კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი" - აშშ-ში გრიპის ვირუსმა 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა საქართველოში?
"ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი" - აშშ-ში გრიპის ვირუსმა 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა საქართველოში?

მა­შინ, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­ზე შფო­თავს, აშშ-ში გრი­პის ვირუს­მა 25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

The Washington Post წერს, რომ და­ა­ვა­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა ბოლო ოთხ თვე­ში სა­ხი­ფა­თო ნიშ­ნულს მი­აღ­წია და უკვე 26 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გრი­პის სე­ზონ­ზე ამე­რი­კა­ში ყო­ველ­თვის რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ 2019-2020 წლის ზამ­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ამას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს, რად­გა­ნაც ყვე­ლა კო­რო­ნა­ვირუს­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ ამ ეტაპ­ზე, რე­ა­ლუ­რად გრი­პი უფრო მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მე­დი­ცი­ნის­თვის დიდ გა­მოწ­ვე­ვა­დაც იქცა.

- ბა­ტო­ნო ამი­რან, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რომ გრი­პის ვირუ­სი გა­ცი­ლე­ბით სა­ში­შია, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი?

- გრი­პის ვირუ­სი ბევ­რად მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი. გრი­პი სე­ზო­ნუ­რი გახ­ლავთ და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად მი­სით მი­ლი­არ­დამ­დე ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა, მაგ­რამ მძი­მე გრი­პო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს 5-6 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ანს.

სტა­ტის­ტი­კუ­რად, სე­ზო­ნუ­რად გრი­პის ვირუ­სით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 250-500 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ამი­ტომ რა თქმა უნდა, ამ ეტაპ­ზე გრი­პი ბევ­რად სა­ში­შია და ბევ­რად სა­ყუ­რა­დღე­ბო. თუმ­ცა, იმის გამო, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ახა­ლია და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 28 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­ვირუ­სე­ბუ­ლი, ჯერ არ ვი­ცით, რო­გო­რი გან­ვი­თა­რე­ბა ექ­ნე­ბა მას.

რა­საც მე­კი­თხე­ბით, ამე­რი­კა­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ, ეს გახ­ლავთ ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რის, ან­ტო­ნიო კა­უ­ჩის გა­მოს­ვლი­დან, რო­მელ­მაც თქვა, რომ რო­დე­საც ამე­რი­კა­ში 5 ადა­მი­ა­ნი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მა­შინ 10 ათა­სი გრი­პით გარ­დაც­ვლი­ლი იყო და გრიპს ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვაო. თუმ­ცა, ამე­რი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა ციფ­რი ახლა გაზ­რდი­ლია.

გრი­პი, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სი, შე­დის ისეთ რეს­პი­რა­ტო­რულ ინ­ფექ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ის ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად იც­ვლი­ან გე­ნო­ტიპს და გვევ­ლი­ნე­ბი­ან მუ­ტი­რე­ბულ ვირუ­სე­ბად (რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და და ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ვი­და).

გრი­პის ვირუ­სი რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან რთულ პრობ­ლე­მად იქცა 2009 წელს, რო­დე­საც პან­დე­მი­ად იქცა.

- ამე­რი­კა­ში რა­ტომ არის გარ­დაც­ვლი­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, თუ იც­რე­ბი­ან გრი­პის სა­წი­ნა­ა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით?

- ამე­რი­კის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 60 პრო­ცენ­ტი გრიპ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად იც­რე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი ქვე­ყა­ნაა, რომ ეს არ არის ძა­ლი­ან დიდი ციფ­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­თა­ნაც შე­მო­ვი­და ეს კულ­ტუ­რა და წელს 150 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი აიც­რა გრი­პის ვირუს­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ერთ-ერთი მო­საზ­რე­ბით წი­თუ­რა-წი­თე­ლა­ზე აც­რას შე­უძ­ლია და­იც­ვას ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან. რას გვე­ტყვით ამის შე­სა­ხებ?

- ეს გახ­ლავთ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რის მო­საზ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ დღე­ვან­დე­ლი ანა­ლი­ზით კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 60 წლის ზე­ვით ადა­მი­ა­ნებ­ზე მო­დის.

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 563 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი ჩი­ნეთ­ში და ორი ჩი­ნეთს გა­რეთ. ამ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დათ თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ფილ­ტვე­ბის, სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სიმ­სივ­ნე, ასე­ვე დი­ა­ბე­ტი. იგი­ვეა გრი­პის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­დე­საც გრი­პი კლავს ადა­მი­ანს, უხ­ში­რეს შემ­თხვე­ვა­ში მას აქვს თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სი უფრო მე­ტად აზი­ა­ნებს ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს და ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია ბავ­შვებ­ში. ამა­ზე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტზე დაყ­რდნო­ბით, მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მოთ­ქვეს მო­საზ­რე­ბა, რომ აც­რის შემ­თხვე­ვა­ში წი­თუ­რას კომ­პო­ნენტს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კო­რო­ნა­ვირუს­ზე დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია, მაგ­რამ ეს არ არის მყარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

- გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში? თით­ქოს ისე­თი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა აღარ არის...

- ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, გრიპ­ზე მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა 100 000 მო­სახ­ლე­ზე ცოტა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტით გაზ­რდი­ლია ჰოსტპი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რი­ცხვი, ცოტა მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი წა­მო­ვი­და.

ზო­გა­დად, წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი შე­და­რე­ბით მშვი­დია, რად­გან ძი­რი­თა­დად ცირ­კუ­ლი­რებს B ტი­პის ვირუ­სი და მას ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს გარ­თუ­ლე­ბა. ასე­ვე აც­რებ­მაც იქო­ნია გავ­ლე­ნა, ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რა წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­ვახ­დი­ნეთ პრე­ვენ­ცია და 14 ათა­სამ­დე ბა­ღის აღ­მზრდე­ლია აც­რი­ლია და ნაკ­ლე­ბი შან­სია სა­ბავ­შვო ბაღ­ში ვირუ­სის შე­ტა­ნის.

- წელს, ორ­სუ­ლებ­ზეც იყო პრობ­ლე­მა, მათ მეან-გი­ნე­კო­ლო­გე­ბი არ ურ­ჩევ­დნენ აც­რას. თუ უტარ­დე­ბათ ექი­მებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი, რომ ორ­სუ­ლის აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია?

- დიახ, ორ­სუ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად აიცრ­ნენ, მაგ­რამ აქაც კულ­ტუ­რა გა­ი­ზარ­და, წელს ორ­ჯერ მეტი აიც­რა, ვიდ­რე შარ­შან. ბევ­რი ტრე­ნინ­გი უტარ­დე­ბათ მეან-გი­ნე­კო­ლო­გებს, რომ ურ­ჩი­ონ ორ­სუ­ლებს აცრა, მაგ­რამ სან­ქცი­ე­ბით სა­უ­ბა­რი მე­დი­ცი­ნა­ში უკუ­შე­დეგს იძ­ლე­ვა, უფრო მეტი გა­ნათ­ლე­ბა, უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­აა სა­ჭი­რო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
oto
2

gripis virusi da korona ise gansxvavdeba ertmanetisagan,rogorc tvit amerika da chineti.ra sisulelea gripis gartuleba medicinis chaurevlobitaa gamocveuli,xolo es koronavirusi egreve mcvave pnevmoniit iwyeba

vai chveni dge martla..
4

vaimeeeee,,,,,korona virusi araferi yofilaaa,gaigonet xalxo?chven rom jandacva gvaqvs tyuilia ra....

ავტორი:

"ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი" - აშშ-ში გრიპის ვირუსმა 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა საქართველოში?

"ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი" - აშშ-ში გრიპის ვირუსმა 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა საქართველოში?

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით საქართველო ახალი ტიპის კორონავირუსზე შფოთავს, აშშ-ში გრიპის ვირუსმა 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

The Washington Post წერს, რომ დაავადებით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა ბოლო ოთხ თვეში სახიფათო ნიშნულს მიაღწია და უკვე 26 მილიონს აჭარბებს.

გამოცემის ცნობით, გრიპის სეზონზე ამერიკაში ყოველთვის რთული ვითარებაა, მაგრამ 2019-2020 წლის ზამთარი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგანაც ყველა კორონავირუსზეა კონცენტრირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, რეალურად გრიპი უფრო მეტად არის გავრცელებული და მედიცინისთვის დიდ გამოწვევადაც იქცა.

- ბატონო ამირან, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ გრიპის ვირუსი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი?

- გრიპის ვირუსი ბევრად მეტად არის გავრცელებული, ვიდრე კორონავირუსი. გრიპი სეზონური გახლავთ და მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მისით მილიარდამდე ადამიანი ავადდება, მაგრამ მძიმე გრიპოზული დაავადება აქვს 5-6 მილიონამდე ადამიანს.

სტატისტიკურად, სეზონურად გრიპის ვირუსით მსოფლიოს მასშტაბით 250-500 ათასამდე ადამიანი იღუპება. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია და ბევრად საყურადღებო. თუმცა, იმის გამო, რომ კორონავირუსი ახალია და ერთი თვის განმავლობაში 28 ათასი ადამიანია დავირუსებული, ჯერ არ ვიცით, როგორი განვითარება ექნება მას.

რასაც მეკითხებით, ამერიკაში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, ეს გახლავთ ინფორმაცია ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, ანტონიო კაუჩის გამოსვლიდან, რომელმაც თქვა, რომ როდესაც ამერიკაში 5 ადამიანი იყო კორონავირუსით დაავადებული, მაშინ 10 ათასი გრიპით გარდაცვლილი იყო და გრიპს ყურადღება არ ექცევაო. თუმცა, ამერიკაში კორონავირუსით დაავადებულთა ციფრი ახლა გაზრდილია.

გრიპი, როგორც კორონავირუსი, შედის ისეთ რესპირატორულ ინფექციებში, რომლებიც ყველაზე დიდი გამოწვევაა 21-ე საუკუნეში. განსაკუთრებულად ის ვირუსები, რომლებიც პერიოდულად იცვლიან გენოტიპს და გვევლინებიან მუტირებულ ვირუსებად (როგორც კორონავირუსის შემთხვევაში მოხდა და ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა).

გრიპის ვირუსი რეალურად ძალიან რთულ პრობლემად იქცა 2009 წელს, როდესაც პანდემიად იქცა.

- ამერიკაში რატომ არის გარდაცვლილების დიდი რაოდენობა, თუ იცრებიან გრიპის საწინაააღმდეგო ვაქცინით?

- ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი გრიპზე ყოველწლიურად იცრება, მაგრამ იმდენად დიდი ქვეყანაა, რომ ეს არ არის ძალიან დიდი ციფრი. საბედნიეროდ, ჩვენთანაც შემოვიდა ეს კულტურა და წელს 150 ათასამდე ადამიანი აიცრა გრიპის ვირუსზე საქართველოში.

- პაატა იმნაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოსაზრებით წითურა-წითელაზე აცრას შეუძლია დაიცვას ადამიანი კორონავირუსისგან. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- ეს გახლავთ რამდენიმე ცნობილი ამერიკელი მეცნიერის მოსაზრება, იმიტომ, რომ დღევანდელი ანალიზით კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები 60 წლის ზევით ადამიანებზე მოდის.

დღეის მონაცემებით, 563 ადამიანია გარდაცვლილი ჩინეთში და ორი ჩინეთს გარეთ. ამ ადამიანებს ჰქონდათ თანმდევი დაავადებები - ფილტვების, სისხლძარღვების დაავადებები, სიმსივნე, ასევე დიაბეტი. იგივეა გრიპის შემთხვევაშიც, როდესაც გრიპი კლავს ადამიანს, უხშირეს შემთხვევაში მას აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება.

კორონავირუსი უფრო მეტად აზიანებს ასაკოვან ადამიანებს და ერთეული შემთხვევებია ბავშვებში. ამაზე და კიდევ რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით, მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ აცრის შემთხვევაში წითურას კომპონენტს შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსზე დამცველობითი ფუნქცია, მაგრამ ეს არ არის მყარ მტკიცებულებებზე დამყარებული.

- გრიპთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში? თითქოს ისეთი რთული ვითარება აღარ არის...

- ბოლო კვირის მონაცემებით, გრიპზე მიმართვიანობა 100 000 მოსახლეზე ცოტა შემცირებულია, მაგრამ რამდენიმე პროცენტით გაზრდილია ჰოსტპიტალიზაციის რიცხვი, ცოტა მძიმე შემთხვევები წამოვიდა.

ზოგადად, წლევანდელი სეზონი შედარებით მშვიდია, რადგან ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსი და მას ნაკლებად ახასიათებს გართულება. ასევე აცრებმაც იქონია გავლენა, ორნახევარჯერ მეტი ადამიანი აიცრა წელს საქართველოში. ბავშვებთან მიმართებაში მოვახდინეთ პრევენცია და 14 ათასამდე ბაღის აღმზრდელია აცრილია და ნაკლები შანსია საბავშვო ბაღში ვირუსის შეტანის.

- წელს, ორსულებზეც იყო პრობლემა, მათ მეან-გინეკოლოგები არ ურჩევდნენ აცრას. თუ უტარდებათ ექიმებს სპეციალური ტრენინგები, რომ ორსულის აცრა აუცილებელია?

- დიახ, ორსულები ნაკლებად აიცრნენ, მაგრამ აქაც კულტურა გაიზარდა, წელს ორჯერ მეტი აიცრა, ვიდრე შარშან. ბევრი ტრენინგი უტარდებათ მეან-გინეკოლოგებს, რომ ურჩიონ ორსულებს აცრა, მაგრამ სანქციებით საუბარი მედიცინაში უკუშედეგს იძლევა, უფრო მეტი განათლება, უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო.

"ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს" - საქართველო ირანში ბოლო 2 კვირაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს განხორციელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება