პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს
ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ტყუპ­მა ბავ­შვებ­მა თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა უკვე და­ტო­ვეს და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე მცი­რე­წლოვ­ნე­ბი 30 იან­ვარს ტუ­რის­ტულ ჯგუფ­თან ერ­თად სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ყაზ­ბე­გი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა, ვი­ნა­ი­დან მათ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის, ისი­ნი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

რენდგე­ნოგ­რა­ფი­ით და კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ პა­ცი­ენ­ტებს H1N1ვირუ­სი ჰქონ­დათ და კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­მო­ი­რი­ცხა.

ამ დრომ­დე მათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­დათ.

რო­გორც ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და მათი კლი­ნი­კა­ში გა­ჩე­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღარ არის, შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვე­ბის ახ­ლობ­ლებს, მათი გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ტო­ვე­ბენ.

„მად­ლო­ბას ვუხ­დი ქარ­თველ ექი­მებს ყუ­რა­დღე­ბი­სა და გუ­ლი­თა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის. ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით ასეთ რე­ზო­ნანსს და თა­ნად­გო­მას. ჩვენ ყაზ­ბეგ­ში აღარ დავ­ბრუნ­დე­ბით, ვიქ­ნე­ბით თბი­ლის­ში და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რო­გორც მოგ­ვი­ხერ­ხდე­ბა, დავ­ტო­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს“, - გა­ნა­ცხა­დეს ბავ­შვე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა.

ამ დრო­ის­თვის თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე რჩე­ბა. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­სულ სა­ქარ­თვე­ლოს ორ მო­ქა­ლა­ქეს­თან მი­მარ­თე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ნიშ­ნე­ბი გა­მო­ი­რი­ცხა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

ჩინეთის მოქალაქე ტყუპმა ბავშვებმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება უკვე დატოვეს და კლინიკიდან გაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა განუცხადეს, ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვნები 30 იანვარს ტურისტულ ჯგუფთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყაზბეგიდან ჩამოიყვანა, ვინაიდან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

კორონავირუსის პრევენციისა და დიაგნოსტირებისთვის, ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

რენდგენოგრაფიით და კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტებს H1N1ვირუსი ჰქონდათ და კორონავირუსი გამოირიცხა.

ამ დრომდე მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებოდათ.

როგორც ექიმები აცხადებენ, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათი კლინიკაში გაჩერება აუცილებელი აღარ არის, შესაბამისად, კლინიკიდან გაწერეს.

რაც შეეხება ბავშვების ახლობლებს, მათი განცხადებით, ისინი საქართველოს შეძლებისდაგვარად, უახლოეს პერიოდში დატოვებენ.

„მადლობას ვუხდი ქართველ ექიმებს ყურადღებისა და გულითადი დამოკიდებულებისთვის. ნამდვილად არ ველოდით ასეთ რეზონანსს და თანადგომას. ჩვენ ყაზბეგში აღარ დავბრუნდებით, ვიქნებით თბილისში და შეძლებისდაგვარად, როგორც მოგვიხერხდება, დავტოვებთ საქართველოს“, - განაცხადეს ბავშვების ოჯახის წევრებმა.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქესთან მიმართებით საქართველოში ჩატარებული კვლევებით ახალი კორონავირუსის ნიშნები გამოირიცხა.

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხეს

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

პაატა იმნაძე - "ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა"