სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პრაქტიკულმა აკადემიამ“ მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო
„პრაქტიკულმა აკადემიამ“ მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო

„პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კურ­სზე მე-4 ნა­კა­დის მი­ღე­ბა და­ი­წყო. 3-თვი­ა­ნი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, შე­ის­წავ­ლონ მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი.

კურ­სის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ძე­ნა, რო­მელ­საც დღეს, მე­დი­ა­ბა­ზა­რი მო­ი­თხოვს.

პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა 18 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ნე­ბის­მი­ერ პირს შე­უძ­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა მო­თხოვ­ნას არ წარ­მო­ად­გენს, რად­გან ყვე­ლა სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას “პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია” უზ­რუნ­ველ­ყოფს.

პროგ­რა­მას რამ­დე­ნი­მე უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს:

· მენ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად არი­ან პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი;

· 5 სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

· ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

· „პა­ლიტ­რა მე­დი­ა­სა“ და მის პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა (მათ შო­რის Palitra News, რა­დიო „პა­ლიტ­რა“ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ნი­უს­რუ­მი);

· ხელ­მი­საწ­ვდო­მი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ პირ­ვე­ლი სამი ნა­კა­დის სტუ­დენ­ტე­ბი „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე უკვე და­საქმდნენ და რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან.

აკა­დე­მი­ის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტის ლი­დია ამა­რი­ა­ნის თქმით, პროგ­რა­მა უნი­კა­ლუ­რი შან­სია ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ი­სა და ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ფიქ­რობს სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის ახალ სფე­რო­ში მო­სინ­ჯვას, ან უბ­რა­ლოდ უკვე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას. ლი­დია ამა­რი­ა­ნი პაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის 1-ლი ნა­კა­დის სტუ­დენ­ტი იყო. კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ რამ­დე­ნი­მე პლატ­ფორ­მა­ზე გა­აგ­რძე­ლა მუ­შა­ო­ბა.

„ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ გა­და­ცე­მა „ინ­ტერ­ნეტ­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე“ და პა­რა­ლე­ლუ­რად ქა­ლე­ბის ვებგ­ვერდ „მა­რაო“-ზე, თუმ­ცა აქ არ დას­რულ­დე­ბუ­ლა ჩემი და ჰოლ­დინ­გის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ჟურ­ნალ „ბო­მონ­დის“ ჟურ­ნა­ლის­ტიც გავ­ხდი. ვფიქ­რობ, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა შენი სამ­სა­ხუ­რი რუ­ტი­ნად არ იქ­ცე­ვა­და იცი, მე­გობ­რუ­ლი და კარ­გი გა­რე­მო გხვდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც 2014 წელს და­ფუძნ­და. მისი კონ­ცეფ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა­სა და მათი და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი მო­ი­ცავს რო­გორც თე­ო­რი­ულ, ისე პრაქ­ტი­კულ კურ­სებს. „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც კომ­პლქე­სუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, ისე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბი.

მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ ვებ-გვერ­დზე https://bit.ly/2SyeiJr

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

„პრაქტიკულმა აკადემიამ“ მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო

„პრაქტიკულმა აკადემიამ“ მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო

„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო. 3-თვიანი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ მულტიმედია ჟურნალისტიკის საფუძვლები და ყველა მიმართულება, რომელშიც აღნიშნული სფეროა ინტეგრირებული.

კურსის ფარგლებში შესაძლებელია, ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა, რომელსაც დღეს, მედიაბაზარი მოითხოვს.

პროგრამაში ჩართვა 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შეუძლია. ჟურნალისტიკის მიმართულებით სპეციფიკური ცოდნა მოთხოვნას არ წარმოადგენს, რადგან ყველა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას “პრაქტიკული აკადემია” უზრუნველყოფს.

პროგრამას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

· მენტორები, რომლებიც თავად არიან პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართული;

· 5 სხვადასხვა პლატფორმაზე პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობა;

· ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;

· „პალიტრა მედიასა“ და მის პარტნიორ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობა (მათ შორის Palitra News, რადიო „პალიტრა“ და გაერთიანებული ნიუსრუმი);

· ხელმისაწვდომი ღირებულება.

„პრაქტიკული აკადემიის“ პირველი სამი ნაკადის სტუდენტები „პალიტრა მედიის“ სხვადასხვა პლატფორმაზე უკვე დასაქმდნენ და რამდენიმე წელია, აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევიან.

აკადემიის ყოფილი სტუდენტის ლიდია ამარიანის თქმით, პროგრამა უნიკალური შანსია ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს საკუთარი უნარების ახალ სფეროში მოსინჯვას, ან უბრალოდ უკვე არსებული ცოდნის გაღრმავებას. ლიდია ამარიანი პაქტიკული აკადემიის 1-ლი ნაკადის სტუდენტი იყო. კურსის დამთავრების შემდეგ კი „პალიტრა მედიის“ რამდენიმე პლატფორმაზე გააგრძელა მუშაობა.

„ამჟამად ვმუშაობ გადაცემა „ინტერნეტკონფერენციაზე“ და პარალელურად ქალების ვებგვერდ „მარაო“-ზე, თუმცა აქ არ დასრულდებულა ჩემი და ჰოლდინგის თანამშრომლობა და ჟურნალ „ბომონდის“ ჟურნალისტიც გავხდი. ვფიქრობ, დიდი ბედნიერებაა, როცა შენი სამსახური რუტინად არ იქცევადა იცი, მეგობრული და კარგი გარემო გხვდება“, - აღნიშნა მან.

„პრაქტიკული აკადემია“ სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. „პრაქტიკულ აკადემიაში“ მიმდინარეობს როგორც კომპლქესური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები.

მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია „პრაქტიკული აკადემიის“ ვებ-გვერდზე https://bit.ly/2SyeiJr

როგორ დაემშვიდობა გიგი უგულავა შსს-ში შესვლამდე შვილს

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსის" ეთერში

XC40 Recharge პირველი სრულად ელექტრო მოდელი ვოლვოს ოჯახში