სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინიდან დამიკავშირდა ვატო ყიფიანი, მთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება" - რას ყვება ჩვენებაში ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალდებული
"უკრაინიდან დამიკავშირდა ვატო ყიფიანი, მთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება" - რას ყვება ჩვენებაში ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალდებული

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ექვს პირს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. კი­დევ ერთი პირი უკ­რა­ი­ნა­ში, კერ­ძოდ, ხარ­კოვ­ში და­ა­კა­ვეს. რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, პირი, რო­მე­ლიც ხარ­კო­ვი­დან ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა თბი­ლის­ში გა­მოგ­ზავ­ნეს, რე­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ის თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც ხარ­კოვ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ სან­დო პირს ეძებ­დნენ, ის კრი­მი­ნა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვის წევ­რს ბოგ დან მა­ლენ­ცის და­უ­ახ­ლოვ­და და დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქვა, სწო­რედ მა­ლენ­ცია უკ­რა­ი­ნა­ში შემ­კვე­თის სტა­ტუ­სით და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი ბი­ბი­ლა­ურ­სა და ბექა ცინ­ცა­ძეს ედა­ვე­ბა. ამ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. ბექა ცინ­ცა­ძის ად­ვო­კა­ტი სა­ლო­მე ჯა­ნუ­აშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის და­სა­ცავს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. მას წარ­სუ­ლი შე­ბღა­ლუ­ლი არა აქვს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­დი­უ­სე­რია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში. და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს არც გი­ორ­გი ბი­ბი­ლა­უ­რი, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა აცხა­დებს, რომ სწო­რედ ბი­ბი­ლა­ურს გა­დას­ცეს აჭა­რი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, უკ­რა­ი­ნელ მა­მა­კაცს პირ­ვე­ლად რეს­ტო­რან "თაღ­ლა­უ­რა­ში" შეხ­ვდნენ 2019 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს.

ბა­თუმ­ში და­კა­ვე­ბულ ოთხ პირს: რო­ლანდ ბე­რი­ძეს, იური მჟა­ვა­ნა­ძეს, ნუგ­ზარ ბეჟა­ნი­ძე­სა და გოჩა თა­დუ­მა­ძეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა­სა და შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. ოთხი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ას­ლან აბა­ში­ძის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რია. მხო­ლოდ იური მჟა­ვა­ნა­ძე აღი­ა­რებს ბრალს და ჩა­დე­ნილს ინა­ნი­ებს. მას ედა­ვე­ბი­ან ფეთ­ქე­ბა­დი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა­ში დახ­მა­რე­ბას.

მარ­თა­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლი რო­ლანდ ბე­რი­ძე (ასა­ლან აბა­ში­ძის დცა­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი) ახლა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, მაგ­რამ გა­ზე­თამ "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პოა მისი ჩვე­ნე­ბა, სა­დაც აცხა­დებს, რომ ვატო ყი­ფი­ან­მა სთხო­ვა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის და ტრო­ტი­ლის შოვ­ნა.

ამო­ნა­რი­დი რო­ლანდ ბე­რი­ძის ჩვე­ნე­ბი­დან: "2019 წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში "ვა­ცა­პის" მეშ­ვე­ო­ბით და­მი­კავ­შირ­და უკ­რა­ი­ნი­დან მე­გო­ბა­რი ვა­ლე­რი­ან (ვატო - ავტ.) ყი­ფი­ა­ნი და მთხო­ვა დავ­ხმა­რე­ბო­დი ორი ცალი "ტე­ლე­ფო­ნი ბა­ნა­ნის" დამ­ზა­დე­ბა­ში. მივ­ხვდი, რომ "ტე­ლე­ფო­ნი ბა­ნან­ში" მან იგუ­ლის­ხმა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მივ­ხვდი, ღიად სა­უ­ბა­რი არ სურ­და და ზედ­მე­ტი კი­თხვა არ და­მის­ვამს. მას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ და მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. თხოვ­ნა­ზე უარი ვერ ვუ­თხა­რი და დავ­პირ­დი, რომ ვნა­ხავ­დი ვინ­მეს, ვინც და­მეხ­მა­რე­ბო­და. არ მი­კი­თხავს, რის­თვის სჭირ­დე­ბო­და და არც მას უთ­ქვამს. მო­გახ­სე­ნებთ, დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნი ნუგ­ზარ ბეჟა­ნი­ძე და იური მჟა­ვა­ნა­ძე, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მუ­შა­ობ­დნენ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმ "ალ­ფა­ში" და ას­ლან აბა­ში­ძის დაც­ვა­შიც. მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და ნო­ემ­ბრის ბო­ლოს შევ­ხვდი იური მჟა­ვა­ნა­ძეს. ვკი­თხე, ვინ შე­იძ­ლე­ბო­და დამ­ხმა­რე­ბო­და. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ საქ­მე­ში შე­იძ­ლე­ბო­და დაგ­ვხმა­რე­ბო­და ნუგ­ზარ ბეჟა­ნი­ძე. მე­ო­რე დღეს ერ­თად მი­ვე­დით ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, ნუგ­ზა­რის სახ­ლში. ის მარ­ტო იყო, მე ნუგ­ზარს იური მჟა­ვა­ნა­ძის თან­დას­წრე­ბით ვე­სა­უბ­რე და ვუ­თხა­რი, რომ მჭირ­დე­ბო­და ორი ცალი ისე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბო­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით. ვკი­თხე, ხომ არ იც­ნობ­და ვინ­მეს, ვი­საც ამის დამ­ზა­დე­ბა შე­ეძ­ლო. ასე­ვე ვუ­თხა­რი, რომ მჭირ­დე­ბო­და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ტრო­ტი­ლი. მი­თხრა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, შეძ­ლებ­და დახ­მა­რე­ბას. ასა­ფეთ­ქებ­ლის დამ­ზა­დე­ბის მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, ამის გამ­ხე­ლას არც მე ვა­პი­რებ­დი და არც მას სურ­და გარ­კვე­ვა. მე და იური მა­ლე­ვე წა­მო­ვე­დით. მე­ო­რე დღეს და­მი­კავ­შირ­და ნუგ­ზა­რი და მი­თხრა, რომ დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
35

ელაპარაკა ტელეფონით და რატომ არის დარწმუნებული, რომ ის კაცი ყიფიანი იყო? იქნებ დადეშქელიანი გელაპარაკა? ან ვართანუშას ქმარი კუზიანი რაფო?

და მოორე; კაცი ბანანზე ბაზრობდა და ამან ბომბა იგულისხმა. წითელ ბროწეულზე რას იფიქრებდა, გრანატას? და ნესვი ატომური ბომბია, თუ საზამთროა ატომი? ააააა, მივხვდი, ატომური ბომბი ატამია, გორის ატამი, ან ველისციხის ადრეულა ატამზეა ბაზარი... მაგდენი განათლება ქეგვაქვს ჩვენე, აპაა!

კიდევ კარგი, რომ პარკის ლობიოზე არ იყო ბაზარი, თვარა ეგ ხომ პერშინგია ბრატ, პერშინგი! მაი ბაღანემაც იცის, რომე ქართულად პარკის ლობიო ინგლისურად პერშინგია, გუგლიც მასე თარგმნის. ჩაწერეთ პარკი და გადათარგმნის პერშინგად...

გამოდის, რომე ტერორისტებისთვის ყველა ინფორმაცია ღიაა და მისაწვდომელი. რაფრა გინდა ებრძოლო მათ ბანდებს, თუ ისიც ვერ დაგვიდგენია, თუ რამდენი იყო წელს თხილის მოსავალი? რადგან თხილი და თხრილი ერთია. ლაფატკები კი, ამ საქმეში გარღვევა გვაქვს და მის დეფიციტს განვიცდით, მარა ეყურება ამერიკას??? აფერიც არ ეყურება და ე შეგვატოვეს პირისპირ კაციჭამია რუსებს...... 

გუგა
0

ტიპმა ჩამოვალო და პროკურატურავ სად ხარ რატო არ ეპატიჟები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"უკრაინიდან დამიკავშირდა ვატო ყიფიანი, მთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება" - რას ყვება ჩვენებაში ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალდებული

"უკრაინიდან დამიკავშირდა ვატო ყიფიანი, მთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება" - რას ყვება ჩვენებაში ძმებ ფეიქრიშვილების საქმეზე ბრალდებული

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებ ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთი პირი უკრაინაში, კერძოდ, ხარკოვში დააკავეს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირი, რომელიც ხარკოვიდან ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შესასრულებლად კრიმინალურმა ავტორიტეტებმა თბილისში გამოგზავნეს, რეალურად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. ის თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხარკოვში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოში დაგეგმილი მკვლელობის შემსრულებელ სანდო პირს ეძებდნენ, ის კრიმინალების გარემოცვის წევრს ბოგ დან მალენცის დაუახლოვდა და დახმარება აღუთქვა, სწორედ მალენცია უკრაინაში შემკვეთის სტატუსით დაკავებული.

მკვლელობის მომზადებას გამოძიება გიორგი ბიბილაურსა და ბექა ცინცაძეს ედავება. ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირები ბრალს არ აღიარებენ. ბექა ცინცაძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ირწმუნება, რომ მის დასაცავს დანაშაული არ ჩაუდენია. მას წარსული შებღალული არა აქვს, წარმატებული პროდიუსერია და დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. დანაშაულს არ აღიარებს არც გიორგი ბიბილაური, თუმცა გამოძიება აცხადებს, რომ სწორედ ბიბილაურს გადასცეს აჭარიდან ჩამოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება. გამოძიების მტკიცებით, უკრაინელ მამაკაცს პირველად რესტორან "თაღლაურაში" შეხვდნენ 2019 წლის 15 ოქტომბერს.

ბათუმში დაკავებულ ოთხ პირს: როლანდ ბერიძეს, იური მჟავანაძეს, ნუგზარ ბეჟანიძესა და გოჩა თადუმაძეს ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის მომზადებასა და შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. ოთხივე დაკავებული ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია. მხოლოდ იური მჟავანაძე აღიარებს ბრალს და ჩადენილს ინანიებს. მას ედავებიან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენაში დახმარებას.

მართალია, ბრალდებული როლანდ ბერიძე (ასალან აბაშიძის დცავის ყოფილი უფროსი) ახლა დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ გაზეთამ "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოა მისი ჩვენება, სადაც აცხადებს, რომ ვატო ყიფიანმა სთხოვა ასაფეთქებელი მოწყობილობის და ტროტილის შოვნა.

ამონარიდი როლანდ ბერიძის ჩვენებიდან: "2019 წლის ნოემბრის დასაწყისში "ვაცაპის" მეშვეობით დამიკავშირდა უკრაინიდან მეგობარი ვალერიან (ვატო - ავტ.) ყიფიანი და მთხოვა დავხმარებოდი ორი ცალი "ტელეფონი ბანანის" დამზადებაში. მივხვდი, რომ "ტელეფონი ბანანში" მან იგულისხმა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის მოქმედებაში მოყვანა ტელეფონის მეშვეობით არის შესაძლებელი. მივხვდი, ღიად საუბარი არ სურდა და ზედმეტი კითხვა არ დამისვამს. მას დიდი ხანია ვიცნობ და მეგობრობა მაკავშირებს. თხოვნაზე უარი ვერ ვუთხარი და დავპირდი, რომ ვნახავდი ვინმეს, ვინც დამეხმარებოდა. არ მიკითხავს, რისთვის სჭირდებოდა და არც მას უთქვამს. მოგახსენებთ, დაცვის სამსახურში მუშაობის დროს გავიცანი ნუგზარ ბეჟანიძე და იური მჟავანაძე, რომლებიც ასევე მუშაობდნენ სპეცდანიშნულების რაზმ "ალფაში" და ასლან აბაშიძის დაცვაშიც. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ნოემბრის ბოლოს შევხვდი იური მჟავანაძეს. ვკითხე, ვინ შეიძლებოდა დამხმარებოდა. გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმეში შეიძლებოდა დაგვხმარებოდა ნუგზარ ბეჟანიძე. მეორე დღეს ერთად მივედით ხელვაჩაურში, ნუგზარის სახლში. ის მარტო იყო, მე ნუგზარს იური მჟავანაძის თანდასწრებით ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ორი ცალი ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადება, რომლის მოქმედებაში მოყვანა შეიძლებოდა მობილური ტელეფონით. ვკითხე, ხომ არ იცნობდა ვინმეს, ვისაც ამის დამზადება შეეძლო. ასევე ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი ტროტილი. მითხრა, რომ სავარაუდოდ, შეძლებდა დახმარებას. ასაფეთქებლის დამზადების მოტივზე საუბარი არ ყოფილა, ამის გამხელას არც მე ვაპირებდი და არც მას სურდა გარკვევა. მე და იური მალევე წამოვედით. მეორე დღეს დამიკავშირდა ნუგზარი და მითხრა, რომ დეტალები გაარკვია... წაიკითხეთ სრულად

პოლიციამ დააკავა ახალგაზრდები, რომლებმაც ახალქალაქში 4 ადამიანი დაჭრეს

"არ გავჩერდები, ვიდრე ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი არ დაისჯება" - 2003 წელს საზარელ ავარიაში დაღუპული დავით საყვარელიძის დედამ სტრასბურგში გაიმარჯვა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება