მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა
კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე დიდ­მა ბრა­ზი­ლი­ურ­მა კორ­პო­რა­ცი­ამ Natura & Co კომ­პა­ნია Avon-ი შე­ის­ყი­და. გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად უმ­სხვი­ლე­სი ჰოლ­დინ­გი Natura & Co ახლა უკვე 4 და­მო­უ­კი­დე­ბელ კოს­მე­ტი­კურ ბრენ­დს ფლობს: Avon, The body Shop, Aesop და თა­ვად Natura. შე­სა­ბა­მი­სად, ის კოს­მე­ტი­კურ ბა­ზარ­ზე სი­დი­დით მე­ო­თხე კომ­პა­ნია გახ­და. მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 200 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია და დღი­თი­დღე კი­დევ უფრო მე­ტად იზ­რდე­ბა.

რო­გორც კო­მა­ნია Avon-ში ვა­რა­უ­დო­ბენ, Natura-სა და მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში 6.3 მი­ლი­ო­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ისი­ნი გა­ყიდ­ვე­ბის ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვე­ბენ. მა­ღა­ზი­ა­თა დიდი ქსე­ლი - 3 000-ზე მეტი ობი­ექ­ტი და ციფ­რუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბი კი კომ­პა­ნი­ებს პირ­და­პი­რი გა­ყიდ­ვე­ბის სფე­რო­ში კი­დევ უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვანს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოთხი­ვე ბრენ­დი - Avon, The Body Shop, Aesop და თა­ვად Natura და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­ერ­თო ქოლ­გის ქვეშ აგ­რძე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ გან­ვი­თა­რე­ბას და ინარ­ჩუ­ნე­ბენ იმა­ვე მე­ნე­ჯმენ­ტსა და გუნდს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და თი­თო­ე­უ­ლი ბრენ­დის წინსვლას.

რო­გორც Avon-ის დი­რექ­ტო­რი, ანა ცხა­და­ძე გვი­ამ­ბობს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მათ­თვის იქ­მნე­ბა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ უფრო ფარ­თო მას­შტა­ბით იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ბა­ზარ­ზე და მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ უფრო მეტ ქალს მის­ცენ ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის, წინსვლის, ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად Avon და Natura & Co მსოფ­ლი­ოს 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­გორც და­გეგ­მი­ლია, კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად 10 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს და და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 40 000 ადა­მი­ან­ზე მეტი გახ­დე­ბა. ამას­თან, ორი­ვე კომ­პა­ნია გეგ­მავს სი­ახ­ლე­ებს, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­დუქ­ცი­ას და მათ­ზე გაზ­რდილ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას გუ­ლის­ხმობს.

„ცოტა ხნის წინ, Natura-მ 50-ე და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა. ჩვენს დიდ ოჯახ­ში Avon-ის შე­მო­ერ­თე­ბით ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში ახალ ერას ვი­წყებთ. ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს ერთი ხედ­ვა, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ენ­თუ­ზი­აზ­მი სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ის მი­მართ, ამი­ტომ ერ­თად, უფრო დიდი ძა­ლის­ხმე­ვით მსოფ­ლი­ოს უფრო კე­თილ და ლა­მაზ ად­გი­ლად ვაქ­ცევთ“, - გა­ნა­ცხა­და Natura-ს თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ლუის სიბ­რამ.

რო­გორც Avon-ში აცხა­დე­ბენ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მო­აქვს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის ევ­რო­პის, აზი­ის, აფ­რი­კი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში კი­დევ უფრო დიდ ბაზ­რებ­ზე შეს­ვლის გზე­ბი. ამას­თან, Natura & Co-ს ქოლ­გის ქვეშ ის უფრო კრე­ა­ტი­უ­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი და სი­ახ­ლე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. თა­ვად Natura-ს ბრენ­დს კი Avon-ი ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის სა­ზღვრებს გა­რე­თაც გა­უ­წევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ Natura & Co გლო­ბა­ლუ­რი, მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი კორ­პო­რა­ცი­აა, გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ლა­თი­ნო ამე­რი­კულ ბა­ზარ­ზე. ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Avon-ი კი უკვე 130 წელ­ზე მე­ტია ზრუ­ნავს ქა­ლე­ბის ფი­ნან­სურ გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე. Natura-ს ის­ტო­რია 1968 წელს ბრა­ზი­ლი­ა­ში იწყე­ბა, სა­დაც ის და­ფუძ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გახ­და გა­ყიდ­ვე­ბის ლი­დე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Natura & Co და Avon აქ­ტი­უ­რად იბ­რძვი­ან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და კოს­მე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თა პრო­დუქ­ცია არ გა­დის ტეს­ტი­რე­ბას ცხო­ვე­ლებ­ზე. ამ უდი­დე­სი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით კი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კოს­მე­ტი­კა მსოფ­ლი­ოს უფრო მეტ წერ­ტილ­ში გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

R

ავტორი:

კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა

კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბრაზილიურმა კორპორაციამ Natura & Co კომპანია Avon-ი შეისყიდა. გაერთიანების შედეგად უმსხვილესი ჰოლდინგი Natura & Co ახლა უკვე 4 დამოუკიდებელ კოსმეტიკურ ბრენდს ფლობს: Avon, The body Shop, Aesop და თავად Natura. შესაბამისად, ის კოსმეტიკურ ბაზარზე სიდიდით მეოთხე კომპანია გახდა. მისი მომხმარებლების რაოდენობა 200 მილიონზე მეტია და დღითიდღე კიდევ უფრო მეტად იზრდება.

როგორც კომანია Avon-ში ვარაუდობენ, Natura-სა და მათი გაერთიანებული ძალებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში 6.3 მილიონი წარმომადგენლის მეშვეობით, ისინი გაყიდვების ლიდერის პოზიციას დაიკავებენ. მაღაზიათა დიდი ქსელი - 3 000-ზე მეტი ობიექტი და ციფრული გაყიდვები კი კომპანიებს პირდაპირი გაყიდვების სფეროში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ბრენდი - Avon, The Body Shop, Aesop და თავად Natura დამოუკიდებლად, საერთო ქოლგის ქვეშ აგრძელებენ თავიანთ განვითარებას და ინარჩუნებენ იმავე მენეჯმენტსა და გუნდს, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა თითოეული ბრენდის წინსვლას.

როგორც Avon-ის დირექტორი, ანა ცხადაძე გვიამბობს, გაერთიანების შედეგად მათთვის იქმნება ახალი შესაძლებლობები, რომ უფრო ფართო მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილები სხვადასხვა ბაზარზე და მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ქალს მისცენ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების, წინსვლის, ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

ამ გაერთიანების შედეგად Avon და Natura & Co მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. როგორც დაგეგმილია, კომპანიის შემოსავალი ყოველწლიურად 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს და დასაქმებულთა რაოდენობა 40 000 ადამიანზე მეტი გახდება. ამასთან, ორივე კომპანია გეგმავს სიახლეებს, რომელიც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას და მათზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

„ცოტა ხნის წინ, Natura-მ 50-ე დაბადების დღე აღნიშნა. ჩვენს დიდ ოჯახში Avon-ის შემოერთებით ჩვენს ისტორიაში ახალ ერას ვიწყებთ. ჩვენ გვაერთიანებს ერთი ხედვა, საერთო ინტერესები, დიდი სიყვარული და ენთუზიაზმი სილამაზის ინდუსტრიის მიმართ, ამიტომ ერთად, უფრო დიდი ძალისხმევით მსოფლიოს უფრო კეთილ და ლამაზ ადგილად ვაქცევთ“, - განაცხადა Natura-ს თანადამფუძნებელმა ლუის სიბრამ.

როგორც Avon-ში აცხადებენ, გაერთიანებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კიდევ უფრო დიდ ბაზრებზე შესვლის გზები. ამასთან, Natura & Co-ს ქოლგის ქვეშ ის უფრო კრეატიული, ინოვაციური და სიახლეებზე ორიენტირებული გახდება. თავად Natura-ს ბრენდს კი Avon-ი ლათინური ამერიკის საზღვრებს გარეთაც გაუწევს პოპულარიზაციას.

შეგახსენებთ, რომ Natura & Co გლობალური, მულტიბრენდული კოსმეტიკური კორპორაციაა, განსაკუთრებით ძლიერი და პოპულარული ლათინო ამერიკულ ბაზარზე. ამერიკული კომპანია Avon-ი კი უკვე 130 წელზე მეტია ზრუნავს ქალების ფინანსურ გაძლიერებასა და მათი დამოუკიდებლობის მოპოვებაზე. Natura-ს ისტორია 1968 წელს ბრაზილიაში იწყება, სადაც ის დაფუძნებისთანავე გახდა გაყიდვების ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ Natura & Co და Avon აქტიურად იბრძვიან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით და კოსმეტიკულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველები არიან, რომელთა პროდუქცია არ გადის ტესტირებას ცხოველებზე. ამ უდიდესი კომპანიების გაერთიანებით კი მაღალი ხარისხის კოსმეტიკა მსოფლიოს უფრო მეტ წერტილში გახდება ხელმისაწვდომი.

R

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი - ვებსტერი (Webster University) საქართველოში შემოდის