რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ტრანს-ბაიკალის ტერიტორიის ჯანდაცვის მინისტრი კოროვირუსით დაავადებული ჩინელი მოქალაქის მონახულებისას, საიზოლაციო პალატაში სათხილამურო სათვალით მივიდა.
ვიდეოში, რომელიც Telegram-ზე მოსკოვის რადიოსადგურმა გამოაქვეყნა, ჩანს, როგორ სინჯავს მინისტრი პაციენტს.
კოჟევნიკოვი პაციენტს 3 თებერვალს ეწვია. მან პირადად შეამოწმა ჩინეთის მოქალაქე და ყურადღება გაამახვილა მის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე.
რუსული მედიის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსის მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სამედიცინო პერსონალსაც მისცა.
არ შეშლია!!! ეს კორონავირუსი გადადის კონიუნქტივადან!
ზარაზა კზარაზუ ნე პრისტაიოტ