ტო­ებს, სახ­ლში სტუმ­რად იღე­ბენ ქარ­თველ ნა­თე­სა­ვებს, ერეკ­ლე კო­დუ­ას ხუთ შვილს სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

ერეკ­ლე­სა და კა­ტი­კას შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 19 წე­ლია, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ უშ­ლით ხელს, რომ ერ­თნა­ი­რი გარ­თო­ბა მოს­წონ­დეთ. წყვილს ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავთ, სახ­ლში ხუთ ში­ნა­ურ ცხო­ველს, სამ კა­ტას და ორ ძაღლს უვ­ლი­ან.

კა­ტა­ლი­ნა ინ­სტაგ­რამ­ზე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია და ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სე­სი­ებს, სა­დაც თა­ვად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ორი დღის წინ, მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ახალ ფო­ტო­სე­სი­ას, სა­დაც წი­თელ კა­ბა­ში პო­ზი­რებს, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მხრი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს, ტე­ლე­წამ­ყვან­მა მე­უღ­ლეს­თან 7-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა და ამა­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­და სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ში, თუმ­ცა ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ეტა­პია და ერეკ­ლე კო­დუ­ას გახ­სე­ნე­ბაც აღარ სურს:

"მაგ­რად მკი­დია ირაკ­ლი კო­დუა, ისე მკი­დია ეგ თემა თა­ვი­სი ყვე­ლაფ­რით, რომ ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ისე­თი წარ­სუ­ლია ეგ თემა ჩემ­თვის... ირაკ­ლი­ზე ლა­პა­რა­კი არ გვინ­და. ახლა სხვა ეტა­პი მაქვს ცხოვ­რე­ბის...“ - ამ სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია ყო­ფი­ლი ქმა­რი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­სულ კვი­რას, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
4

არგკიდია მარა რაგას იტკვი ნანულიკოოო

ჰმ
22

ნანულას შემდეგ ეს ქალი ალბათ მზეთუნახავად და სირინოზად ეჩვენება კოდუას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა

ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა

"ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანი, ერეკლე კოდუა, რომელიც მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე ქორწინების შემდეგ გახდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოდან წავიდა და წლებია უნგრეთში ცხოვრობს.

ერეკლე კოდუაზე საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმეც აქვთ აღძრული, მას ერთ-ერთ საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთაც აქვს შეფარდებული, თუმცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არავის ემალება, უნგრეთში მესამე ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და დროს მოგზაურობაში ატარებს.

კატალინა (კატიკა) დიდა უკრაინული წარმოშობის გოგონააა და კოდუას ევროპაში წასვლის შემდეგ, მის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს, სახლში სტუმრად იღებენ ქართველ ნათესავებს, ერეკლე კოდუას ხუთ შვილს საქართველოდან, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანს ორი ქორწინებიდან ჰყავს.

ერეკლესა და კატიკას შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია, თუმცა ეს სულაც არ უშლით ხელს, რომ ერთნაირი გართობა მოსწონდეთ. წყვილს ჯერჯერობით საერთო შვილი არ ჰყავთ, სახლში ხუთ შინაურ ცხოველს, სამ კატას და ორ ძაღლს უვლიან.

კატალინა ინსტაგრამზე ძალიან აქტიურია და ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა შინაარსის ფოტოსესიებს, სადაც თავად არის გადაღებული. ორი დღის წინ, მის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოსესიას, სადაც წითელ კაბაში პოზირებს, თაყვანისმცემლების მხრიდან აღფრთოვანებული კომენტარები მოჰყვა.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ტელეწამყვანმა მეუღლესთან 7-წლიანი ურთიერთობის დასრულება საკმაოდ მძიმედ გადაიტანა და ამაზე წლების განმავლობაში საუბრობდა სხვადასხვა ინტერვიუში, თუმცა ახლა მის ცხოვრებაში სხვა ეტაპია და ერეკლე კოდუას გახსენებაც აღარ სურს:

"მაგრად მკიდია ირაკლი კოდუა, ისე მკიდია ეგ თემა თავისი ყველაფრით, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, ისეთი წარსულია ეგ თემა ჩემთვის... ირაკლიზე ლაპარაკი არ გვინდა. ახლა სხვა ეტაპი მაქვს ცხოვრების...“ - ამ სიტყვებით მოიხსენია ყოფილი ქმარი ნანუკა ჟორჟოლიანმა გასულ კვირას, ერთ-ერთ ინტერვიუში.