კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება და გაძვირდება - პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება და გაძვირდება - პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს

სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, პარ­ლა­მენ­ტი "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს.

კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი, რომ­ლის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვაც პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე 4-7 თე­ბერ­ვლის კვი­რა­ში მოხ­დე­ბა, მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის ორ ეტა­პად გა­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე ინი­ცი­რე­ბა გა­სუ­ლი წლის მარ­ტში მოხ­და, თუმ­ცა ამ დრომ­დე მისი პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვა არ მომ­ხდა­რა.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მოც­დის პირ­ვე­ლი ეტა­პი (სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნევ­რე­ბი) და­ხუ­რულ სა­გა­მოც­დო მო­ე­დან­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, რო­გორც ეს ამ­ჟა­მა­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ხოლო მისი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რე ეტა­პი რე­ა­ლუ­რი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში - წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ მარ­შრუ­ტებ­ზე.

გარ­და ამი­სა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, შე­მო­დის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ახა­ლი კა­ტე­გო­რია "AM", რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს მო­პე­დებ­სა და მსუ­ბუქ კვად­რო­ციკ­ლებს. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის არ­სე­ბულ კა­ტე­გო­რი­ებს ასე­ვე ემა­ტე­ბა "A2" ქვე­კა­ტე­გო­რი­აც, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მო­ტო­ციკლს, რომ­ლის სიმ­ძლავ­რე არ აღე­მა­ტე­ბა 35 კვტ-ს და სიმ­ძლავ­რის/წო­ნის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი არ აღე­მა­ტე­ბა 0,2 კვტ/კგ-ს.

კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მო­პე­დი და მსუ­ბუ­ქი კვად­რო­ციკ­ლი ექ­ცე­ვა მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის დე­ფი­ნი­ცი­ა­ში, რაც მათ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ნა­წი­ლე­ე­ბად აქ­ცევს და მათ­ზე გავ­რცელ­დე­ბა სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი.

"A1" ქვე­კა­ტე­გო­რი­ის და "B" კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის­თვის დად­გე­ნი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი იც­ვლე­ბა და ნაც­ვლად 17 წლი­სა, ხდე­ბა 18 წელი. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 18 წლამ­დე ასა­კის პირს შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოს მხო­ლოდ AM (მო­პე­დი), T (ტრაქ­ტო­რი) და B1 (კვად­რო­ციკ­ლი) კა­ტე­გო­რი­ის/ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, დღე­ი­სათ­ვის მო­პე­დის მეშ­ვე­ო­ბით ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი 18 წლამ­დე ასა­კის პი­რია და­საქ­მე­ბუ­ლი.

მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ორე­ტა­პი­ა­ნად გარ­დაქ­მნა, მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდას იწ­ვევს. „B“ კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ველ ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის სა­ფა­სუ­რია - 40 ლარი, მე­ო­რე ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის - 90 ლარი.

"A", "C", "D", "BE", "CE", "DE" კა­ტე­გო­რი­ის და "A1", "A2", "B1", "C1", "D1", "C1E" და "D1E" ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ველ ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის სა­ფა­სუ­რია 40 ლარი, მე­ო­რე ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის - 150 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­ო­რი­ულ კომ­პო­ნენტს, მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის სა­ფა­სუ­რი ნაც­ვლად 40 ლა­რი­სა გახ­დე­ბა 20 ლარი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
18

სტატიიდან ერთი რამე გავიგე, როგორც ყველაფერი ესეც ძვირდება და ფულის წყარო ხდება.

გოგა
28

ფული აბა რაა... ამდენ მუქთა ხორას შენახვა არ უნდა? 

ავტორი:

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება და გაძვირდება - პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება და გაძვირდება - პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

კანონის პროექტი, რომლის პირველი მოსმენით განხილვაც პლენარულ სხდომაზე 4-7 თებერვლის კვირაში მოხდება, მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს სხდომაზე ინიცირება გასული წლის მარტში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა არ მომხდარა.

ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია "AM", რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება "A2" ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

კანონის პროექტის თანახმად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს და მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

"A1" ქვეკატეგორიის და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი. ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული.

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი.

"A", "C", "D", "BE", "CE", "DE" კატეგორიის და "A1", "A2", "B1", "C1", "D1", "C1E" და "D1E" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 150 ლარი.

რაც შეეხება თეორიულ კომპონენტს, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური ნაცვლად 40 ლარისა გახდება 20 ლარი.

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ძლიერი ხანძარი წალენჯიხაში - ცეცხლი ალპურ ზონას უკიდია (ფოტო)

"აქვს ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, არ არის გამორიცხული, რომ დამძიმდეს" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა